Jump to content

Marii

წევრი
  • Posts

    1489
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    6

Everything posted by Marii

  1. კი, ელექტრობა იყო, ეგ საკითხი გამომდის ყველაზე კარგად ოპტიკიდანაც იყო, ფერები რომ უნდა დაალაგო გარდატეხის მიხედვით ( : D) კიდევ შეაფასეთ მანძილი თბილისიდან ქუთაისამდეო. http://allshares.ge/download.php?id=2DDDBF9E51 აი ეს გადმოწერეთ თუ გინდათ, შარშანდელი საატესტატოს კითხვებია, ფიზიკიდან რამდენიმე კითხვა დაემთხვა გუშინ. ძირითადად აქ რაც არის მასეთი ტიპის იყო.
  2. მართალი ხარ ეხლა ძალიან ვნანობ, რატომ ავყევი ბავშვებს. ძალიან მაინტერესებს რამდენს ავიღებდი ყველა შეცდომით არ დამიწერია, ზოგი ისეთი ადვილი იყო ბოდიშით და დებილი უნდა ყოფილიყავი რომ ვერ დაგეწერა, თერმომეტრები იყო მოცემული მაგალითად, და რომელი აჩვენებს ერთი და იგივე ტემპერატურასო, მარტო ფორმულის ცოდნა რომ იყო კიდე საჭირო. რაც ვიცოდი ის მაინც დამეწერა, ყველას მაინც ვერ ვხსნიდი. ხვალ რაც უნდა თქვან, მათემატიკას მაინც არ დავწერ ცუდად სირცხვილია ბოლოსდაბოლოს, მათემატიკას ვაბარებ. :D
  3. ჰო ადვილი არ იყო, უბრალოდ ზოგი ძალიან მარტივი კითხვა შემხვდა, ბევრი ვე რგავაკეთე, მაგრამ ეგ იმიტომ რომ ფორმულები არ მახსოვდა : ( კარგია თუ აპრობაციაა ^^
  4. ფიზიკა საშუალო სირთულის იყო. ისე დასაზეპირებელი მაქვს კარგად ზოგი ფორმულა მაინც. ძალიან ადვილი კითხვებიც იყო. მაგრამ რომ მივედი მითხრეს რომ ცუდათ ვწერთ ყველანი სპეციალურად მერე რომ არ გაგვირთულონო და რაც ვიცოდი ისინიც შეცდომით შემოვხაზე ზოგი. ჰო, ბიოლოგიაში ფურცელი მაინც მოეცათ, რაღაცას მაინც დავწერდი. ამდენი გენეტიკა მაინც რა უბედურება იყო. თან სულ დაავადებულები მხვდებოდა. :D
  5. აუ მართლა? ეგ არ უთქვამთ ჩვენთვის. კარგია თუ მასეა. ზუსტად იცი ისე? შემდეგი წლის დონეს ჩვენი შედეგებით როგორ შეამოწმებენ, ალბათ ექსტერნი ვინც არის იმათი მიხედვით? :ugly_confused2:
  6. არ იყო ქიმია რთული :bliss:
  7. აბა ჩვენთან რამ გადარიათ. მოხსნან საერთოდ ეს ბიოლოგიის გამოცდა <_<
  8. ამის დასაწერად შემოვედი ზუსტად არადა მეგონა რომ მენდელის კანონები გავიგე. რას შეიტანეს წელს ეს გენეტიკა საერთოდ. :| თან მარტო ვიჯექი, მე მელოდებოდნენ. :დ და მეგონა რომ დავიგვიანე და დრო აღარ მქონდა 12 საათიანები მალევე შეუშვეს. გუშინ გეოგრაფიაზე გადავირიე და ეს უარესი იყო ისე რა მაინტერესებს, თავზე გადგებოდათ ვინმე? :| ვერ ვიტან თავზე რო მადგანან, მასე უფრო ვიბნევი |(
