-
Posts
7730 -
Joined
-
Days Won
89
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Type-X
-
rFactor - Dedicated Server Tutorial
-
ლიცენზია უნდა იყიდო, ისე ვერ ითამაშებ. გატეხილი ჯერ-ჯერობით არსად არაა.
-
დიდი პაუზის შემდეგ http://simracing.ge დაბრუნდა ! დიდი მადლობა დავითს დღეიდან თემების განახლება დაიწყო
-
3 ვერსია მქონდა გადმოწერილი ტორენტიდან და სამივეზე იყო ეს პრობლემები.
-
საბურავები street-ზე გადაიყვანე. ერთი ორჯერ დამავიწყდა მაგის გაკეთება და მერე გამახსენდა. ბევრ მოდსაც ანალოგიურად ჭირდება საბურავების შეცვლა. დიფერენციალი და გადაცემებიც ოდნავ დასარეგულირებელია. ორიგინალი E30 ჯერ-ჯერობით ყველას მირჩევნია ფიზიკით.
-
Steam-ზე ფასდაკლება როცა იქნება წესით დაიკლებს მაგის ფასიც. ოფიციალურ მანქანებს კიდე არაუშავს... მოყვარულების mod-ები კი ერთი მეორეზე უარესია. მე პირადად რეკომენდაციას არ ვუწევ არცერთს (თამაშის ორიგინალი მანქანების გარდა). ალბათ დროა საჭირო 2-3 წელი რომ დაიხვეწოს საზოგადოების მიერ გაკეთებული მანქანები. ადრე ამას ვიყენებდი და ეხლა არ ვიცი არის თუ არა სხვა პროგრამა: http://www.overclockers.ge/index.php?/topic/29868-assetto-corsa-legends/?p=810194 ოფიციალურ ფორუმზე ნახე. გზების დაყენება არანაირ პრობლემას არ შექმნის. პირადპირ დაემატება ჩამონათვალში. Mod-ებიც ანალოგიურად.
-
წერია ყველაფერი read more უნდა ჩამოგეშალა Steam-ის გვერდზე. ფასდაკლებაზე 7 $ ღირდა როგორც მახსოვს.
-
Assetto Corsa
-
გამოვიდა თამაშის ახალი ვერსია. New Westhill racing environment - 0.6H Changes from 0.6G to 0.6H : Westhill : New version of Westhill with additional configurations Full support for open configurations including access roads Autocross Editor : New adjustable concrete objects Custom start positions and pit start points Maximum autocross objects increased to 1800 Movable start lights included as an autocross object Custom pit stop box disables pit lane and default pit stops Custom pit stop box can now be used to repair car and refuel Interface buttons now drawn in front of the object buttons Pressing S/F/1/2/3 when object is selected now moves it Pressing S/F/1/2/3 when object exists is now more helpful Clicking colour instantly changes selected tyres or chalk Clicking marshall position instantly changes selected marshall Improved the appearance of marshall circles in the editor Route checker index numbers now start at 1 instead of 0 The W/E keys instantly adjust width, no need to press M Floating object buttons shown with different colour X/Y/Z positions are now shown and can be typed in Right click on X/Y/Z to move in steps of 1 metre SHIFT+click to snap to 1 metre grid Misc : Increased max cars in race from 32 to 40 Increased AU Autocross grid from 16 to 20 Increased BL Rallycross grids from 24 to 30 Maximum multiplayer car draw distance up from 300 to 500 Regenerated lightmaps and visible object lists on most tracks Added paths at Fern Bay to cover road near Club and mini oval InSim ISP_NCI packet added to give host more info about new guest AI drivers hit wall entering pit lane at SO Classic / Town Removed a corner marker from some configurations at Aston Some tyres at Kyoto National disabled in other configs Updated translations - thank you translators New commands : /zero_all - Reset all lap counters and checkpoints passed as if the race had just been started. This removes checkpoints passed. So using this command on the first lap, before the first checkpoint is passed, has no effect. After the first checkpoint there is an effect. The first lap will not be counted. This is intended to help with a rolling start after a parade lap. /setlap username X - X is positive : Set the lap that the user is currently on (as seen at the top right, not the number of laps completed). This does not affect checkpoints passed. This may help with a driver who reconnects after an unintended disconnection. - X is zero : Same as the /zero_all command but for one driver. - X is negative : subtract from the number of laps, without affecting checkpoints passed. This may be useful as a penalty. New Version 0.6H Live for Speed, version 0.6H 0.6H information page screenshots page
-
10 მანქანა და ერთი გზა - Nurburgring-Nordschleife 3 ვარიაცია. The Dream Pack 1 car list Alfa Romeo 4C Alfa Romeo 155 Ti V6 ‘93 Alfa Romeo GTA BMW M235i Race Car GM Corvette C7r GTE McLaren P1 McLaren F1 GTR Mercedes-Benz C9 Mercedes Benz 190E 2.5-16 EVO II Nissan GT-R NISMO 2014 GT3 The Assetto Corsa Nordschleife version will feature the legendary Nurburgring-Nordschleife circuit consisting out of three layouts. The Nurburgring-Nordschleife, Tourist and Endurance version. The Dream Pack also brings you the Bridge To Gantry mode. This A to B mode, allows you to simulate the real public track day rules of the Nurburgring Nordschleife. This section starts at the first bridge after leaving the barriers and stretches to the last gantry.
