Jump to content

Type-X

მოდერატორი
  • Posts

    7771
  • Joined

  • Days Won

    89

Everything posted by Type-X

  1. დეველოპერი - Kunos Simulazioni გამომცემელი - Kunos Simulazioni დისტრიბუტორი - Steam პლატფორმა - Microsoft Windows გამოშვების თარიღი: ადრეული წვდომა (Early Access): 2013 წლის 8 ნოემბერი საბოლოო ვერსია (Full release): 2014 წლის 19 დეკემბერი ჟანრი - Racing simulation რეჟიმი - Single-player, multiplayer დისტრიბუცია - Download Assetto Corsa (იტალიურად ნიშნავს: "სარბოლო მოდიფიკაციას" - "racing setup") ეს არის sim racing-ის (კომპიუტერული თამაშების ერთ-ერთი ჟანრი: simulated racing) ვიდეო თამაში, რომელიც შემუშავებულია იტალიური დეველოპერის Kunos Simulazioni-ის მიერ. მისი შექმნისას განსაკუთრებული აქცენტი გამახვილებულია რეალურ სარბოლო გამოცდილებაზე. Assetto Corsa ოფიციალურად მხარს უჭერს მძლავრ დაკონფიგურებას და დამოდინგებას (modability). თამაში პირველად გამოვიდა Steam's Early Access პროგრამის მეშვეობით 2013 წლის 8 ნოემბერს, ხოლო მისი საბლოო ვერსია (final version) კი - 2014 წლის 19 დეკემბერს. Development - განვითარება Kunos Simulazioni ქმნიდა Assetto Corsa-ს მისი წინა პროექტებიდან (netKar Pro და Ferrari Virtual Academy) მიღებული გამოცდილების საფუძველზე. ორივე თამაში აღსანიშნავია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სიმულაციურ ჟანრში (simulation genre), რაც მათი მოწინავე ფიზიკის მოდელის და ავტომობილის დინამიკის დამსახურებაა. Kunos Simulazion-მა შეიძინა პრაქტიკული ცოდნა რეალურ ავტოსპორტთან მჭიდრო თანამშრომლობის მეშვეობით, რადგან R&D ოფისი განთავსებულია სარბოლო გზაზე - Vallelunga Circuit. თამაში შეიცავს: საერთაშორისო გზებს (რეალიზებულია ლაზერული სკანირების (laser scanning) ტექნოლოგიით), გლობალურ საავტომობილო ბრენდებს, სარბოლო პროტოტიპებს, ისტორიულ მანქანებს, ერთადგილიან ბოლიდებს (single seaters) და ზოგიერთ საკულტო (iconic) ავტომობილებს რაც კი ოდესმე შექმნილა. Assetto Corsa-ს ტექნოლოგია დროთა განმავლობაში საგრძნობლად დაიხვეწა. მისი განვითარება დაიწყო 2010 წელს ავტოსკოლის პროექტის მეშევობით, რომელიც მზადდებოდა - Automobile Club d'Italia-სთვის. 2011 წელს, Kuno-მ დაიწყო თამაშის განვითარება Unity-ის ძრავზე, თუმცა: შეზღუდული გარე ინტეგრირების, modding-თან არათავსებადობის და ხანგრძლივი ჩატვირთვის გამო მათ გადაწყვიტეს მისი მიტოვება. საბოლოოდ დეველოპერებმა დაასრულეს მშენებლობა მთლიანად სახლში, ნულიდან შექმნილ თამაშის ძრავზე (2011 წლის ბოლოს). თამაშში არის კოდირებული მრავლი პროგრამირების ენა. C++ გამოყენებულია სიმულაციურ ნაწილში და Go კი multiplayer-ის ქსელისთვის. მომხმარებლის ინტერფეისი (User interface) და გამშვების ბირთვი (launcher core) კოდირებულია C#, მაგრამ უშუალოდ ინტერფეისი HTML-ში, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შექმნან