-
Posts
238 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
2
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by whitestyle
-
როგორც გაირკვა კომპანია MSI უშვებს HD 7970 რომელიც იმუშავებს წყლის გაგრილებაზე. ეს პროდუქტი იქნება Tahiti XT 2 core დაფუძნებული. მის სიხშირეზე და მეხსიერებაზე ჯერ ანონსი არ გაკეთებულა
-
EVGA უშვებს ახალ მაზერს Mini-ITX Z77. არსებული მაზერი იქნება აღჭურვილი ექვსი USB 3.0 პორტით და ორი SATA 6Gbps პორტით, ასევე მხარდაჭერა ექანება HDMI-ს და mini DP. არსებული პროდუქტის გამოსვლას აგვისტოს ბოლოსთვის ელოდებიან.
-
MacBook Pro-დან Modbook Pro-მდე
whitestyle replied to Shopen's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
ეგ კაცი აცოცხლებდათ და ეხა დაუნების დინასტია გაიჩითება -
გასულ კვირას, ჩვენს ხედვის არეში მოექცა ახალი GeForce GTX 670 GC Edition 4GB , რომელიც კომპანია Galaxy-მ გამოუშვა იაპონურ ბაზარზე. როგორც იმედოვნებდნენ, ეს სიახლე არ იქნებოდა ერთი ეგზემლიარი და მალე იქნება მასიურ გაყიდვაში გაშვება სხვა რეგიონებშიც. უკანასკნელი პუბლიკაციის შემდეგ არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა არსებულ ვიდეოკარტაზე. გასათვალისწინებელია ის ფაქტი , რომ გრაფიკული პროცესორი არის 1006 МГц ით აღჭურვილი, 4 გიგაბაიტი GDDR5 256 მეგაბაიტით. მეორე ახალი ამბავი გახლავთ ისიც, რომ გამოვიდა GeForce GT 640 GC, რომელიც ასევე კარგად არის დახასიათებული. ეს უკანასკნელი კი ხასიათდება DDR3-ით 2 გიგაბაიტით , GeForce GT 640 GC ის ფასის შესახებ ჯერ ინფორმაცია არაა ცნობილი
- 1 reply
-
- 3
-
-
HTC მუშაობს ახალ პლანშეტზე სახელწოდებით Vertex
whitestyle replied to Shopen's topic in მობილური სამყარო
მოვიდა ხო ესეც მუღამზე , რაც გოოგლმა დაითრია მოტოროლა ისეთი გაგიჟებული იყო ერთი სული ქონდა რამე გაეკეთებინა. ვნახოთ რამდენად წარმატებული გამოდგება მაგათი პროდუქტი -
ქეისის მოდინგი ექსტრემალურ სიტუაციაში
whitestyle replied to usermafia's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
რავი მე ერთს გირჩევთ ბიჭებო, კეისის ზედა მხარეს ვინმე მხატვარს მოახატინეთ რამე კაი სურატი. ძაან თეზლე იქნება დამიჯერეთ.1 კეისი ძმაკაცს გავაკეთებინე ეგრე წითლად ეხატა თავისქალა შავი თვალებით და ჯაჩვი იყო ქვეშ. ისეთი სერიოზული გამოვიდა კომპს მაგის გამო ვრთავდი + ქვევიდან წითელი ნეონები დავუყენე რა და პატარაზე დავხვრიტე შეუმჩნევლად , იქიდან შუქი ამოდიოდა რო ანათებდა ამად ვაფშე სერიოზულს ხდიდა. საბოლოოდ ძმაკაცს ვაჩუქე შემიკიკინა რამაგარია რამაგარიო და წაიღე შე კაცო თქო :D -
ქეისის მოდინგი ექსტრემალურ სიტუაციაში
whitestyle replied to usermafia's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
დაყარე აბა რა უნდა ქნა ხალხმა ხო უნდა ნახოს რა შედეგამდე მიხვედი ;) -
სანამ ჯანზე ვარ და ხელი მეჩის ვწერო :D :D ცოტა გამოცოცხლება უნდა აქაურობას თორე მიიძინა ხალხმა, მარტო პრობლემების საწერად ხომ არ ვართ აქ , ცოტა ახალი ინფოც გვინდა რო შეიკრას ჯგუფი კაი იქნება. მართალია ეხაც არის ნეუსჰანთერთა ჯგუფი მარა ...... :D ყოველდღე იმდენი ახალი ნეუსია რო 3-4 კაცი უნდა შეთანხმდეს და 2-3 დაამუშოას მეტი არაფერი :) :)