-
თუ გახსოვს რომელი მეილით ხარ Steam-ზე დარეგისტრირებული მარტივად შეგიძლია Account-ის აღდგენა. რათქმაუნდა თამაშის ყიდვა აღარ დაგჭირდება (თვითონ გადმოწერს ბოლო ვერსიას). DLC ფასიანია: Assetto Corsa - Dream Pack 1 თუ ვერ აღადგენ ეს არის თამაშის ბოლო გატეხილი ვერსია: Assetto Corsa [Repack] [RUS/ENG/Multi3 / ENG] (2014) ( 1.1.4) (+Dream Pack DLC)
-
Live for Speed-ის მოდელირების (Modding) ისტორია დასაწყისი (2006 წელი) ეს იყო 2006 წლის ღამე, როდესაც გავარკვიე ინფორმაცია Live for Speed-ში modding-ის შესახებ. lfsforum.net-ზე გამოჩნდა თემა, სადაც ნაჩვენები იყო Mclaren F1 მოდელის სურათები Live for Speed-ის თამაშში. ბევრი ამტკიცებდა, რომ ეს იყო ყალბი (fake) და photoshop-ით გაკეთებული. სპეციალურად შექმნილი (custom) მანქანა Live for Speed-ში არავის უნახავს, ამავე დროს ძალიან ბევრი ყალბი სურათის რედაქტირება კეთდებოდა. ასე რომ ეს არ შეიძლება ყოფილიყო რეალური. იმ დროს მეც მეგონა, რომ ეს იყო სიცრუე. იგივე ორი სურათი ნაჩვენები იყო თითქმის ყველგან და მე ვფიქრობდი რომ გზა გამოიყურებოდა ოდნავ ბუნდოვნად, მანქანებთან შედარებით. ვცდილობდი მომეძებნა Mclaren F1-ის გადმოსაწერი ბმული, მაგრამ ინტერნეტში უშედეგო რამოდენიმე საათის ძიების შემდეგ, თავი დავანებე ამაზე ფიქრს და უბრალოდ დავნებდი. დაახლოებით 1 წლის შემდეგ, 2007 წელს, მე ვუყურებდი live for speed-ის ვიდეოებს youtube-ზე და წავაწყდი ვიდეოს, სადაც ვიღაცამ მოახერხა 3D Ferrari F40 მოდელის გადატანა Live for Speed-ში. მოგვიანებით გამოჩნდა Mazda 787b-ს ვიდეოც. მისი მეტსახელი (nickname) იყო redruM0381 (ამჟამად მისი მეტსახელია - JJ Dasher). გულახდილად რომ ვთქვა, მე არ მჯეროდა იმის რაც მან გააკეთა, მაგრამ ეს იყო ფაქტობრივი ვიდეო და არა სურათი. ამიტომ ვფიქრობდი, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო სიცრუე. მე ნამდვილად მინდოდა მეტარებინა Mazda RX-7 Live for Speed-ში და ეს შეიძლება ყოფილიყო იმის შესაძლებლობა, რომ ოცნება რეალობად მექცია. მე გავუგზავნე პირადი შეტყობინება (private message) youtube-ზე მოდელის გადმოსაწერი ბმულის თხოვნით, მაგრამ რათქმაუნდა მას არასდროს უპასუხია. Davescz (2007) სანამ ვეძებდი redruM0381-ის მიერ გაკეთებულ უფრო მეტ მაქანას "car mods", მე წავაწყდი davescz-ის youtube-ის არხს (channel). ის იყო skoda-ს მოყვარული და მოახერხა საკუთარი საყვარელი მანქანის Skoda 130RS გადატანა Live for Speed-ში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს mod-ი იყო განსხვავებული. მას ჰქონდა ტექსტურები (textures) ! ის ასევე მუშაობდა (იმ პერიოდში) ბოლოს გამოსულ LFS-ის ვერსიაზე. როგორც ჩანდა redruM0381 მუშაობდა LFS S1-ზე, ხოლო ეს ბიჭი კი LFS S2-ზე ! მე დაუყოვნებლივ გავუგზავნე პირადი შეტყობინება და ვკითხე ჰქონდა თუ არა მას MSN. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მე რეალურად მივიღე პასუხი. მან მითხრა: "არა, მე არ მაქვს msn-ს. მე ვიყენებ icq ან skype-ს". მან მომცა საკუთარი ICQ მისამართი. მე რათქმაუნდა დავამატე, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ონლაინში (online). ერთ დღეს, როდესაც ონლაინში შემოვიდა, მე სიტუაცია ხელიდან არ გავუშვი და მაშინვე დავიწყე მასთან საუბარი. მან მითხრა რომ ფაქტიურად დაწერა საკუთარი LFS მანქანის რედაქტორი (Car Editor). ასევე მომცა რამოდენიმე სურათის ბმული საკუთარი ვებ გვერდიდან (http://skoda.daves.cz/). ვეკითხებოდი შეიძლებოდა თუ არა მისი რედაქტორის და მანქანის: Skoda-ს გამოცდა. ასევე ვეკითხებოდი შეეძლო თუ არა ჩემთვის Mazda RX-7-ის გადატანა Live for Speed-ში. სამწუხაროა, მაგრამ მას ერთი რამის გაკეთებაც კი არ სურდა ჩემი ჩამოთვლილიდან. ვფიქრობ ამის შესახებ... რატომ გაუგზავნით თქვენ ხელნაკეთ ავტომობილის და მანქანის იმპორტის პროგრამას ვიღაც noob-ს, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ვერ გაიგებს როგორ გამოიყენოს ის ? ის გარკვეული პერიოდის შემდეგ შემოდიოდა და გადიოდა ICQ-დან. მან მითხრა, რომ საბოლოოდ აამუშავა დაზიანების მოდელები (collision models) საკუთარი Skoda-სთვის. მას აგრეთვე შეეძლო ფერების შეცვლა რედაქტორში, ნაწილების გადაადგილება და ა. შ. