რუსთაველზე,
წმინდა ნინოს
და მაცხოვრის ხატთან,
რუსთაველზე ,
მლოცველების და სანთლების ზღვასთან,
მოღალატის, კაცის მკვლელის,
სატანების ფერხთით
ჩხრიალებდა , ჩხრიალებდა
ოცდაათი ვერცხლი...
აფხაზეთში ცხუმის ცის ქვეშ
და რუსთველის ძეგლთან,
აფხაზეთში ,საქართველოს მაჯასთან და მკერდთან,
მოღალატის,გარეწარის
ანტიქრისტეს ფეხრთით
ჩხრიალებდა , ჩხრიალებდა
ოცდაათი ვერცხლი.
სამაჩაბლოს
თეთრი ტაძრის და ლიახვის პირას,
სამაჩაბლოს
ავი ხელით ტყვიადახლილ დილას,
მოღალატის , მოძალადის
და ხიზანის ფერხთით
ჩხრიალებდა , ჩხრიალებდა
ოცდაათი ვერცხლი
ოცდაერთში კოჯრის ტყესთან
და თბილისის კართან
რუსთაველზე,
მლოცველების და სანთლების ზღვასთან
აფხაზეთში ცხუმის ცის ქვეშ
და რუსთველის ძეგლთნ
ქვემო ქართლში
სიონთან და წინაპართა ძვლებთან
მოღალატის, ნაძირალას ,
უცხო ტომთა ფეხრთით
ჩხრიალებდა ,ჩხრიალებდა
ოცდაათი ვერცხლი
გაყიდული საქარტველო, გაყიდული სისხლი,
გაყიდული მაცხოვარი, გაყიდული ფიცი.
ოცდაათი სატკივარი, ოცდაათი ცეცხლი,
ოცდაათი სიძულვილი, ოცდაათი მეხი.
ოცდაათი ნაძირალა შაგზაზე გდია...
საქართველოს მოღალატეს,
საქართველოს მოღალატეს,
საქართველოს მოღალატეს
ოცდაათი ტყვია!