Jump to content

123omari123

წევრი
  • Posts

    663
  • Joined

  • Last visited

Everything posted by 123omari123

  1. ეს სსდ ვნახე რამდენად კარგი მონაცემები აქვს რო შემიფასო?kingston, მე როგორც ვხვდები ნორმალურია და არაფერი განსაკუთრებული არ ჭირს
  2. ეს თამაშის დროს cpu და gpu დატვირთულზე, ვიდეო კარტამ გამაკვირვა მემგონი იდეალური ტემპერატურაა ამ სიძველის და გაგრილების ვიდეო კარტისთვის, ისე ქვედა კორპუსი მოხსნილი მაქვს ლეპტოპის მარა მაინც ისე დევს დიდი განსხვავება არ უნდა იყოს წესით. მაქსიმეუმზეც კი 66 გრადუსი დააფიქსირა
  3. რავიცი რა უნდა იყოს დავტესტავ რამე პროგრამით (Hard Disk Sentinel ან კრისტალდისკი თუ რაც ქვია) და ვნახავ რა ინფოს დაწერს და თუ "სუფთა" იქნება რა უნდა მოუვიდეს, ნუ მე მაინც გადავხედავ ჯერ სხვაც ყიდის 512 პატრიოტს ოღონდ 60 ლარად
  4. samsung 870evo 512gb 100 ლარი ახალი გაუხსნელიო და რავიცი
  5. ერთსაც გკითხავ, ხო არ იცი ფორუმზე(forum.geზე) მხვდება სსდ ძაან იაფად თითქმის მესამედ ფასში და უწერიათ გაუხსნელი ახალიო და რა მაფიაა? :დ
  6. კარგი გასაგებია, ვცდი რამე იაფიან სსდს და რა შედეგი ექნება დავწერ როცა ვიყიდი
  7. hdd ახალი აქვს რამდენიმე წლის წინ ჩაყენებული, მაგრამ ისედაც არაადეკვატურად ნელია ხანდახან, მაშინ ჰდდ დაზიანებული უნდა იყოს საერთოდ, თან პროცესორი რო არის ბოლომდე დატვირთული ეს რატო უნდა იყოს დაზიანდა სიძველისგან ან დავარდნისგან?
  8. გამარჯობა, ეს ლეპტოპი მაქვს დიდი ხანია და უცნაური ჭედვა ახასიათებდა სულ , ახლა დამაინტერესა ზუსტად თუ შეიძლება ამის გრაკვევა - HP Pavilion 15, ნუ საკმაოდ ძველი ლეპტოპია (მემოგნი 2015 წლის), i5-7200U (2.5-3.1ghz), 8gb ram 2133, GPU 940mx, ინტეგრირებულიც აქვს და ორივე ერთდროულად მუშაობს(პროგრამით შევამოწმე). დანავარდნია ძლიერად ისე რო კორპუსი გატყდა(ნაწილების მხრივ არაფერი), ელემენტი გაფუჭებულია/გაბერილია. ე.ი. ram შევამოწმე თვითონ ვინდოუსის(10) პროგრამით და არაფერი შეცდომა არ ამოაგდო, ისე cpu-zში 1060მჰც აჩვენებს(1 სლოტში აყენია მარტო 8გბიანი). ვიდეო კარტა არ დამიტესტია მარა თამაშებსაც უშვებს და რამე სიხშირეებიც ნორმალურია მემგონი, ჰდდც ნორმაშია ჩემი აზრით(hd tuneით შევამოწმე), მოკლედ ყველაზე საეჭვო რაც მგონია არის CPU - რამდენიმე პროგრამით შევამოწმე და ტასკ მენეჯერის გარდა ყველა აჩვენებს რომ ორივე ბირთვი მუშაობს მაქსიმუმ დატვირთვაზე (3.1ghz, ვოლტაჟი 0.9) და ქულერს მანდამაინც დიდ ხმაურს ვერ ვამჩნევ, ტემპ. 38-48 C. ვინდოუსიდან ვერ დავუწიე 2700ზე ქვევით სიხშირე, throttlestop პროგრამით ტურბო გამოვურთე და დაიწა სიხშირე 2500მდე, და მერე რაღაც C state გამოვურთე და 400მჰზე ჩამოვიდა და თითქოს ნორმალურად იცვლებოდა სიხშირეები, მაქსიმუმზეც ადიოდა და მინიმუმზეც ჩამოდიოდა 400ზე (საერთო რაც ვნახე გუგლში ინფო პირიქით