ინტერფეისის მოდიფიკაციები. Python შეიძლება გამოყენებული იყოს plugin-ების შემუშავებისთვის, რადგან მოიძიოს და მიიღოს სიმულაციის მონაცემები რეალურ დროში. APIs გამოიყენება DirectX 11 გრაფიკისთვის, FMOD ხმისთვის და ODE შეჯახების აღმოჩენისა (collision detection) და მყარი სხეულის ფიზიკისთვის (rigid body physics). Demo Assetto Corsa-ს ტექნოლოგიური წარდგენა (Technology Preview) იყო თამაშებადი ბენჩმარკი, რომელიც გამოვიდა 2013 წლის 22 თებერვალს. ის შეიცავდა ერთ მანქანას - Lotus Elise SC და ერთ გზას - Autodromo dell'Umbria, რომელიც მდებარეობს იტალიაში - Magione. აღნიშნულ ვერსიაში ამ ყველაფრის გარდა შედიოდა 2 სათამაშო რეჟიმი: თავისუფალი პრაქტიკა (free practice) და დროსთან შეჯიბრი (time attack). წინასწარ გადახედვის (წარდგენის - preview) ძირითად მიზანს წარმოადგენდა ის, რომ მოთამაშეებს საშუალება ჰქონოდათ პირველები შეხებოდნენ თამაშის ძრავს, გამოეცადათ ის და გაეგზავნათ საპასუხო რეაქცია (report back feedback) დეველოპერებისთვის. წარდგენის (preview) სანახავად, აუცილებელი იყო მოთამაშეს ჰქონოდა netKar Pro-ს ლიცენზია (license). სწორედ ამ პერიოდში პირველად ვითამაშე Assetto Corsa :holysh: რათქმაუნდა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს იმისთვის, რომ საკუთარი ლიცენზია მათხოვა და შესაძლებლობა მომცა ადრეულ ეტაპზე მენახა თამაში. რამოდენიმე სურათი, რაც თამაშის დროს გადავიღე :=P: Early Access - ადრეული წვდომა თამაში გამოვიდა Steam's Early Access პროგრამის მეშვეობით 2013 წლის 8 ნოემბერს. ამ სერვისმა დეველოპერებს საშუალება მისცა გამოეშვათ ფუნქციონალური მაგრამ ჯერ არასრული (yet-incomplete) პროდუქტი, როგორიცაა beta ვერსია. ეს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შეიძინონ თამაში, რადგან დაეხმარონ და უზრუნველყონ პროექტის დაფინანსება. მათ ამით საშუალება ეძლევათ ადრეულ ეტაპზე გამოსცადონ თამაში და გამოეხმაურონ დეველოპერებს საბოლოო პროდუქტის გამოსვლამდე. Early access პროგრამის ნაწილი დაიწყო პირველი ვერსიის გამოსვლის დროს. აქ ნაგულისხმებია განახლება, რომელიც შეიცავდა ახალ მანქანებს, გზებს და სხვადასხვა დამატებით ფუნქციებს. განახლება ხდებოდა ყოველ 2 კვირაში ერთხელ. რისი საშუალებითაც თამაშს ემატებოდა ახალი კონკენტი, ხოლო არსებული კი უმჯობესდებოდა. Assetto Corsa : Now available on Steam Assetto Corsa : Now Available on Steam - Lotus 49 Assetto Corsa : Content Update # 1 - Teaser Release - გავრცელება გამოშვების კანდიდანტი (The Release Candidate), ეს არის თამაშის სრული (complete) ვერსია, რომელიც გამოვიდა 2014 წლის 15 ოქტომბერს. საბოლოო ვერსიის (final version) გამოსვლას მოყვა თამაშში დაშვებული შეცდომების (bugfixing) და ოპტიმიზაციის (performance optimizations) გაუმჯობესება. მოცემული განახლება გამოვიდა 2014 წლის 19 დეკემბერს. ოფიციალური