პირველი ნაწილი რო ვითამაშე პირველად მეც მაგრა გამისწორდა თან იმ კუნძულზე რასაც მინდა იმას ვჩალიჩობდი საიდანაც მინდა იქიდან ვუტევდი და ტექნიკაც იყო ასე თუ ისე მანქანები. ნანოკოსტუმი ხო მაგარი რამეა თავისთავად. ეგ და ვორჰედი უცებ დავხურე. II 8800 gts-ზე ვითამაშე და ის სული აღარ იგრძნობოდა სამაგიეროდ გრაფიკა ჩანდა კაი 8800-ზე ინტეგრირებულის მერე. ისედაც მაგარი გრაფიკა აქ მაგ II-ს. ამ III-ს კიდე საკაიფო გრაფიკა უნდა ქონდეს და მაგის მედიუმ სეთინგებიც კი სხვა თამაშებს აჯობებს გრაფიკით თამაში კი ტრეილერებიდანაც ჩანს რა ხარ იმ ქალაქში და ხოცავ და ხოცავ ამ უცხოპლანეტელებს. სიუჟეტით თუ არ გამოირჩევა სამაგიეროდ გრაფიკა აქ მხეცი და მოთამაშე მაინც დიდ სიამოვნებას მიიღებს მაგით.