უნდა მომხდარიყო :დ). მოკლედ არაფერმა არ უშველა, ჩართვის დროს ჭედავს 3-4 წუთი, მერე მაგალითად გუგლ ქრომს რო გავხსნი დიდი ხანი რამდენიმე წუთი უნდება გახსნას (მოზილა გაცილებით კარგად მუშაობს). მოკლედ, აშკარაა რო პროცესორი არ უნდა მუშაობდეს ბოლო დატვირთვაზე, ვინდოუსიც დავაყენე და ელემენტ ამოღებულზეც იგივე ხდება ყველაფერი. სიძველის ბრალია თუ დავარდნის თუ ორივეს :დ რო პროცესორი ვერ არეგულირებს სიხშირეებს?
  9. გასაგებია, მადლობა
  10. შეგიძლია მითხრა რა ფართობისთვის გიყენია და რამდენი მოწყობილობა უკავშირდება? რამე გადართვა არ ჭირდება ხომ თუ wifi 6 მხარდაჭერის მქონე მოწყობილობა თუ დაუკავშირდება მაგალითად? და 5გჰც ან 2.4გჰც-ს მაგალითად მობილურში მეთვითონ ავირჩევ რომელს დავუკავშირდე ხომ?
  11. გამარჯობა, ვაიფაის მოდემი არის დაყენებული დაახლოებით 80კვ.მ სახლში და არც კარგად იჭერს და ასევე ჭედავს 4-5 მოწყობილობის დაერთების მერე, როგორც ჩანს გამტარებლობა ვერ უძლებს. ეს ვაიფაი არის ჩვეულებრივი tp-link TL-WR841N 300 Mbps ორ ანტენიანი. რო გადავხედე ეს სამი ავარჩიე და რომელი ავარჩიო იქნებ მირჩიოთ? თან ეს 5გჰც რამდენად დამჭირდება. ესენი ავარჩიე ანტენების და გამტარებლობის მიხედვით, 2.4გჰცზე 574მბწ აქვს გამტარებლობა ანუ ჩემსაზე ორჯერ მეტი და პლიუს ოთხანტენიანებია. რომელს მირჩევთ აქიდან თუ სხვა კრიტერიუმით უნდა ავარჩიო ? https://alta.ge/computers-and-office/networking/routers/tp-link-ax1500-gigabit-wi-fi-6-router-black.html https://alta.ge/computers-and-office/networking/routers/tp-link-archer-ax23-ax1800-dual-band-wi-fi-6-router.html https://alta.ge/computers-and-office/networking/routers/asus-rt-ax52-ax1800-dual-band-wifi-6-extendable-router.html
  12. ხო თემუ არაა სანდო ვიცი მაგრამ ისე ვნახე სახლში მონიტორი და მუღამი მქონდა დაერთების ლეპტოპზე თუ არა რამე მნიშვნელოვანი არაა. უბრალოდ სხვა რამის ბრალი ხო არაა სადმე გასწორება ხო არ უნდა ? თუ არა მერე კომპზეც დავაერთებ მაშინ თუ მაშინაც არ იმუშავა გადავაგდებ საერთოდ :დ
  13. გამარჯობა, ძველი samsung syncmaster 710n მონიტორის მიერთება ვცადე hp pavillion 15 ლეპტოპზე თემუდან გამოწერილი VGA>HDMI გადამყვანით , ვინდოუს 10ზე, მონიტორი მწვანედ ციმციმებს სწრაფად, ლეპტოპზე ვინდოუსში მიჩვენებს მეორე მონიტორს სიაში და სახელსაც აჩვენებს "syncmaster", დივაის მენეჯერშიც აჩვენებს ორ მონიტორს პრობლემის გარეშე. რაიმე დრაივერი არ დამიყენებია და ვერც ვნახე კონკრეტულად მონიტორის დრაივერი. მოკლედ, მონიტორზე არაფერს არ აჩვენებს შავადაა, რისი ბრალი უნდა იყოს? თუ თემუს გადამყვანს დავაბრალო :დ ცალკე რომ ვრთავ მეორე მონიტორს ლეპტოპში, ლეპტოპის ეკრანი შავდება და არც სამსუნგის მონიტორზეც აჩვენებს არაფერს. save modeში შეიძლება იყოსო მაგრამ არაფერზე არ რეაგირებს.
