გუშინ, თამარაშვილზე რომ ლუკოილის "კალონკაა", მანდ ჩავასხი 30 ლიტრი, უფრო სწორად მცდელობა მქონდა.
"ჩასხმის" პროცესი სტანდარტულად წარიმართა. "პისტოლეტი" ბაკში მოხვდა, ეკრანმაც თვლა დაიწყო და 30-ზე გაჩერდა.
თუმცა, მანქანაში ბენზინის მაჩვენებელმა ისარმა სულ ოდნავ აიწია. ვიფიქრე გაიჭედა მეთქი(ადრეც მოუვიდა ასე, შემდეგ თვითონ გასწორდა), ამიტომ ზედმეტი კითხვები არ გამჩენია და ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული, რომ კუთვნილი 30 ლიტრი ჩამისხეს, მიუხედავად ისრის 0-ზე ჩამოსვლისა, სანამ დღეს საღამოს საწვავი არ გამითავდა.
30 ლიტრით თელავში ჩავდივარ და ჩამოვდივარ. გუშინ და დღეს მაქსიმუმ 40კმ გამეარა.
ფაქტია, რომ გუშინ საწვავი არ ჩამისხეს. გამოდის, რომ ~65 ლარის ღირებულების საწვავი მომპარეს(ბარათით ვასხამ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს), როგორ, საიდან, წარმოდგენა არ მაქვს.