რეალიზის გამოსვლის შემდეგ თამაში კვლავ აგრძელებს უფასო განახლებების (free updates) და ახალი კონტენტის მიღებას, როგორიცაა: მანქანები და გზები. Assetto Corsa Release Candidate 1.0 teaser Reception - შეფასება Assetto Corsa ძალიან კარგად მიიღო sim-racing-ის თანამეგობრობამ, რადგან მანქანების მართვა საკმაოდ კარგადაა დამუშავებული, აგრეთვე ზედმიწევნით დეტალიზებულია 3D მოდელები და გზები. ქება დაიმსახურა თამაშის გრაფიკულმა ძრავმა, ზოგადად კოდის საიმედოობის გამო. შემდეგი და გაცილებით დასაფასებელი ფუნქცია იყო თამაშის მუდმივი განვითარება და მომხმარებლების მოსაზრებებზე ყურადღების გამახვილება. 2015 წლის მარტის მონაცემებით, Assetto Corsa-ს ოფიციალურ ფორუმზე დარეგისტრირებულია 90,000 წევრი. შეფასების სტატიები: Metacritic - Assetto Corsa Eurogamer - Assetto Corsa IGN - Assetto Corsa Modding - მოდინგი განხორციელდა ცვლილებები თამაშში, რადგან მას ჰქონოდა მომხმარებლების მიერ ფართომასშტაბიანი მოდიფიკაციების (დამატებითი მანქანების და გზების) მხარდაჭერა. დეველოპერებმა შექმნეს სპეციალური WYSIWYG რედაქტორი, რომელიც თამაშს მოყვება და 3D მოდელების შეტანის (importing) შესაძლებლობას გვაძლევს (FBX ფაილის ფორმატი). გარდა ამისა, მისი დახმარებით არტისტებსს ობიექტებზე სხვადასხვა თვისებების assign properties and material shaders მინიჭება შეუძლიათ. ამ ხელსაწყოს დახმარებით შემქმნელებმა ძირითადი აქცენტი გააკეთეს პროგრამის მარტივ გამოყენებაზე. რედაქტორს გააქვს (export) თამაშის მხოლოდ ერთი მოდელის ფაილი და არ იძლევა არც მისი გახსნის შესაძლებლობას და არც რაიმე ობიექტის დამატებას (უკვე თამაშიდან გამოტანილ ფაილზე). თამაში ასევე მხარს უჭერს დამატებით third party widgets და plugin-ებს, რომლებიც დაწერილია Python, C++ და C# პროგრამირების ენების დახმარებით, იმისათვის რომ მოხდეს telemetry ან ინტერფეისის გაუმჯობესებების გამოყენება. მადლობა Kuno-ს ამ შესაძლებლობებისთვის და თამაშის წარმატებისთვის. დიდი და მუდმივად მზარდი mod-ების ბიბლიოთეკა უკვე ხელმისაწვდომია. Kunos Simulazion-მა გადაწყვიტა აღიაროს modder-ების მიერ შესრულებული ხარისხიანი სამუშაო და თამაშის ოფიციალურ content-ს დაამატოს რამოდენიმე მათ მიერ შექმნილი მანქანა (mod). ამის პირველი მაგალითია: Shelby Cobra. Downloadable Content - ჩამოსატვირთი კონტენტი Assetto Corsa-ს დეველოპერებმა 2015 წლის 11 მარტს გამოუშვეს Dream Pack 1 DLC. ეს არის თამაშის პირველი ოფიციალური დამატებითი კონტენტი, რომლის შეძენაც შესაძლებელია Steam-ზე. მოცემულ DLC თამაშისთვის მოაქვს ახალი ლიცენზიების მთელი შემადგენლობა. აღნიშნული დამატება შეიცავს Nissan-ის ბრენდს და წარმოგვიდგენს Nürburgring Nordschleife-ის 3 სხვადასხვა სქემას (layouts). Assetto Corsa Dream Pack - Teaser #1 | Alfa Romeo 155 Ti Assetto Corsa Dream Pack - Teaser #2 | BMW M235i Racing Assetto Corsa