-
Posts
1771 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
10
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Inferno
-
სსდ მინდა 128-ანი მარა ამათ სად ველოდო ტო ან იქნება ან არა კიდე :|
-
ხალხომოკლედ დიდი გაკითხვაგამოკითხვის მერე აქაც და უცხოურ ფორუმებზე ეს მირჩიეს: http://www.amazon.com/Crucial-2-5-Inch-Solid-State-CT128M4SSD2/dp/B004W2JKZI/ref=wl_it_dp_o_npd?ie=UTF8&coliid=I307BC6EVNRHU7&colid=3BANY0KXNLOZT საერთოდ ინტელი საუკეთესოა მაგრამ უაზროდ დიდი ფასები აქვს სხვა შემთხვევაში კიდე ეს მართლა კაი ვარიანტია
-
120გბ-იანი რო გეყიდა დაახლოებით 190$ არ გინდოდა ამის ყიდვას 165$-ად
-
ნოუთბუქს აქვს 5.1-ის სუფორთი?
-
ვიდეო ბარათების მიმოხილვა - Sponsored By Gitec
Inferno replied to ANuB1S's topic in Overclockers GE-ს გუნდი
მოსაკლავი ხარ უფლებების ბოროტად გამოყენებისათვის -
შემთხვევით სტერეოს ხომ არ რთავ დაწმუნებული ხარ რომ 5.1 აუდიო გაქ? ადრე ბევრი მიმტკიცებდა სტერო 5.1-ში უნდა ისმოდესო
-
ოე ოე რა გააოფეთ. არათემატურ პოსტებს წავშილი საღამოს. რაც შეეხება სხვობას ნაღდადაა. მე პირადად მარტო ის სხვაობა მიღირს ვინდოუსი რო სწრაფად იტვირთებება და თამშები. სხვა რას ელით ახლა რომელი მირორ სერვერი თქვენ გაქვთ სახლში რო მაგაზე დაიწუნოთ. ჩამოტანას ვაპირებ ოცზ ვერტექს-ის სატა 3-ზე და ვნახოთ მერე ის რას იზამს. ეგეც არ იყოს ვინც IDM-ს ხმარობს მენეჯერს იცის მაგის ფაილების შეერთება რა ტასკაა და ამ შემთხვევაში ეგაც ძალიან მალე ხდება
-
კაგი იდეაა თუმცა სამწუხაროდ აღარ არის ამის საშუალება. როგორც დავწერე მცირე დროში მოხდა ეს ყველაფერი
-
გადატანილია. შენ გაქ ჩაწერეილი კლონედვდ ანუ ლიცენზირებული ამიტომ ეგ არ გინდა. თუ ჯერ მაგას ვერ ამუღამებ მაშინ მაგის დაყენების ახსნას აქ აზრი არ აქვს, ამიტომ გადაწერე უკვე გატეხილი ვერსია. http://geotorrents.com/Call_of_Duty%C2%AE_Modern_Warfare%C2%AE_3_2011_ENG_L_RELOADED-s-67224.ts
-
გაიხარეთ. ასტრობარნი უნდა და მერე წერ დისკებზეც. ხო მართლა თუ რამე შენიშვნა ან შემოთავაზება გაქვთ თარგმანში დაწერეთ აუცილებლად გავითვალისწინებ შემდეგ ვერსიაში.