-
ქეისის მოდინგი ექსტრემალურ სიტუაციაში
whitestyle replied to usermafia's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
შენც ჩართულხარ მინი მოდინგში. ყველა ეგრე იწყებს 1 რამე თავიდან უნდა გადააგდოს :D :D მერე უკვე ნელ-ნელ ა განვითარდები. ისე კაი რჩევა იყო წინასწარ ყველაფრის დაგეგმვა. ადამიანის საუკეთესო მეგობარი არის ფურცელი და კალამი + გონების უსაზღვრო შესაძლებლობები. დაჯექი დაგეგმე, დაფიქრდი რა როგორ უნდა მოხდეს, როგორ უკეთ გამოვა. მაგალითად სეკატორს იყენებენ ვაზების გასასხლავად ( ნუ მე მასე ვიყენებ და ეგრე ვიცი ) სახში არ თქვა ეგ გამოვიყენე ჟეშტის დასაჭრელადო :D :D წარმატებები ისე , საღამოს დადე სურათები საბოლოო შედევრის და ჩვენც დავტკბებით :spiteful: -
mishonacro მართალი ხარ. კი არ იკლებს უფრო ძვირდება კიდეც და ხალხზე მუშაობენ ისე რო ყოველ 3 თვეში ერთხელ ლამის ახალი დედაბარათი გამოდის თავისი ახალი პროცესორით.ძნელია მასე აჰყვე განვითარებას.
-
Google-ს უნდა, რომ ხალხმა ის ახალი სახით დაინახოს, ის ახლა მობილურების მწარმოებელი კომპანიაა. ხუთშაბათს გამოქვეყნებული ფინანსური მდგომარეობა მეტყველებს იმაზე, რომ ის ძლიერად დგას და წინ მიიწევს. Google-ის მთავარი შემოსავლების წყარო, რეკლამა, არაა იმდენად მომგებიანი მობილურებზე რამდენადაც კომპიუტერებზე. 16 %-ით დაიწია "კლიკების" რაოდენობამ Google-ზე და ასევე Motorola Mobility, რომელიც ამჟამად Google-ს ეკუთვნის, კარგავს ფულს. მისი შემოსავალი, თუ არ ჩავთვლის Motorola-ს გახლავთ $8.36 მილიარდი, ცოტათი ნაკლები( $8.41 მილიარდი) რასაც ანალიტიკოსები ვარაუდობნენ, მაგრამ 21 %-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ჯამში 2 ვე ბიზნესის ჩათვლით, მან 11%-ით აიწია და აქციები კი 2%-ით გაიზარდა რამოდენიმე საათის ვაჭრობის განმავლობაში. Google, Apple, Microsoft და Amazon , ყველა ეს გიგანტი კომპანიები გახლავთ მობილურის მწარმოებლებიც და მათი მთავარი მიზანია დაამარცხონ ერთმანეთი ბაზარზე. როგორც ვიცით, ივნისში Google-მა გამოუშვა Nexus 7, თხელი, 7 ინჩის ზომის ტაბლეტი რომელიც კონკურენციას გაუწევს iPad, the Kindle და Surface -ს . ასევე მან წარადგინა Nexus Q, რომელიც გამოიყენება სახლის პირობებში, ინტერნეტთან დაკავშირებული Google Glasses, რომელიც არის აღჭურვილი უახლესი Android-ის სისტემით სახელწოდებით "Jelly Bean". მიზანი გახლავთ მხოლოდ ერთი, მეტი მომხმარებელი რათა გამოიყენონ Google-ის მთლიანი შესაძლებლობები. ინტერნეტ ანალიტიკოსმა Stifel Nicolaus-მ განაცხადა, რომ თუ ხალხი ჩაერთვება Apple-ის ეკოსისტემაში, მაშინ ძნელი იქნება Google-ისთვის მათი გადმობირება ანდროიდის მეშვეობით. Google-ი არის მუდმივი ყურადღების ცენტრში ანალიტიკოსებისთვის. ისინი აკვირდებიან იმ ფაქტს შეძლებს თუ არა "იშოვოს" იმდენი ფული მობილურებზე , რამდენსაც ის კომპიუტერებზე შოულობს. Google-ი დომინირებს მობილურის რეკლამირებით 95 %-ით მთელ ბაზარზე თავისი საძიებო სისტემით და სხვა საშუალებებით კი 52%-ით. Larry Page-მა, Google-ის მმართველმა განაცხადა, რომ მათ ჩაატარეს ძლიერი კვარტალი და ისინი წინ მიიწევენ.