Dream Pack - Nissan GT-R NISMO 2014 GT3 Assetto Corsa Dream Pack - Alfa Romeo 4C Assetto Corsa Dream Pack 1 Launch Teaser Alfa Romeo GTA Assetto Corsa Dream Pack 1 Assetto Corsa Dream Pack McLaren F1 GTR Mercedes-Benz C9 Assetto Corsa Dream Pack 1 თამაშის ოფ. გვერდი: Assetto Corsa | Your racing simulator თამაშის ოფიციალური გვერდი FB-ზე: Assetto Corsa | Facebook თამაშის ოფიციალური გვერდი Twitter-ზე: AssettoCorsa თამაშის ოფიციალური youtube-ის არხი: Assetto Corsa Official Media Channel ყურადღება: თამაშის ოფ. ფორუმზე შესასვლელად აუცილებელია გქონდეთ ოფიციალური ლიცენზია, რადგან საიტი მიბმულია თქვენს Steam-ის account-თან ! თუ მოგწონთ თამაში, მაშინ იყიდეთ ! თამაშის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე: Steam - Assetto Corsa ხელმისაწვდომია პირველი ოფიციალური DLC: Assetto Corsa - Dream Pack 1 დავიწყოთ არაოფიციალური თამაშის დაყენება. ინფორმაცია თამაშზე: გამოშვების წელი: 2015 ჟანრი: სარბოლო სიმულატორი შემქმნელი: Kunos Simulazioni გამომცემელი: Kunos Simulazioni პლატფორმა: PC თამაშის ვერსია: 1.1.4 (2015 წლის 23 მარტი) გამომცემლობის ტიპი: Repack ინტერფეისის ენა: რუსული, ინგლისური, იტალიური გახმოვანების ენა: ინგლისური გამშვები: მოყვება (3DM) სურათები: ვიდეოები: Assetto Corsa - Exposure Assetto Corsa - Inanimate Carbon Mod Assetto Corsa - Intro of RC 1.0 Assetto Corsa - Ferrari 458 GT2 (4k) Assetto Corsa - 1999 Nissan Primera BTCC მინიმალური მოთხოვნები: ოპერაციული სისტემა: Windows Vista SP2 32-bit (with KB971512 platform update) პროცესორი: AMD Athlon X2 2.8 GHZ, Intel Core 2 Duo 2.4 GHZ ოპერატიული მეხსიერება: 4GB ვიდეო ბარათი: DirectX 10.1 (მაგ: AMD Radeon HD 6450, Nvidia GeForce GT 460) გრაფიკული მეხსიერება: 512 MB თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 15 GB რეკომენდირებული მოთხოვნები: ოპერაციული სისტემა: Windows Vista Sp2 - 7 - 8 - 8.1 პროცესორი: AMD Six-Core CPU, Intel Quad-Core CPU ოპერატიული მეხსიერება: 6 GB ვიდეო ბარათი: DirectX 11 (მაგ: AMD Radeon 290x, Nvidia GeForce GTX 970) გრაფიკული მეხსიერება: 3 GB თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 20 GB თამაშის გადმოსაწერი ბმული: Assetto Corsa [Repack] [RUS/ENG/Multi3 / ENG] (2014) ( 1.1.4) (+Dream Pack DLC) თამაშის დაინსტალირების შემდეგ გახსენით ყველა დამალული აპლიკაცია. ამისათვის მიყევით ვიდეო ინსტრუქციას: Assetto Corsa - How to enable PHOTOMODE? Assetto Corsa - Photo Mode Tutorial (The pretty just got hot) ბოლო დროს ბევრი შეკითხვა გაჩნდა "გატეხლი" ვერსიით ონლაინში თამაშთან დაკავშირებით... ამიტომ დავდებ ახსნას რა არის იმისთვის საჭირო, რომ Lan-ში ითამაშოთ AC-ს პირატული ვერსიით. გადმოწერეთ და დააყენეთ Assetto Corsa-ს 1.1.4 ვერსია: Assetto Corsa [v 1.1.4] (2013) PC | RePack от R.G. Freedom გადმოწერეთ მოცემული პატჩი: Server Browser Patch ამოაარქივეთ და ყველაფერი გადაიტანეთ თქვენი თამაშის მთავარ ფოლდერში გადმოწერეთ და დააყენეთ პროგრამა Tunngle: Tunngle - The Global LAN Gaming Network შეუერთდით (Join)​ Assetto Corsa-ს Network-ს. შემდეგ - Drive -> Online -> LAN Session ჩაწერეთ თქვენი Tunngle IP და Port მოცემულ ფანჯარაში (ფორმატი: "ipadress:port"). მაგ: 7.0.0.0:8098 (იხილეთ სურათი: Click) შეურთდით თამაშს და გაერთეთ ! დამატებითი ინფორმაცია:Network: Assetto Corsa - HOW TO PLAY ​Assetto Corsa [Tutorial] ვიდეო: Assetto Corsa : All Torque | Trailer
  2. The 25 Best Simulation Games Ever Made
  3. ამ ყველაფერს რომ გააკეთებ, მერე ისევ თავიდან უნდა გააკეთო Unlock-ი. ისე არ იმუშავებს.
  4. პროგრამის გადმოსაწერი ბმული: scorpy's LFS Tweaker / Live for Speed Tweaker LFS Tweaker has quite a lot of interesting features: Tweaks, like enable ABS or Traction Control on all cars, automatic pit speed limiter (it will turn itself off when crossing the line), select all tyre types on all cars (slickmod anyone?), maximum steering lock editor, ignition always on and others...Tyre temperature manager - freeze tyre temperatures forever (awesome for drifting! ;)) or warm or cool them while racing via global hotkeys!Car positioner - save current car coordinates and load them at anytime during racing!CarType editor - edit power, torque, weight, drivetrain, number of cylinders and gears, displacement, idle RPMs and turbo.Demo cars editor - edit various values on demo cars, including rev limiter, power, engine, wheels and rims and others.Automatic repairing of your overheated clutch, damaged dampers or strut bars.On-Track Engine editor - edit engine values directly on track: engine type (Inline, Flat or V), redline RPMs and dyno curve power values.Gearbox - select any gearbox type on any car (want MRT with reverse?) and number of gears and their ratios.Other things like clutch, masses, dials, mufflers, tyre colors and a bunch of other weird / fun settings (want VTEC on your LX6?). See screenshots.Graphing - finally, you can see your car performance and fine tune it, using powerful graphing ability! See below. Graph is drawn in real-time while you're flooring it! More to come!All settings can be saved to a file so you can easily load them anytime. Or send them to a friend სურათები:
  5. ​პენალტები მონიშნული გაქვს ? და Challenges/Hotlap უნდა გქონდეს არჩეული. თამაშიდან ჩემთანაც არ შედის, რადგან ეგ ფუნქცია გაუქმებულია. Steam-ის account-ით შესვლა პირდაპირ საიტიდან შეგიძლია. პარამეტრებშიც გადაამოწმე "თოლიები"მონიშნული გაქვს თუ არა.
