X-treme user Posted September 16, 2011 Posted September 16, 2011 ინტერნეტ-რესურს BSN-ის ინფორმაციით, IDF 2011-ზე MSI-მ წარმოადგინა მოწყობილობის პროტოტიპი - სისტემური დაფის ხმოვანი მართვისთვის. ერთი შეხედვით, ეს PCI Express x1 ინტერფეისის მქონე ჩვეულებრივი ბარათია, რომელიც აღჭურვილია ორი პორტით, როგორც ჩანს, მომხმარებლის ბრძანებების გადატანისთვის - პროდუქტისთვის გასაგებ კოდურ ენაზე. ტექნოლოგია Voice Genie მუშავდებოდა რამდენიმე წლის მანძილზე და უკვე ძალიან მიუახლოვდა კომერციულ ნაწარმებში გამოყენების სტადიას, უფრო ზუსტად კი - MSI Big Bang სერიის დაფებში. რასაკვირველია, კომპიუტერი რეაგირებას მოახდენს მხოლოდ სტანდარტულ ან მფლობელის მიერ განსაზღვრულ ხმოვან ბრძანებებს. მაგალითად, 'MSI Big Bang Power On'-ს - PC-ის ჩასართავად, 'Power Off MSI Big Bang' - კი გამორთვისთვის. სხვა შესაძლებლობებს აგრეთვე განეკუთვნება მართვის პანელის გახსნა 'Open Control Panel'-ით და ვებ-ბრაუზერის გაშვება, default-ზე 'Open Browser'-ით. აღნიშნული გადაწყვეტილების ღირებულება, MSI USA-ს ოფიციალურ პირების - რაჯივ კოტარის და ალექს ჩანგის თქმით, უნდა იყოს 'უფრო მეტი, ვიდრე ხელმისაწვდომი'. Overclockers.ua 3
სოსო Posted September 16, 2011 Posted September 16, 2011 ეს Big Bang ექსპერიმენტული სერიაა? ჯერ ჰიდრაო ეხლა ხმით მართვაო მერე ალბათ სუნის გენერირება და იავიცი :D
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now