Jump to content

Harmony Lines

მოდერატორი
  • Posts

    9687
  • Joined

  • Days Won

    140

Everything posted by Harmony Lines

  1. სკაუტებში ალბათ ამ მანქანამ მოახდინა ერთ-ერთი დიდი შთაბეჭდილება ჩემზე, ისეთი მაგარი გამავლობა აქვს და დაკიდების სისტემა რომ რავიცი რაა, მინუსი ის არის რომ ძალიან პატარა საწვავის ავზი აქვს და მაგის გამოსავლად კარგად მოუფიქრებიათ ზევიდან ბენზინის ბალონების დამაგრება რომ შეგიძლია ეგ გეხმარება მაგრად, მაგითი უკვე საკმაოდ დიდ მანძილს გადიხარ...
  2. აი ყვლაზე კარგი ტესტი, სხვაობა კოლოსალურია უბრალოდ 4090-სა და სხვა ყველა დანარჩენ კარტას შორის, არადა ესე არ უნდა იყოს 3080-სა და 3090-ს შორის ამხელა სხვაობა ნამდვილად არ იყო RT ბირთვებში. ამ თაობაში კიდე ენვიდიამ ძალიან დაჩაგრა ყველა დანარჩენი, 4080-ი დებს 51 FPS-ს და აგერ ვიდეოში 4090 რას აკეთებს და პლიუს ამას ვიდეოს ჩაწერა მიდის პარალელურად, ანუ ზევიდან ერთი 5FPS-ი დაამატეთ კიდე... მიჩვევის თემაა ჰო, როცა შეჩვეული ხარ უკვე ულტრა სეთინგებს და 100ფპსებს, ეგრე იცის...^^
  3. 4080-მა 15ფპს-ით აჯობა ფაქტიურად კიბერპანკში RT რეჟიმში, ანუ 37 დადო 7900xtx-მა და 51ფპს დადო 4080-მა, ანუ 4080-ით ფაქტიურად შესაძლებელია თამაში RT-ით, ხოლო 7900-ით არა, ანუ რტ ბირთვები ბევრად მძლავრი აქვს 4080-ს, მაგრამ ისე 7900-ია 20ფპსით მძლავრი, ანუ დასკვნა რტით ვინც თამაშობს 4080-ი უნდა იყიდოს და ვინც მაგის გარეშე 7900xtx-ი, მაგრამ ერთადერთი 4090-ია რომელიც ასეც და ისეც ორივე რეჟიმში მონსტრია, სადღაც 35-40%-ით უფრო მძლავრია 4090-ი 4080-ზე და ანუ ეგ იმას ნიშნავს რომ 7900xtx-ი მარტო ოცნებებში თუ დაეწევა 4090-ს. რეალისტები ვიყოთ გაიზ. 4090-ი 60fps დებს rt რეჟიმში 4k-ზე და 2k-ზე 75-80ფპს მაინც დადებს. ერთადერთი კიბერპანკია სადაც ეს rt რეჟიმი ულამაზესს ხდის თამაშს თორე დანარჩენი დიდად გინდ ყოფილა და გინდ არა სადაც მინიმალისტურად არის ინტეგრირებული ეგ შუქჩრდიკები და ანარეკლები ჩასმული. კიბერპანკშიც იმიტომ არის ეგრე ეფექტური რომ ბევრი ნეონებია და ეს ნეონები და ფუტურისტული განათებები ლამაზად ირეკლება, დანარჩენი მომავალზეა უფრო დამოკიდებული როგორ გააძლიერებენ მაგ ეფექტს. ჯერ მაინც ძალიან ცოტა თამაში იყენებს ისე რომ შთაბეჭდილება მოახდინოს. 4090 ti გზაშია კიდე და ის კიდე ერთი 10-15%-ით მძლავრი იქნება 4090-ზე...)
  4. მუშაობის პროცესი მიმდინარეობს და ერთი-ერთში აკეთებენ სკალირებას ქალაქის და დიდ დროს მოითხოვს ყველაფერი, ამ წლის ბოლოსკენ ვარაუდობ მე ამ თამაშის გამოსვლას... გეიმფლეის ალბათ მალე ვიხილავთ ყკვე ნაქონის ივენთზე აჩვენებენ სავარაუდოდ. https://www.testdriveunlimited.com/en-US საიტი კარგად აქვთ უკვე მოწყობილი.