  9. აუ დამირეკეს, წავედი ჰოდა მგონი ბევრი გენეტიკაა შესული და გაიმეორეთ თქვენ მანამდე, ვისაც გვიან გაქვთ. :D
  10. ხოდა რომ მოხვალ კითხვები დაწერე რაც დაგამახსოვრდება ^^ მე 12ზე შევდივარ. ან რა მინდოდა გუშინ გეოგრაფიაზე 11ის ნახევარზე რომ შევედი, მომეცადა და შევსულიყავი თავის დროზე. გავიმეორებდი მაინც უფრო კარგად. ისე იმედია გამოცდაზეც იგივე დრო იქნება მითითებული, არ მინდა პირველი შესვლა. და ის მაგარი უსამართლობაა შარშან თუ იყო გამოსახული წიაღისეულები და წელს არ არის. |(
  11. პირველივე კითხვა ისეთი შემხვდა რაც არ ვიცოდი. რაღაც გრადუსები იყო მოცემული და წლიური ამპლიტუდა თუ რაღაც იპოვეთო, არ ვიცოდი როგორ უნდა მეპოვა და შევკრიბე და 2-ზე გავყავი. :|
  12. და ძალიან ცუდი მომენტია, სხვები რომ იძახიან ადვილი იყოო. ან მე შემხვდა ძნელი, ან არ ვიცი. :@ გამოვედი და ჩემი ძმა გაბრწყინებული სახით იდგა, რას წერდი ამდენი ხანიო რა კითხვებიც ვუთხარი იმას არ შეხვედრია ეგეთი ტიპის კითხვები. ყველაფერი ზეპირად უნდა ვისწავლო :cry:
  13. არ მეგონა მაგრამ... დამერხა გეოგრაფიაში სასარგებლო წიაღისეულიდან უამრავი კითხვა შემხვდა, რა სად მოიპოვებაო, რუკაზე კიდე არ არის დატანილი მაგის პირობითი ნიშნები. ყველა ზეპირად არ ვიცი. ადვილი კითხვებიც იყო და ისეთებიც რუკის მიხედვით რომ იპოვიდი. კიდე მოცემული წინადადებებიდან რომელია სწორიო, ეგ გამიჭირდა. საშინლად მეშლება ნერვები ჩემ თავზე << საფრანგეთის გერბი გავიფიქრე და გაერთიანებული სამეფო შემოვხაზე. ;(
  14. ამ კითხვებზე მეც გავეცი კაცო პასუხი უბრალოდ დილით ვინც იყვნენ იმათ შეხვდათ ცუდი კითხვები, ბევრი ამბობდა რთულები იყოო რავი. აუ სწორად შემომიხაზავს ესპანეთის სამოქალაქო ომი, არადა არ მქონდა საერთოდ გაგონილი მეცამეტეში ინგლისი დავწერე მე მგონი სწორია რესპუბლიკელები. მეათეში შემომიხაზავს კიდე შეცდომით <_<
  15. 24. ვინ იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი? 25. რა ისტორიული მოვლენა მოხდა 1991 წლის 9 აპრილს? საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. 26. ჩამოთვლილთაგან რომელია ქართველი? (რაღაც ასე ეწერა ) ყუთლუ არსლანი 27. სადაური იყო კენედი?