  6. [RnM] Meihan Sportsland
  7. Project CARS: Настройка графики
  8. ვისაც ონლაინში უფასოდ გინდათ თამაში მიყევით მოცემულ ინსტრუქციას: [How To Play] Project CARS Online Using Tunngle
  9. ბოლო დროს ბევრი შეკითხვა გაჩნდა "გატეხლი" ვერსიით ონლაინში თამაშთან დაკავშირებით... ამიტომ დავდებ ახსნას რა არის იმისთვის საჭირო, რომ Lan-ში ითამაშოთ AC-ს პირატული ვერსიით. გადმოწერეთ და დააყენეთ Assetto Corsa-ს 1.1.4 ვერსია: Assetto Corsa [v 1.1.4] (2013) PC | RePack от R.G. Freedomგადმოწერეთ მოცემული პატჩი: Server Browser Patch ამოაარქივეთ და ყველაფერი გადაიტანეთ თქვენი თამაშის მთავარ ფოლდერშიშეუერთდით (Join)​ Assetto Corsa-ს Network-ს. შემდეგ - Drive -> Online -> LAN Sessionჩაწერეთ თქვენი Tunngle IP და Port მოცემულ ფანჯარაში (ფორმატი: "ipadress:port"). მაგ: 7.0.0.0:8098 (იხილეთ სურათი: Click)შეურთდით თამაშს და გაერთეთ !დამატებითი ინფორმაცია: Network: Assetto Corsa - HOW TO PLAY ​Assetto Corsa [Tutorial]
  10. გამოვიდა განახლება თავისი ონლაინ Crack-ით: Crack-3DM/Crack-ALI213/Crack-RELOADED (синглплеер) или Crack-REVOLT-MULTIPLAYER (мультиплеер)
  11. Lan აქვს 32 კაციანი და დიდი ალბათობით შეიძლება უფასოდ თამაში. წინა გატეხილ ვერსიაზე შესაძლებელი იყო და დიდი ალბათობით აქაც იგივე იქნება. უბრალოდ რამოდენიმე ფაილს უნდა მოდიფიკაცია. ოფიციალურ სერვერებზე არამგონია შეხვიდე, მაგრამ ვისაც გატეხილი ვერსიები აქვს წესით უნდა შეძლონ Lan-ში თამაში. როგორც მახსოვს ამ ვერსიაზე შესაძლებელი იყო: Лекарство: Вшита "3DM" + WMD-login fix и MULTIPLAYER CRACK
  12. ელექტრო კომერციას არ ეხება თემა ? დასახურია პრინციპში გავარკვიე რაც მაინტერესებდა.
  13. უკვე გავაკეთე თორე გავითვალისწინებდი. აქ ესე უნდა იყოს ?
  14. tbconline.ge-ზე დავიწყე რეგისტრაცია და მერე ავტომატურად paypal.com-ზე გადამიყვანა და იქ დავასრულე. ბარათის ინფორმაცია არ მიმითითებია ერთ გრაფაში. მოკლედ მივალ და ვკითხავ ფილიალში. ანუ iCard-ის ანგარიშზე დოლარებში რომ ჩავრიცხო 5$ და პროგრამა რომ ვიყიდო paypal-ით პირადპირ ამ 5$ ჩამომაჭრის ჩემი ბარათიდან ? რას გულისხმობ ?
  15. არავის გაქვთ ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ? თანხის ჩარიცხვა როგორ უნდა ვერაფრით ვერ მივხვდი. ანუ ჩემს ბარათზე ვთქვათ დოლარებში ჩავრიცხე, მაგრამ მერე ეგ ჩარიცხული თანხა უნდა გადავიტანო Paypal-ზე ? გამოყენების ნორმალური ახსნები არსად არ წერია. გადავაბრუნე ინტერნეტი და გუგლიც დავღალე, მაგრამ უშედეგოდ.
  16. ყველასთან ერთიდაიგივეა. FFB არ უვარგა საერთოდ. ამ ფორუმზე კი წერია რამოდენიმე მოყვარულების ”ფიქსი”, მაგრამ მაინც ჯობია ოფ. განახლებას დაელოდო. DiRT Rally OUR WHEEL SETTINGS - DIRECT FROM THE CAR HANDLING TEAM
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.