Jump to content

შაკო

წევრი
  • Posts

    1960
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by შაკო

  1. თუ გსურთ იაფი კატეგორიის ტექნოლოგიით, 3–4-მაგი ფასის მქონე ძვირადღირებულ ტექნოლოგიას დაეწიოთ, ან ხართ გეიმერი და თქვენი კომპიუტერის წარმადობა თანამედროვე თამაშებისთვის არ გყოფნით, ან უბრალოდ გსურთ კომპიუტერის შიდა თუ გარე მიკროარქიტექტურაში და ზოგადად კომპიუტერულ ტექნოლოგიაში გაერკვეთ, ამ დანაკლისის შევსებასა და კონკრეტული ცოდნის შეძენაში Overclockers.ge დაგეხმარებათ. ფორუმი Overclockers.ge 2007 წელს შეიქმნა. გიორგი მარგებაძემ, ზვიად ხარატიშვილმა, ნოდარ სვანიძემ, დათო დვალმა, ვანო ნარიმანიძემ და ზურა უთმელიძემ ერთმანეთი ინტერნეტში სხვადასხვა ფორუმების საშუალებით გაიცნეს. პირველი ურთიერთობის საშუალებაც Skype და სხვადასხვა ფორუმები იყო, სადაც საკუთარ ინტერესებს და გამოცდილებებს ერთმანეთში ცვლიდნენ. როდესაც წინ წაიწიეს და ინფორმაციაც საკმაოდ დაგროვდა, გადაწყვიტეს, რომ ცალკე ფორუმი ჩამოეყალიბებინათ, სადაც თავიანთ გამოცდილებას მომხმარებლებს გაუზიარებდნენ და მათ პროგრამულ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევდნენ. შემდეგ მოგროვდა იუზერების ბაზა. საწყისი ეტაპზე ფორუმი 100 კაცისგან შედგებოდა, აქედან 90 მაყურებელი, ხოლო 10–აქტიური იყო. დასაწყისში ჩატარდა ბევრი ექსპერიმენტი, გაიტესტა უამრავი კომპიუტერული ნაწილი. იმ მომენტისათვის მსგავსი არაფერი ხდებოდა საქართველოში და Overclockers.ge-მ მხოლოდ ინტერესის გულისთვის, წმინდა ენთუზიაზმით დაიწყო ამ საქმის კეთება. როგორც ადმინისტრაციის წევრები ამბობენ, არც ერთ მათგანს ფორუმის დაარსებიდან დღემდე არანაირი მატერიალური სარგებელი არ უნახავს. ფორუმს ერთადერთი სპონსორი ჰყავს - კომპიუტერული მაღაზია Gitec, რომელიც ოვერქლოქერებს ახალი ტექნოლოგიით ამარაგებს. თავიდან ძალიან მარტივად დაიწყეს, ჰობის დონეზე. როდესაც ამოიწურა ყველა რესურსი და ჰაერის გაგრილების გამოყენებით უკეთესის მიღწევა შეუძლებელი გახდა, ექსტრემზე გადავიდნენ - წყლის, მშრალი ყინულისა და თხევადი აზოტის გაგრილების ტექნოლოგიების გამოყენებით ოვერქლოქერებმა გაცილებით უკეთესი შედეგები მიიღეს და საერთაშორისო ასპარეზზეც გამოიჩინეს თავი. დღეისთვის HWbot.org-ზე, რომელიც მსოფლიოს ოვერქლოქერების შეჯიბრის ერთ-ერთი მთავარი არენაა, უკვე არსებობს Overclockers.ge-ს გუნდი, რომელიც საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებს და 1700 გუნდში მე-80 ადგილზეა. ფორუმელების საქმიანობის მთავარი იდეა არის, იყიდო იაფად და მიიღო იმაზე მეტი წარმადობა, ვიდრე ძვირადღირებული ტექნიკით მიიღებ. იუზერების ნახევარი ფორუმზე შემოსვლისას კითხულობს „რა ვიყიდო ამ ბიუჯეტში?“. შესაბამისად, იღებს რჩევას, რა პოტენციალის ტექნოლოგია შეუძლია იყიდოს თავისი ბიუჯეტით. „მისი შეძენის შემდეგ კი ვეხმარებით შედეგის ამოწურვამდე, ოღონდ ისე, რომ არაფერი გააფუჭოს, რადგან ჩვენი ჰობი ექსტრემში ძალიან სახიფათოა. ერთი ვიდეო დაფის დატესტვას ერთი დღე მიაქვს, რთულ ტესტს შესაძლოა 2–3 დღეც დასჭირდეს. ჩვენ ვტესტავთ არა მაქსიმალურად ძვირფას ტექნოლოგიას, არამედ მეინსტრიმსა და საშუალო ფასის კატეგორიას, რომლის ყიდვის საშუალებაც ქართველ მომხმარებელს აქვს.