  16. 23. ვინ ხემძღვანელობდა სსრკს? ა) ლენინი ბ), გ) ვიღაცები ( არც მქონდა ეგ გვარები გაგონილი) დ) სტალინი
  17. დაგიწერთ ეხლა კითხვებს რაც მახსოვს. 1. რომელმა ქვეყნებმა გაიყვეს საქართველო 1555 წლის ამასიის ზავით? 2. ძვ. წ. რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ალექსანდრე მაკედონელი? 3. კიდე იყო ალექსანდრეზე ამდაგვარი კითხვა რა ეწოდაო და მანდ მაკედონელი იყო პასუხი 4. რომელ წელს იყო ესპანეთის სამოქალაქო ომი? (ამის პასუხი არ ვიცოდი და გარტყმაზე შემოვხაზე :|) 5. ჩამოთვლილთაგან რომელი სამეფო შეიქმნა ყველაზე ადრე? ა) კოლხეთი ბ) იმერეთი გ) კახეთი დ) ქართლი 6. რომელი ქალაქის გასანთავისუფლებლად გაილაშქრეს ჯვაროსნებმა? 7. რომელი ქალაქი აიღეს ჯვაროსნებმა IV ჯვაროსნულ ლაშქრობაში? 8. რომელ საუკუნეში შეიქმნა ქართლის სამეფო? 9. რომელი მეფის სახელთანაა დაკავშირებული ქართლის სამეფოს შექმნა? 10. რომელი ისტორიული მოვლენა მოხდა გერმანიის კაპიტულაციამდე? ა) "ცივი ომი" ბ) კარიბის კრიზისი დანარჩენი პასუხები არ მახსოვს 11. რომელი მეფის დროს იყო დიდგორის ბრძოლა? 12. რომელი მეფის დროს იყო ბასიანის ბრძოლა? 13. კიდე რაღაც წყარო იყო მოცემული და კითხვა იყო ვის წინააღმდეგ იბრძოდნენ აჯანყებულები გენერალ ფრანკოს მეთაურობით? ა) რესპუბლიკელების ბ) არ მახსოვს გ) ინგლისელების დ) ნაპოლეონის (აქ მგონი შეცდომით შემოვხაზე ) 14. რომელი მოვლენა მოხდა ყველაზე ადრე რომის ორად გაყოფა იყო პასუხი. 15. ვინ ხელმძღვანელობდა "შეფიცულებს"? ქაქუცა ჩოლოყაშვილი. 16. რომელ საუკუნეში დაარსდა საქართველოში სტამბა? 17. რომელი სამეფოს მეფე იყო სიმონ I? 18. სადაური იყო მონტესკიე? ფრანგი. 19. რომელ საუკუნეში იყვნენ ფრანგი განმანათლებლები? 20. ვინ მოახდინა 18 ბრიუმერის გადატრიალება? ნაპოლეონმა. 21. რომელი მეფე მოღვაწეობდა ქარლში V საუკუნეში? 22. რომელი მეფის დროს გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად? (მგონი ეს კითხვა იყო, ყოველშემთხვევაში, პასუხი მირიანი იყო ^^) გავიხსენებ კიდე ზევით რო რაღაც ივსება, ზოგი ამბობს ბარიერიაო, ზოგი დროს ითვლისო, ვეღარ გავიგე რა არის.
  18. ეხლა მოვედი ისტორიიდან. დილით ვისაც ქონდათ იმათ ზოგს საშინელი კითხვები შეხვდათ, ვინ მოგვითხრობს ამ წყაროსო და რაღაც ეგეთები, ზოგს კიდე ადვილები. მე არ შემხვდა ბევრი რთული მაგრამ გამოცდაზე რომ შემხვდეს ხო გამისკდება გული :| ხოდა ისა ესპანეთის სამოქალაქო ომი როდის იყო? საერთო ჯამში, მაინც არ იყო ისტორია ძალიან ადვილი, ჩემი აზრით.
  19. ეხლა მოვედი ინგლისურის პრეტესტიდან, ძალიან ადვილები იყო კიდე გამახსენდა ქართულის ზოგი სხვა კითხვა (ბუნდოვნად) ^^
  20. :D თქვენც დაწერეთ რამე კითხვა, არაფერი გახსოვთ?