-
გადაწერეთ და ქართლად გამოიყენეთ ხალხო. შეუწყვეთ ხელი სამამულო პროექტს :)
-
გამოვიდა ახალი 8 ფინალური ვერსია Mozilla Firefox 8.0 Final Windows
-
შენ მგონი Tethered Jailbreat დააყენე და მაგიტო. ეგ კომპის გარეშე არ იბუთება. რა გააკეთე დაწერე აბა ზუსტად
-
BF3-ს თუ თამაშობ ექნება აზრი
-
დღესდღეობით როდესაც კომპიუტერული ტექნოლოგია ასე სწრაფად მიდის წინ და ჩვენც გვინდა თუ არ გვინდა ჩართული ვართ ამ პროცესში ისღა დაგვრჩენია მხოლოდ სწორი არჩევანი გავაკეთოთ. ჩვენც ხომ ზუსტად ამისთვის ვარსებობთ. ასე რომ თანაფორუმელებო დღევანდელ მიმოხილვაში მინდა წარმოგიდგინოთ მყარი დისკების მომავალი SSD (Solid-State Drives). წარმოიდგინეთ შემდეგი სიტუაცია. გაქვს Hi-End კომპიუტერი რომელიც დაგიჯდათ 3000 ანდა 3500 ლარი, მშვენიერი შენაძენია ვერაფერს იტყვი თუმცა ასეთ კომპიუტერს უბრალოდ ვერ მოაცდენთ. იწერთ თამაშებს, არც ამ შემთხვევაში გვინდობს გამომცემელი და უხვად გვაწვდის 13, 15 ანდა სულაც 21GB-იან თამაშებს. იწერთ 3ds Max -ს, AutoCAD-ს მაგარმ რაღაცა ისე ვერაა. გარდა იმისა, რომ ვინდოუსი დიდხანს უნდება ჩართვას პროგრამებიც ვერ იტვირთება სწრაფად. არადა 6 ბირთვი და 12 ნაკადიანი პროცესორი გაქვს, სამ არხიანი 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით და დედიკოც მშვენიერია! სანამ ქსელში თამაში ჩაიტვირთება სერვერზე შეიძლება უკვე 1-0 -ს აგებდე (თუ იგებ მაშინ კიდევ არაუშავს ) ნეტა რატომ? ხოდა ახლა ბევრი რომ არ ვილაპარაკო მოდი ძმურად იყიდე SSD და დასივენებ რა. დღეს უნდა წარმოგიდგინოთ SSD ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი Corsair. შემთხვევით ხელში ჩამივარდა Corsair Force Series SSD F180 (CSSD-F180GB2-BRKT). რაღათქმაუნდა ისევდაისევ ჩვენი სპონსორის Gitec -ის დახმარებით თან რაოდენობაში ასე რომ ხელიდან არ გავუშვი Raid 0 -ზე ტესტირებაც. ყოველივე ამან შეიწირა ერთი სრული დღე (ცოტა გვიან დავიწყე ტესტირება) თუმცა ჩათვალეთ ეს ერთი დღე ფორუმისთვის შემიწირია (ეს იყოს კარგად და ...) ტექნიკური მონაცემები: Latest generation SandForce controller and MLC NAND flash for fast performance Maximum sequential read speed 285MB/second Maximum sequential write speed 275MB/second Included 2.5" to 3.5" bracket for installation on your desktop computer Internal SATA II connectivity სურათები სამუშაო მაგიდიდან: სისტემა რაზეც მოხდა ტესტირება: MB: P6T SE CPU: Intel Core I7 970 RAM: 12GB Corsair CMX4GX3M2A1600C9 VGA: Nvidia Geforce GT430 HDD: 2x SSD F180 PSU: XFX 850W OS: Windows 7 64Bit მაშ ასე წარმოგიდგენთ ტესტირების შედეგებს. ამ შემთხვევაში ერთი ცალი SSD იყო მიერთებული ცალკე "ფართიშენად" რათა ასევე გაგვეტესტა ჩაწერის სიჩქარე. ATTO Disk benchmark Crystal Disk Mark HD Tach HD Tune Read HD Tune Write Test File Win 7 მაშ ასე როგორც ხედავთ მშვენიერი შედეგებია. ეს სწორედ ისაა რაც ჩვენ და ჩვენ სისტემას სჭირდება თუმცა ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და კიდევ ერთ SSD -ს ვამატებთ. მოემზადეთ Raid 0! ATTO Disk benchmark Raid 0 Crystal Disk Mark Raid 0 HD Tach Raid 0 HD Tune Read Raid 0 "იტოგში" სისტემამა აიწყვიტა