მათ გამოუშვეს რამოდენიმე ახალი პროდუქტი და ასევე დაამატა, რომ Motorola-ს მეშვეობით ისინი შექმნიან მომხარებელზე ორიენტირებულ მობილურ ტელეფონებს. ბატონმა Larry Page-მა ვერ შეძლო ანალიტიკოსებს გასაუბრებოდა კონფერენციაზე, რადგან ის იყო ავად. ცნობები დადის მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ, მაგრამ ეს ცნობები არაა ფაქტებით გამყარებული. კონფერენციაზე მყოფმა Nikesh Arora-მ ( Google-ის ბიზნეს განხრის უფროსმა) აღნიშნა : " Larry-მ დაკარგა ხმა და მივხვდით, რომ ვერანაირ სახალხო გამოსვლას ვერ გააკეთებდა, ვერც ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრებდა. მაგრამ გასათვალისწინებელი ისაა, რომ მას ყველაფერი ესმის და მთლიანად ჩაბმულია კომპანიის საქმეებში" . Google-მა გამოაქვეყნა მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები. მისი შემოსავალი გახლავთ $12.21 მილიარდი , რაც 35%-ით მეტია წინა შემოსავალთან შედარებით რომელიც იყო $9.03 მილიარდი. მოგება გახლავთ $2.79 მილიარდი, ან $8.42 თითო აქციაზე. ძველი მოგება კი გახლდათ $2.51 მილიარდი . ყველაფერი რომ შევაჯამოთ, თითო აქციაზე ფასი გაიზარდა $10.12-ით, ხოლო ძველი გახლდათ $8.74. Patrick Pichette-მ, Google-ის ფინანსურმა მმართველმა, ინვესტორებს მოუწოდა, რომ მიეცათ მათვის დრო, რათა სრულად შეესრულებინათ დავალება. ( ეს ეხება Motorola-ს, რომელმაც დაკარგა $233 მილიონი). მოუწოდა გაეთვალისწინებინათ ის ფაქტიც , რომ ახლა მათ Motorola-ს 20,293 თანამშრომელი დაემატათ.
-
კომპანია AMD აპირებს გამოუშვას x86-პროცესორი რომელიც იქნება დაბალი ელექტრომოხმარებით აღჭურვილი, რომელიც იქნება განკუთვნილი პლანშეტებისა და ნეთბუქებისათვის. ახალმა პროცესორმა მიიღო სახელი "Jaguar" და იქნება წარმოდგენილი კონფერენციაზე Hot Chips 2012 ,რომელიც ტარდება კუპერტინოში,კალიფორნიაში. როგორც იგეგმება პირველი პროცესორები "Jaguar" გაყიდვაში იქნება 2013 წლის პირველ კვარტალში. ყველა ეს ჩიპი იქნება აღჭურვილი ძლიერი ინტეგრირებული გრაფიკული ბარათით. ეს პროცესორები იქნებიან პირდაპირი კონკურენტები Intel Atom Clover Trail-ისა რომელიც გამოვა ამა წლის ბოლოსკენ. თუ გავითვალისწინებთ ფაქტებს, "Brazos" ის ტიპის პროცესორი ნამდვილად კარგი იყო და მომხარებლის კმაყოფილებაც დაიმსახურა. თუ ახალი ტიპის "Jaguar" -იც ასეთი წარმატებული გამოდგა მაშინ ის გახდება Intel-ის ჩიპების კონკურენტი. იმასთან შედარებით, რომ Intel-ი მარცხდება AMD-სთან ინტეგრირებულ გრაფიკულ კარტებში, შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ დიდი პრობლემები ექნება უახლოეს მომავალში Intel-ს.
-
ზუსტად მასეთი კომენტარები მოჰყვა ამ განცხადებას. ცდილობს ცოტათი ძლიერი შექმნას, მცირედით გაუმჯობესებული და ფული აკეთოს. სამწუხაროა აივი ბრიჯი რომ მიგვატოვებს მალე.
