-
Posts
3169 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
10
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by OpTiMeR
-
პერფორმანსი რო მოგცეს ერთი და იგივე უნდა იყოს, კიარადა მოდელიც, სიხშირეებიც ერთი უნდა ჰქონდეს
-
მე მაგალითად როგორც ვინდოუს 7-ზე მაქვს აერო ეფექტი გამორთული და კლასიკზე მიყენია თემა ისე მაქვს ლუმიაზეც... მთავარია წარმადი იყოს და წარმადობის მხრივ მშვენიერია ლუმია
-
მხარდაჭერა როგორ არ აქვს 4K-სი, უბრალოდ სისტემური განახლება სჭირდება მაგას (DENIM). ახალი კოდირება და ა.შ... სისწრაფე. Lumia Camera მოგცემთ საშუალებას არ გამოტოვოთ არცერთი მომენტი კამერის სწრაფი ჩართვისა და სერიული გადაღების მეშვეობით, შუალედში მილიწამებზე დაპაუზების ფუნქციით. მაღალი გაფართოება. ფუნქცია Moment Capture, რომლის აქტივირება შეგეძლებათ კამერის ღილაკის ხანგრძლივი დაჭერით, აპლიკაციაში გაააქტიურებს 4K ვიდეოგადაღებას სისწრაფით 24 კადრი/წამში. ყოველი კადრი გადაღებული იქნება 8,3 მ,პ-ით, ეს კი ნიშნავს იმას, რომ თქვენ შემდეგ შეგეძლებათ ყოველი კადრის შერჩევა და სტატიკურ სურათად შენახვა. ინტუიტიურობა. დააფიქსირეთ შესანიშნავი კადრები ყოველი გადაღებისას Rich Capture-ის მეშვეობით- ეს ფუნქცია ამარტივებს ფოტოგადაღებას HDR-ის და ელვა-ნათების ავტოგამოყენებით. Rich Capture ათავისუფლებს მომხმარებელს გადაღებამდე საჭირო რეგულაციებისგან. თქვენ ჯერ სურათის გადაღება, და შემდეგ მისთვის სწორი პარამეტრების მითითება შეგეძლებათ. ხარისხი. გადაიღეთ შეუდარებელი სურათები უმაღლესი ხარისხით ცუდი განათების დროსაც კი. ყველაფერი ეს შესაძლებელი ხდება ფოტოგადაღებაში ახალი ალგორითმების გამოყენებით.
-
მე თუ მკითხავ ასე სჯობს: მესი - ნეიმარი სუარესი
-
ნუ თუ 930-ზე ჩამოაგდე საუბარი პირველ რიგში იმაში სჯობს ჩამოყალიბდე ნამდვილად გინდა WP თუ არა. ყოველთვის ვიტყვი რომ დიდი სიმპათიები მაქვს WP-ს მიმართ და ყველა სისტემას მირჩევნია, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ უწევს ვერანაირად კონკურენციას ანდროიდს და მითუმეტეს იოსს. ერთადერთი რაც ანდროიდში არ მომწონს ისაა, რომ ძალიან პირატულია და სიტყვაზე მილიარიდ აპლიკაციიდან მხოლოდ მილიონია ნორმალური და გამოსადეგარი, რაც WP-ზე და iOS-ზე დიდად განსხვავდება. ელემენტი დიდხანს ძლებს, პრიმიტიული და სწორხაზოვანი ინტერფეისის გამო რაც მოსაბეზრებელია დამიჯერე (ლუმია 625 მაქვს). რო გითხრა რო ძალიან კარგად იღებსთქო მაგასაც ვერ გეტყვი, იმიტომ რომ 1020-ს გარდა ნორმალურ ფოტოს ვერცერთი ლუმია ვერ იღებს, სხვა კონკურენტ სმარტფონებთან შედარებით, მიუხედავად იმისა თუ რა მატრიცას და ლინზას იყენებენ ნოკიაში (ახლა უკვე მიკროსოფტში). 