  5. მომილოცავს ბიჭებო, სულ ჰაი-ულტრა სეთინგებზე გაგეწუროთ ეგ კარტები.
  6. გუშინ ვუყურე და ერთხელ საყურებლად წავა რაა, ბლომად ექშენი იყო და აიდრის ელბა კიდე მაგარი მსახიობია ძალიან. ჰელოუინის ბოლო ნაწილს ვუყურე და სრული საცოდაობა იყო, ასეთი ბანძი ფილმი რატო გადაიღეს არ მესმის, მოკლედ ბევრად მეტს მოველოდი რა, 45 წელია მაიკლ მაიერსის ფრენჩაიზს იღებენ ამდენ ფილმს მოიცავს და ასეთი უღიმღამო დასასრული და სცენარი, ყველანაირი ეპიკურობის და კულმინაციის გარეშე.
  7. creative x-fi fatal1ty pro რათქმაუნდა, მაგ სიხშირეების მაღალ დიაპაზონს მაშინ აქვს მნიშვნელობა როდესაც მაღალი გარჩევადობის საუნდ სისტემას დააერთებ. სტანდარტულად 44Khz-ზე უნდა ამუშაო როდესაც სტანდარტული კომპის დინამიკები გიყენია.
  8. ძაან დონე თამაშია 26 ლვლზე ვარ მე უკვე, თავიდან ვერც მე გავუგე, პირველი მისია ხიდს რომ აშენებ ეგ იყო და ეგ რაც გავაკეთე და მერე გავიჭედე ცოტა, შიფტერის თემა სეთინგებიდან ნახე კარგად ჩასართავი ხომ არ არის. მე იქსბოქსის ქონთროლერით ვთამაშობ და საჭით ხო საერთოდ მაგარი იქნება. მისიების შესრულება რომ გაგიადვილდეს პირველი აუცილებლად გახსენი კოშკები. მეორე აკრიფე ისეთი მისიები რომლებიც არ მოიცავს ბევრ დავალებას, მაგალითად კონკრეტულად ერთ მიმართულებაზე რომ გიწევდეს მიტანა ტვირთის ისეთი. მესამე აუცილებლად დააყენე ტვირთისთვის კუზაო, ზოგ მისიებზე ძირს ყრია ტვირთები და კრანი დაგჭირდება, ზოგ მანქანას კრანი და კუზაო ორივე უყენდება და ეგეთი მანქანები ყველაზე ადვილად გასრულებინებს მისიებს. დაძებნე მიტოვებული მანქანები და მიიყვანე დანიშნუკების ადგილას. მეოთხე upgrade წერტილებზე მიდი და აკრიფე ყველა, ეგ ნაწილები გეხმარება შემდეგ მანწანების გაძლიერებაში უფასოდ. მანქანა დალიფტე აუცილებლად და ძრავი და დაკიდების სისტემა და ხიდების სისტემა გაუძლოერე. საბურავები მაღალ შიპიანები დაუყენე. და გაგიადვილდება ტალახებში გადაადგილებაც. ჯალამბარი გააძლიერე აუცილებლად ფულს რომ მოაგროვებ ეგ დაგეხმარება სწრაფად ამოძვრე ტალახებიდან.
  9. ფენიქსივით აღვსდგები საკუთარი ფერფლიდან და მიჩიგანის ჭაობიან ველებს გადავთელავ.^^
  10. ოპტიმიზაცია როგორი აქვს ნეტა? ძაან სპეციფიური უტოპიური სურეალისტური კიბერ გარემოა და საინტერესოდ გამოიყურება. ღირს მოსინჯვა ჩემს 10 წლის ლეპტოპზე?
  11. @მათე არამგონია იმიტომ რომ თრეილერშივე ჩანს რომ დროის ცვლილებაზეა საუბარი და ესეიგი გააკეთებს მაგას, ვისურვებდი ერთადერთი მაღალი დონის თუ არა ნორმალური ფილმი მაინც გამოვიდეს და გამაღიზიანებელი ნონსენს სცენებით არ იყოს გამოტენილი სიუჟეტი.