  14. ზოგადად ვიდეო ბარათებში რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ბრენდს ? თუ სწორად ვიცი გაგრილების სისტემებშია სხვაობა ჩიპი ხო ყველა ნვიდიაა და პლატა(თუ რაც ქვია)? ბარემ კარგი იქნება თუ დაწერთ ბრენდებს რომელი გირჩევნიათ სიას
  15. უი რაც მე ეს ვეძიე , ზუსტად მაგ საიტზე ვეძებდი და არაფერს აგდებს "The Great"-ს რომ ვუთითებ და არც რუსულად. ისე ძებნაში რას წერ?
  16. The Great (2020–2023) ამის სეზონებს ვერ ვნახავ ვერსად ფასიანის გარდა? huluზე არის
  17. გასაგებია უფრო მაღალი დონისაა madvr მაგრამ ეს VLC ნორმალურად კი უშვებს კარგ ხარისხზე და საბოლოდ კი ღირს ყურება. ისე ერთ ნოუთბუქზე მაინტერსებს თუ გახსნის ყველაფერი მაღალი დონის აქვს მონაცემები მაგრამ ვიდეო ბარათი აქვს ეს Intel Iris Xe Graphics და ღირს რომ ჩავწერო ეს 4კ ფილმი დასატესტად?
  18. ჩემთან სხვანაირადაა ეტყობა კ ლაით კოდეკ ფაქმა სხვა ფოლდერში ჩააგდო , მაგდენი ფაილი არცაა ჩემს madvrის ფოლდერში :დ, ნუ არაფერი გადავაყენე უკვე. მაგრამ თუ უნდა გაუჭირდეს ჩემს ვიდეო კარტას 4კს გაშვება დაუშვად, მაშინ VLC ფლეიერით რატომ უშვებს გაცილებით კარგად და კარგ ფერებში და თან არ ჭედავს და ასევე იუტუბზეც რომ გავუშვი როგორც დავწერე ზევით 4კ 60ფპსზე არ ჭედავს და რავიცი ვერ გავიგე რა უნდა ? ახლა ბოლობოლო ამ ფილმს კი ვუყურებ VLC ფლეიერში.
  19. მაგ ფაილები არ არის მადვრის ფოლდერში მაგრამ ჯანდაბას თავიდან დავაყენებ მთლიანად აშკარად რაღაცის გასწორება უნდა , ახლა ვცადე VLC ფლეიერით გაშვება და სხვა რენდერი მოვუნიშნე VLC ფლეიერში და გაცილებით კარგი ხარისხით ჩართო და არც ჭედავს.