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან შეწყვიტა ICQ-ში შემოსვლა და მე მასთან ამის შემდეგ აღარასდროს მისაუბრია. ვფიქრობ, რომ მან შეწყვიტა mods-ების გაკეთება იმ ეტაპზე. Driftinc, *** and Driftmods (2008-2009) მე მგონია, რომ ეს იყო საუკეთესო წელი. მოულოდნელად live for speed-ის mod-ები გავრცელდა მთელ ინტერნეტ სივრცეში. იმ დროს, რეალური ჩამოტვირთვის ბმულებით ! გამოსული იყო "გაწელილი" (stretched) XFG ლიმუზინი (limousine), ასევე FXO drift-ის სპოილერით (wing/spoiler) რათქმაუნდა ამას მალე მოყვა სხვა უამრავი “vob mods”. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც mod-ები ფართო საზოგადოებისთვის გადმოსაწერად გავრცელდა. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ mod-ები ერთმანეთს გამოეყო სხვადასხვა მცირე საიტების და ბლოგების მეშვეობით, ამიტომ ძალიან ძნელი გახდა მათი (lfs mods) პოვნა. მე შევხვდი ბიჭს სახელად Pierre Porquier-ს, რომელიც იყო ძალიან კარგი დრიფტერი (drifter) LFS-ში. ჩვენ ვიცოდით იმ mod-ების შესახებ, რომელსაც ხალხი სულმოუთმენლად ელოდა. მე მომივიდა იდეა გამეკეთებინა ვებ გვერდი სადაც ყველა lfs-ის mod-ი ერთად იქნებოდა თავმოყრილი, ისე რომ თქვენ არ მოგიწევდათ ინტერნეტში ბევრი საათის დახარჯვა, მათ მოსაძებნად. მე მჭირდებოდა ის რადგან დამხმარებოდა, ასე რომ ჩვენ ერთად შევქმენით ახალი ვებ გვერდი. ესე შეიქმნა და დაიბადა www.driftmods.net ! ჩვენ ინტერნეტში mod-ების ძიებაში ვატარებდით მრავალ საათს. ნაპოვნ მანქანებს კი ვებ გვერდზე ვანთავსებდით: driftmods.net. იმ ეტაპზე, lfs modding ჯერ კიდევ პროფესიონალების (pro) ხელში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე ისინი იყო კერძო (მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის - private). არავის შეეძლო ამის გაკეთება, რადგან ფართო პუბლიკისთვის გამოსული არ იყო მანქანების რედაქტორი. ყველა მიმდინარე გამოშვებული მანქანა “released mods” გაკეთებული იყო hex editor-ის მეშვეობით. მე აღმოვაჩინე ვებ გვერდი სახელად MagnoT workshop. ის ასევე აკეთებდა mod-ებს. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა პრობლემა მის ვებ გვერდთან დაკავშირებით. როდესაც მომხმარებლები რეგისტრირდებოდნენ driftinc-ის ვებ გვერდზე ორჯერ, მათი account-ები იბლოკებოდა. ასე რომ ჩვენ დავიწყეთ DriftInc-ზე დადებული mod-ების განთავსება driftmods-ის ვებ გვერდზე. მე როგორღაც მოვახერხე MagnoT-ის MSN მისამართის (address) გაგება და დავიწყე მასთან საუბარი. მან მითხრა, რომ ის მუშაობდა LFS Car Importer-ზე ! მე მაინც ვკითხე, შემეძლო თუ არა მეცადა მისი პროგრამა. მან კი მიპასუხა, რომ ის ერთ დღეს რეალურად აპირებდა პროგრამის გავრცელებას ფართო საზოგადოებისთვის. აგრეთვე მკითხა, შემეძლო თუ არა Toyota AE86 ამოაარქივება Race Driver: Grid-ის თამაშიდან და შემდეგ მისთვის მოდელის გაგზავნა. რამოდენიმე დღის შემდეგ მან უკვე მაჩვენა Toyota AE86-ის სურათები Live for Speed-ის თამაშშიდან. მანქანა გამოიყურებოდა საოცრად, რადგან ის იყო სრულიად განსხვავებული, ვიდრე სხვა mod-ები. მანქანა იყო high poly, მას გააჩნდა მომუშავე ფარების ნათება, texture-ები და სხვა ყველაფერი. ამ მიზნით გამოჩნდა კიდევ ერთი ვებ გვერდი სახელად ***. როგორც ჩანს, მათაც ჰქონდათ იგივე იდეა, რაც ჩვენ. მათ დაიწყეს mod-ების აღება driftmods.net-დან და შემდეგ მათი განთავსება ***.com-ზე. თუმცა ეს ფაქტი ჩვენ დიდად არ გვადარდებდა. ჩვენ გაფიცვის მიზნით გავაკეთეთ იგივე, რაც მათ. ამისათვის ჩვენ უბრალოდ დავაკოპირეთ მათი ექსკლუზიური mod-ები და შემდეგ განვათავსეთ ჩვენს ვებ გვერდზე: driftmods.net ! *** - საიტის მფლობელმა (Rodrigo)-მ დამამატა მე msn-ში და დაიწყო ჩემთან საუბარი. მან მითხრა, რომ შემეწყვიტა მათი mod-ების დაკოპირება. ამავე დროს DriftInc-ის ვებ გვერდზე გამოჩნდა ახალი სიახლე. MagnoT-მა გამოაქვეყნა პოსტი და განაცხადა რომ ის აღარ აპირებდა