830-ის და 730-ის კამერებს ახალი კოდირება აქვთ, მაგრამ ეგ მომავალ სისტემურ განახლებაში "DENIM" ყველა სმარტფონს ექნება, მაგრამ ეგ მხოლოდ ბნელ გარემოში ქმნის დადებით მხარეს. პროცესორი ნორმალური აქვს და წარმადი ტელეფონია. ელემენტიც დიდხანს ძლებს. ერთი სიტყვით უნდა დარწმუნდე რომ ნამდვილად გინდა WP თორემ იმედი გაგიცრუვდება. მე ამ ეტაპზე http://zoommer.ge/category-267/htc-ge/htc-one-dual-sim-silver.html HTC One იგივე M7-ს გირჩევდი (არ აგერიოს M8)-ში. განსხვავება არც თუ ისე დიდია, მაგრამ მაინც არის და ეს ოდნავ კარგ სპეციფიკაციებში და არქიტექტურაშია. პლიუს ამას დალვიკიც და ა.შ, მაგრამ ფასის მიხედვით ყველაზე იდეალურად მიმაჩნია... თუ დაამატებ ფულს რათქმაუნდა HTC One M8.. ასევე შეიძლება Xperia Z3-იც, მაგრამ თუ ჩემს რჩევას გაითვალისწინებ უპრეცენდენტოდ M8-ს გირჩევდი. HTC One M7 4,7 ინჩი (FULL HD 1080p) კვადრატულ დიუმზე 468 ppi (პირველი სმარტფონი, რომელსაც ზომასთან შედარებით ყველაზე მაღალი რაოდენობის პიქსელები აქვს კვადრატულ დიუმზე) Snapdragon 600 ~ 1.7 GHz (არ არის ექსტრემალური სიძლიერის, მაგრამ მქონია ამ ტელეფონთან შეხება და ვთვლი რომ ზედმეტი არც ჭირდება. ენერგო მოხმარება დაბალი ზუსტად ამიტომ აქვს, მაგრამ პერფორმანსი კარგი აქვს) ანდროიდის BlinkFeed (შეცვლილი ანდროიდის სისტემა-ინტერფეისი, წარმადობა, დალვიკი) რათქმაუნდა 4G LTE მხარდაჭერა (მომავალი წლიდან საქართველოშიც შემოდის 4G. რეგიონში მხოლოდ ჩვენ ვიყავით დარჩენილები და ახლა ჩვენთანაც იქნება) კამერა 4 მპ - ულტრა პიქსელი. ამ თემაზე კი დიდი განხილვა გვქონდა და როგორც აღმოჩნდა ეს ულტრაპიქსელი საუკეთესო ფოტოს იღებს. ობიექტივი მეტ სინათლის სხივს იჭერს და ნათელი ფოტო გამოდის. სასწაულია დამიჯერე რა... ერთადერთი ნაკლი ის აქვს ამას რომ, სიბნელეში შეიძლება 5 ფოტოდან 1 არ გამოვიდეს და გადაიღოს ოდნავ ვარდისფერი შეფერილობის ფოტო, მაგრამ შეიძლება პრაქტიკაში არც გქონდეს ეგ შემთხვევა. წინა კამერა 2,1 მპ (სხვათაშორის ახალ Xperia Z3-საც იგივე კამერა აქვს რაც ამას) HDR-მხარდაჭერით 2300 მილიამპერი (ყველაფერი ნათქვამია, როცა ტელეფონს სნაპდრაგონ 600 უდგას და 2300 მილიამპერი ამარაგებს მას) გაიგე მეტი: http://www.htc.com/us/smartphones/htc-one-m7/#/
-
ორი მოდემის ყიდვას ერთი დადგა არ გირჩევნია?
-
-
ვაა ეს ნაღდად არ ვიცოდი და არ ვაკვირდებოდი. რას ერჩი მაშინ... მწვრთნელი კი ნამდვილად შესაცვლელია
-
"დორტმუნდს ბუნდესლიგაში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჩაურთეთ და მოიგებენ თამაშებს". ცუდ ფორმაში არ არიან, უბრალოდ თითქოს მოტივაცია არ აქვთ, ან ლიგისთვის ინახავენ თავს, მაგრამ ასე გავარდებიან მალე. ბაიერნი წელსაც მოიგებს სავარაუდოდ ბუნდესლიგას. ახლად გადმოსული გუნდები ჯერ-ჯერობით "ქაჩავენ" და ადგილი აქვთ დამკვიდრებული და სავარაუდოდ რამდენიმე დარჩება, მიუხედავად ინგლისური კლუბებისა, რომლებიც მეორე ლიგიდან გადმოვიდნენ პრემიერ ლიგაში და სამივე ბოლო ადგილს იკავებს. საუთჰემპტონი სადამდე ითამაშებს ასეთ კარგ ფეხბურთს რა გითხრათ. არ არის მაინც ეგ კლუბი იმ დონის, და იმ სახსრების რომ სეზონის ბოლომდე ითამაშოს. ნუ ეს ჩემი აზრია, მაგრამ ძალიან გამიხარდება თუ ასე იქნება. სადაც ატლეტიკო მადრიდზეც