Jump to content

Type-X

მოდერატორი
  • Posts

    7730
  • Joined

  • Days Won

    89

Everything posted by Type-X

  1. ისევ იგივე დაემართა გადაბმულობის პედალს. დავშლი ამ დღეებში და კიდევ ვცდი გაწმენდას (სხვა რა გზაა). ვისაც ჯერ არ გქონიათ პოტენციომეტრის პრობლემა, აი ესე გამოიყურება. პატარათი რომ ციმციმებს, ამ დროს გადაბმულობა ამოწეულია. როცა ბოლომდე ივსება ლურჯ ფრად, მაგ დროს მე ვწევ პედალს ქვემოთ და შემდეგ ისევ ვუშვებ, მაგრამ მაინც პატარაზე აგრძელებს ლურჯი ფერი ციმციმს. ეს არის პედლის პოტენციომეტრის პრობლემა
  2. Turboduck-ზეც ვნახე სურათები FH3 კარგი გარემო აქვს, ვერაფერს დაუწუნებს ადამიანი
  3. New Version 0.6R - Blackwood Update 0.6R information page
  4. როგორ შევარჩიოდ სწორად ტკაცუნა ქანჩის გასაღები/რევერსული ქანჩი/ტრეშოტი/ტრეშოტკა (ratchet wrench) ხშირად, ტრეშოტის სახრახნისი გამოიყენება ქანჩების ან ჭანჭიკების დასაჭერად და მოსაშვებად. სავაჭრო მარკამ - Jonnesway-მ რეკომენდაცია გაუკეთა საკუთარ თავს, როგორც სანდო პროფესიონალური იარაღების მწარმოებელ კომპანიას, რადგან მას გააჩნია ქანჩის გასაღებების საკმაოდ ფართო სპექტრის არჩევანი. არსებობს სახრახნისების მრავალფეროვანი დიზაინი, რადგან სხვადასხვა სამუშაოს შესრულების დროს თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ სპეციალური ფორმის მოწყობილობა. ეს საშუალებას აძლევს მყიდველს აარჩიოს რევერსული ქანჩი, რომელიც უფრო კარგად შეეფერება მის პირად მოთხოვნებს. საუკეთესო არჩევანი არის - რამოდენიმე განსხვავებული ქანჩის გასაღების ქონა საკუთარ ხელსაწყოების არსენალში, სხვადასხვა დანიშნულებისთვის. როგორ მუშაობს ტრეშოტკა რევერსული ქანჩის დიზაინი ძალიან უბრალო და მარტივია. ქანჩის ძირითად ნაწილად გვევლინება ჩამოსხმული ლითონის ფორმა, რომლის ერთ მხარეს განთავსებულია სახელური, მეორეზე კი თავაკი. მუშაობის დროს მეტი მოხერხებულობისთვის, მწარმოებლები ხშირად აკეთებენ მორეზინებულ სახელურს. ტკაცნუნა მექანიზმი ყენდება შიგნით, ქანჩის გასაღების თავაკში, ტრეშოტკის გადამრთველს კი გააჩნია ორი პოზიცია: დაჭერის და მოშვების. ტრეშოტკის მუშაობის მექანიზმი ტრეშოტკის თავაკის ბრუნვა ერთ მხარეს იბლოკება, ხოლო საპირისპირო მიმართულებით კი თავისუფლად მოძრაობს, რაც მუშაობს დროს შესაძლებლობას იძლევა ინსტრუმენტით დახმარებით დაუჭიროთ ან მოუშვათ ჭანჭიკი, მასზე თავაკის მოხსნის გარეშე. ამ გზით, მუშაობის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. სტანდარტული ქანჩის გასაღების გამოყენების შემთხვევაში კი ქანჩის მოხსნა და თავიდან გაკეთება გახდებოდა საჭირო. თავაკი პირდაპირ მაგრდება კვადრატულ ლითონზე ადგილზე (стержень), რომელიც ხალხში მოიხსენიება როგორც "კვადრატი". ამ კვადრატის ზომა სხვადასხვაა, რაც დამოკიდებულია თავაკის ტიპზე. არსებობს 5 კვადრატის ზომა და მათგან 3 შედარებით გავრცელებული. იმისთვის, რომ არ შეგეშალოთ თქვენთვის სასურველი ტრეშოტის ყიდვა, რეკომენდირებულია გაეცნოთ ცხრილს სადაც მითითებულია რევერსული ქანჩის კვადრატის ყველა ზომა: ტრეშოტკის კვადრატის ზომები 1/4 დიუმი = ზღვარი 6,2 mm (პატარა კვადრატი) 3/8 დიუმი = ზღვარი 9,5 mm (საშუალო კვადრატი) 1/2 დიუმი = ზღვარი 12,5 mm (დიდი კვადრატი) 3/4 დიუმი = ზღვარი 19 mm (ძალიან დიდი კვადრატი) 1 დიუმი = ზღვარი 25,2 mm (უზარმაზარი კვადრატი) მახასიათებლები სახელურის სიგრძე განსაზღვრავს მაქსიმალურად შესაძლო ძალისხმევას, რომელიც შეგვიძლია მასზე გამოვიყენოთ. რაც უფრო გრძელია სახელური, მით მეტი ძალა შეიძლება იყოს გამოყენებული ქანჩის გასაღებზე. Jonnesway-ს ტრეშოტკები იწყება 90 mm სიგრძიდან. ყველაზე დიდ მოდელებს აქვთ სიგრძე 775 mm-მდე. სახელურები შეიძლება დაფარული იყოს: გლუვი, მატოვი, ხვეული, რეზინის და ასევე ზეთ გამძლე (маслостойки) საფარით. ღილაკი თავაკის სწრაფი შეცვლისთვის კვადრატის მექანიზმს, რომელზეც ეცმევა თავაკი შიგნით აქვს ზამბარაზე დამაგრებული ბურთისებური საკისარი. ერთ მხარეს ზამბარის მექანიზმი იჭერს ბურთულას, რომელიც აკავებს თავაკს დასამაგრებელ ადგილზე (посадочном месте). ყველა Jonnesway-ს ტრეშოტკაზე განთავსებულია ღილაკი, რომელიც თავაკის მეორე უკანა მხარესაა განთავსებული. მასზე თითის დაჭერისას ბურთულა გადაადგილდება კვადრატის შიგნით, რისი მეშვეობითაც ათავისუფლებს თავაკს. ბრუნვადი მექანიზმი Jonnesway-ს არჩევანში აქვს ტრეშოტკები ბრუნვადი მექანიზმით (шарнирным механизмом), რისი დახმარებითაც ჩნდება შესაძლებლობა ქანჩის გასაღებით იმუშაოთ თავაკის განსხვავებულ კითხის დახრებზე, სახელურთან შედარებით. ვიდეოები: ჯერ ჯერობით სულ ეს არის, მაგრამ მალე დავამატებ ინფორმაციას
  5. ეხლა ჩავასწორე პოსტი და ისევ ისე გაჭედა. ჩემთან ძირითადად 6-ის მერე ემართება ხოლმე.
  6. Vegas 14 მეორე ადგილზეა: Best Professional Video Editing Software 2017 ბოლო ვერსიის ტორენტი: MAGIX Vegas Pro 14.0 Build 211
  7. დაწვრილებით: Test Patch 0.6Q10 - New Blackwood
  8. Is the Wethepeople Envy the most expensive complete BMX bike for 2017 ?
  9. იმედია, მადლობა ვანო
  10. დაწვრილებით: Roadmap Update January 2017
  11. გადავედით ახალ ჯგუფში: Sim Racing Georgia (SRG) - News გადასვლის მიზეზი ? ჯგუფი სადაც ვიყავით დავირუსდა და საერთოდ ყველა პოსტი დაიკარგა. სავარაუდოდ Facebook-ის ბაგია, რომელსაც აღარ ეშველება. სწორედ ამიტომ ახალ ჯგუფში გადავდივართ. მიუხედავად ამისა, შეგიძლიათ დარჩეთ ძველ ჯგუფში და ძიების (search) გამოყენებით ნახოთ ნებისმიერ სიმულატორზე ინფორმაცია.
  12. მანქანის ღია დიფერენციას ვაკეთებ, მაგრამ ძალიან გამეწელა პროცესი. გრიპმა დამღუპა უკვე მეხუთე დღეა იმედია გამოვკეთდები და მოვრჩები ყველა დეტალს. ჯერ-ჯერობით პატარა დეტალების კეთებაში ვერკვევი და იმედია ერთ დღეს მთლიან მანქანის გავაკეთებასაც შევძლებ.
  13. რამოდენიმე დიფერის ნაწილი Differential
  14. ახალი ინტერფეისი ვიყიდე დღეს და ძალიან მომეწონა. ყველაფერი გარკვევით არის გაკეთებული და ორიგინალ AC-ს აბდაუბდა UI-ს ბევრად ჯობია CONTENT MANAGER გამოვიდა lemax-ის ახალი გზები
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.