ვეღარ ვეწევით. "უნაბლეა" 12 ნაკადი და 12GB ოპერატიული დაეწიოს ასეთ სიჩქარეს არაფერს ვამბობ ჩიფსეტზე. კომპიუტერი თავისთ ხვდება როცა გამორთვა ან ჩართვა გინდათ ისეთი სწრაფია. არ გჯერათ? არც მე მჯეროდა და რა ვქნა . დასკვნა: მეგობრებო ეს სწორედ ის შედეგებია რაც ასე სჭირდება ჩვენ კომპიუტერს რათა მყარმა დისკმაც ფეხი აუწყოს განვითარების ტემპს High-End სეგმენტში. ყველას კარგად გვესმის ესაა მომვლის ტექნოლოგია რომელიც აღარაა უკვე მომავალის (უკვე საქართველოშია და ამიტომაც). თუმცა არის რამდენიმე აუცილებლად გასათვალისწინებელი მომენტი. ესენია: უნდა გქონდეთ Sata 3 ინტერფეისი ანდა PCI სლოტზე კონტროლერი სხვაგვარად თქვენ კარგავთ წარმადობას. იმის გათვალისწინებით, რომ Sata 3-იც არაა საკმარისი უკვე გამტარობისთვის ნამდვილად ცოდვაა Sata 2-ზე ამის ჩართვა. შემდეგი და უმთავრესი პრობლემა ესაა ფასი. მიუხედავად გასული დროისა ნამდვილად არ კლებულობს ფასები SSD-ზე. თავად განსაჯეთ ზემოთ ნახსენები SSD Amazon -ზე ღირს დაახლოებით 400$ და მითმეტეს 2 ცალის ყიდვა ნაღდად დაატყობს ხელს თქვენ ბიუჯეტს. ამავდროულად ჩემი რჩევა იქნება 120GB-ზე ნაკლები მოცულობის SSD არ იყიდოთ და დავწერ რატომაც. ისეთ კომპიუტერზე სადაც ეს მონსტრი იდგება დიდი შანსია იყოს Win7 რაც დაახლოები უდრის 10-დან 12გბ მოცულობა. როგორც დავწერე SSD -ს "მუღამი" ისაა სწრაფად ჩაიტვირთოს თამშები და პროგრამები. თამაშები რომელბიც იშვიათადაა 10-12GB-ზე ნაკლები პროგრამები რომლებიც 4-5GB აღწევს და როცა მინ 2-3 თამში გვიწერია დამენთანხმებით სრუალიდ აზრსმოკლებულია 40 ან 60GB-ნი SSD-ს ყიდვა. ჩემი პირადი გამოცდილებით ვიტყვი რომ მინ. 120GB -ნი SSD საჭირო ამ ყველაფრისათვის. ასევე დავსძენ რომ დიდი მოცულობის SSD -ებ მეტი წარმადობა აქვთ ვდირე მცირე მოცულობისას, მცირედი მაგრამ რეალური. By sikvdila /ზვიად ხარატიშვილი/ მხოლოდ overclockers.ge-სათვის!
- 33 replies
-
- 10
-
-
EaseUS Partition Master PRO 9 გადახედე ტუტუორიალებს მარტივია
-
Accelero XTREME Plus II Versus Stock Cooling
Inferno replied to Inferno's topic in Overclockers GE-ს გუნდი
კი ფაზების გაგრილება მართლაც ერთ-ერთი პრიორიტეტულია. ვაბშე უნდა ითქვას, რომ ფურმარკი უაზროდ დიდ გრუზს აყენებს ვიდეოს. ასეთ გრუზს ბარე ორი თამაში ვერ მიაყენებს ვიდეოს. თუმცა თუ თქვენ ფაზების პრობლემას ფურმარკის ფონზე გადაჭრით ჩათვალკეთ ერთ-ერთი ყველაზე გრილი კარტა გექნებათ ფორუმზე :) -
Accelero XTREME Plus II Versus Stock Cooling
Inferno replied to Inferno's topic in Overclockers GE-ს გუნდი
ეგრე გამოდის, სხვა შემთხვევაში ცოდვაა ვიდეო რა -
Accelero XTREME Plus II Versus Stock Cooling
Inferno replied to Inferno's topic in Overclockers GE-ს გუნდი
სტოკზე. ამას არც ქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. მთავრი იყო რა სიხშირეზეც სტიკ ქულერი გაივილდა იგივე ყოფილიყო Accelero-ზე -