“ ამბობს Overclockers.ge–ის ერთ-ერთი ძირძველი ადმინისტრატორი ზურა უთმელიძე, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და თანაფორუმელებს საზღვარგარეთიდან უახლესი ტექნოლოგიების შედეგებით იმ დანაკლისს უვსებს, რაზეც საქართველოში ხელი ნაკლებად მიუწვდებათ. „აქაური ფორუმელები ჩვენი სპონსორის “Gitec”-ის მიერ შემოტანილ მეინ სტრიმს და საშუალო პროდუქციას ტესტავენ, მე–High-end ტექნოლოგიებს, იმ ტექნიკას რაზეც საქართველოში ხელი არ მიუწვდებათ. შემდეგ კი საიტზე მიმოხილვას და ვიდეოს ვდებ, რომ იცოდნენ რამდენად ღირს ამ ტექნიკის ქართულ ბაზარზე შემოტანა. თავიდანვე, როცა ფორუმი ჩამოყალიბდა მე ვიღებდი ჩემ თავზე რისკს, ვტესტავდი ახალ ტექნიკას და თუ რაიმე გაფუჭდებოდა ვეუბენებოდი იგივე აღარ გაეკეთებინათ. ამ რისკზე იმიტომ მივდიოდი, რომ გერმანიაში უკეთესი საგარანტიო პირობებია, იოლად ცვლიან გაფუჭებულ ნაწილებს, მით უმეტეს, როცა რომელიმე კონკრტული ფირმის ტექნიკას კარგი შედეგით დადებ, ეს მისთვის მარკეტინგული სვლაა და აინტერესებს.“ ამჟამად ფორუმზე 3000 წევრია და დაახლოებით 100 მუდმივად ონლაინშია. მათი რეიტინგის და იუზერების რაოდენობის გაზრდას ადმინისტრაციის წევრები ფორუმზე არსებული მეგობრული გარემოს გავლენას მიაწერენ. ამბობენ, რომ ნებისმიერი ახალი იუზერის მიმართ ძალიან ტოლერანტული დამოკიდებულება აქვთ და სიამოვნებთ, როცა იუზერები მოგვიანებით აღიარებენ, რომ ფორუმზე დარჩენა სწორედ ამ მიდგომის და დამოკიდებულების გამო გადაწყვიტეს. აღსანიშნავია ისიც, რომ Overclockers.ge–ზე არა მხოლოდ ახალგაზრდები, არამედ შედარებით ასაკიანი იუზრებიც რეგისტრირდებიან. ბოლო დროს გოგონებიც გააქტიურდნენ და ერთ–ერთი მათგანი ადმინისტრაციის წევრიც კი გახდა. „ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ძალიან უცნაური მმართველობის სისტემა. ყველას ეძლევა ერთი ხმა და და არ არსებობს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. არც ერთ ადმინისტრაციის წევრს არ შეუძლია რაიმე გადაწყვეტილება მარტო მიიღოს, თუნდაც მეტი ჰქონდეს ნაკეთები ფორუმზე. ადმინისტრაციის გარდა, ზოგ შემთხვევაში იუზერებსაც ვაძლევთ ხმის ულებას. ნებისმიერ იუზერს შეუძლია მოითხოვოს „პოლი“ და ჩვენ მას აუცილებლად ჩავატარებთ,“ ამბობს “Overclockers.ge”–ის ადმინისტრაციის წევრი გიგა ჩოხელი. ოვერქლოქერები იმითაც ამაყობენ, რომ ბოლო 2–3 წელია ხალხის დამოკიდებულება კომპიუტერებს და თამაშების მიმართ საგრძნობლად შეიცვალა, რაშიც მათ ლომის წილი მიუძღვით. მათი აზრით, დღეში 1100 უნიკალური ვიზიტორი, ამას დამატებული მათი სამეგობრო წრე ცოტა არ არის საქართველოს ბაზრისთვის. მომხმარებელი აღარ მიდის ბრმად მაღაზიაში და არ ამბობს, რომ რაღაც გარკვეული თანხის ფარგლებში სჭირდება კომპიუტერი. იგი კონკრეტულად მოითხოვს იმ წარმადობის კომპიუტერს, რაც მას სჭირდება. „ეს ნიშნავს, რომ გაიზარდა ადამიანების განათლება და კომპიუტერული ნაწილების ცოდნა. ასევე, დიდი წვილი მიგვიძღვის ლიცენზირებული თამაშების გაყიდვაში. ბევრი პირატული თამაშებისგან თავს იკავებს, რადგან აცნობიერებენ იმ დანამატი ფუნქციების აუცილებლობას, რაც ლიცენზირებულ თამაშებს მოყვება,“ აცხადებს ზვიად ხარატიშვილი, “Overclockers.ge”–ის ადმინისტრაციის წევრი. ფორუმის