Barca Posted August 27, 2011 Posted August 27, 2011 რა თქმა უნდა ყველამ კარგად ვიცით ,რომ კომპანია Razer აწარმოებს ერთ-ერთ ყველაზე მაღალხარისხიან პროდუქციას ,რომელშიც ძირითადად შედის კომპიუტერის პერიფერიული მოწყობილობები ,თუმცა მათ გადაწყვიტეს უფრო შორს წასულიყვნენ და წარმოადგინეს ახალი Razer Blade სახელწოდების მქონე გეიმინგ ლეპტოპი ,რომელიც თავისი დიზაინით ძალიან ლამაზი,თხელი და დახვეწილია,რაც შეეხება მის მონაცემებს ,იგი სრულიან საკმარისია თანამდროვე გეიმინგისთვის. ეს გახლავთ საკმაოდ თხელი 0.88 ინჩი სისქის 17 ინჩიანი ლეპტოპი ,რომელიც ამასთანავე არის საკმაოდ მსუბუქი სხვა გეიმინგ ლეპტოპებთან შედარებით,მისი მონაცემები ასე გამოიყურება: ეკრანი - 17 ინჩიანი LED Backlit მრეზოლუციით 1920 x 1080 პიქსელი პროცესორი - Intel ის მე-2 თაობის Sandy Bridge Core i7 2640M სიხშირით 2.80 GHz ოპერატიული მეხსიერება - 8GB 1333MHz DDR3 ვიდეო ბარათი - NVIDIA GeForce GT 555M 2GB GDDR5 მეხსიერებით მყარი დისკი - 320GB 7200rpm SATA სხვა - HD ვებ კამერა, Wireless Network 802.11 b/g/n Compatible , ინტეგრირებული 60Wh ბატარეა. გარდა ამისა ,მისი მთავარი ღირსებააა მანათობელი კლავიატურა რომლის მარჯვენა მხარეს მოთავსებულია პატარა სენსორულ ეკრანი ,რომელიც იძლევა სხვადასხვა ონფორმაციას თამაშის დროს. ეს კი ვიდეოები : http://www.youtube.com/watch?v=wUBOpfqbMGE მისი ხილვა დეტალურად შეგიძლიათ ოფიციალურ საიტზე. ამ შესანიშნავი ლეპტოპის ფასი 2800 ამერიკული დოლარია ! 9
SileNt. Posted August 27, 2011 Posted August 27, 2011 აუ ძვირი კია , მაგრამ ძალიან მაგარია დიზაინი მაგრად მომწონს.
Gadget Posted August 27, 2011 Posted August 27, 2011 რა იქნება მსოფლიოში ერთი PC კათარზისი რომ გახსნან 2
Barca Posted August 27, 2011 Author Posted August 27, 2011 აი ეს საერთოდ არ გავს არც წონით და არც ფორმით გეიმინგ ლეპებს ,MacBook ის დიზაინი აქვს და მაგარი ჰარდი ,მაგრამ GTX 560M მაინც არ აწყენდა ან ცოტა უკეთესი :dabolili:
SileNt. Posted August 27, 2011 Posted August 27, 2011 მე დიზაინი მაგრა მომეწონა , მანატობელი კლავიატურა , სენსორული ეკრანი. + ჩემი საყვარელი მწვანე ფერი. მოკლედ დორბლი მომდის :cry:
ANuB1S Posted August 27, 2011 Posted August 27, 2011 ბრავო, ძალიან მაგარი რაღაცაა, სიამოვნებით ვიქონიებდი ^_^
მიშა Posted August 27, 2011 Posted August 27, 2011 უდიდესი სიამოვნებით დავწერდი, რომ არ ვარგა და არ მომწონს. მაგრამ ამჯერად ეს ტყუილი იქნება. საღოლ რეიზერს! :thumbsup: 2
f-22raptor Posted August 28, 2011 Posted August 28, 2011 აუჰ რა კარგი რამეა... კლავიატურის განათების ფერზე ვიკაიფე მაგრად და Power ღილაკზე !...