AE86 Mod/LFS Car Importer-ის გამოშვებას, რადგან აღმოაჩინა ვებ გვერდი, რომელიც უკვე აკოპირებდა მის mod-ებს. ის ასევე საუბრობდა driftmods-ზე. ჩვენ ნამდვილად ვიყავით ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მე დავწყე MagnoT-თან საუბარი იმაზე, თუ როგორ იფიქრა რომ ისეთი ვებ გვერდი, როგორიც არის driftmods დააკოპოპებდა მის mod-ებს. ეს შემაშფოთებელია. მან არ იცოდა, რომ driftmods იყო ჩემი ვებ გვერდი. მე რათქმაუნდა არ მინდოდა ამის თქმა, რადგან ეს გამოიწვევდა ჩვენს შორის ბრძოლას. ის იყო ძალიან მაგარი ბიჭი და ამავდროულად DriftInc - ძალიან ძლიერი გუნდი. მათ ჰქონდათ საუეკთესო mod-ები და ზოგიერთი ნამდვილად კარგი ვიდეო. მე არ მინდოდა, რომ ის გამხდარიყო ჩემი მტერი. რამოდენიმე ხნის შემდეგ მე მას ვუთხარი, რომ driftmods იყო ჩემი ვებ გვერდი და ისიც, რომ მე ვაკოპირებდი მის mod-ებს. როგორღაც ის მიხვდა ამ ყველაფერს და გვაპატია. მან ჩემთვის დაიწყო რამოდენიმე LFS Mod-ის სურათების ჩვენება, რომელზეც მუშაობდა. მე ვფიქრობდი, რომ მანქანა გამოიყურებოდა ნამდვილად იდეალურად. რამოდენიმე დღის შემდეგ ჩვენ ისევ დავიწყეთ საუბარი LFS Car Importer-ის შესახებ და მან მითხრა, რომ აპირებდა პროგრამის გამოშვებას იმ ღამეს. ეს იყო ნამდვილად რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. ეს გახსნიდა სრულიად ახალ სამყაროს და საშუალებას მისცემდა ყველას გაეკეთებინათ საკუთარი Live for Speed mod-ები ! მეორე დილით მე გავიღვიძე და დავინახე, რომ MagnoT-მა გაავრცელა LFS Car Importer-ის პროგრამა. იმ დღეს აბსოლიტურად ყველამ დაიწყო mod-ების გაკეთება Live for Speed-ისთვის. რამოდენიმე ხნის შემდეგ driftmods-ის ვებ გვერდი დაზიანდა (crashed) და 1 წლის განმავლობაში გათიშული იყო. მე გავიცანი Rene (DMGarage) და შევიტყვე ინფორმაცია mod-ებზე რომელსაც ის აკეთებდა. მე ვკითხე სურდა თუ არა მას DMGarage-ის შეერთება Driftmods-თან ? რათქმაუნდა მივიღე თანხმობა და სწორედ ამიტომ ჩვენ გავერთიანდით. Driftmods.net დაბრუნდა. იმ დღიდან მოყოლებული driftmods-მა შეწყვიტა ყველა live for speed-ის შემთხვევითი მოთამაშე ბავშვების მიერ გაკეთებული mod-ების განთავსება ვებ გვერდზე. ჩვენ მხოლოდ გვსურს დავჰოსტოთ (host) საუკეთესო mod-ები, Live for Speed modding-ის ისტორიაში. არანაირი ნაგავი, მხოლოდ საუკეთესო და უმაღლესი ხარისხის (high quality) მქონე mod-ები, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება. როესაც *** ფორუმი გაუქმდა, ჩვენ დავიწყეთ Live for Speed modding საზოგადოების შერჩევა. აქედან მოყოლებული საზოგადოება ვითარდებოდა (ამ სფეროში), აუმჯობესებდა მანქანების ხარისხს და ქმნიდა ძალიან დეტალიზებულ mod-ებს. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს Live for Speed-ში Modding-ი იქნება მიღებული ოფიციალური LFS-ის საზოგადოების მიერ (lfs.net/lfsforum.net). ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დამოკიდებულია თამაშის დეველოპერებზე (devs). თუ ისინი ხელს შეუწყობენ modding-ს, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას რომ არსებული საზოგადოება ამ სფეროში კიდევ უფრო წინ წაიწევს, ხოლო ხალხი კი კვლავ გააგრძელებს გართობას mod-ებით. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მეგობრებთან ერთად იმუშავებენ mod-ების გაკეთებაზე და გააგრძელებენ საკუთარი ცოდნის გაღრმავებას - 3D მოდელირებაში. თუ თამაშის დეველოპერები თავს დააღწევენ modding-ის მხარდაჭერას შემდგომი პატჩის გამოშვებით, ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი აქ დასრულდება. - Endless www.driftmods.net
-
გუშინ ვითამაშე და ერთადერთი რაც ამ თამაშს აკლია ეს აშკარად ამინდის ცვალებადობაა. გარდა ამისა საშინელი ოპტიმიზაცია აქვს და ბაგებით გამოტენილია. სეივებს ვერ ტვირთავს ან საერთოდ არ იმახსოვრებს. 64bit ვერსიის ჩართვის დროს კი კლავიატურის არცერთი ღილაკი აღარ მუშაობს. დანარჩენი იგივეა რაც MotoGP-ის სერიებში. არაფერი ახალი და განსხვავებული. არც მომავალი MotoGP™15 იქნება ისეთი როგორსაც ვიდეოში აჩვენებენ.