-
როგორც ერთ-ერთ ნიუსში ავღნიშნე, Intel-ი იწყებს ულტრაბუქების წარმოებას. Intel -ის მმართველმა, პოლ ოტელინმა განაცხადა, რომ ისინი იწყებენ პირველი ულტრაბუქების პარტიის გამოშვებას რომლის რაოდენობაც იქნება 40, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს გახლავთ სენსორული, Windows 8-ის სისტემით აღჭურვილი და Ivy Bridge-ის პროცესორებით მოპიკეთებული ულტრაბუქები. მთლიანობაში იქმნება 140 ზე მეტი ულტრაბუქი Ivy-Bridge-ზე დაფუძნებული. თვალშისაცემია ის ფაქტიც, რომ სენსორული ეკრანები ჯერ უმცირესობაშია, სწორედ ამიტომ , ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებათ ტრანსფორმაცია ულტრაბუქის პლანშეტად. ამაში კი ასევე დახმარებას გაუწევს 2 ეკრანიანი ASUS Taichi. ასევე, პოლ ოტელინმა დიდი სიამაყით განაცხადა , რომ ამა წლის შემოდგომაზე გამოვა ულტრაბუქი, რომლის ღირებულებაც იქნება $700. საქმე იმაშია, რომ უკვე დღესაც შეგიძლიათ შეიძინოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ულტრაბუქი : Best Buy-ს მაღაზიებში 14 დიუმიანი ეკრანით HP Envy $700-ად, ხოლო ულტრაბუქი Acer Aspire კი იყიდება $650-ად Walmart-ის მაღაზიებში. Intel-ის პარტნიეორები ამბობენ, რომ 20 ზე მეტი პლანშეტი, აღჭურვილი Windows 8-ის სისტემით იქნება აღჭურვილი ენერგოეფექტური, 2 ბირთვიანი 32-нм -იანი პროცესორით Clover Trail (1,8—2 გიგაჰერცით) და გრაფიკით Power VR SGX 544MP2. ფაქტიურად, ეს გახლავთ ის 2 ბირთვიანი სახის პროცესორი,რომელიც დღესაც გამოიყენება სმარტფონებში.
-
- 2
-
-
დიდი ხანია არსებობს იმფორმაცია იმის შესახებ, რომ Intel-ის ახალი დაფები გამოვა 2013 წლის მეორე კვარტალში. მაგრამ არ იყო განსაზღვრული ახალი პროცესორების Haswell-ისა და ახალი ჩიპსეტის ,კერძოდ "მერვე სერიის" გამოსვლის პერიოდები. საიტმა DigiTimes , რომელიც გახლავთ ამ დარგში ერთ-ერთი მოწინავე, განაცხადა , რომ მათ შეიტყვეს იმ ხალხისგან ვინც მუშაობენ ამ დედადაფებზე, რომ ახალი 22 нм-იანი პროცესორი ,Haswell-ის არქიტექტურაზე დაფუძნებული , სოკეტი LGA 1150 და Intel-ის პირველი ჩიპსეტები " მერვე სერიისა" გამოვა 2013 წლის აპრილში. ტაივანური საიტი ამბობს, რომ Ivy Bridge-ის პროცესორების პიკი იქნება ამ წლის მეოთხე კვარტალში. ამის შემდეგ Intel დაიწყებს Haswell-ის დაანონსებას. Ivy Bridge-ის პროცესორები იმით გამოირჩევიან, რომ ყველაზე ნაკლები სიცოცხლის ხანგრძლივობა ჰქონდათ მთელი Intel-ის არსებობის განმავლობაში. ახალი Haswell-ის პროცესორებისათვის საჭირო იქნება ახალი დედაბარათები LGA 1150-ზე. ამიტომ ამ ყველაფრის გამოსვლა იგეგმება სინქრონულად. როგორც ცნობილია, აპრილში გამოვა Intel Z87 და H87, ივნისში H61-ს ჩაენაცვლება H81. კორპორატიული ბაზრისათვის იქნება წარმოდგენილი Intel Q87, Q85 და B85. პირველი მათგანს ექნება Intel vPro-ს ტექნოლოგიის შემცველობა.
