-
Posts
797 -
Joined
-
Last visited
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Gik.
-
16299-ის ბოლო ბილდს გადავატარე DWS უახლესი ვერსია და თამაშებში სტატერინგი დაიწყო რო რამე იცოდეთ თქვენც...
-
სხვათაშორის ძმაკაცმა შეიყვანა სილკი და ზოგ გერმანულ სერვერზე ჩემზე დაბალი პინგით დარბის ხშირ შემთხვევაში მე მაქვს მასზე 10-15 დაბალი პინგი მაგრამ იყო სერვერები სადაც ის უკეთესად გრძნობდა თავს ამ მხრივ :დდ მაგთიმ ბევრი თუ გაახურა ამათი 10 პინგი აღარ დამიჭერს ნამდვილად
-
ჩემთან 1 თვეს არ გადააცილეს ეგრევე დაწიეს სიჩქარე ვერ შეგეკამათები იმაზე რაც არ მაქვს გამოცდილი გაგონილით ცუდიც გამიგია და კარგიც..ვიცი რომ ინტერნეტი და ტელევიზია კარგი აქვთ ერთადერთი პინგი არ მაწყობს რასაც ვუყურებ...
-
ხო ნუ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? შენთან რომ კარგად მუშაობს და ჩემთან ვერა და ვერ ასწორებენ ეს ვისი ბრალია? ჩემი ხო არაა? :დდდ შესაბამისად კომპანია სალობიე
-
yep ცოტა ემოციური ბიჭია ის ვისაც ეს უთხრეს და ეგრევე გააფორმა სილკი :დდ დაუყენებენ ამ დღეებში სილკს და ვნახავ სხვაობას მეც გადავბარგდები ერთი ამათი მათხოვარი დედაც ვატირე. გააჩნია სად გაქვს ეგ ? რუსულ სერვერებზე 20 რო მქონდეს არ მინდა ევროპულებზე მაქვს 70-80 და ამიტომ ვიკავებ თავს. რაც კავკასუს ონლაინმა გლდანში ოპტიკა შემოიყვანა იმ დღიდან ამათი ინტერნეტის მომხმარებელი ვარ და მეც ეგრე ვფიქრობდი ზუსტად ძალიან იშვიათად შევუწუხებივარ კავკასუსის დროს მაგრამ ეხლა ან ჩემს უბანში მოუძველდათ მოწყობილობა ან მაგთიმ მოსპო საბოლოოდ პრინციპში ჩემს უბანსაც ვერ დავაბრალებ მარტო ბოლო 1 კვირაა მეც და მეგობარსაც ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს ის რუსთავშია მე გლდანში
-
მაგთიმ როგორც ჩანს ip მისამართები დახურა მაგალითად ადრე თუ შეგეძლო საკუთარ კომპიუტერზე რაიმე სერვერი გაგეშვა და სხვებსაც ესარგებლათ ამით ეხლა თურმე დამატებითი 20 ლარი უნდა გადაიხადო ამ სერვისისთვის :დდ ძამაკაცს ქონდა teamspeak სერვერი გაშვებული და გაეთიშა უფრო სწორედ სერვერი მხოლოდ მისთვის იყო ხელმისაწვდომი და რომ დარეკა ესეთი ინფორმაცია ახარეს
-
მაინც და მაინც გადავსებული არ არის ინტერნეტი მაგ პროგრამით რომ ანახლებდნენ :დდ ხოდა მაგიტო ვიკითხე აქ რამდენად უსაფრთხოა და თუ გამოგიყენებიათ ვინმეს? + სისტემა წერია ზედ და ხო არ წამეშლება?პროგრამა ბევრი რაღაცის არსებობს მაგრამ ყველა გამართულად ვერ მუშაობს
-
firmware-ს განახლებას როგორ უკეთებთ ? მეუბნება რომ ახალი ვერსია არის ხელმისაწვდომიო და დიდი ჩალიჩი უნდა? ზოგი ფლეშკაზე წერს და ბუთიდან აყენებს აი ამ ტიპმა ვაბშე პირდაპირ დააყენა
-
http://www.arris.com/surfboard/products/cable-modems/sb6141/ ეს აღმოვაჩინე ეხლახანს სახლში და რა ჯანდაბაა? თუ გამოდგება ჩვენთან საერთოდ? თემა სად გამეხსნა არ ვიცოდი ამიტომ თუ არასწორ ადგილას ვხსნი მე მაპატიეთ
-
windows გადავაყენე დღეს და განახლებას არ ვაკეთებ არ მინდა ბოლო განახლება ხოდა არის რაიმე შანსი რომ 125-მდე განახლებული ვნახო სადმე?
