Guest Posted September 10, 2011 Posted September 10, 2011 ვიცი ვინდოუსთან არაფერ შუაშია და ამ ფორუმზე ალბათ არ არიან ამ პროგრამის ბევრი მცოდნენი მაგრამ ვინმე თუ არის სპეციალისტი ჯუმლაში მაინც, იქნებ დამეხმაროთ, მოდულების მენეჯერს დაემართა რაღაც, აღარ აჩვენებს მოდულებს საერთოდ და ღილაკებიც არ მუშაობს ზემოთ (disable, new edit...) მაგრად მჭირდება ამ პრობლემის გამოსწორება, ჩემი კლიენტის საიტია
donkosta Posted September 10, 2011 Posted September 10, 2011 ბაზაში გამორთე მოდულები, რომელიღაცა ურევს
kashmir Posted September 10, 2011 Posted September 10, 2011 phpMyAdmin_დან ნახე jos_modules თეიბლი, მანდ ნახე ის მოდული რომელიც ბოლოს ჩართე და აურია (ან მიყევი გათიშე ყველა, მერე სათითაოდ ჩართე და ნახე რომელზე ურევს), Published დააყენე 0_ზე და დაასეივე. საერთოდ რის მერე დაეწყო ეს ყველაფერი?
Guest Posted September 11, 2011 Posted September 11, 2011 ბექაფი გავაკეთე და იქაც არეულია. პირველი ბექაფი აღარ მაქვს კარგა ხანია. დიდი ხანია მაგ საიტზე არ შევსულვარ (რამოდენიმე თვე) და დღეს დამჭირდა მოდულის გაკეთება და დღეს აღმოვაჩინე ეგეთი რამ. ასე რომ ნამდვილად ვერ ვიტყვი რის მერე დაეწყო. ახლიდან რა დავაყენო, ჯუმლა? მთელი საიტ კატალოგია შიგნით აწყობილი მაღაზიის პროდუქციით არის გატენილი. მაგის ყველაფრის თავიდან დაყენებს ჯობია ფანჯრიდან გადავხტე სანამ ბოლო პოსტებს ვნახავდი, მანამდე advanced module manager დავაყენე და მაგის შემდეგ გამოჩნდა მოდულები. ასე რომ პრობლემა აღმოფხვრილია ასე თუ ისე, მაგრამ რატომ დაემართა ეგეთი რამე მაინც გაურკვევლი რჩება. მთავარია მოდულებთან წვდომა მაქვს უკვე. მიხურეთ ტოპიკი და მადლობთ გამოხმაურებებისთვის.
Guest Posted September 11, 2011 Posted September 11, 2011 advanced module manager რა პონტში? :დ კომპონენტია ჯუმლასი.
დათო Posted September 11, 2011 Posted September 11, 2011 კომპონენტია ჯუმლასი. ეგ კი ვიცი მაგრამ ანუ ახლით ჩაანაცვლა მარტო ეგ კომპონენტი და გასწორდა?
Guest Posted September 11, 2011 Posted September 11, 2011 ეგ კი ვიცი მაგრამ ანუ ახლით ჩაანაცვლა მარტო ეგ კომპონენტი და გასწორდა? არა. რომ წავშალე, ისევ ისე დაემართა, მოდულ მენეჯერში არაფერი ჩანდა და ყველა ღილაკი გაყინული იყო. მაგიტომ ვამბობ, უცნაურია ძალიან. ეგეთი რამე ჯერ არ შემხვედრია. რა შეცდომა უნდა იყოს კოდში ისეთი რომ მთელ გვერდს ყინავდეს და რეაქცია არ ქონდეს არაფერზე. ხოდა დავაყენე ისევ ეგ advanced module manager, სხვა რა გზაა...
Recommended Posts