  21. უი ზევით ეგ ხაზი დროს ითვლიდა? ჩვენ გვითხრეს რო ყველა საგანში რომ მორჩებით პრეტესტებს, მერე გაიგებთ შედეგებსო, ოღონდ როგორ არ ვიცი კლასელმა კითხა და ვწერდი მე მაგ დროს ხოდა ვერ გავიგე წესიერად მე გრამატიკიდან შემხვდა ძალიან ბევრი, ვეფხისტყაოსნიდან იყო კიდე შედარებით ბევრი. ყველა კითხვა წესიერად არ მახსოვს მაგრამ, როგორც მახსოვს ისე ჩამოვწერ 1. მოცემული წინადადებებიდან რომელია რთული? (არ მახსოვს წინადადებები) 2.რომელ წინადადებაშია სინტაქსური შეცდომა? 3.რომელ წინადადებაშია სტილისტური ხარვეზი. ერთ–ერთ წინადადებაში ეწერა "ადგილი ჰქონდა", ხოდა ეგ იყო შეცდომა. 4. რომელია სინონიმური? ა) მამა–შვილი ბ) დრო–ჟამი გ) დიდ–პატარა დ) არ მახსოვს 5. რას ნიშნავს ფრაზეოლოგიზმი "თვალი დაადგა"? ა) მოეწონა ბ), გ), დ) არ მახსოვს 6. რას ნიშნავს ფრაზეოლოგიზმი "განხეთქილების ვაშლი" 7. რომელია დიალექტიზმი? 8.როგორია მოცემული წინადადება? ა) შერწყმული ბ) რთული თანწყობილი გ) რთული ქვეწყობილი დ) მარტივი 9. რა ქვია ნახევრად მოხარშულ კვერცხს? () ა) ლაყე ბ) თოხლო გ), დ) არ მახსოვს 10.გიორგი სახლში "გვიან" მივიდა. რას გამოხატავს ხაზგასმული სიტყვა? (ბრჭყალებში ჩავსვი : P) ა) ადგილის გარემოებას ბ) დროის გარემოებას გ) უბრალო დამატებას დ) არ მახსოვს 11. რომელ წინადადებაშია გამოყენებული სხვათა სიტყვის ნაწილაკი? 12. რომელ ბრუნვაშია ხაზგასმული სიტყვა? (აქაც ბრჭყალებში : დ) ეს "ვინ" ჩაიდინა? ა) მიცემითში ბ) მოთხრობითში გ)ნათესაობითში დ)ვითარებითში 13.რომელია ანტონიმები? 14. კოლაუ ნადირაძის ლექსში "25 თებერვალი, 1921 წელი" ვკითხულობთ: "მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს, ისევ წამების ჯვარი აგკიდეს, არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს! თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი." ხალხის როგორი სულიერი მდგომარეობაა გამოხატული სტრიქონებში: "თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი." ა) მწუხარება ბ) სიხარული გ), დ) არ მახსოვს 15. პაოლო იაშვილის ლექსში "წერილი დედას" ვკითხულობთ: "ტირილი, ტირილი, ტირილი ბევრი! ბზის განიავება, კალო და კევრი, და სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი, როცა მე ქალაქში მაწუხებს, მახელებს ყველა ყელსახვევი, შავი ხელთათმანი." რომელი სიტყვა გამოხატავს სოფლის გაიდეალებას? (რაღაც ამდაგვარი კითხვა იყო.) ა) სოფლის სიწმინდე ბ) ყელსახვევი გ) ბათმანი დ) არ მახსოვს 16. იოანე საბანისძის "აბო თბილელის წამებაში" ვკითხულობთ: "და იყო იგი ხელოვან, კეთილად შემზავებელ სულნელთა მათ საცხებელთა და სწავლულ იყო მწიგნობრობითა სარკინოზთაითა." რომელი სიტყვა გამოხატავს წერა–კითხვის მცოდნეს? ა) მწიგნობრობა ბ) ხელოვან გ) კეთილად შემზავებელ დ) არ მახსოვს 17. "შუშანიკის წამებაში" ვკითხულობთ: "ხოლო წმიდამან შუშანიკ თქუა: – მე ამას მხიარულ ვარ, რაითა აქა ვიტანჯო და მუნ განვისუენო. ხოლო პიტიახშმან ჰრქუა მას: – ჰე, ჰე, განისუენე! მაშინ დაადგინნა მცველნი მას ზედა და ამცნო მათ, რაითა სიყმილითა მოკლან იგი. კითხვა არ მახსოვს, მაგრამ პასუხი იყო "შიმშილით". 