  12. @მათე სინათლის სისწრაფის განვითარება ფლეშს და სუპერმენს შეუძლიათ, სუპერმენმაც დააბრუნა დრო და შეცვალა მომავალი, დისის კომიქსებში მაინც ყველაზე ძლიერი ბეთმენი ხდება, ყოვლისმომცველ ცოდნის ძალას მიიღებს და რაღაც სისასტიკედ იქცევა ტიპი, მაგაზე რატომ არ იღებენ ფილმს ან თუნდაც beyond batman-ზე, მომავლის ბეთმენის სამყარო მაგრად გაასწორებდა, დისის აქვს მასალა რა ბევრი, მაგრამ სულ სხვა რაღაცეებს მიედ მოედება, მარველმა მაგარი დონე დადო ძალიან თავის დროზე მაგრამ მეოთხე ფაზა სრული კრახი იყო ფაქტიურად, მეხუთე ფაზიდან ერთი secret invasion-ს მუღამი მაქვს...
  13. უმაგრესი ვიდეო, მეორე ნაწილი რედ როქიდან ინსპირაციული იყო რაღაცნაირად და თან ძაან ჩილ. იმედია 11 მარტს გაღუნავს იმ რუსს...^^
  14. მე კიდე პირიქით ეს მირჩევნია CW-ს სერიალის ფლეშს. ის ძაან დრამა ტიპია და ფლეში კიდე ყველაზე მხიარული პერსონაჟია ჯასთის ლიგაში კომიქსებში და ეს ტიპიც ეგეთ ფლეშს ანსახიერებს ზუსტად. რატო აითვალწინე არ ვიცი, ალბათ დიდი ხანია შეჩვეული ხარ იმ CW-ს ფლეშს და მაგიტომ...:დ აა გამახსენდა მათე, შენ მაგის სირბილის სტილი გაღიზიანებდა ხელებს და ფეხებს რანაირად იქნევსო...:დდ
  15. მგონი ეს ფილმი იქნება DC-ს ბოლო იმედი, რაღაც სასწაულ მოლოდინში ვარ, ჯერ მაიკლ კიტონის ბეთმენი დაბრუნდა, პლიუს ბენ აფლეკის ბეთმენიც, პლიუს სუპერგერლიც ჩანს, მოკლედ იმედი მაქვს რომ რაც დისიმ ბოლო წლებში იმედები მოკლა ეს ფილმი დაუბრუნებს ხალხს იმ დაკარგულ იმედს, თრეილერში ვე ეტყობა რომ გადაღება და სიჯიაიზეც მაგარი ნამუშევარი აქვთ და იმედია სთორიც კარგი ექნება, ნუ იდეაში ეს ფილმი იქნება მთვარი განმსაზღვრელი ყველაფრის იმიტომ რომ მომავალს და წარსულს ცვლის როგორც ჩანს ფლეში ამ ფილმში და სავარაუდოდ ეს როგორც დასრუდლება მაგას მიებმევა ჯეიმს განის დაწერილი სცენარები შემდეგ. მარველს რაც შეეხება გალაქტიკის მცველები ბოლო მესამე ნაწილის თრეილერი დაიდო და ამ ფილმით ტოვებს მარველს ჯეიმს განი და გადაერთვება დისის სამყაროზე. იმედია ესეც კარგი საყურებელი იქნება როგორც წინა ორი იყო ა კარგად ვიხალისებთ. ჰო კიდე ერთი ნიუსი მოკლედ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, Ant-man-ს მესამე ფილმი რომელიც 17 თებერვალს გამოდის ახლა 3 დღეში ეგ იქნება განმსაზღვრელი MCU-ს მთლიანად მეხუთე ფაზისაო და შემდეგი მოვლენებისაც, მთავარი ვილანი არის კენგი რომელიც ევეინჯერების მეხუთე და მეექვსე ნაწილში იქნება ასევე, ამიტომ ენთმენის ფილმი იქნება მთავარი გარდამტეხი ყველაფრის.
