X-treme user Posted September 11, 2011 Posted September 11, 2011 Computex გამოფენაზე წარმოდგენიდან რამდენიმე თვის შემდეგ, კომპანია Thermaltake-მა ოფიციალურად განაცხადა სამ, პრემიუმ-კლასის, Toughpower XT სერიის კვების ბლოკის გამოსვლის შესახებ. 1375 და 1475 ვ სიმძლავრის მქონე მოდელების მქკ შეადგენს 87-93%-ს, რაც შეესაბამება 80 Plus Gold რეიტინგს, ხოლო 1275 ვ-იანის ეფექტურობა კი 89%-ია (80 Plus Platinum). ყველა ანონსირებულ პროდუქტს გააჩნია ATX12V 2.3 და SSI EPS12V 2.92 სტანდარტების მხარდაჭერა, მოდულარული კონსტრუქცია და ორი +12 ვ ხაზი. გაგრილებას უზრუნველყოფს 140 მმ ზომის ფენი, რომლის სისწრაფის დონეც შეიძლება აღწევდეს 1900 ბრ/წთ-ს. სხვა თავისებურებებს აგრეთვე მიეკუთვნება იაპონური წარმოების, თერმოგამძლე (105°C) კონდენსატორების გამოყენება, სიმძლავრის კოეფიციენტის კორექციის მექანიზმი Interleaved PFC და პროდუქტის მდგომარეობის მაჩვენებელი სამი LED-ინდიკატორი. კვების ბლოკების განცხადებული MTBF (საშუალო ხანგრძლივობა მწყობრიდან გამოსვლამდე) შეადგენს არანაკლებ 120 000 სთ-ს, ხოლო გარანტიის დრო, გაზრდილ იქნა მწარმოებლის მიერ, 7 წლამდე. დასავლეთის ბაზრებზე, აღნიშნული პროდუქტები გამოჩნდებიან სექტემბრის თვეში. TC Magazine, Overclockers.ua 2 Quote
სოსო Posted September 11, 2011 Posted September 11, 2011 (80 Plus Platinum). ესენი როდის შევლენ ჩიხში ნეტა გადავიდა Quote
snord Posted October 5, 2011 Posted October 5, 2011 ესენი როდის შევლენ ჩიხში ნეტა ვერ ხედავ სოსო კვებებისთვის აღარ სცალიათ სულ ახალ სოკეტებზე არიან გადასულები მარტო სოკეტი და ვიდეო იცვლება კვებები წელწადში ახალი თუ გამოვა, ერთ კვებას რო იყიდის კაცი კარგს ის არ ცვლის 2--3 წელი და მაზერები და კარტებს ცვლიან და სადაც ფული იშოვება იმებს უშვებენ რა, გადაიჯვა ამ ინტელმა თავზე უშვებს და უშვებს ახალ სოკეტებს 775 სოკეტის QX9650 პენტიუმ 3 გახდება მალე Quote
სოსო Posted October 6, 2011 Posted October 6, 2011 რაც მართალია მართალია ერთ ნორმალურ კვებას თუ იყიდი (80+) მინიმუმ 5 წელი შეგიძლია არც იდარდო კვების ბლოკზე Quote
snord Posted October 7, 2011 Posted October 7, 2011 რაც მართალია მართალია ერთ ნორმალურ კვებას თუ იყიდი (80+) მინიმუმ 5 წელი შეგიძლია არც იდარდო კვების ბლოკზე +1111111111111111111111111111111111111 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.