Barca Posted August 28, 2011 Author Posted August 28, 2011 უდიდესი სიამოვნებით დავწერდი, რომ არ ვარგა და არ მომწონს. მაგრამ ამჯერად ეს ტყუილი იქნება. საღოლ რეიზერს! :wow: ვინ ხარ შენ ? მიშას დაუძახე :huh:
George Posted August 28, 2011 Posted August 28, 2011 სუსტი კარტა აქვს საკმაოთ DX11 და 1920:1080 რაზრეშენიისთვის, დიზაინი მართლა კარგი აქვს
Barca Posted August 28, 2011 Author Posted August 28, 2011 ისე აი მაგ კარტის შესაძლებლობები > http://www.notebookcheck.net/NVIDIA-GeForce-GT-555M.41933.0.html 2GB იანი ცოტა უკეთესია მაგრამ ამით ულტრაზე ვერ ითამაშებ
ჯამბო Posted August 28, 2011 Posted August 28, 2011 აი ასეთი უნდა იგოს გეიმინგ ლეპტოპი დიზაინიც მართლა მაგარი აქვს და ზომა/წონა/წარმადობაც .. ყოჩაღ რეიზერს! მაგრამ ერთი ის მაინტერესებს არსებობს ეს რეალურად თუ მხოლოდ კოცნეპტია იმიტომ რომ არსად დევს ამის რეალური ფოტოები ან ვიდეოები.. ყველგან 3D-ში გაკეთებული სურათი/ვიდეოებია აჰა ვიპოვე, ყოფილა
საბა Posted August 28, 2011 Posted August 28, 2011 კარგია,მეც მომეწონა,მართლა არ გავს გრენდაიზერ gaming ლეპტოპეპს და თან დიზაინიც კარგია, მაგრამ მაინტერესებს არის თუ არა რამე ალტერნატივა ამისთვის 2800 დოლარად?
George Posted August 28, 2011 Posted August 28, 2011 ვნახე და საკმაოთ სუსტი კარტა ყოფილა მგონი ჩემ ეხლანდელ კარტაზეც სლაბია ცოტათი იგრებში, ნუ თუ ჩემი 10% რაზგონზე ვამუშავე ნამდვილათ უფრო სუსტი გამოდის, ანუ DX11-ზე მაგაზე მედიუმზე თუ ითამაშება AAX4-ით მაქს 1920:1080-ზე და სლდ-ზე რეზოლუციის დაკლება ყველამ იცის რაც არის, ნაგავი ჩვენება ქონდა ჩემ 17 ინჩიან 1920:1200 ნოუტბუკს რეზოლუციას როცა ვაკლებდი, ვერც ითამაშებდი ნორმალურათ, ისე მგონი 6990 და GeForce GTX 580M ნოუტბუკები 5000$-მდე ჯდებიან სადღაც, ხო კიდე მინდა ავღნიშნო რომ ეგ კარტები ორთავე დესკტოპ GTX 470-ზე სსუტებია იგრებში და ის თუ 10% რაზგონზე ამუშავე არარეფერენს ვერსია მაგალითად, სხვაობა კიდე უფრო მეტი იქნება, ეგ უბრალოთ რომ იცოდეთ თუ რამდენათ სუსტია 1000$ მობილური ტოპ დონის გეიმინგ კარტა დესკტოპ კარტებზე
X-treme user Posted August 28, 2011 Posted August 28, 2011 სავსებით საკმარისია გეიმინგისთვის ეს ნოუთბუქი და ეხლა დესქტოპ-სისტემის წარმადობა რომ არ ექნება თამაშებში ეგ ისედაც ცნობილია. მაინცდამაინც ყველაფერი ულტრა-მაღალ პარამეტრებზე რომ არ ითამაშო, დიდი არაფერი დაშავდება მაგით