ჩამოყალიბება და გაცნობა ოვერქლოქერებმა ორი ხმაურიანი ლან-ფართით აღნიშნეს. მათი აზრით, განსაკუთრებით მეორე ლან-ფართი, რომელიც კლუბ „ნაით ოფისში“ ჩატარდა, თავისი მასშტაბებით და წარმოდგენით უპრეცენდენტო შემთხვევა იყო საქართველოსთვის. შესაბამისად, ამ პერიოდში საგრძნობლად იმატა უნიკალური ვიზიტორების რაოდენობამ და 1300–სს მიაღწია. „მსგავს ფართს საზღვარგარეთ ერთი კონკრეტული მწარმოებელი აფინანსებს, სადაც თავისი პროდუქციის პრეზენტაციას აწყობს. საქართველოში ბაზრის სიმცირის გამო ასეთი რამ არ ხდება. არავის აინტერესებს ტექნოლოგიის ასეთ დონეზე გაშუქება, ვინაიდან არც მყიდველია შესაბამისი. საქართველოში მომხმარებელს სურს რაც შეიძლება იაფად შეიძინოს კომპიუტერი,“ ამბობს ზვიად ხარატიშვილი. ზურა უთმელიძის თქმით, გერმანიაში მსგავსი ტიპის ფორუმები ფულის შოვნის წყაროდაც კი გამოდგება: „მე პირადად მიმიღია კონკრეტული შეკვეთა. ვიღებ ვიდეო დაფას, ვუკეთებ ქულერის „მოდინგს“, სპეციალურ BIOS-ს ვუწერ და 100 ევროს სხვაობით forumdeluxx.de ან awardfabrik.de ფორუმებზე ვდებ გასაყიდად. საქართველოში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, რადგან მოთხოვნა არ არსებობს.“ მიუხედავად ტექნიკური და მატერიალური რესურსების ნაკლებობისა, როგორც ოვერქლოქერები ამბობენ, ნებისმიერი მსგავსი ფორუმი განვითარების ერთნაირ გზას გადის. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ძირითად საქმიანობასთან პარალელურად ვითარდება მეორადი განყოფილებები, სადაც ფილმების განხილვაც კი მიმდინარეობს. ოვერქლოქინგს, ფორუმის წევრების მხოლოდ მცირე რაოდენობა თუ ეწევა, ვინაიდან ბევრს არ აქვს ამის კეთების, დრო და ენერგია, ასევე ფინანსური რესურსები. თუმცა „ეს არის შოუ, რასაც ყველა ვერ აკეთებს, მაგრამ სიამოვნებით უყურებს.“ ავტორი:ნინა ბურჯანაძე
  2. 64 ბირთვიანი კომპიუტერები დიდიხანია გამოუშვეს ? :D
  3. ეე ბიჭო დაურეკეთ და კითხეთ ცოტა ტვინი გაუბურღეთ თორე არაფერსაც არ გეტყვიან
  4. ქლოუს
  5. დავაყენე სპასიბა დახურეტ
  6. ქართული წერა როგორ დავაყენო ?
  7. ვიწერ და ვნახოთ აბა ვაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააშაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა შენ გაიხარე ძმაო :*
  8. ნონ სთეამ ვ.32.2 მინდა 1.6 & 1.2 არ მინდა
  9. 666 posts იმედია არ დაენძრა ჩემს კომპს :D
  10. კაი 1-მა არ ივარგა და არც დანარჩენმა 5-მა ?
  11. არა, ეგრევე თისავს და იმ დროში რისი ინსტალიც მოასწრო მარტო ისენი გამოაქვს
  12. ქაუნთერს ვინდოზავრის ბრალი იქნება ? ადრეც მიკეთებდა და არარ მახსოვს რითი გამოვასწორე
  13. რაგაცას ვაინსტალირებ და ნახევრის ნახევრის ნახევარზეც არ არის მისული რო შეწყდა ინსტალაცია , სულ ეგრე აკეთებს და რა ვუქნა ?
  14. მადლობა ბიჭებო დახმარებისთვის , მაგრამ არცერთმა ხერხმა არ გაჭრა და ვინდოზავრი გადავაყენე :D
  15. ჩემი მაზერის ხმის დრივერი დამიდეთ რა :(
  16. სპასიბა ლომსამ რო რამე სიბრძნე არ თქვას ხო არ შეიძლება რა ლომსიკ
  17. ადრე ვიცოდი რაგაცნაირად მარა ეხა დამვიწყდა რაგაცა გავხსენი და გამორთო თასკ მანაჯერ
  18. 2 ლარი ღირს და იყიდეო რა ანუ მაგის დატესტვა მართლა რათ გინდა ? :D
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.