როგორც ზევით ავღნიშნე არცერთი სმარტფონი პირადად მე არ მქონია, ამიტომ არ ვდებ თავს რომ ჩემი მსჯელობა 100%-ით მართებულია, მაგრამ ეს ჩემი აზრი და გემოვნებაა...
კორპუსიდან დავიწყოთ. შენ იძახი რომ მეტალი ჯობია პლასმასს, ჩემი აზრით ეგ პირველ რიგში გემოვნების ამბავია, მეორე უფრო მნიშვნელოვანი ისაა რომ მაგ მეტალის ხარჯზე უფრო მძიმეა. კორპუსთან დაკავშირებით კიდევ იმის თქმა შემიძლია რომ სიმაღლეში თითქმის ტოლები არიან ორივე(მ8 ოდნავ მაღალიცაა), სიგანეში G3 არის ოდნავ დიდი, მაგრამ უფრო თხელია. მოშნი დინამიკები კიდევ მე მაგალითად შემოსული ზარის ხმის გასაგებად მადგება მეტი არაფერი, ათასჯერ მნიშვნელოვანია ყურსასმენებში როგორი ხმა ისმის(ამ კრიტერიუმში M8-ს მარტო აიფონი თუ შეეჯიბრება მეტი ვერავინ). რაც შეეხება PPI-ს მაგას ვერ ვხვდები რა შუაშია დიაგონალის სიდიდესთან , მაგრამ თუ მაინცდამაინც თვალსაჩინოება გინდა 5.0" და 5.5" აი მანდ ნახავ განსხვავებას, მითუმეტეს თამაშებში და ვიდეოების ნახვის დროს(თემის ავტორს კამერა აინტერესებდა როგორც ვიცი და მანდაც დიდი ეკრანი დიდი პლიუსია).
მაინც გემოვნების ამბავია ეგ და ამიტომ მე G3 მირჩევნია...