Jump to content

Beka_Tchighladze

VIP
  • Posts

    1927
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    11

Everything posted by Beka_Tchighladze

  1. ხო მაგრამ როდის დგება ის მოგვიანებით 2 დღე კი ვაცადე და
  2. Colorful-მა წარადგინა ახალი GTX 980 iGame გრაფიკული ადაპტერი. GTX 980 არის მსოფლიოში უსწრაფესი გრაფიკული ადაპტერი რომელსაც გააჩნია NVIDIA Maxwell არქიტექტურა, ახალ ამაღელვებელ გეიმინგ ტექნოლოგიებით, ეს ინოვაციები უზრუნველყოფს, გასაოცარ შთაბეჭდილებებს ვირტუალურ რეალობაში HD და ultra გაფართოების 4K ეკრანით. ადაპტერს აქვს 8 პინიანი კვების კონექტორი და 100 მმ -იანი გაგრილების ფანები. კარტას აქვს ორმაგი ბიოსის რეჟიმი ერთი რეჟიმით კართა მუშაობს 1127 MHz core სიხშირე 1216 MHz GPU Boost -ის შემთხვევაში და 7.00 GHz memory სიხშირე . ხოლო მეორე რეჟიმში ქლოქები შემდეგ ნაირად ნაწილდება 1178 MHz core, 1279 MHz GPU Boost, და 7.01 GHz memory. უკანა მხრიდან კარტა ასე გამოიყურება
  3. G751 აქვს Intel core პროცესორი და უახლესი NVIDIA GeForce GTX970M/980M ადაპტერები, აგრეთვე ექსკლუზიური ASUS TurboMaster GPU-OC ტექნოლოგია რომელიც საგრძნობლად ასწრაფებს GPU-ს ლეპტოპს აქვს განსაკუთრებული დიზაინი გეიმერებისთვის, აქვს სწრაფი წვდომის ღილაკები, რაც საშუალებას იძლება ერთი კლიკით გადავიღოთ თამაშის ეტაპი. აგრეთვე მასში გამოყენებული ASUS SonicMaster და ROG AudioWizard ტექნოლოგია. ROG G751 -ში გამოყენებულია Intel core i7 ბოლო თაობის პროცესორი. აგრეთვე როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გამოყენებულია NVIDIA GeForce GTX970M/980M ადაპტერები, როგორც უძლიერესი ჩიპები მობილურ სეგმენტში. ASUS TurboMaster ტექნოლოგია სოფთის გამოყენებით უზრუნველყოფს GPU ტვიკინგს და რაზგონისას გვაძლევს 5 %-იან წარმადობას. რაც შეეხება გაგრილებას მას უზრუნველყოფს 2 ქულერი, რომლებიც განლაგებულია მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე ცალ ცალკე GPU და CPU გაგრილებისთვის. გაგრილებას აქვს სპილენძის 3 სითბური მილაკი აგრეთვე თითოეულისთვის. რაც შეეხება ეკრანს მას აქვს მკვეთრი გამოსახულება Full HD IPS display 178o -იანი ხედვის კუთხით. აგრეთვე აქვს. 4K/UHD (ultra-high-definition) დისპლეის მხარდაჭერაც. აქვს HDMI 1.4, mini DisplayPort, და VGA გამომავალი პორტები, რაც ძალიან კარგია მრავალეკრანისთვის გათვლილი თამაშებისთვის, ფილმების ყურებისთვის და სხვა ბევრი საქმის ერთდოლად გასაკეთებლად. ROG G751 გამოიყურება, როგორც F-22 Raptor-ი აქვს სრულიად მეტალის კორპუსი და ზედ თავზე გამოსახული აქვს ROG -ის ლოგო. კლავიატურა დახრილია კუთხით, რომელიც მოსახერხებელია დიდხანს თამაშისთვის და არ ღლის ხელებს.