იგივეს ფიქრობდნენ, რომ ვერ გაუძლებს ბოლომდე რეალს და ბარსელონასო, ასევე ამბობენ საუთჰემპტონზე... გამიხარდება და საინტერესო იქნება მაგ გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. რთულ მატჩებსაც მშვენივრად უმკლავდბენიან და ჩემთვის სიმპათიური გუნდია. ჩელსი გრანდებთან გასვლაზე ფრესაც კმაყოფილდება, როცა მდევარი სიტი ვერ იგებს სუსტ გუნდებთან. დიდი ჰანდიკაპი მიიღო უკვე და არამგონია გაანიავონ, მითუმეტეს მაურინიო და ინგლისშიც სავარაუდოდ ჩელსი მოიგებს ჩემპიონატს. საფრანგეთში, მარსელიდა ჟინიაკი სასწაულ ფეხბურთს თამაშობენ. ამდენი ხანია უკვე გუნდი არ აგებს და გაძლებაზეც არ აქვთ საქმე, მაგრამ პსჟ, რისი პსჟ არის, საფრანგეთში არამგონია მისი კონკურენტი გუნდი იყოს. ლიონი თითქოს ნელ-ნელა დიდ კრიზისს ძლევს და გამიხარდება თუ დაბრუნდება მალე ლიგაში. იტალიაში მხოლოდ იმაზე თუ ისაუბრებს კაცი რო დიდი კრიზისია და ნუ მოთხოვთ 2-3 წელი მაგ ქვეყანას ფეხბურთის თამაშს. სტადიონებიდან დაწყებული - ყველაფრით რაც თავში მოგივა დამთავრებული, ძალიან ცუდი პირობებია. 98 თუ 99 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თუ მსოფლიოზე თუ ევროპაზე ზუსტად არ მახსოვს, მაშინ რო გარემონტდა სტადიონები იმის მერე ხელი არავის უხლია. დაბალი დონეა ძალიან, ფულს ვერავინ იხდის ტრანსფერებში. გუნდებიდან ჯენოას გამოვყოფდი. თითქოს 3-4 თამაშია ათამაშდა ეგ გუნდი. იუვენტუსს მოუგო და 2 მოგებაც მიაყოლა საკმაოდ ადვილად თანაც. მილანზე რა გითხრათ არც კი ვიცი, სახელიც კი აღარ დარჩა მაგ გუნდის, პალერმოსთან 0-2 ძალიან მარტივ თამაშში დათმო. რომა და იუვენტუსი იბრძოლებენ სკუდეტოსთვის, მაგრამ მაინც მგონია რომ იუვენტუსი ამ წელსაც მოიგებენ, მაგრამ არამგონია იგივე შემდეგაც გაიმეორონ. ნაპოლი წელს არასტაბილურ გუნდად ჩამოყალიბდა. პრიმერა დივიზიონშიც ახლად გადმოსული გუნდები კარგ თამაშს აჩვენებენ. ეიბარმა გუშინ რაიო ვალეკანოს ძალიან მარტივად მოუგო, მაგრამ არც რაიოა კარგ კონდინციებში. ატლეტიკო მადრიდი დროებით დასტოპბდა, უფრო იმიტომ რომ ლიგაზე აქვთ აქცენთი. ჯერ გასულები არ არიან ჯგუფიდან. კლასიკოში გამოჩნდა, რომ ანჩელოტიმ აჯობა ბარსელონას და თავის მწვრთნელს და ვფიქრობ, რომ ამ წელს ისინი აწევენ თავს. რონალდოზე ზედმეტ კომენტარს არ გავაკეთებ, სასწაულ ფორმაშია ალბათ ოქროს ბურთს კიდევ ის მიიღებს, მესის რა ჭირს ვერ გავიგე. ბარსელონას კი მწვრთნელი ნამდვილად შესაცვლელი ჰყავს. ცელტამ მოუგო როგორც იცით ბოლო თამაშში და ზუსტად სელტას ყოფილი მწვრთნელი უდგას სათავეში. ყოფილ გუნდში მიაღწევდა წარმატებას და ვიგოსთვის დიდი წარმატებაა ის რაც გააკეთა ლუის ენრიკემ მაგრამ ბარსელონას დიდი მწვრთნელი უნდა. აიაქსის ცუდ სტარტს ერედივიზიონში კარგი გაგრძელება მოჰყვა, ასევე ვიტესისაც, რომელსაც ტრავმის შემდეგ კაშია დაუბრუნდა და ბოლოს ნაკრების თემით დავამთავრებ, რო ალბათ იქაც დაალაგებს გურამი თამაშს. ვნახოთ პოლონეთთან რა მოხდება, ქეცბაია კი გადაწყვეტს დარჩეს თუ არა...