  16. ცოტა შოკირებული ვიყავი, მაგრამ სასიამოვნოდ შოკირებული, ფაქტიურად ყველაფერი ჩაეფუშა რაც კი ჩაფიქრებული ქონდა მახაჩევს, ვოლკანოვსკი ისე იცავდა თავს პარტელში რომ პირდაპირ გაოცებული იყო. ჯერ მსგავსი რამ ა მომხდარა, მაგრად გამისოწრდა რომ ვოლკიმ სახე აუდუღა მაგ გაყეყეჩებულ დაღესტნელს, იბრიქებოდა დავანოკაუტებ დავანოკაუტებო, საკადრისი პასუხიც მიიღო. მე ვფიქრობ რომ ფრე უფრო იყო ვიდრე გამარჯვება, თუმცა მსაჯებმა 3 რაუნდი მიცეს მახაჩევს მოგება და 2 რაუნდი ვოლკის. სულ ცოტა დააკლდა სულ სულ ცოტაც და აფინიშებდა...
  17. ჰო ის ვაიბი დაკარგა ზუსტად მესამე ფაზის შემდეგ მარველმა და ვნახოთ ენთმენი რას იზამს. ერთი secret invasion-ს იმედი მაქვს იმიტომ რომ ნიკ ფიურიზე და შიდა სამზარეულოზე იქნება და საინტერესო სერიალი ჩანს ერთი შეხედვით. დანარჩენები ვნახოთ რას იზამს. ამ დისნეიმ ძაან გააბავშურა და გაამასხარავა ბოლოსკენ და ზომიერებას რომ გაცდა ცოტა არ იყო და გამაღიზიანებელი გახდა უკვე ბოლოს, და ეს სერიალი ეგრე მეეჭვება იყოს. იდეაში ახალი ევენჯერებიც უკვე სახეცვლილი იქნება, ძველებიდან ნახევარი თიმია დარჩენილი და სულ ახლები წამოვლენ წინა ფლანზე. ჰენრი ძაან მევასება, ჯიგარია ყველანაირად საერთოდ. ცოტა გამოახალისებს დისის უფრო და სიდარქის მაგივრად უფრო კომედიურ სატირაში გადაიყვანს ჯეიმს განი, ფისმეიქერიც და სუიციდი სქუადიც ეგრე იყო იდეაში და მაგ ხაზს გაყვება. ერთი ფლეშის მუღამი მაქვს მაგრად იმიტომ რომ მანდ მაიკლ კიტონის ბეთმენიც იჩიტება და ბენ აფლეკისაც და მაგრად გაასწორებს მულტისამყაროების თემატიკა იკვეტება პლიუს სუპერგერლიც იქნება. ფორსაჟი მესამე მე არ მევასებოდა ტავიდან, მაგრამ მოგვიანებით რაც JDM აუტო კულტურის გაცნობა დავიწყე მერე უფრო დამევასა, პირველი ტრილოგია ყველაზე მაგარი იყო მართლაც ფორსაჟში. @Gamer-4ever ყველაზე ძერსკი კომიკოსი იყო ვაფშე ლესლი ნილსენი, მაგრად ვხალისობდი მაგაზე და მერე იყო ჯიმ ქერი. ჯიმს მერე დეპრესიული პერიოდები დაეწყო, ახლა ბოლოს მსახიობობასაც დაანება თავი და ტქვა დავიღალე უნდა დავისვენოო და წავიდა სამსახიობო ინდუსტრიიდან.
  18. ბოლო ფორსაჟის თრეილერი დაიდო. მეათე სერიით სრულდება ეს ფრენჩაიზი. კი ჯორჯ ზოგადად კინო ინდუსტრია გაბანძდა პანდემიის შემდეგ, ადრე თუ წელიწადში 10 მაღალი დონის ფილმი იდებოდა ახლა მაქს 3-4 გამოდის. ყველა ჟანრში ეგრეა, ერთადერთი საშინელებათა ჟანრმა ამოქაჩა ბოლო ხანებში ადრე ძირითადად 4-5 ბალიანი ჰორორები გამოდიოდა, ახლა კდიე 6.5-7 ბალიანი ნორმალური დონის ჰორორები წელიწადში საკმაოდ გამოდის... სხვა ჟანრები კომიქსების თემატიკის დონე დაეცა უფრო ENDgame-ს შემდეგ, რაც აირონ მენი მოკვდა, მის მერე თითქოს ჰაიპი გაქრა, ბევრი ფანი მოაკლდა მარველს ძალიან, დისი ისედაც დაღმასვლაში იყო წლების მანძილზე, იმიტომ გააკეთეს რეორგანზიაცია მთლიანად, ჯეიმს განი აიყვანეს. მოკლედ ვნახოთ.