ჯამბო Posted August 28, 2011 Posted August 28, 2011 ვნახე და საკმაოთ სუსტი კარტა ყოფილა მგონი ჩემ ეხლანდელ კარტაზეც სლაბია ცოტათი იგრებში, ნუ თუ ჩემი 10% რაზგონზე ვამუშავე ნამდვილათ უფრო სუსტი გამოდის, ანუ DX11-ზე მაგაზე მედიუმზე თუ ითამაშება AAX4-ით მაქს 1920:1080-ზე და სლდ-ზე რეზოლუციის დაკლება ყველამ იცის რაც არის, ნაგავი ჩვენება ქონდა ჩემ 17 ინჩიან 1920:1200 ნოუტბუკს რეზოლუციას როცა ვაკლებდი, ვერც ითამაშებდი ნორმალურათ, ისე მგონი 6990 და GeForce GTX 580M ნოუტბუკები 5000$-მდე ჯდებიან სადღაც, ხო კიდე მინდა ავღნიშნო რომ ეგ კარტები ორთავე დესკტოპ GTX 470-ზე სსუტებია იგრებში და ის თუ 10% რაზგონზე ამუშავე არარეფერენს ვერსია მაგალითად, სხვაობა კიდე უფრო მეტი იქნება, ეგ უბრალოთ რომ იცოდეთ თუ რამდენათ სუსტია 1000$ მობილური ტოპ დონის გეიმინგ კარტა დესკტოპ კარტებზე ხოდა მაგიტომაცაა გიო რო world of warkraft თუ რაც ქვია , მასეთი თამაშებზე რო აქვს აქცენტი რეიზერს (დამატებითი კლავაც მაგ თამაშის აქვს)
George Posted August 28, 2011 Posted August 28, 2011 ხო მაგრამ მაგდენ ფულს როცა იხდი და თან რისკავ რომ რაღაცა მალე დაიწვება ცუდი გაგრილების გამო მაგაზე გავაკეთე კაკრაზ აქცენტი, მემგონი ის მაინც მოეთხოვებათ რომ მაქსიმუმზე გაქაჩოს ყველაფერი, 3D-ზე და მასეთებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ჩვენთან უნდა ელოდო მერე სანამ გაგზავნი ფოსტით და უკან გამოგიგზავნიან გაკეთებულს, თვემდე ლოდინი უწევს სულ მცირე რამდენადაც ვიცი მასეთ გაგზავნა გამოგზავნებზე
ჯამბო Posted August 28, 2011 Posted August 28, 2011 ნუ ეგ ხო , მაგრამ დიზაინი და ზომების შეფარდებასთან შედარებით კარგი კონფიგია, თუ არადა უნდა იყიდო 10 კილოიანი მახინები როა ეგ :D
საბა Posted August 28, 2011 Posted August 28, 2011 ნუ ეგ ხო , მაგრამ დიზაინი და ზომების შეფარდებასთან შედარებით კარგი კონფიგია, თუ არადა უნდა იყიდო 10 კილოიანი მახინები როა ეგ ერთი ამბროზიაზე მაქ ალერგია ზაფხულობით და მეორე მაგ ლეპტოპებზე :SNEMOTICON13:
George Posted August 29, 2011 Posted August 29, 2011 Razer Blade claims to be first true gaming laptop http://guru3d.com/news/razer-blade-claims-to-be-first-true-gaming-laptop/ მართლა ონლაინ იგრებზე აკეთებენ აქცენტს თორე არაფერი პერფორმანსი მაგ ლეპტოპს არ გააჩნია, აქ რომ კონფიგებია მაგენი ბევრათ უფრო ძლიერებია მაგაზე, მარტო დიზაინი კიდე ვერ გიშველის ნორმალურათ თამაში თუ გსურს ახალ იგრებში http://rockdirect.com/viewNotebook.php?pName=XTREME%20850 ონლაინ იგრებისთვის ოპტიმალური ვარიანტია DX11 ახალი იგრებისთვის კიდე რამე ეგეთი უნდა აიღო მართლა ნორმალურათ თუ აპირებ თამაშს ლეპტოპზე, მაგრამ უაზრობათ მიმაჩნია მაინც ლეპტოპზე გეიმინგი, ნამეტარი წამგებიანი ვარიანტია იგივე ინფო რუსულათ http://www.3dnews.ru/news/616107
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now