ე.ი. რა ხდება, ვრეკავ ციფრული მაუწყებლობის სააგენტოსცხელ ხაზზე, იქედან ვიღაც ქალი მპასუხობს ძაან უხეში ტონით. კითხვა მაქვს: - მაინტერესებს ჩემ ქალაქში არის თუ არა ციფრული მაუწყებლობა, რადგან ვერც ერთი არხი მივიღე? - რა ფირმა გაქვთ? - world vision t37 - ეგეთი ფირმა არ არსებობს! (არადა ხელში მიჭირავს, არა ისე, როგორც რა სად როდიში, მართლა მეჭირა ) - როგორ არა, ამ წამს აქ მაქვს. - ეგეთი ფირმა არ არსებობს, ან უნდა იყოს ტვსტარი ან კონკა ( თურმე სხვა არაფერი არსებობს ) - სხვანაირად როგორ აგიხსნათ საიტს გეტყვი თუ გინდა და ნახეთ ამ დროს ეძახის ვიღაც კოკას: - კოკა world vison ასეთი ფირმა არსებობს? (ჩემი მაინც არ სჯერა ) იმან არ ვიცი რა უპასუცა მარა ისევ ეს ქალი მიგრძელებს - შედით მენიუში (თითქოს მთლად ნუბი ვიყო, მარა სხვა რა გზა მაქვს,მივყვები...) -შევედი -რას ხედავთ? ვიცოდი საითაც მივყავდი ამიტომ პირდაპირ ვუპასუხე -არც ხელით ძებნით და არც ავტომატური ძებნით არხები არ ჩანს. - ბლოკი ჩართული გაქვთ? (ალბათ სეტტოპბოქსი იგულისხმა) ამ დროს ვიღაც კაცი მერთვება -ალო -გისმენ -რა ფირმა გაქვთ? - world vision - ეგეთი ფირმა არ არსებობს. ამათი ნერვები აღარ მქონდა ღამენათევი ვარ და გავუთიშე. ვინც ესენი ნაცნობობით და ახლობლობით მოათრია სამსახურში იმას... ჩემს კითხვაზე მაინც ვერ მივიღე პასუხი, არია თუ არა ჩემს ქალაქში ციფრული მაუწყებლობა