  19. https://www.roadandtrack.com/reviews/a35048821/mclaren-f1-is-still-the-definition-of-the-perfect-supercar/ Still one of the best Supercar in auto industry!
  20. ფედორ ემილიანენკომ დაასრულა კარიერა წაგებით, 2 დღის წინ ჩაატარა ბოლო ორთაბრძოლა მძიმე წონით კატეგორიის ჩემპიონთან რაიან ბეიდერთან და დამარცხდა, საბოლოოდ დაემშვიდობა ქამარს. 4 დღე დარჩა წლის ყველაზე პრინციპული ორთაბრძოლის ჩატარებმდე. მახაჩევი ვოლკანოვსკის წინააღმდეგ.
  21. გუშინ ვუყურე ჯეილოს ახალ ფილმს,ერთხელ საყურებლად ასწორებს, კარგი საყურებელი ექშენ კომედიაა...
  22. რათქმაუნდა ჩართული ყოველდღიურობაში, ეგ დამატებით ნაკადებია რაც გიზრდის წარმადობას, გაუთიშე და ნახავ რა წარმადობას მოგცემს მხოლოდ 8 ბირთვი და 8 ნაკადი, ეგ დამატებითი ნაკადები ყველაფერში საგრძნობ სხვაობას გიმატებს მულტიტასკინგიდან დაწყებული დამთავრებული სინთეტიკური ტესტებით თუ თამაშებით დამთავრებული, დაჟე ბევრი ვირტუალური ბირთვებად თვლის მაგ ნაკადებს, მაგ ნაკადებს იმ შემთხვევაში უთიშავენ როდესაც ექსტრემალურ ოვერქლოქინგს აკეთებენ სიხშირის მაქსიმალურად მაღალი ნიშნულის დასაფიქსირებლად, მაგ დროს ბირთვების რაოდენობასაც ამცირებენ არა მხოლოდ ნაკადების. ნაკადების გათიშვის გარეშეც შეიძლება რომ საკმაოდ დაბალი ტემპერატურები და დაბალი ელექტრო მოხმარება დაასტაბილურებინო პროცესორს ძაბვების და სიხშირეების კლების შედეგად. შენს შემთხვევაში ისედაც არა K ვერსიაა და K-სგან განსხვავებით უფრო ნაკლები აქვს ისედაც ენერგომოხმარება ასე რომ მაქსიმალურად სტაბილური და მინიმალური ძაბვის ნიშნულიც საკმარისი იქნება ეფექტური ზღვარის მოსაძებნად, არამგონია სხვა პარამეტრების სიღრმეებში შესვლისთვის და მანიპულაციებისთვის დროის დათმობა ღირდეს საერთოდ.
  23. დემნ ასწორებს, ალიასკა გავხსენი ფაქტიურად ბოლომდე...
  24. Black panther wakanda forever-ს ვუყურე გუშინ და ჩემდა გასაკვირად მომეწონა განსხვავებით პირველი ნაწილისა, მეორე ნაწილი ბევრად აქტიური და ჩამთრევი სცენებით იყო და როგორც პირველი ბოურინგ ეგეთი საერთოდ არ გამოდგა რაც გამიკვირდა ძალიან. მოკლედ ახალ ევეინჯერების ფილმში მხოლოდ 4-5 გმირი იქნება დარჩენილი ალბათ ძველებიდან, დანარჩენები სულ ახალი თაობა გმირები წამოვიდა რაა, ვნახოთ როგორ გაართმევენ თავს და იმ დონესთან მიახლოვებულ ჰაიპს მაინც თუ დადებენ რაც Infinity war და End game-ს დროს ქონდა MCU-ს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.