-
Ride Videogame
-
Spintires [Repack] [RUS|Multi18] (2014) (v.1.0 Build (19/03/15 v3) ბოლო განახლება: Build (19/03/15 v3) - Default Public Build (Stable) update
-
თემა ჩასასწორებელია და როცა მოვრჩები აქაც დავწერ ინფორმაციას. მანამდე აქ ნახეთ: Assetto Corsa, Your racing simulator
-
როგორც იქნა მოვრჩი ამ სტატიის თარგმნას და გასწორებას. იმედია ვინმეს გამოადგება :confused: მანქანის პარამეტრების დაკონფიგურება სახელმძღვანელო დამწყებებისთვის - Beginners Guide Setup-ის გაკეთების ან შეცვლის მთავარი მიზანია მანქანისგან მივიღოთ მაქსიმალური შესაძლებლობები (performance) და ამავდროულად შევინარჩუნოთ მაღალი დონის მართვა. Understeer და oversteer განმარტებები: Understeer - თუ მანქანა არ რეაგირებს საჭის მობრუნების დროს და მოსახვევში შესვლისას საჭე ძალიან გარბის კუთხეებში, მაშინ ეს არის Understeer. მოცემული სიტუაცია გამოწვეულია წინა საბურავების ნაკლები მოჭიდებით. კომპენსაციისთვის, მძღოლს შეუძლია ნაკლებად მოუხვიოს საჭე, რადგან არ გადააჭარბოს წინა საბურავების მოჭიდების ზღვარს (traction limit). საუკეთესო მაგალითი: საინტერესო სტატია: Understeer Oversteer - Oversteer არის სიტუაცია, რომლის დროსაც მანქანის უკანა მხარე აღარ ექვემდებარება კონტროს ან "კარგავს" მას. ეს გამოწვეულია უკანა საბურავების მოჭიდების ნაკლებობით. მძღოლს შეუძლია კომპენსაცია მოხდინოს counter steering-ის მეშვეობით და საჭე აიღოს მოსახვევის საპირისპირო მიმართულებით ან (თუ მანქანა არის მხოლოდ უკანა ან ოთხივე წამყვანი თვლით) შეამციროს აქსელერაცია (reduce throttle input). საინტერესო სტატია: Oversteer ეს მართვასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება მოხდეს როგორც 1 წრის განმავლობაში ასევე უბრალო გარკვეულ სიტუაციებშიც. არსებობს რამოდენიმე პარამეტრი რომელიც შეიძლება შესწორებული იყოს მანქანის setup-ში. მოცემული გზა დაგეხმარებათ აღმოფხვრათ მსგავსი მართვასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც საშუალებას მისცემს მძღოლს მანქანისგან მიიღოს უფრო მეტი სიჩქარის პოტენციალი გზაზე. Richard Hammond-ის მარტივი ახსნა :shades: ესეც LFS-ის მაგალითზე: სხვა გამოსადეგი ბმულები ამ საკითხთან დაკავშირებით: Controlling understeer and oversteer Driving Tips Number #3 Understeer & Oversteer MUSTANG OVERSTEER & UNDERSTEER EXPLAINED What is understeering and oversteering ? მანქანის პარამეტრების (setup) შექმნა ნულიდან ამ სახელმძღვანელოში საუბარია მანქანის პარამეტრების გასწორებაზე - Live for Speed-ის სქემებისთვის (layout). არ არის კარგი იდეა თავიდან ბოლომდე იმუშაოთ თითოეულ პარამეტრზე თანმიმდევრობით, რადგან თითოეულმა შეიძლება გავლენა მოახდიონს შემდეგზე. როდესაც თქვენ კომფორტულად შემნით პარამეტრებს მანქანისთვის, შემდეგ შეგეძლებათ ისწავლოთ თუ რომელი პარამეტრი ახდენს ეფექტს სხვაზე. მუხრუჭები - Brakes Maximum per wheel - ეს პარამეტრი არეგულირებს დამუხრუჭების ძალას. ოპტიმალური მნიშვნელობის მოსაძებნად მუხრუჭები უნდა შემოწმდეს სწორ გზაზე მაღალი სიჩქარის განვითარებით და შემდეგ მისი მკვეთრად დაგდებით დაბალ სიჩქარიან მოსახვევში. მაგ. როგორიცაა hairpin. დაარეგულირეთ ეს პარამეტრი ისე, რომ თქვენ იპოვოთ ის წერტილი სადაც საბურავები არ დაიბლოკება და არ შეწყვეტს ბრუნვას ძლიერი დამუხრუჭების შემთხვევაში. Brake balance - დამუხრუჭების ძალის ფარდობითი წილი წინა და უკანა ბორბლებს შორის. მოცემული პარამეტრი მიზნად ისახავს ბალანსს, რაც დამუხრუჭებას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. ეს კი თავიდან გვაცილებს საბურავების დაბლოკვას და მანქანის არასტაბილურ მდგომარეობაში ყოფნას. ABS - Anti-lock braking system ვიდეოები: LFS-ის მაგალითზე: სავალი ნაწილები - Suspension ვიდეოები: Ride height - მანძილი მანქანის შასის (chassis) და გზას შორის. შეეცადეთ მანქანის კლირენსი მაქსიმალურად მიაახლოვოთ გზის საფართან, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. ასევე ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ არ მოხდეს მათი ერთმანეთთან კონტაქტი ან საბურავების "კრილოსთან" (ფრთასთან) მოდება "bottoming out". თუ მანქანა ეხება გზის საფარს, მძღოლმა შეიძლება მომენტალურად დაკარგოს მოხვევის უნარი. Stiffness - ზოგადად რბილი (softer) სავალი ნაწილი უზრუნველყოფს მეტ მოჭიდებას, მაგრამ მხოლოდ რეაგირების ხარჯზე. Setup-ის ნებისმიერი ელემენტის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ცადეთ იპოვოთ ბალანსი. იმისათვის რომ გქონდეთ უფრო მეტი oversteer-ი, მაშინ გამოიყენეთ რბილი პარამეტრები წინ და უფრო უხეში (stiffer) უკან ან პირიქით. Bump damping - რაც უფრო მაღალია პარამეტრი, მით უფრო არ სურს (reluctant) სავალ ნაწილს სწრაფად შეკუმშვა (compress). ბიძგები (Damping) ზოგადად უზრუნველყოფს საწინააღმდეგო ძალას (opposing force) ნებისმიერი სავალი ნაწილის მოძრაობის დროს. Rebound damping - რაც უფრო მაღალია პარამეტრი, მით უფრო არ ცდილობს (reluctant) სავალი ნაწილი სწრაფად ამოსვლას (დაბრუნებას საწყის პოზიციაში - rebound). Anti roll - მაღალი anti roll ამცირებს მანქანის გადახრის ან მოსახვევში დახრის ტენდენციას რეაგირების ხარჯზე. ერთი სიტყვით აქ მთავარია - ბალანსი. ზოგადად საუკეთესო შემთხვევაა: მაღალი anti roll, ხანგრძლივ და მაღალ სიჩქარიან მოსახვევებში, ხოლო დაბალი anti roll, ხანმოკლე და დაბალ სიჩქარიან მოსახვევებში. ვიდეოები: მოხვევა - Steering Maximum lock - წინა საბურავების მაქსიმალური მოხვევის კუთხე, სადამდეც ბრუნავს საბურავი. მოცემული პარამეტრი აღინიშნება გრადუსებით (degrees). ვიდეოები: Parallel steer - 100 % მნიშვნელობა ნიშნავს, რომ წინა ბორბლები რჩება ერთმანეთთან შესანიშნავ დამოკიდებულებაში - საჭის მექანიზმთან ერთად. მნიშვნელობა 0 % ნიშნავს, რომ შიგნით (inside) მდებარე წინა საბურავი უხვევს უფრო მეტად, ვიდრე გარე (outer) საბურავი. ეს ჩვეულებრივ გვაძლევს უკეთეს შედეგს და უფრო მგრძნობიარე (responsive) მოხვევას. Caster - მოცემული პარამეტრი გავლენას ახდენს camber-ის რაოდენობაზე, რომელიც დაემატა საჭის input-ს წინა თვლებზე. მეტი caster ასევე იძლევა უფრო სტაბილურ უკუკავშირს (feedback) საჭის მეშვეობით. ვიდეოები: სტატიები: WHEEL ALIGNMENT EXPLAINED Camber, Caster, and Toe The Caster Angle Effect Caster Angle Basics Caster And Camber Tech Castor or Caster angle Caster and Camber – by Peter Winton Toe in - დადებითი toe in ზრდის სტაბილურობას, მაგრამ ამცირებს მანქანის მოხვევის შესაძლებლობას მოსახვევში. უარყოფითი toe in-ს გააჩნია საპირისპირო ეფექტი. ვიდეოები: დამატებითი ინფორმაცია: Toe (automotive) Wheel Toe-In and Toe-Out Theory What Is Toe, And Why Should You Use It ? Toe-out and Handling წამყვანი თვლები - Final Drive Differential - არსებობს რამოდენიმე სხვადასხვა სახის დიფერენციალი. ჩაკეტილი, ღია, გადაბმულობის ტიპი (შეზღუდული მოცურების დიფერენციალი - LSD - Limited Slip Differential) და ბლანტი LSD. ვიდეოები: Locked differential - წამყვანი ბორბლები ნებისმიერ დროს ბრუნავს ერთი და იმავე სიჩქარით. ზოგადად ეს იძლევა 100 %-იან სიმძლავრეს გზაზე, მაგრამ გააჩნია ხარვეზები. კონკრეტულად კი მოსახვევში შესვლის დროს (lift off) understeer, და მოსახვევიდან გამოსვლის დროს (power on) oversteer. დაბლოკილი დიფერენციალი (locked diff) იდეალურია მხოლოდ drag racing-ისთვის, რადგან წამყვან თვლებს მიაწოდებს მაქსიმალურ სიმძლავრეს სწორ გზაზე. Open