Jump to content

Recommended Posts

Posted

Computex გამოფენაზე წარმოდგენიდან რამდენიმე თვის შემდეგ, კომპანია Thermaltake-მა ოფიციალურად განაცხადა სამ, პრემიუმ-კლასის, Toughpower XT სერიის კვების ბლოკის გამოსვლის შესახებ. 1375 და 1475 ვ სიმძლავრის მქონე მოდელების მქკ შეადგენს 87-93%-ს, რაც შეესაბამება 80 Plus Gold რეიტინგს, ხოლო 1275 ვ-იანის ეფექტურობა კი 89%-ია (80 Plus Platinum).

07590fa686fb1d453c0033b99857df88.jpg

ყველა ანონსირებულ პროდუქტს გააჩნია ATX12V 2.3 და SSI EPS12V 2.92 სტანდარტების მხარდაჭერა, მოდულარული კონსტრუქცია და ორი +12 ვ ხაზი. გაგრილებას უზრუნველყოფს 140 მმ ზომის ფენი, რომლის სისწრაფის დონეც შეიძლება აღწევდეს 1900 ბრ/წთ-ს.

სხვა თავისებურებებს აგრეთვე მიეკუთვნება იაპონური წარმოების, თერმოგამძლე (105°C) კონდენსატორების გამოყენება, სიმძლავრის კოეფიციენტის კორექციის მექანიზმი Interleaved PFC და პროდუქტის მდგომარეობის მაჩვენებელი სამი LED-ინდიკატორი.

588330c3eba8c6fe75732989a42e7d53.jpg

კვების ბლოკების განცხადებული MTBF (საშუალო ხანგრძლივობა მწყობრიდან გამოსვლამდე) შეადგენს არანაკლებ 120 000 სთ-ს, ხოლო გარანტიის დრო, გაზრდილ იქნა მწარმოებლის მიერ, 7 წლამდე. დასავლეთის ბაზრებზე, აღნიშნული პროდუქტები გამოჩნდებიან სექტემბრის თვეში.

  • Upvote 2
Posted

(80 Plus Platinum).

ესენი როდის შევლენ ჩიხში ნეტა :)

გადავიდა

  • 4 weeks later...
Posted

ესენი როდის შევლენ ჩიხში ნეტა :)

ვერ ხედავ სოსო კვებებისთვის აღარ სცალიათ სულ ახალ სოკეტებზე არიან გადასულები მარტო სოკეტი და ვიდეო იცვლება კვებები წელწადში ახალი თუ გამოვა, ერთ კვებას რო იყიდის კაცი კარგს ის არ ცვლის 2--3 წელი და მაზერები და კარტებს ცვლიან და სადაც ფული იშოვება იმებს უშვებენ რა, გადაიჯვა ამ ინტელმა თავზე უშვებს და უშვებს ახალ სოკეტებს 775 სოკეტის QX9650 პენტიუმ 3 გახდება მალე

Posted

რაც მართალია მართალია

ერთ ნორმალურ კვებას თუ იყიდი (80+) მინიმუმ 5 წელი შეგიძლია არც იდარდო კვების ბლოკზე

Posted

რაც მართალია მართალია

ერთ ნორმალურ კვებას თუ იყიდი (80+) მინიმუმ 5 წელი შეგიძლია არც იდარდო კვების ბლოკზე

+1111111111111111111111111111111111111

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.