და რათქმაუნდა ლეპტოპს აქვს მანათობელი კლავიატურა. სრული ტექნიკური დახასიათება პროცესორები Intel Core i7-4860HQ/I7-4710HQ Processor (for G751JY) Intel Core I7-4710HQ Processor (for G751JT) Intel Core i7-4710HQ/I5-4200H Processor (for G751JM) Chipset Mobile Intel HM87 Chipset ოპერაციული სისტემები Windows 8.1 Windows 8.1 Professional ოპერატიული მეხსიერება DDR3L 1600 MHz up to 32 GB ეკრანი 17.3-inch anti-glare Full HD (1920 x 1080) IPS LED backlight (Touch screen G751JM) გრაფიკული ადაპტერები NVIDIA GeForce GTX 980M 4 GB GDDR5 VRAM ( G751JY) NVIDIA GeForce GTX 970M 3 GB GDDR5 VRAM ( G751JT) NVIDIA GeForce GTX 860M 2 GB GDDR5 VRAM ( G751JM) შემნახველი მოწყობილობები NGFF PCIe 512 GB/256 GB SSD (მხოლოდ G751JY-სთვის) 2.5in SATA 2TB(5400 rpm) 2.5in SATA 1TB (7200 rpm) 2.5in SATA 1TB (5400 rpm, w/8GB SSD, SSH) 2.5in SATA 256GB/128GB SSD ორმაგი HDD საფორთი ოპტიკური დისკი DVD Super-Multi / Blu-ray Combo / Blu-ray writer კამერა ჩაშენებული HD camera და array mic ზომები და წონა 416 x 318 x 23 ~ 42mm 5.3kg (8-cell ბატარეა G751JY დაG751JT) 4.3kg (8-cell ბატარეა G751JM)) მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ
  4. ჩემთან ყველა ბრაუზერში ხსნის არაა გასასწორებელი სხვა ჰოსტინგზე ავტვირთე ნახე აბა
  5. გამარჯობათ გამომიგზავნეს რამდენიმე ნივთზე ქენსელ რექვესთი და აი ამას რომ ვაკლიკებ ასე მიწერს ამის გარდა კიდევ ერთ ნივთზე მაქ გამოგზავნილი და იქაც ეგრე შვრება ხოლო აი აქ კი გამიუქმა თავისუფლად რა ჭირს???
  6. აზრი როგორ არ ექნება ისე 630 დაგხატავდა მაგ კვებაზე თუ სადმე იშოვი მაგ ფასად მაგრამ არამგონია
  7. ჩვეულებრივი საშუალო სეგმენტის პლატაა
  8. MSI Z97 Gaming 5 დედადაფა, როგორც სხვა ბოლო თაობის დედადაფები MSI -სგან შემოთავაზებული გეიმინგ სეგმენტში, ესეც გაწყობილია წითელ და შავ ფერებში. მთავარი ხედიდან არსებული ყველა სლოტი შავადაა გაწყობილი, მხოლოდ გვერდითი რამდენიმე პორტი არის ნაცრისფერი. ეს დედადაფა აწყობილია LGA 1150 სოკეტზე. სოკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არის 4 ფანის ჰედერი, SYS ჰედერი კი სოკეტის ქვემოთ მხარესაა PCi სლოტების ზემოთ. ხოლო ერთი არის დედადაფის 24 პინიანი ATX კონექტორის ქვემოთ, ხოლო დანარჩენი ფან ჰედერები არის დედადაფის ქვემოთ მარჯვენა მხარეს განლაგებული. არც DRAM სლოტები არაა ფერადი და იმისათვის თუ სად უნდა განთავსდეს რა თანმიმდევრობით ოპერები, დედადაფას აქვს ხელის დიაგრამა. 