Jump to content

მიშო

VIP
  • Posts

    13069
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    47

Everything posted by მიშო

  1. ეგ ჰდდ მიდის შენ ლეპტოპზე? რახან 40 გბიანია ATA-იქნება ალბათ და შეიძლება შენი ლეპტოპი SATA-ს მხარდაჭერითაა და მაგაზე მაგიტომ არ აყენებს ვინდს. ან დისკამძრავი და HDD იქნება განსხვავებული. ჩემთან ეგრეა დისკამძრავი ATA-მაქ HDD SATA II და დისკით ვინდოუსს ვერ ვწერ. ჭედავს შუაში. ისე ჩვეულებრივ მუშაობს.
  2. S.M.A.R.T. (self monitoring, analysis and reporting technology) – არის მყარი დისკის მდგომარეობის თვითშეფასებისა და დიაგნოსტიკის ტექნოლოგია, რომელიც ასევე განსაზღვრავს HDD-ს "გარდაცვალების" მიახლოებით თარიღს. წაკითხვისას S.M.A.R.T. შემდეგი ტიპის ცხრილს "აშენებს": Attribute - ატრიბუტის(განსაზღვრება, დამახასიათებელი ნიშანი) სახელი. ID - ატრიბუტის ნომერი. Value - ატრიბუტის მნიშვნელობა.(რაც მეტი, მით უკეთესი) Threshold - ე.წ. კრიტიკული დონე. ატრიბუტის საწყისი მნიშვნელობა.(თუ ეს ციფრი Value-ზე ნაკლებია, მოემზადეთ უსიამოვნებებისთვის) Raw - ატრიბუტის ამჟამინდელი 16-ნაკადიანი მნიშვნელობა.(რაც ნაკლებია მით უკეთესი) Type - ატრიბუტის ტიპი(PR - Performance-related, ER - Error rate, EC - Events count, SP - Self-preserve). SMART-ის პარამეტრის მნიშვნელობები: Raw Read Error Rate - გვიჩვენებს შემნახველის აპარატურული ნაწილისგან გამოწვეული შეცდომების გამოჩენის სიხშირეს დისკის ზედაპირიდან ინფორმაციის წაკითხვისას Spin Up Time - შპინდელის ბრუნვის დრო. საშუალო დროა 0 RPM-დან სამუშაო სიჩქარემდე.სავარაუდოდ raw value ველში დრო მოცემულია მილიწამებში/წამებში. Reallocated Sector Count - ხელახლა დანიშნული სექტორების რიცხვი.როცა მყარი დისკი აწყდება შეცდომას წაკითხვა/ჩაწერა/დადასტურებისას, ის ცდილობს მონაცემების გადატანას სარეზერვო სექტორში(spare area) და წარმატების შემთხვევაში სექტორს აღნიშნავს როგორც "გადანიშნულს". ასევე ამ პროცესს უწოდებენ remapping-ს და გადანიშნულ სექტორს remap-ს. ამის დამსახურებით თანამედროვე მყარ დისკებზე ზედაპირის შემოწმებისას ძალიან იშვიათად ჩანან ე.წ. "bad block"-ები. თუმცა რემაპების დიდი რაოდენობის შემთხვევაში ზედაპირის გრაფიკული შემოწმებისას გამოჩნდება "ჩავარდნები" - წაკითხვის სიჩქარის სწრაფი ვარდნა(10%-დან ზევით). raw value ველი შეიცავს გადანიშნული სექტორების სრულ რაოდენობას. Throughput Performance - დისკის საშუალო წარმადობა. მისი value-ს მნიშვნელობის შემციდრება მიანიშნებს შემნახველში არსებულ პრობლემაზე. Start/Stop Count - შპინდელის გაშვება/გაჩერებების რაოდენობა. raw value ველი ინახავს დისკის ჩართვა/გამორთვების სრულ რიცხვს. Read Channel Margin - წაკითხვის სარეზერვო არხი. ამ ატრიბუტის მნიშვნელობა არაა დასაბუთებული და თანამედროვე HDD-ებში არ გამოიყენება. Seek Error Rate - მთბ-ს(მაგნიტური "თავუკების"(ისრების) ბლოკი) მდებარეობით გამოწვეული შეცდომების რიცხვი. მექანიკური სისტემის პოზიცირების შეფერხების შემთხვევაში, სერვო-ს(HDD-ზე განთავსებული ავტომატური ხელსაწყო რომელიც ფუნქციონალური შეცდომის შემთხვევაში უარყოფით იმპულსებს გზავნის პრობლემის მოსაგვარებლად) დაზიანებისას, დისკის ძლიერი თერმული გაფართოებისას და ა.