ერთი კაცი არ ითხოვდა გიბრალტართან ზურგს უკან პასს. ერთი არ შერბენილა ორ კაცს შუა და ერთს არ გაუკეთებია პასი. რას აკეთებდა ფლეიმეიქერი, ჰავბეკებიდან არცერთი არ აკეთებდა პადაჩას. ოქრიაშვილმა ერთ-ერთი ცუდი თამაში აჩვენა, ჭანტურია უფრო აქტიურობდა მარჯვენა ფლანგიდან და გოლიც მოჰყვა მის პასს, ეგეც ზურგს უკან პასის შემდეგ, მაგრამ მაგის მერე 1 გააკეთეს კიდე და ისიც გელაშვილმა მეხანძრე მეკარეს გაარტყა. ბურთს დაცვაში იჭერენ, როცა მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან უნდა გააკეთონ ეს. გიბრალტართანაც თუ ვერ გაქაჩავ, პოლონეთთან და გერმანიასთან ლაპარაკიც ხო ზედმეტია. კანკავა ნამდვილი კაპიტანია, ეტყობა კიდევაც მონდომებული რომაა და პერფრომანსსაც აჩვენებს, კარგადაა დარაზგონებული