18. დავით გურამიშვილის "დავითიანში" ვკითხულობთ: "ვამე, ჩემო საესავო, ტკბილო ცხოვრებისა წყარო, გავეყარე შენს სახესა, ვა თუ ვეღარ შავეყარო! აწ შენვე გთხოვ, შენ შემყარო, ვინც გარდასთენ ცა–სამყარო, მასაც გვედრებ, ვინც გამყარა, მისი ჯავრიც ამამყარო!" რა არის პოეტის მწუხარების მიზეზი? უფლისგან დაშორება იყო პასუხი. 19. "თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში", აქედან იყო კითხვა, მაგრამ აღარ მახსოვს. 20. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსში "ფიქრნი მტკვრის პირას" ვკითხულობთ: "ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა, იდაყვ დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა." რას გაჰყურებს პოეტი? (ცოტა სხვანაირად იყო დასმული კითხვა, მაგრამ შინაარსი ეს იყო ) ა) მტკვარს ბ) ცას გ) ჰორიზონტს დ) არ მახსოვს 21. ნიკოლოზ ბაართაშვილის რომელიღაც ლექსი იყო მოცემული და ეწერა რომელ ლიტერატურულ მიმდინარეობას მიეკუთვნებაო. 22."ვეფხისტყაოსნის" პროლოგში ვის ვერ უწოდებს ავტორი მოშაირეს? ა) იმას, ვინც პროზაულ ნაწარმოებს ვერ შექმნის. ბ) იამს, ვინც ვრცელ ეპიკურ ნაწარმოებს ვერ შექმნის გ) იმას, ვინც პოეზიას ვერ შექმნის (რაღაც ამდაგვარი ეწერა ) დ) არ მახსოვს 23. გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაში "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" ვკითხულობთ: " სად არ ვყოფილვარ, მისალოცებო, რა არ მომივლია, გაღუნული დანით – მაჩეტეთი ეკლიანი ბუჩქები – კაატინგა მიკაფია, ოკეანეში თეთრ მტერს დავდევდი, მგონი, მიყვარდა, მთათა მწვერვალზე მიოცნებია...." რას გულისხმობს კეჟერაძე სიტყვებში: "სად არ ვყოფილვარ, მისალოცებო, რა არ მომივლია." ა) ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი ბ) უამრავი პერსონაჟის ცხოვრებით უცხოვრია გ), დ) არ მახსოვს 24. რა განაჩენი გამოუტანა ხევისბერმა ალუდას? ა) თემიდან მოკვეთა ბ) საქართველოდან გადაასახლა გ) სკვდილით დასაჯა დ) არ მახსოვს 25. ვაჟა–ფშაველას "გველის მჭამელში" ვკითხულობთ: "ახალად სული ჩაედგა, ახალი ხორცი აისხა; გულის ხედვა და თვალების, როგორც ბრმას და ყრუვს, გაეხსნა. ესმის დღეიდან ყოველი, რასაც ფრინველნი გალობენ, ან მცენარენი, ცხოველნი, როდის ილხენენ, წვალობენ. რაც კი რამ დაუბადია უფალს სულიერ–უსულო, ყველასაც თურმე ენა აქვს, არა ყოფილა ურჯულო." ამის კითხვა არ მახსოვს, მაგრამ პასუხი იყო, რომ ბუნების ენა ესმოდა. 26. გველის მჭამელში ვკითხულობთ: "შეიგნო ჭამა გველისა ქაჯთაგან იყო ზმანება. სიბრძნე აჩვენეს გველადა, რომ ჰზიზღებოდა საჭმელად, თუმც, "შენც ჭამეო", მინდიავ, არა ჰზარობდნენ სათქმელად. კითხვა არ მახსოვს 27. კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაში" ვკითხულობთ: "მეფე გაცოფდა, აზვავდა, წონასწორობა დაკარგა ეროსისაგან გახელებულმა. კათალიკოსმა რა გაიგო, მკრეხელური სურათი დაუხატავსო არსაკიძეს......" მეფის როგორი სულიერი მდგომარეობა ჩანს მოცემულ მონაკვეთში? ა) გააფთრება ბ) სიხარული გ) სინანული დ) არ მახსოვს 28. გალაკტიონ ტაბიძის ლექსში "თოვლი" ვკითხულობთ: "ძვირფასო, ვხედავ, ვხედავ შენს ხელებს, უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში. იელვებს, ჰქრება და კვლავ იელვებს შენი მანდილი ამ უდაბნოში." რის ან ვის ლანდს ხედავს პოეტი? ა)სატრფოს ბ) მანდილის გ), დ) არ მახსოვს მეტი კითხვა არ მახსენდება. :(
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.