შ. ჩნდება პოზიცირების(განლაგების) პრობლემები(საუბარია დისკის ფიზიკურ პრობლემებზე).რაც უფრო მეტია მათი რიცხვი, მით უფრო ცუდ მდგომარეობაშია მყარი დისკის ზედაპირი. Seek Time Performance - მთბ-ს განლაგების ოპერაციების საშუალო წარმადობა.ეს პარამეტრი გვიჩვენებს მთბ-ს პოზიცირების სიჩქარეს გარკვეულ სექტორში. მისი მნიშვნელობის შემცირება მიუთითებს მუშაობის მექანიზმის დესტაბილიზაციაზე. Power-On Hours - ჩართულ მდგომარეობაში ყოფნის ხანგძლივობა(წუთებში, წამებში). ამ ატრიბუტის მნიშვნელობის(value) შემცირება კრიტიკულ დონემდე(threshold) მიუთითებს დისკის რესურსის ამოწურვას(MTBF - Mean Time Between Failures). თუმცა პრაქტიკაში, ზოგჯერ ამ მაჩვენებლის 0-ს ქვევით ჩამოსვლაც კი არ მიუთითებს შემნახველის რესურსის ამოწურვას და დისკს კიდევ დიდ ხანს შეუძლია ნორმალურად ფუნქციონირება. Spin Retry Count - შპინდელის ჩართვის მცდელობების განმეორებათა რაოდენობა. აფიქსირებს შპინდელის ჩართვის მცდელობების განმეორებათა რაოდენობას, იმ პირობით, პირველი მცდელობა წარუმატე. ამ მაჩვენებლის შემცირება მიუთითებს გადაცემის მექანიზმის გაუმართაობაზე. Recalibration Retries - კალიბრაციის(მაგნიტური "თავუკის" პირველ ჩამტვირთველ ხალიჩაზე დაბრუნება, თუ თვითონ ვერ დგება "თავის ადგილას".) მცდელობათა რაოდენობა. აფიქსირებს კალიბრაციის მცდელობათა და "თავუკების" ნულოვან ხალიჩაზე დაბრუნების რაოდენობას, იმ პირობით, თუ პირველი მცდელობა კრახით დამთავრდა. Device Power Cycle Count - მყარი დისკის ჩართვა/გამორთვის სრული ციკლის რაოდენობა. Soft Read Error Rate - დისკიდან ინფორმაციის წაკითხვისას გამოჩენილი პროგრამული შეცდომების სიხშირე. აფიქსირებს მხოლოდ პროგრამულ შეცდომებს და არა აპარატურულს. Reported UNC Errors - შეცდომები, რომელთა აღდგენაც ვერ მოხერხდა პრობლემის აპარატურული საშუალებით გადაჭრის მცდელობისას. Load/Unload cycle count - მთბ-ს სპეციალურ პარკირების ზონაში/სამუშაო მდგომარეობაში მოყვანის ციკლების რაოდენობა. Drive Temperature - ტემპერატურა. აღინიშნება ცელსიუსებში. Reallocation Event Count - გადანიშვნის(remapping) ოპერაციების რიცხვი. ამ ატრიბუტის raw value ველი გვიჩვენებს "ჩავარდნილი" სექტორების სარეზერვო არეში გადანიშვნის მცდელობათა რაოდენობას. იგულისხმება როგორც დასრულებული, ასევე წარუმატებელი ოპერაციები Current Pending Sector Count - არასტაბილური სექტორების ამჟამინდელი რაოდენობა. ამ ატრიბუტის raw value ველი გვიჩვენებს იმ სექტორების რაოდენობას რომლებიც სარეზერვო არეში გადანიშვნის პრეტენდენტები არიან. თუ რომელიმე მათგანი რემაპინგის ოპერაციას წარმატებით დაასრულებს, მაშინ ის ამოვარდება ამ რიცხვიდან.