32GB 1066-3300 MHz საფორთით. მარჯვენა მხარეს დედადაფას აქვს ეგრედწოდებული voltage check points რომელიც მხოლოდ OC-სთვის არის. ხოლო მარცხნივ USB 3.0 -იანი ჰედერის გვერდით არის SATA პორტი. MSI დედადაფა იყენებს 6-ცალ SATA 6 Gbps პორტს ჩიპსეტიდან, რომელიც ეწყობა Raid 0/1/5/10 აგრეთვე აქვს M.2 კონექტორი. დედადაფას დაბლა მხარეს აქვს წინა პანელის ჰედერები: 2 ცალი USB 2.0 -იანი,TPM, COM და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს Audio Power ჰედერები. დედადაფაზე განლაგებულია X16, X8/X8 და X8/X4/X4 ზომის PCIe სლოტები, ვხედავთ რომ შუაში დამატებულია 4 ცალი X1 PCIe სლოტი რაც ხელს უშლის SLI მუშაობას. SLI-სთვის საჭიროა მინიმუმ X8/X8 ხოლო ამ დედიკოს აქვს X8/X4. ასე რომ დაბლა PCIe სლოტებში SLI-ს ვერ მოვაწყობთ. ახლა რაც შეეხება პორტებს, მარცხენა მხარეს არის PC/2 და 2ცალი USB 2.0 -იანი პორტები. პანელზე ჩვენ კიდევ ვხედავთ დატანილ USB 2.0 -იან პორტებს აგრეთვე, VGA/DVI-D/HDMI გამომავალ პორტებს, 4 ცალ USB 3.0 -იან პორტებს, Killer E2205 network პორტს. ყიდვის შემთხვევაში კომპანია იძლევა 3 წლიან გარანტიას. ფასი: 145$ ახლა ბენჩებზეც გადავიდეთ და ვნახოთ სისტემურად რა შეუძლია System Benchmarks Gaming Benchmarks OC შედეგი ინფორმაციისთვის ეწვიეთ
  9. ვფიქსირდები
  10. ვაააა updatewithus არ მუშაობს??????
  11. შეიდერების რაოდენობა რაც მეტია უკეთესია განსაზღვრავს ვიდეო კარტის წარმადობას. მაგრამ ზუსტად რას აკეთებს არვიცი და სიმართლე გითხრა არ მაინტერესებს და არც შენ გირჩევ არქიტექტურის ყველა წვრილმანში ჩაჩრას (თუ არ აპირებ ვიდეობარათების კომპანია დააარსო რათქმაუნდა) ყველაფერზე კითხვა რომ გაქ გამზადებული რაღაც პიქსელებზე და ვერტექსებზე მუშაობენ შეიდერ პროცესორები ზუსტად არვიცი
  12. ჩემთვის აღარ გაუჩმახებია სპოილერს რამდენიხანია ერთხელ გამიჩმახა ისიც 2 კვირის წინ მგონი
  13. კაი მადლობა ბიჭებო გასაგებია
  14. 10 ევროთ მოვიგე საათი და შიფინგი 25 ევრო უნდოდა ზემოდან და 35 ევროთ იმ საათზე ბევრად კარგს ვიყიდდი და მაგას ნაღდად არ გადავუხდი ანუ უეჭველი მომცევს ხო გაუქმების შეკვეთას??
  15. შეიდერები იგივე კუდა ბირთვებია
  16. აუქციონი მოვიგე გუშინ და ფული რო არ გადავიხადო რა მოხდება????
  17. ტაბლეტიც მაგარი რამე გამოვიდა ძაან მაგარი ეკრანი აქ ეგ ტრენინგები ჩამოდიან ხო აქ და აქ გიტარებენ კომპანიის წარმომადგენლები
  18. cuda ვიდეო კარტები რას ნიშნავს ვერ ვხვდები ვიდეო კარტას აქვს კუდა ბირთვები ეგრედწოდებული შეიდერ პროცესორები
  19. ეს ეი-ემ-დი-ს ფანების ფორუმიდან აიღე თუ რაარი
  20. მაგას 17.3 იანი ეკრანი აქ და 70$ ამდე დაგიჯდება გამოწერით
  21. Lenovo-მ დააანონსა ახალი YOGA 3 Pro, როგორც ულტრა თხელი ლეპტოპი. ახალი YOGA 3 Pro არიძ ძალიან ჭკვიანი და ზუსტად იცის მომხმარებლის სურვილები. ეს არის კომპიუტერი რომელშიდაც ერთმანეთის სინქრონში მუშაობს მისი ტექნიკური მხარე და პროგრამული უზრუნველყოფა. YOGA 3 Pro -ს პროვაიდერებმა გამოიყენეს დაუჯერებლად თხელი და ნათელი დიზაინი, ახალ ლეპტოპს აქვს QHD+ ეკრანი რომელიც ჰარმონიულად მუშაობს