differential - თითოეული საბურავი თავისუფლად ბრუნავს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ზოგადად ეს გვაძლევს მოსახვევში შესვლის დროს oversteer-ს და მოსახვევიდან გამოსვლისას understeer-ს. ვიდეოები: Clutch pack LSD - power პარამეტრი აკონტროლებს რამდენი დაბლოკვის პროცენტი გამოიყენოს მაშინ, როდესაც ცხენის ძალა გადაეცემა ძრავიდან წამყვან თვლებს. Coast პარამეტრი აკონტროლებს რამდენი პროცენტი გამოიყენოს მაშინ, როდესაც ძრავი დაუტვირთავ რეჟიმში იმყოფება (მასზე დატვირთვა შემცირებულია - იგულისხმება ძრავის ბრუნვის შემცირება - decelerating). Preload განსაზრვრავს ორ საბურავს შორის მინიმალური ბრუნვის (torque) სხვაობას, რაც აუცილებელია მათთვის რადგან იბრუნონ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. მაღალი მნიშვნელობა ისეთი როგორიცაა 800 Nm, შესაბამისად ხდის მანქანის ქცევას ისეთს თითქოს უმეტეს შემთხვევაში ის არის ჩაკეტილი დიფერენციალი. Viscous LSD - რაც უფრო მეტია მოცემული პარამეტრი, მით უფრო ძლიერი დამოკიდებულებაა წამყვან თვლებს შორის. Gear ratios - გადაცემა (ამძრავი - Gearing) ყოველთვის იქნება კომპრომისული, ამიტომ overall ratio მიზანია მოგვცეს საუკეთესო აჩქარება და მაქსიმალური სიჩქარე. ვიდეო: Final drive ratio - ეს პარამეტრი არეგულირებს საერთო თანაფარდობით (overall ratio) ყველა გადაცემას ერთად. ამ პარამეტრის შემცირების შემთხვევაში ყველა გადაცემა გახდება "taller" ან გრძელი (longer). საბურავები - Tyres Tyre type - ამჟამად LFS-ის შემქმნელს არ შეუცვლია საბურავის performance-ი. თუმცა არის რამოდენიმე გასათვალისწიენბელი ფაქტორი slick საბურავებთან მიმართებაში. R1 ეს არის softest ნაერთი და R4 კი არის hardest ნაერთი. რბილი ნაერთი იძლევა მეტ მოჭიდებას გაცვეთისა და გადახურების ხარჯზე. ძლიერი ნაერთის შემთხვევაში კი ეს ყველაფერი ხდება საპირისპიროდ. ზოგადად, ძლიერი (harder) საბურავები გამოიყენება გამძლეობით შეჯიბრებებში, ხოლო რბილი საბურავები კი საუკეთესო დროის დასაფიქსირებლად ან საკვალიფიკაციოდ. ვიდეოები: Pressure - საბურავში წნევის გაზრდა ოდნავ შეამცირებს საერთო მოჭიდებას (overall grip) და ასევე ოდნავ შეამცირებს საბურავების ზედმეტად გადახურების (overheat) ტენდენციას. Camber - მანქანასთან მიმართებაში საბურავების დახრის კუთხე. უარყოფითი camber აბრუნებს საბურავებს შასის ზედა მიმართულებით. დადებითი camber აბრუნებს ბორბალს შასის ზედა მიმართულებისგან დაშორებით. თუ თქვენი საბურავები გადახურდება შიგნითა (inside) მხარეს, მაშინ გაზარდეთ camber დადებითი მიმართულებით. თუ საბურავი გადახურდება გარეთა მხრიდან (outside), მაშინ შეამცირეთ camber უარყოფითი მიმართულებით. ვიდეოები: აეროდინამიკა - Downforce ვიდეოები: Wing angle - Downforce ახდენს ჰაერის მანიპულირებას რომელიც მიედინება მანქანის ზემოთ, რადგან მიაღწიოს უფრო მეტ მოჭიდებას. ამიტომ რაც უფრო სწრაფად მიდიხართ, უფრო მეტი downforce შეცვლის მანქანის მართვას რადგან ჰაერი სწრაფად მიედინება მანქანის ზემოთ და გამოიმუშავებს უფრო მეტ downforce-სს. რაც უფრო მაღალია ფრთის კუთხე (wing angle) მით უფრო მეტი downforce-ს გამოიმუშავდება. Downforce მაქსიმალურ სიჩქარეზე გააჩნია უარყოფითი ეფექტი, ასე რომ ჩვენი მიზანი არის ოპტიმალური შუალედის მოძებნა მოჭიდებასა და სიჩქარეს შორის. ვიდეო: ზოგადი რჩევები - General Tips გააკეთეთ რამოდენიმე ექსპერიმენტი, ცადეთ ექსტრემალური პარამეტრები და ნახეთ როგორ შეცვლიან ისინი მანქანის კონტროლს. მანქანის კონფიგურაციის შექმნის დროს არსებობს 2 მნიშვნელოვანი სიტყვა "კომპრომისი" და "ბალანსი". შეუძლებელია სრულყოფის მიღება, რადგან ყველაფერი კომპრომისზეა დამოკიდებული. თუმცა დღეს საუკეთესო ბალანსი გაიმარჯვებს. საინტერესო ვიდეოები: Setup-ის დასახელებასთან დაკავშირებული ძირითადი ინფორმაცია: 1) გრძელი setup-ის დასახელების მაგალითს წარმოადგენს: "FZ50 GTR_" და შემდეგ setup-ის სახელი. 