-
Posts
7783 -
Joined
-
Days Won
90
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Type-X
-
გუშინ მტვრის გადაწმენდა მომინდა ჩემი G25-დან. შევაერთე USB, ჩავრთე საჭე და Logitech Profiler-ის გახსნის ნაცვლად ეს "საყვარელი" ერორი მომესალმა დავგუგლე და ყველა თემა ვნახე და წავიკითხე, რაც შემხვდა. იქ დაწერილიდან საერთოდ ყველაფერი ვცადე. ზოგი ამბობდა CCleaner-ით რეგისტრები გაასუფთავეთ, ძველი დრაივერი წაშალეთ, კომპიუტერი გადატვირთეთ და შემდეგ თავიდან დააყენეთ იგივე ან შედარებით ძველი დრაივერის ვერსიაო, მაგრამ არცერთმა ჩამოთვლილმა არ უშველა. პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ დრაივერის დაყენების დროს ჩემს საჭეს (G25-ს) აღიქვამდა, როგორც Logitech Driving Force GT FB-ს ჯგუფებშიც ვიკითხე და ესეთი პრობლემა არავის ქონია რათქმაუნდა მე პირველი ვარ Facebook-ის ჯგუფებში დამიწერეს Compatibility mode-ში Windows XP აირჩიე და თოლია Run this program as an administrator-ის გვერდზე მონიშეო, მაგრამ ჩემთან XP საერთოდ არ იყო ჩამონათვალში, შესაბამისად Windows 7 ავირჩიე და "პწიჩკაც" მოვნიშნე ადმინსტრატორთან. იმედი მქონდა ეხლა მაინც ჩაირთვებოდა, მაგრამ ზუსტად იგივე შეცდომა ამოაგდო. დრაივერში შესვლა მხოლოდ Device Manager-იდან შემოძლო, ამის გამოყენება კი არაფერ სახარბიელოს არ იძლევა, ამიტომ ბევრი ძებნის შემდეგ ავიღე და თამამად გადავაყენე Windows. ვისაც ესეთი ან მსგავსი პრობლემა შეგექმნებათ საჭის დრაივერთან დაკავშირებით იცოდეთ, რომ windows-ის გადაყენების გარდა არაფერი გიშველით P. S. G27-ის განხილვა.
- 669 replies
-
- direct drive
- gear drive
- (and 12 more)
-
ვიწერ და ხვალ ვნახავ სრულ ვერსიას
-
-
- 669 replies
-
- direct drive
- gear drive
- (and 12 more)
-
Steam-ზე ხალხი წერს FPS ძალიან არასტაბილურიაო: Store Page PRO EVOLUTION SOCCER 2019 AI მოიკოჭლებს...
-
Reiza Studios-გან ამ წელს არამგონია რამე სიახლე გავრცელდეს. ალბათ ესენიც 2019 იზამენ რამეს.
-
ესენი აკეთებენ ხოლმე პატჩებს: Del Choc P. S. 2019-ში პენალტის დარტყმა გამოუსწორებიათ და მაგრად გამეხარდა. მეკარე თუ მოიგერიებს ბურთს, დამატება შეიძლება
-
3 საათი დარჩა გამოსვლამდე
-
GTR 3 2019 წლის მეორე/მესამე კვარტალში: Exclusive: GTR3 Interview
-
- 669 replies
-
- direct drive
- gear drive
- (and 12 more)
-
1795 ლარი ღირს მაღაზიაში ახალი 2017 წლის AIM SL. პირველი საგზაო ველოსიპედია თუ გაინტერესებთ ეგ მიმდევრობა, დასაწყისისთვის კარგია. მაგ ბიჭთან (ნიკა) მაქვს ნაყიდი ველოსამაგრი მანქანისთვის და კმაყოფილი ვარ. იაფი არა, მაგრამ ნორმალური ფასები უდევს ყველაფერზე, რაღაც მოგებაც უნდა ნახოს თავისთავად. ველოსიპედს რაც შეეხება სამთო განხრა თუ გაინტერესებთ ღირს მაგ SCOTT Aspect 950-ის ნახვა.
-
გახეულია ? კამერას გამოცვლი და ეშველება.
-
თავისით არაფერი არ მოუვა თუ დიდხანს არ გააჩერებ უძრავად. უძრავად თუ დგას შეიძლება დაიშვას დროთა განმავლობაში. ამ შემთხვევაში ეტყობა რაღაცაა შერჭობილი და საბურავშივე დარჩა. მოხენი საბურავი და კარგად დაბერე, მერე ვიზუალურად დაათვალიერე. ვერაფერს თუ ვერ ნახავ, მაშინ წყალში ჩადე. ბუშტუკები თუ არსაიდან არ გამოდის, მაშინ შეიძლება პიპკიდან გასდიოდეს
-
LFS-ის მომავალი განახლება სავარაუდოდ ამ წლის ბოლომდე გამოვა
-
სამწუხაროდ არ ვიცი ეგ სკოტი ზუსტად რა მოდელია. ჩარჩოს ზომა სურათებიდან პატარას გავს. გააჩნია მეორადს რა თანხაში ეძებთ. ტელეფონში უმეტესობა იძახის ველოსიპედზე თითის დადება არაა საჭიროო, მაგრამ ადგილზე ნახვისას ყველაფერი პირიქითაა. 1000 ლარზე ზემოთ არის ხოლმე mymarket-ზე კარგი ვარიანტები . იშვიათად, მაგრამ მინახავს შემთხვევები, როდესაც ველოსიპედს მაღაზიაში ყიდულობენ და შემდეგ მალევე ყიდიან. ესეთი შემთხვევა ყველაზე მეტად გაწყობთ. ჯერ ერთი მაღაზიასთან შედარებით მინიმუმ 400-500 ლარით იაფად ყიდიან და მერე მდგომარეობით თითქმის ახალივით რჩება ყველა ველოსიპედს ადვილად შეატყობთ მდგომარეობას, უბრალოდ მხოლოდ ოდნავი დაკვირვებაა საჭირო. ეს კუბი კარგი მოვლილი ჩანს: Cube AIM SL (29 17") 2017
-
გამარჯობა. 1800 ლარამდე რაც აქ მაღაზიეში იყიდება თითქმის ყველა სამოყვარულო კომპლექტაციაში გადის. 1000 ლარამდე რაც ველოსიპედია შეიძლება ცნობილი ბრენდის რამოდენიმე ნაწილი ეყენოს, მაგრამ ისინი ყველაზე იაფიასიანი იქნება. თქვენ შემთხვევაში რეკომენდირებულია ჩარჩოს 17-18" ზომა ანუ M (medium). ამ კონკრეტულ ველოსიპედზე არის მხოლოდ: 17" და 19" ზომა, შესაბამისად არჩევანი ამ ორ ზომას შორის უნდა გააკეთოთ. ვიდეო: Jamis არ არის ცუდი, მაგრამ რათქამუნდა ჯობია თანხა დაამატოთ და ოდნავ ძვირიანი იყიდოთ, თუნდაც მეორადი: Cube, Scott ან სხვა ბრენდი.
-
მეც არ მქონდა დიდი ინტერესი, მაგრამ როცა ვითამაშე მომეწონა ჯოისტიკიც მალე ვიყიდე და დღემდე ვთამაშობ. ვისაც შედარებით დაბალ ფასიანის ყიდვა უნდა GameSir G4s ვუწევ მე პირადად ყველანაირ რეკომენდაციას, ამ ფასის დიაპაზონში უკეთეს ვერ ნახავთ. P. S. ეგ 51GB ვერსია სხვაგან არ დევს არსად ?