ამ რევიუში მინდა მიმოვიხილო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გაგრილების ბრენდის კერძოდ კი ARCTIC COOLING-ის მოდელი Accelero XTREME Plus II. რამდენად საკვირველიც არ უნდა იყოს ამ მართლაც "მონსტრს" უნდა დავუპირისპირო ყველასთვის ასე არასასურველი "სტოკ" ანუ რეფერენსული გაგრილება. როგორც ხშირ შემთხვევაში ახლაც ეს "მონსტრული" წარმოდგენა გადაჭარბებული აღმოჩნდა და ფაზების გაგრილებაზე მივიღეთ საკმაოდ მაღალი ტემპერატურები რაც საბოლოოდ სავალალო შედეგით დასრულდებოდა შესაბამისი ზომები რომ არ მიმეღო. ახლა კი მივყვეთ თანამიმდევრულად. ვიდეო დაფის გაგრილების შეძენა გადავწყვიტე ამ ზაფხულს, ვინაიდან რევიუების მხრივ არ ვართ მაინცდმაინც განებივრებულები ჩათვალეთ ეს 100$ ამ საქმისთვის გადავდე თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი რათა ბოლომდე მიმეყვანა საქმე. როგორც ხშირ შემთხვევაში ახლაც ეს საქმე არ გამოვიდა ჩვენი ფორუმელი ზურას გარეშე ვინაიდან ზემოთ აღნიშნული ქულერი აღმოვაჩინე Amazon.De-ზე და სასწრაფოდ ვაყიდინე ზურას და კიდევ ერთი სასიამოვნო დამთხვევა იყო ისევ ჩვენი თანაფორუმელი სოსო-ს ყოფნა გერმანიაში და ასე აღმოჩნდა ქულერი ჩემ ხელში. პირველ რიგში წარმოგიდგენთ სურათებს თუ როგორ ხდებოდა ახალი გაგრილების სისტემის აწყობა: ტესტირება დავიწყოთ სტოკ ქულერით. ტესტირებისას გამოვიყენე მხოლოდ 1 პროგრამა და ეს იყო FurMark ვინაიდან ამ შემთხვევაში თამაშებით ტესტირება არაფრის მომცემი არ იყო. სწორედ ამ ძლევამოსილ ბენჩ იარაღს უნდა გამოევლინა რეალურად რისი თავ (ტრაკი) ქონდა ახალ ქულერს. ყველამ ვიცით ახალი ვიდეო კარტების სენი. ესაა მომენტი როცა ვიდეო დაფის ბიოსი გვიან "წვავს" რომ სცხელა ვიდეო დაფას და ხშირად ფენის ბრუნს უმატებს როცა GPU არის 80-90 გრადუსზე და Phase-ბი უფრო მეტზეც რისი გამოისობითაც ერთხელაც ჩვენი ვიდეო ამოაფრქვევს არტეფაქტებს. ამის თავიდან ასაცილებლად არსებობს რამდენიმე მშვენიერი პროგრამა, ესენია: MSI Afterburner და EVGA Precision. ამ შემთხვევაში გამოვიყენე MSI Afterburner. ყველაზე მინიმალური ფენის ბრუნვათა რაოდენობა პროცენტულად ჩვენ შემთხვევაში არის 25% ანუ 1668 ბრუნი წუთში: შემდეგი იყო 40% ანუ 2887 ბრუნი წუთში: ბოლოს კი უკვე სრული დატვირთვით 100% ანუ 4787 ბრუნი წუთში: როგორც ხედავთ შედეგები სავალალოა დაწყებული ტემპერატურით 25%-იან ან თუნდაც 40%-100%-იან ფენის დროს. აღარაფერს ვამბობ ხმაურზე რასაც ნახავდით კიდეც ზემოთ. მადლობა სტივს გადავიდეთ მთავრზე ჩვენ "სიამაყე" Accelero XTREME Plus II-ზე რომელმაც უნდა გაყინოს ჩვენი ვიდეო დაფა როგორც ამას მწარმოებელი გვპირდება . ტესტირება აქაც იგივე პრინციპითაა 25-40-100 პროცენტიანი ფენის ბრუნვა შესაბამისი ტემპერატურა და ხმაური დონე. დავიწყოთ 25%-იანი ფენის ბრუნით: შემდეგ მოდის ფენი 40%-იანი ბრუნით: ბოლოს კი რაღათქმაუნდა 100%-იანი ფენი: შედეგები არის მართლაც შესანიშნავი, ყველა ვარიანტში დაჯაბნა ARCTIC COOLING-მა სტოკ გაგრილება, დედა უტირა. სხვას ელოდა ვინმე რამეს? მაგრამ არის ერთი მაგრამ ესაა Thermalright VRM - R4. გსმენიათ Thermalright VRM - R4 შესახებ? ვიმედოვნებ კი ვინაიდან მაშინ ეს ფორუმი და ეს რევიუც წყალშია გადასაყრელი . Thermalright VRM - R4-ს აქ ჩარევის მიზეზია საშინელი ტემპერატურა ფაზებზე. ვერნაირი კრიტიკას ვერ უძლებს ARCTIC COOLING ამ შემთხვევაში უბრალოდ საქს! ანბოქსინგის დროს პირველ რიგში რაც თვალში მომხვდა ესაა ინსტრუქცია სადაც არსადაა ნახსენები ATI/AMD -ს დაფებზე როგორ უნდა ავაყწოთ ქულერი რაც არცისე იოლი საქმეა. ისე გამოდის ATI/AMD -ს სუფორთი ARCTIC COOLING-მა BTW ჩადო.