  20. შევცვალე რაღაცეები ნაკლებად ჭედავს მაგრამ აზრი მაინც არ აქვს , ასე მგონია კადრები დეფორმირდება ისეთნაირად ჭედავს. როგორ დავარეზეტო მადვრ სეთინგები თუ თავიდან მომიწევს დაყენება? არადა აი ეს ვიდეო ჩავრთე ახლა 4კ60ფპს და საერთოდ არ ჭედავს - https://www.youtube.com/watch?v=LXb3EKWsInQ
  21. მემგონი არასწორად გაიგე რაც მიწერია, 4კ კინოს არ მიხსნის კარგი ხარისხით, თამაშების FPS უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე ანუ როგორც თამაშებში ჭედავს არასაკმარისი სიმძლავრის გამო და FPS არის დავარდნილი ისე არის დავარდნილი როცა madvrზე გადავრთავ კინოს გაშვების წინ რენდერს, ოღონდ ფილმის ხარისხი საგრძნობლად უმჯობესდება და რაც მიწერია ის პრობლემები აღარ აქვს და თუ გამოსწორდება ეს მაინტერესებდა?
  22. ახლა დავაყენე k lite კოდეკის ბოლო ვერსია და მედია პლეიერიც ბოლო დააყენა ავტომატურად და იგივენაირად აჩვენებდა, მაგრამ მერე რენდერი (output-დან) გადავიყვანე madVRზე და ფერებიც გაუმჯობესდა საგრძნობლად და არც ის grain აღარ აქვს მაგრამ ჭედას თამაშებში რომ არის დაბალი FPS ისე, თან მე ძველი ვიდეოკარტა მიყენია (gt 210 ) მაგის ბრალი იქნება თუ რამეს მონიშვნა უნდა?
  23. ახალი თემის გახსნას აქ დავწერ შეკითხვას, ამ კოდეკს ვხმარობ ძალიან დიდი ხანია - k lite codec pack full - რომელიც თავისით აყენებს mpc-hcს ოღონდ მემგონი ძველ ვერსიას, მაგრამ ასეთი კითხვა მაქვს ერთერთი კინო ჩავწერე ტორენტიდან 10გბ-მდე იყო რომელსაც უკეთესი ხარისხი ქონდა ვიზუალურად ვიდრე მეორე ფაილი(იგივე კინო) რომ ჩავწერე 68გბ ზომის 4k გაფართოების, ამ მეორეს ხარისხი ეტყობა რომ ძალიან მაგარი აქვს მაგრამ რაღაც "გაცვეთილი" ფერები აქვს და ცოტა grain რომ ქვია ის აქვს. გუგლში მოვიძიე რაღაც ffdshow-თი შეიძლება გასწორებაო მაგრამ ზუსტად ვერ გავიგე. როგორ უნდა გავასწორო თუ სწორდება საერთოდ თუ იცით? ასევე ეს ბოლო MPC-HC.2.1.4.x64 დავაყენო და ძველი წავშალო და რამე სხვა კოდეკებზე ხომ არ გადავიდე? ისე 4კ ეკრანი არ არის ჩემი მონიტორი ფულ ჰდ არის მაგრამ მაინც იძლევა განსხვავებას ხარისხში და მაგიტომ ჩავწერე 4კ ფილმი. დავაყენე ახალი ვერსია და მაინც იგივე შედეგი
  24. ის გამოტანილი 90 ვიდეო ვნახე და ძაან დეტალიზებული იქნება, პერსონაჟის ბევრი მოძრაობაა დამატებული , ხოხვის დროს ნივთების ხელით გადაადგილება, იარაღის მოძრაობები , სხვადასხვა საგნებთან მიმართებაში მოძრაობები, NPC_ების "რანდომული" მოძრაობებიც, თან ალბათ ბევრი რამე იქნება უკვე დამატებული ეს ვიდეოები ძველია
  25. რას ფიქრობთ მაიამიში მთები არაა და ანუ წესით არ უნდა იყოს ხო მთები გტაში? ან თოვლიც არ მოდის მემგონი მანდამაინც? ძაან ცუდი იქნება ისე მთები და თოვლი თუ არ იქნება, ჩემთვის.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.