-
Fujitsu იწყებს თავისი სმარტფონის Arrows X F-10D გაყიდვას
whitestyle replied to Shopen's topic in მობილური სამყარო
მაგაზე ბანკის პროცენტიანი ვალის აღება დაგვჭირდება ისეთ ფასს მოხევენ აი აიფონ+ რო ყიდის თავიდან ხოლმე 4999 ლარად მასე :D :D :D -
კეისის მოდინგი ბორმანქანის და ლობზიკის გარეშე
whitestyle replied to c.a.y.z.y's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
საკაიფო და ადვილი მეთოდია ამოსაჭრელად. მე მაგალითად გარედან დავხაზე და რო დავიჭირე დრელი მთელი დღე მაკანკალებდა :D მერე კიდე ახალი სტრატეგიები შევიმუშავე და მეორე ადვილად მივაჭერი -
Windows 8 მალე ჩვენს სახლებში
whitestyle replied to whitestyle's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
ხო ტო , ყველა ამბობდა ვაი ეგ საცოდავიო და თვითOნაც ძილისწინ ლოცულობდა ხოლმე ეს რა მაქნევინე ღმერთოო :D მგონი მასეთ შეცომას არ დაუშვებს და რამე ნორმალურს შემოგვთავაზებს.ისე ცნობისთვის არც მაგათი ოფისი აყოვნებს უკვე 2013 ი იჩითება :D -
იტოკში მე გირჩევ ჰტს აიღო. 1 რო მოტოროლა ვაფშე წავიდა ამ ცხოვრებიდან და 2 რო ერიქსონს ისეთი დარხეული აქ არაფერს გამოუშვებს თავის მობზე. ჰტს კიდე ისეთი გამწარებულია რო ბევრ რამეს გამოუშვებს , სასარგებლოს თან უკეთესია მაგ მოდელებთან შედარებით. შენ იმ უმცირესობის წარმომადგენელი ხარ რომლებიც არჩევანში აიფონს არ რთავს და გაფასებ :D
-
Windows 8 მალე ჩვენს სახლებში
whitestyle replied to whitestyle's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
ხო რა ხალხისგან გავიგებთ კაია თU ისევ ძველს მივაწვეთ, მარა მაგ ახალ სისტემაზე ახალი რაღაცეები გაეძრობა და არამგონია მასე გააბანძონ იმიტო რო თვითOნაც ადრე ქონდათ ნათქვამი ვისტა რო გამოვუშვით ეს რა ვჭმაეთO :D -
Lian Li Unveils PC-X2000FN EATX ახალი კეისი
whitestyle replied to whitestyle's topic in გაგრილების სისტემა & კეისები
არაა ძვირი იმ მხრიბ, რომ 1 ხელ გაიჭირვებ კაცი და ვაფშე თუ დაგჭირდება კეისის გამოცვლა შენ ყოფილხარ "კუ" :D იმხელა სიდიდე აქ რო კაცი დაეტება + საკაიფო გაგრილებას დადგავ , ეს უნდა იყიდოს ი7 და საკაიფო ი5 ვისაც აქ და ახალი პროცები რო გამოვა იმათმა, ფული პრობლემა არ იქნება და ყველაფერსაც ჩაატევენ თავიანთ გემოზე -
Windows 8 მალე ჩვენს სახლებში
whitestyle replied to whitestyle's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
მე მირჩევნია დამთავრებულები ვაყენო ხოლმე თორე მერე ესენი ტვინს მიბურღავს და ნერვებზე მშლის ეს რატო არ აქ ან ის :დ ამიტომ ნერვებს ვუფრთხილდები და 26 ს დაველოდები :D -
როგორც Steven Sinofsky-მა განაცხადა რომელიც გახლავთ Windows-ის განხრის პრეზიდენტი Microsoft-ში, ახალი Windows 8 ოფიციალურად გამოვა ოქტომბრის 26 რიცხვში.მოდით დაველოდოთ და შევხედოთ რით იქნება განხვავებული მისი წინამორბედისაგან და რა სიახლებს გვთავაზობს ახალი სისტემა..
-
Lian Li-მ გამოუშვა ახალი კეისი, რომელიც არის დამზადებული ალუმინისაგან და ჰქვია PC-X2000FN. ამ კეისის ზომები გახლავ 695mm*445mm*240mm, ხოლო წონა კი 12kg. (ვინც მოდინგს ვეწევით კუნთებს დავიყენებთ ) კეისის ზედა ნაწილი განკუთვნილია ვინჩესტერის , დვდ ს და სხვისთვის., შუა ნაწილი კი დედაბარათისათვის, და ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი , რომ მეორე მხარეს იმდენი ადგილია სპეციალურად კაბელებისთვის დატოვებული, რომ ყველაფერსაც დავატევთ. ქვედა ნაწილი კი შეიცავს კვების ბლოკის დასადგმელს და დამატებითი მყარი დისკების ჩასადებს.როგორც იტყობინებიან ფასი იქნება $499. მგონი ის დროა ბინა გავყიდო და აქ გადავიდე საცხოვრებლად :D :D :D
-
Intel-ი არ აპირებს პროცესორებზე ფასის დაგდებას
whitestyle replied to whitestyle's topic in Intel & დედა დაფები
ეგრეა ეგრე, მარა ეს პს არავის აინტერესებს თითქმის უკვე, ყველა ამ ნოთეზე და პადზე გადავიდა და უკვე კომპანიებიც ნოთეების წარმოებას და განვითარებას აწვებიან, თორე აქამდე იმდენი პროცესორი გამოვიდოდა ღმერთმა უწყის
