-
Posts
7771 -
Joined
-
Days Won
89
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Type-X
-
ორი სხვადასხვა გადამზიდი კომპანიიდან ნივთის გამოწერა
Type-X replied to Type-X's topic in ელექტრონული კომერცია
არადა ინექსს ვფიქრობდი. რამოდენიმე მისამართს იძლევა, ისე როგორც მალეო და მაწყობდა... onex.ge-დან ჩამოგიტანიათ ამანათი ? ან აქ ან amanati.ge-ზე ვფიქრობ დარეგისტრირებას დამატებით. -
გამარჯობა რამოდენიმე ნივთი მაქვს გამოსაწერი და მაინტერესებს 2 გადამზიდ კომპანიაზე, რომ დავრეგისტრირდე და ერთდროულად გამოვიწერო 300 ლარამდე ღირებულების ნივთი განბაჟება მაინც დაჭირდება ? 280 ლარამდე ერთი კომპანიიდან და მეორედან 240 ლარამდე. მალეოზე ვარ დარეგისტრირებული და სხვაც ალტერნატივაც მჭირდება. რომელს მირჩევთ ? ასევე მაინტერესებს გერმანიდან ყიდვის შემთხვევაში შიპინგს მიწერს მხოლოდ 50 ევროს DHL-ით (ამერიკის მისამართზე, რომ მიიტანონ). სხვა ალტერნატივა არ აქვს არჩევანში და ამ შემთხვევაში თურქეთის ან იტალიის მისამართი, რომ მივუთითო უფრო ნაკლებს თუ დამიწერს ხომ შეიძლება გამოვწერო ? ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა აქამდე საიდან წამოვა ნივთი. bike-discount.de არ ვიცი, მაგრამ ამერიკის მისამართზე ძვირს წერენ შიპინგში. რომელიმე გადამზიდი თუ არის, ვინც ამათთან შედარებით ახლოს მიიტანს ტერიტორიულად.
-
ნივთების ღირებულება გამოვიდა 337$ და 20$ შიპინგი. ჯამში 357 $ და ესე უნდა მივუთითო, როცა ტრეკინგს გამომიგზავნიან. მადლობა რომელ კატეგორიაში უნდა გავატარო ეს ველოსიპედის ნაწილი ? აქვს არსებითი მნიშვნელობა ? სხვადასხვა მზა ნაწარმის გარდა არაფერი შეესაბამება.
-
მშვენიერი ამ დღეებში ყველა შემთხვევაში დავრეკავ, მაგრამ აქაც ვიკითხავ. განბაჟება როგორ უნდა დავითვალო წინასწარ რამდენი დამიჯდება ? დაალოხებით მაინც... ეხლა ერთდროულად ერთი მაღაზიიდან ვიყიდე 2 ნივთი. ესენი ცალ-ცალკე უნდა განვაბაჟო თუ ერთ ტრეკინგს მომცემენ ორივეზე და ერთად წამოვა ? პირადობის დასკანერება ჭირდება მემგონი ონლაინ თუ დავაპირებ განბაჟებას და ინვოისის ატვირთვა. ინვოსს ალბათ საბაჟო ატვირთავს და იმედი მაქვს პრობელმა არ იქნება
-
დღეს დავურეკე და რაღაცეები ვკითხე. მითხრეს მოცულობაში ითვლება, მაგრამ ამჟამად წონით ვანგარიშობთ თუ ძალიან დიდი არ არის ზომაშიო. გამოვწერე ორი ნივთი ერთად და 337$ გამოვიდა ზუსტად შიპინგთან ერთად A4 ფურცლის ფორმატზე დიდი ყუთი მეეჭვება, რომ იყოს და 2 კგ-მდე იქნება მაქსიმუმ. ეხლა ველოდები თრეკინგ კოდს და მერე დავრეკავ გავარკვევ როგორ მოხდება განბაჟება. ორივე ნივთი ერთი მყიდველისგან ვიყიდე და იმედია ცალ-ცალკე ამ მომიწევს განბაჟება და ორივეს ერთად დამიანგარიშებენ.