თუ სექტორის კითხვა შეცდომებით გაგრძელდება, მაშინ შემნახველი ეცდება მონაცემთა აღდგენას და მათ სარეზერვო არეში გადატანას, ხოლო თავად სექტორი გადანიშნულად ჩაითვლება. გამუდმებული არანულოვანი მნიშვნელობა ამ ატრიბუტისა მიუთითებს მყარი დისკის ზედაპირის დაბალ ხარისხზე. Uncorrectable Sector Count - არაკორექტირებულ შეცდომათა რაოდენობა. ატრიბუტი გვიჩვენებს იმ შეცდომათა რიცხვს, რომლებიც სექტორის წაკითხვა/ჩაწერის დროს წარმოიშვა და ვერ მოხერხდა მათი კორექტირება. ამ ატრიბუტის raw value ველი მიუთითებს შემნახველის ზედაპირის აშკარა დეფექტებზე და/ან სამუშაო მექანიზმის გაუმართაობაზე. UltraDMA CRC Error Count - UltraDMA რეჟიმში(HDD-სა და RAM-ს შორის ინფორმაციის გაცვლის ტექნოლოგია) CRC(cyclic redundancy check - ციკლური ნამატის კოდი - შემნახველებსა და ქსელში შეცდომების აღმომჩენი კოდი) ერორების საერთო რაოდენობა. raw value ველი შეიცავს რაოდენობას იმ შეცდომებისა, რომლებიც წამოიშვა UltraDMA-ს საშუალებით ინფორმაციის ტრანსპორტირებისას. (ავტორის შენიშვნა: SMART-ს ჟურნალების შესწავლით მიღებული პრაქტიკა და გამოცდილება გვაჩვენებს: CRC-ს შეცდომების დიდი უმეტესობა წარმოიშვება PCI-ს ძლიერ მომატებული სიხშირის(33.6 MHz-ის ზევით), ძალზედ დაკლაკნილი კაბელების და ოპერაციული სისტემის დრაივერების გამო, რომლებიც არ "ითვალისწინებენ" მონაცემთა მიღემა/გაცემის მოთხოვნებს UltraDMA რეჟიმში. Write Error Rate (Multi Zone Error Rate)- მონაცემთა ჩაწერისას წარმოქმნილი შეცდომების სიხშირე. რაც მეტია მაჩვენებელი raw value ველში მით უარესია მყარი დისკის ზედაპირის მდგომარეობა. Disk Shift - დისკის პაკეტის ღერძის გადახრა შპინდელის მიმართ. საზომი ერთეული უცნობია. გადახრას იწვევს ძლიერი დარტყმა, მიღებული შემნახველის დავარდნით ან რაიმე სხვა მიზეზით. G-Sense Error Rate - დარტყმით მიღებული შეცდომების გამოჩენის სიხშირე. Loaded Hours - მთბ-ს დატვირთვა, გამოწვეული HDD-ს საერთო სამუშაო საათების რაოდენობით. ითვლება მხოლოდ ის პერიოდი როდესაც თავუკები სამუშაო რეჟიმში იმყოფებოდნენ. Load/Unload Retry Count - მთბ-ს დატვირთვა, მრავალი ჩაწერა/წაკითხვა/პოზიცირების და ა.შ. ოპერაციით გამოწვეული. ითვლება მხოლოდ ის პერიოდი როდესაც თავუკები სამუშაო რეჟიმში იმყოფებოდნენ. Load Friction - მთბ-ს ფირფიტების დატვირთვა, გამოწვეული შემნახველის მექანიკური ნაწილების შერყევით. ითვლება მხოლოდ ის პერიოდი როდესაც თავუკები სამუშაო რეჟიმში იმყოფებოდნენ. Load/Unload Cycle Count - მთბ-ს ფირფიტებზე არსებული დატვირთვის ციკლების საერთო რაოდენობა. ითვლება მხოლოდ ის პერიოდი როდესაც თავუკები სამუშაო რეჟიმში იმყოფებოდნენ. Load-in Time - მთბ-ს ფირფიტების დატვირთვის რეჟიმში ყოფნის საერთო დრო. სავარაუდოდ აჩვენებს იმ დროს რომელშიც შემნახველი იმყოფებოდა დატვირთვის ქვეშ, იმ პირობით, რომ თავუკები სამუშაო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ(პარკირების ზონის მიღმა) Torque Amplification Count - ფირფიტების სიჩქარის ვარირების კომპენსაციის მცდელობათა რაოდენობა. Power-Off Retract Count - შემნახველის ენერგიის წყაროს ჩართვა/გამორთვის ფიქსირებული რაოდენობა. GMR Head Amplitude - GMR-თავების(GMR - Giant Magneto Resistance - გიგანტური მაგნიტური წინაღობა(?)) რხევის ამპლიტუდა მუშა მდგომარეობაში. SMART-ის ჟურნალის მაგალითი SMART-ის წასაკითხი პროგრამები: SpeedFan SMARTUDM - HDD S.M.A.R.T. Viewer MHDD Виктория
  3. ეგ არაა unlocked ვერსია.