-
ესე ერთი ბენჩმარკ ტესტის გატარებაში ამხელა სხვაობა? 54-დან 99-მდე? რა დაწერა ასეთი? რა გამოვურთო ვერ მივხვდი? ვაბშე არ მესმის სსდ-ზე არაფერი იქნება რამე ტუტორიალია სადმე ნუბებისთვის რო დამილინკოთ 2-თამაში გადმოვიწერე ეხლა სთიმიდან და 132გბ-ზე არის ასული გამოდის რო დღეს მოიხმარა სუყველა :დდ
-
ე.ი სიჩქარე გავასწორე ეხლა ამას დავაკვირდი total bytes written და 54გბ-ზე იყო სანამ ამ ბენჩმარკს გავატარებდი და გატარების შემდეგ 99გბ არის რა ჯანდაბაა შეგიძლიათ ამიხსნათ? ორი საათის ჩაყენებული სსდ-არის სრულიად ახალი
-
crucial mx300 275gb პირველად მაქვს სსდ და გარტყმაში არ ვარ არაფრის..ეს შედეგი რომ არ უნდა ქონდეს ეგ ნამდვილად ვიცი :დდ ხოდა დამეხმაროთ იქნებ? ჩავდგი და ვინდოუსი დავაყენე ზედ მეტი არაფერი მიქნია საერთოდ :დდ იქნებ ბიოსში უნდა რამის გასწორება? ან რამე დრაივერების დაყენება? როგორ მოვიქცე?
-
amd-ეს არ შეეხო პრობლემა? სადღაც წავიკითხე amd-ეს პერფომანსზე უფრო იმოქმედაო? განსაკუთრებით ვინ7-ზე amd-ზე გადასვლას ისედაც ვგეგმავდი მაგრამ ჩემი პროცესორი ალბათ ჩალის ფასი გახდება მანამდე
-
lol კაკრას ეხლახანს გამოვიწერე MX300 და საბედნიეროდ ჯერ არანაირი განახლება არ დამიყენებია ვინდოუსზე არც დავაყენებ ჯანდაბამდე გზა ქონიათ! გადავალ ვაბსჰე 1705-ზე და იქვე გავუთიშავ ყველა განახლებას )) მარკეტინგი მგონია რაღაც? შემოყრიან ეხლა ახალ პროცესორებს და დაიტაცებს ხალხი
-
16299.125 მაქვს და განახლებები გათიშული მაქვს წესით არ უნდა დააყენოს თავისით მაგრამ არ დაყენების შემთხვევაში რა ხდება? აუცილებელია ეგ განახლებები იქნებ? და რამდენად ვრისკავთ ვისაც არ გვიყენია?
-
ამჯერად სად მოისაქმა ინტელმა? რატოა პანიკა ხალხში? უცხოურ ფორუმებზე წერენ რო ამდ-ზე გადადიან ხოდა აზრი? ანუ რომელმა ჩაისვარა მს-მა თუ ინტელმა? და რამე ეშველება სამომავლოდ? რომელი განახლების მერე დაერხა?ან ეგ როგორ გავიგო? :დდ ბევრი კითხვა დავსვი ვიცი მაგრამ ვინც ერკვევით მეც რო განმანათლოთ?
-
რუსებთან ერთად თამაში რო მინდოდეს ავდგებოდი და სილკნეტს შემოვიყვანდი :დდდ მაგათაც კაი პინგი აქვთ რუსულ სერვერებზე უბრალოდ თამაშისგან სიამოვნება მინდა მივიღო და მაგათთან ერთად არ გამოდის :დდ მირჩევნია 60-70-80 თუნდაც 100 მქონდეს ევროპულზე და მაგათგან შორს ვითამაშო ვიდრე 30 და რუსულზე რუსებთან ერთად )) ერთადერთი მიზეზია ჯერჯერობით რატომაც ვრჩები მაგთიზე
-
მმ-ზე ავტომატურად სადაც გვიშვებს მაქედან გამომდინარე ვაფასებ ესე კონკრეტულად შვედურზე რამდენი აქვს და გერმანულზე ვერ გეტყვი. ძალიან იშვიათად რომ ჩემზე ცუდი პინგით იყოს
-
მე მაქვს 37 ლარიანი მაგთის ინტერნეტი მეგობარს აქვს CGC ერთად ვთამაშობთ ხოლმე CS:GO-ს და 80% ჩემზე 10-15 პინგით დაბალი აქვს მთლიანობაში მაგთი ჯობია მაგრამ პინგში ნამდვილად ვერა
-
ნუბი შეკითხვა მაქვს :დდ თამაშებში რაიმე სხვაობა არის Pro vs enterprise ?
-
სად ეგ? ჩემთან ისევ ისეა :დდ თუ რეგისტრაცია უნდა მაგათ საიტზე და ისე გააქტიურება მე ვერ გავდივარ რეგისტრაციას ძველი 'გაუქმებული' ნომრის გამო
-
დარწმუნებული ხარ რომ მანდ 60 გაქვს პინგი? :დდ სტაბილური 80 პინგიც სანაატრელი მაქვს მაგ სერვერზე
-
CS:GO არ მითამაშია მის მერე ! როუტერი გამოვცვალე https://www.netgear.com/home/products/networking/wifi-routers/R6400.aspx ეს ჩამოვიტანე და 213.157.196.132 -t ამ სერვერზე cmd-ში პინგი 1 უჭირავს არ ხტუნაობს :დდდ თუმცა როუტერის ჩამოსვლამდეც ბევრი პრობლემა დააფიქსირეს რო ვურეკავდი სადარბაზოებში და მემგონი ეგენიც გამოასწორეს ზუსტად არ ვიცი მომეცი აბა რომელ სერვერზე გაქვს 60 პინგი და გავტესტავ. P.s მადლობა რომ გახსოვს ჩემი ტკივილი
