ჯერ დაფიქრდი და კარგად გაანალიზე რამდენად მომგებიანი იქნება ეგ საკითხი, სერვისი რასაც შენ სთავაზობ წლების წინ შეიძლება ძალიან მომგებიანიც ყოფილიყო, მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრმა იცის გამოწერა და სხვისი დახმარება ნაკლებად სჭირდება. რა თქმა უნდა მომხმარებელი გეყოლება, მაგრამ რამდენად შესძლებ დანახარჯის ამოღებას და მოგებაზე გასვლას ეგ სხვა საკითხია. ჰო კიდე ერთი, უფრო ისეთ მაღაზიებს მიაწექი სადაც მარტო ფეიფალს ითხოვენ , ან ზოგიერთ ქართულ ბარათს რომელიც არ იღებს, შესაბამისად საიდანაც უბრალოდ მომხმარებელს გამოწერა უჭირს.