  4. არა. მაგრამ unlocked ვერსიაა ეგ ტელეფონი და იმუშავებს GSM ქსელზე ჩვეულებრივ.
  5. :D მერე ნორმალურად დაგეწერა. 3-4 მისვლას ისედაც ვაკეთებ და მაგიტო გამიკვირდა :D
  6. ეგ 20 მისვლა მთელ კვირაზე უნდა გადაანაწილო ხო?
  7. მას ეფექტ 3 ხომ არ გაქ ნაყიდი? წეღან შენი ნიკით თამაშობდა ვიღაც
  8. მაგათ გასდით დედის გინება. ჩემი ძმა LOL-ს თამაშობდა და ვიღაცას მიწერა რაღაც და გინებაც მიაყოლა და იმან OK-ო. გადავვარდი იმდენი ვიცინე. :rofl:
  9. ოკ ამ დაიამონდის სისტემას რომ მოვრჩები(მიზანი: ერთ მისვლაზე 100 აჯიმანია ) მერე სხვანაირ ვარჯიშებსაც დავამატებ .
  10. რა უნდა გკითხოთ: Diamond აჯიმანიებს ვაკეთებ და სხვა ტიპის აჯიმანიებიც რომ გავაკეთო აზრი ექნება თუ იგივე კუნთებს ავარჯიშებს სხვებიც?
  11. მაგან თქვა აკოცეთო. კითხვაზე გავამახვილე ისე ყურადღება. მამაომ რატომ უნდა გადაწყვიტოს შენ შეყვარებულთან იზასავებ თუ იტყნაურებ არ მესმის ბლიად. ან მარხვის დღეების მიხედვით რომ ნიშნავენ "ნძრევის" განრიგს კიდე მაგაზე ვგიჟდები. რელიგიური ფანატიზმის პიკია ქვეყანაში. აქ რა შუაშია და მარხვა მოდაში შემოვიდა. თან უმეტესობა წუწუნებს ვმარხულობო. არადა მარხვა რაარის 90%-მა არ იცის.
  12. თუ გინდა ნაჯახი გამოიწერე. http://www.sportsdirect.com/ მანდ მოძებნე
  13. მეორე დავდე. პირველი ჩემი რეაქცია იყო მეორეზე :D
  14. ღმერთო თონეში ჩამაკარი http://teodore.ge/index.php?site-path=video&id=740
  15. ეს დამჭირდება ფუკუსს რომ ვიყიდი.
  16. ძილის წინ არ ჭამო, კუჭს დაიავადმყოფებ. რა ათვისება საერთოდ არ მუშაობს მაგ დროს კუჭი და საჭმელი ლპება ჭამიდან მინიმუმ საათ ნახევარი უნდა გავიდეს დაძIნებამდე.
  17. მოსალოდნელიც იყო. ტყუილად უშვებდნენ მართლა.
  18. დამლაგებელი თუ დაგჭირდათ დამირეკეთ :D
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.