მართალია ამბობდნენ გიგაბიტზე რომ გრძელიაო და ყველა კეისებში არ ეტევაო. ასევე შედარებული იყო გიგაბიტი, ევგა და ემსიაი - სამივე ჯეტეიქს 760 2გბ გდდრ5-ზე - ბარე 4-5 უცხოურ ფორუმზე წავიკითხე და საბოლოო ჯამში ყველა ერთ დასკვნამდე მიდიოდა - რომ ევგას ახალი ატეიქს ქულერები არ ვარგა, გიგაბიტის პირველი გამოშვება ჯ ობია მეორესო ანუ რევ.2-სო, ხმა უფრო მეტი აქვს და უფრო მალე ცხელდება დატვირთვის დროსო. ასევე იყო განხილული ევგას პლიუსები დარაზგონებაში, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ემსიაისკენ იხრებოდა ყველა, რომ უფრო ნაკლები ფუჭდებოდა და ქარხნული წუნი უფრო ნაკლებს ჰქონდა - ფორუმის წევრებს გადამოწმებული ჰქონდათ ინფორმაცია ენვიდიას ონლაინ დამხმარე პერსონალთან - მან წარუდგინა ოფიციალური მონაცემები, თუ ყველაზე ნაკლები მომხმარებლის უკმაყოფილება და საჩივარი რომელი ფირმის ვიდეო დაფებზე მოდიოდა - ეს იყო ემესაი და ევგა. გიგაბიტის 3 ქულერი ერთ სისტემაზე არის შეერთებულიო, როდესაც წინა ვერსიაში ანუ რევ1-ში 2 ქულერი ცალკ-ცალკე მილაკებით ცალკე სისტემაზე არისო და უფრო ეფექტურიაო. კიდევ ბევრი რამ წავიკითხე, მაგრამ ერთი სიტყვით 760 ჯეტეიქსებში ემსიაის არაფერი ჯობსო - ასეთი დასკვნები დამიდეს და შედარებული იყო ხმაურში, გაგრილების საკითხებში, დარაზგონებაში და სხვა მახასიათებლებში. შეგიძლიათ ეს ინფორმაციაც გამოიყენოთ ვისაც დაგაინტერესებთ.
თქვენ ის მითხარით ამ ემსიაის კარტას რომელი ემსიაის მაზერი მოუხდება დასარაზგონებელ ინტელის მესამე თაობის i5 3570k 4 cores, LGA 1155, 3.4Ghz
პროცესორთან ერთად?