გარემოსთან. იზიარებს რა მომხმარებლის ინტერესებს და იცის თუ, რა დროს როგორი ხმის ჟღერადობა და განათები დონეა საჭირო ლეპტოპი თვითონ არჩევს ამ ყველაფერს, მაგალითად თუ, ჩვენ რამეს ვკითხულობთ, ლეპტოპის ეკრანის სინათლის დონე აიწევს, ან დაიწევს გარემოს შესაბამისად თუ, რა დონის განათებაა მიმდებარე ტერიტორიაზე. ფილმის ყურებისას ან სხვა აუდიო აქტივების დროს ხმა კონტროლდება აგრეთვე ლეპტოპიდან და ლეპტოპი არჩევს თუ რა დონეზე დააყენოს სპიკერები გარემოს ხმაურის შესაბამისად რომ, ჩვენ შევძლოთ მაქსიმალრად კარგად აღვიქვათ ხმა. YOGA 3 Pro-ს სისქე შეადგენს სულ რაღაც 12,8მმ -ს ის არის 17 %-ით უფრო თხელი მის წინამორბედთად შედარებით. მისი წონა შეადგენს 1,19 კგ და არის 14 %-ით უფრო მჩატე მის წინამორბედთან შედარებით. ახალი YOGA 3 Pro არის ფოლადისა და ალუმინის მატერიისგან დამზადებული. ხელმისაწვდომია 3 ფერის: კლემენტინის ნარინჯისფერი, პლატინიუმის ვერცხლისფერი, შამპანის ოქროსფერი. YOGA 3 Pro სთავაზობს მომხმარებლებს თითქმის ყველა სახის რეჟიმს იმის მიხედვით თუ რა სურს მომხმარებლებს ლეპტოპის გახნისას Sleep რეჟიმში სანამ დესკტოპზე გადასვლას მოვისურვებდეთ, YOGA 3 Pro თავის არაჩვეულებრივი QHD+ 3200X1800 დისპლეის დახმარებით გვთავაზობს შესანიშნავ სურათებს რომელთა დათვალიერება უმაღლეს გაფართოებაში ერთი სიამოვნებაა. ეს ნათელი და სუფთა ეკრანი გამოიყურება საოცრად: მომხმარებელი იყენებს ფოტო ედითინგს Leptop რეჟიმში,ვიდეო ჩათინგს Stand რეჟიმში, ფილმების ყურებას Tent რეჯიმში, ონლაინ შოპინგს Tablet რეჟიმში 13.3''-იანი ეკრანი დამზადებულია ულტრა გამძლე და მყარი Gorilla Glass-ით, ერთი სიტყვით ეს ეკრანი კი არ მუშაობს არამედ აზროვნებს ჩვენს მაგივრად. ახლა რაც შეეხება მის ტექნიკურ მონაცემებს მას აქვს Intel core M-70 სერიის პროცესორი, 512GB SSD და Intel ის ინტეგრირებული გრაფიკული ადაპტერი, ლეპტოპს შეუძლია მუშაობა 9 საათი ელექტო ენერგიის გარეშე მას აგრეთვე აქვს უახლესი და უსწრაფესი 802,11 a/c WiFi. ლეპტოპის გაყიდვა დაიწყება ოქტომბრის ბოლოს და ფასი იქნება $1599,99
  22. ნორმალურად ვერც გავიგე რას კითხულობ და რატო არ მოგწონს დაემონ თულსი მაგრამ რაც გავიგე იმაზე გიპასუხებ ანუ არ გინდა დისკ ამძრავი რომ ჩართოს და გინდა ჩვეულებრივად rar ფაილი იყოს მგონი ეს გინდა. პროგრამა არვიცი ეგეთი რო iso ფაილს როგორც rar ს ეგრე აღიქვავდეს მაგრამ შეგიძლია შეხვიდე დისკამძრავში open-ით იქედან გადმოაკოპირო ფაილები რომელიმე ფაილში მერე დაარქივო და გექნება rar ფაილი მეტი არვიცი ან რაში გჭირდება უფრო მარტივი არაა? iso ფაილები უფრო სწრაფია ახლა 8gb -იანი თამაში სანამ ამოარქივდება და მერე დააინსტალირებ მანამდე დაინსტალირებული გექნება უკვე iso ფაილი
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.