კომპანია Localytics–მა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ოპერაციული სისტემა Android–ის მართვის ქვეშ ფუნქციონირებადი ტაბლეტების პოპულარობის დონე შეაფასა.
როგორც ცნობილი გახდა, მწვანე რობოტებით აღჭურვილი კომპიუტერების 59%-ის ექსპლუატაცია აშშ-ს ტერიტორიაზე ხორციელდება. მიზერული, 5%-ით, მეორე პოზიციაზე დიდი ბრიტანეთი იმყოფება. შემდეგ მოდიან კორეა და ესპანეთი - 2%.
Localytics-ის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული Android–ტაბლეტები Kindle Fire–სერიის მოწყობილობები გახლავთ. შეერთებულ შტატებში, ეს გაჯეტები Google–ის OS-ით მართვადი მინი–კომპიუტერების ბაზრის მესამედს აკონტროლებენ.
Nook–ის ტაბლეტებზე, დაახლოებით, 10% მოდის; Samsung Galaxy–ს ხაზი 9%–ს აკონტროლებს, ხოლო Nexus 7 — 8%–ს.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა მონაცემებით, 2012 წელს, 120–დან 130 მლნ–მდე პლანშეტური კომპიუტერი გაიყიდა. აქიდან აიპადის წილი სრული ბაზრის 53,8%–ს შეადგენს, რაც წინა წლის რეზულტატთან შედარებით, 2,5 პროცენტიან ვარდნას შეესაბამება. ამასთან, Android–მოწყობილობები აგრძელებენ ამ სეგმენტის ათვისებას. ეს ოპერაციული სისტემა დღეისათვის 42,7%–ს აკონტროლებს; ზრდა - 2,9%.
წყარო: localytics.com