თავად განსაჯეთ ამ სურათის შემდეგ რა ტემპერატურებია ფაზებზე Accelero XTREME Plus II-ზე: მოკლედ მეგობრებო ARCTIC COOLING-ი ჯასთ გაბანძდა! ამის შემდეგ ამოვიღე ვიდეო დაფა და ზუსტად 3 კვირის განმავლობაში მედო თაროზე დაშლილ მდგომარეობაში სანამ ჩამოვიდოდა Thermalright VRM - R4. ეს კი უკვე VRM - R4 თავისი სადა, მაგრამ "დერსკი" ვიდით: როგორც ხვდებით მეგობრებო ზემოთ გატარებული ტესტები Accelero XTREME Plus II-ზე არის უკვე Thermalright VRM - R4-თი ფაზებზე ვინაიდან სხვანაირად არ ღირდა ტესტირება. აქ შეგიძლიათ ნახოთ ტემპერატურები Accelero XTREME Plus II-ზე Thermalright გაგრილების გარეშე: Accelero XTREME-მი Thermalright-ის ფაზების გაგრილების გარეშე: ეს კი 5850 თავისი ქარხნული სტოკ გაგრილებით: დასკვნა: Accelero XTREME Plus II არის ნამდვილად კარგი ქულერი და მეტი არაფერი! მრჩება შთაბეჭდილება, რომ ფენი არის შექმნილი ნაჩქარევად ყოველგვარი ტესტირების გარეშე. არაფერს დავამატებ თუ ვიტყვი რომ უბრალოდ 4 დირკაა დამატებული სამაგრზე და ეგაა მაგათი ATI/AMD -ს სუფორთი, რომელიმე რადიატორი ისედაც წავა ფაზებზე და ოპერატიულის ჩიპებზეო ალბათ თქვეს ქარხნაში. მეორეს მხრივ მოწოდების სიმაღლეზეა Thermalright. ფენის გარეშეც კი თითქმის გაანახავერა ტემპერატურები ფაზებზე. თუმცა მოდით დავითვალოთ თანხები და დრო. 100$ Accelero XTREME Plus II შიფინგის და წონის გადასახადის გარეშე, დაუგეგმავი ~30$ Thermalright VRM - R4-ში და სამი კვირა ლოდინი ამერიკიდან ჩამოსატანად. დამეთანხმებით ნამდვილად ცუდი პერსპექტივაა და არ გირჩევთ მსგავს გაუგებრობაში მოხვდეთ. იმედია ეს მიმოხილვა დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. ხარისხი სილამაზეში რომ არაა მე პირადად ახლა მივხვდი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში რათქმაუნდა ) By sikvdila /ზვიად ხარატიშვილი/ მხოლოდ overclockers.ge-სათვის!
- 12 replies
-
- 10
-
-
რა გაინტერესებს რო?
-
ეს ცადე: Oracle VM VirtualBox კარგი რამეა
-
Corsair Force Series GT and Force Series 3 SSDs
Inferno replied to Andgula's topic in RAM / SSD / HDD / Flash
ჩეი აზრით ეხლა უკვე ძალით ინარჩუნებენ მაღალ ფასებს რა,ვერ ვხვდები რატომაა კიდევ ესეთი მაღალი ფასები -
თუ გემეტება ფული ეს აიღე: http://www.amazon.com/gp/product/B004Q81CKY/ref=s9_simh_gw_p147_d0_g147_i1?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=center-2&pf_rd_r=0XS7QP4M8APDRQHPFE1J&pf_rd_t=101&pf_rd_p=470938631&pf_rd_i=507846 აი ეს კი ძაან კაი ვარიანტია + განბაჟება არ უწევს და 120GB დაბლა კიდე ც დისკი არ ღირს: http://www.amazon.com/gp/product/B004Z0S6SO/ref=s9_simh_gw_p147_d0_g147_i3?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=center-2&pf_rd_r=0XS7QP4M8APDRQHPFE1J&pf_rd_t=101&pf_rd_p=470938631&pf_rd_i=507846 საერთოდ ერთიდაიგივე სერიის მოდელებს შორის ნაკლები მოცულობის სსდ-ეებს ნაკლები წარმადობა აქვთ. ანუ მაგალითად Agility 3 სერიის 120-იანი და 240-იანი ერთი წარმადობისაა განსხავევბით 120-ზე ნაკლებიანის ანუ მანდაც აგებ რა წარმადობაში