2) მოკლე setup-ის დასახელების მაგალითს წარმოადგენს: "FZR_" და შემდეგ setup-ის სახელი. გისურვებთ წარმატებას ! ეს სტატია ინგლისური ენიდან ქართულად თარგმნილია sti228-ის მიერ. სტატიაში შეტანილია კორექტირება და დამატებულია ძალიან ბევრი გამოსადეგი: ინფორმაცია, სურათები და ვიდეოები. ორიგინალი სტატიის ბმული: Setup Development ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეო "რიმეიკი" რაც კი ოდესმე გაკეთებულა LFS-ში. ვიდეოს ავტორი: Vano Paniashvili მოცემულ ვიდეოს გამოეხმაურა Will Roegge: ANIMAL STYLE – PARKING LOT PARODY Westhill-ის გზის პირველი წარდგენა გამარჯობათ მრბოლელებო, ჩვენ ვფიქრობდით გვეჩვენებინა ხანმოკლე ვიდეო მასალა, სადაც ნაჩვენები იქნებოდა მომავალი გადაკეთებული გზის - Westhill Circuit სარბოლო გარემო. გზა რადიკალურად შეიცვალა - თქვენ მოგიწევთ ძალიან კარგი დაკვირვება, რადგან ამოიცნოთ. ის აღჭურვილა გრძელი გზებით, უფრო მეტი კონფიგურაციით და რამოდენიმე სასიამოვნო სურპრიზით ! თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო წარდგენა: ისიამოვნეთ ! ახალი ბეტა პატჩი: განახლებული Westhill-ის გზა გამარჯობათ მრბოლელებო, დღეს დილით ჩვენ გაჩვენეთ პატარა ვიდეო წარდგენა, სადაც ნაჩვენები იყო Westhill-ის განახლებული სარბოლო გზის გარემო. ჩვენ ეხლა გამოუშვით ახალი სატესტო (beta) პატჩი, ასე რომ შეგიძლიათ თავად შეხედოთ განახლებულ გზას. ეს ჯერ არ არის საბოლოო ვერსია - ასე რომ ნუ გაგიკვირდებათ თუ თამაშის დროს შეგხვდებათ რამოდენიმე შეცდომა (bugs). თუ თქვენ გადაწყვიტეთ ცადოთ სატესტო პატჩი და შეგხვდათ რომელიმე bug-ი, გთხოვთ შეგვატყობინოთ ამის შესახებ მოცემულ თემაში. ამ ბმულიდან თქვენ ასევე შეძლებთ პატჩის ჩამოტვირთვას: რედაქტირება - რამოდენიმე თამაშის შეცდომა დაფიქსირდა და უკვე ხელმისაწვდომია ახალი პატჩი: TEST PATCH 0.6G18 - New Westhill Circuit ეს სატესტო პატჩი თავისთავად შეუთავსებელია თქვენს LFS-ის ვერსიასთან. თუ აპირებთ შეუერთდეთ არსებულ სერვერებს, თქვენ უნდა გადააწეროთ მოცემული სატესტო პატჩი LFS-ის ფოლდერს, მაგრამ სანამ ამას გააკეთებთ აუცილებლად დააკოპირეთ ორიგინალი LFS-ის ფოლდერი ისე რომ გქონდეთ 2 ცალი თამაშის ვერსია. კიდევ ერთხელ გაითვალისწინეთ რომ ეს არის სატესტო პატჩი. მისი გამოყენება პირად რისკთანაა დაკავშირებული ! ვიდეო შედარება - ძველი და ახალი გზა: ორიგინალი პოსტები ოფ. გვერდზე: A first look at the rebuilt Westhill Circuit New beta patch : updated Westhill Circuit
-
ავტო სიმულატორი
- 669 replies
-
- direct drive
- gear drive
- (and 12 more)
-
ეგ დამატებითი პროგრამაა და არა თამაშის ახალი ვერსია: LFSLazy Test Patch G2 is available for testing. It is fully compatible and therefore Westhill is not included. It does have much better support for open configs and much better hidden object removal on all configs. You should not see too much of objects popping into and out of view at the wrong time. დღეს LFS-ის ახალი სატესტო პატჩი გამოვიდა: TEST PATCH 0.6G2 (Open Configuration Support)
-
Assetto Corsa
-
შეგიძია სხვა ფოლდერში გაუშვა საინსტალაციო და ნახო რა ფოლდერებს ქმნის. rfm ფაილი არის მთავარი ჩამრთველი და თუ არ ჩაირთვება თამაში შეგიძლია ამოშალო F1-ის rfm ფაილი. წესით მერე უნდა ჩაირთოს.
-
BeamNG.drive [RePack] [RUS / ENG] (2015) (0.3.7.6)
-
კი, რათქმაუნდა შეგიძლია დააყენო.
-
საინტერესო ვიდეოებია, გირჩევთ ნახოთ https://www.youtube.com/watch?v=aTIqQQSER-Q
-
rFactor Pro - Track Footage Videos ეს ადრე არ მინახავს