-
20 მპ-ს თუ უყურებ ეგრე ნოკია 1020-ს 41 მეგაპიქსელი აქვს კარლცეისის ოპტიკური ლინზით და მაგაზე კარგად არცერთი იღებს ფოტოს. ბუჯეტი რამდენი გაქვს?
-
აღარ ვიცი რა ვიფიქრო, მაშინ შეიძლება ჩიფსეთი იყოს დაზიანებული.. სხვა მაზერზე გადააწყვე შენი ნაწილები მაშინ და მერე ნახე.. თუ ვინჩესტერის ბრალი არ არის, კონდენსატორები დაბერილი არ არის, ოპერატიული მეხსიერების ბრალი არ არის, გადაყენებით ვერ აყენებ აბა სხვა რა უნდა იყოს ერთხელ WIN 8-ზე დამემართა მე, მარა ის ბიოსშიც ჭედავდა.. ბიოსში მაუსი დაკლავიატურა აღარ მუშაობდა და ბიოსის დაფლეშვებმა უშველა.. ხან ისევ იზამდა და მერე გასწორდა...
-
ვახ აბა სხვა წავიკითხე მე? ოპერატიული მეხსიერება ნახე აბა.. თუ გაქვს 2 ცალი თითო-თითოთი სცადე ჩართვა, თუ არადა ვინმეს სთხოვე გათხოვოსო და იმით ჩართე...
-
პლიუს მაგას კიდე სხვა ვინჩესტერი შეაერთა და ოპ. სისტემის დაყენება რომ სცადა იქაც გაიჭედა... ბიოსშიც მიჭედავს ხოლმეო და ბიოსში თუ უჭედავს ბიოსის ბრალია სხვა რა უნდა იყოს აბა თუ ტექნიკური პრობლემა არაა
-
ბიოსიდან იმართება ყველანაირი დრაივერი. ბიოსი აკონტროლებს ჩიფსეთს და სლოტებს. ბიოსი აკონტროლებს ყველაფერს რაც კი მაზერს ეხება და მაზერშია პროცესორიც, ოპერებიც, ვიდეო დაფაც და მყარი დისკიც რომელზეც თავისთავად ვინდოუსია ჩაწერილი. პატარა უზუსტობა ბიოსში და შეიძლება კომპიუტერი არც კი ჩაირთოს ფიზიკურად შეიძლება დენიც არ გააატაროს. ახლა შენ იმსჯელე რა შეიძლება უშველოს ბიოსის განახლებამ
-
Picz.ge pix.ge radikal.ru http://lmgtfy.com/?q=free+image+hostings
-
CPU-z გადმოწერე და *MAINBOARD-ის სქრინი აგვიტვირთე, მაგ: ასეთის... შენ დედა დაფას 2010/05/31 ამ რიცხვში მოუვიდა ბოლო განახლება კოდური სახელით F4 და დადე აბა სქრინი და ვნახოთ აქვს თუ არა SUPPORT
-
UPS-ს გარეშე დიდია კიარა შეიძლება გადაგდება მოგიწიოს დედა დაფის. თუ გამოსულია შენი დედა დაფის ბიოსის განახლება და ყველა წესის დაცვით დაფლეშავ არანაირი რისკი არ არის
-
უეჭველი უშველისთქო ეგრე არაფერია უეჭველი რო იცოდეს კაცმა თითქმის
-
ვაა რისი ბრალი უნდა იყოს აზრზე ვერ მოვივარ.. ბიოსის დაფლეშვაღა მრჩება იდეაში
-
არა ტოშიბას არ გირჩევ. Western Digital არის კარგი და შემდეგ Seagate-ც მოსდევს... HDD-ბში, როგორც მე ვიცი
-
მაშინ იყიდე... პერფორმანსი შედარებით მაღალი აქვს, მაგრამ დიდი სხვაობა არ არის... 1.5x-ით რა... ორჯერაც არაა სწრაფი
-
ჩვეულებრივ მყარ დისკზე სწრაფი ნამდვილად არის... მე გირჩევ და შენი არ ვიცი.. ჰიბრიდულ ვინჩესტერის ყიდვას გირჩევნია ოდნავ მცირე ზომის ჩვეულებრივი იყიდო და 64 გეგაბაიტიანი SSD მიაყოლე. პერფორმანსი გაცილებით კიარა საგრძნობლად მაღალი იქნება... რომელი ჰიბრიდული გაქვს არჩეული აბა?
