Jump to content

Harmony Lines

მოდერატორი
  • Posts

    9687
  • Joined

  • Days Won

    140

Everything posted by Harmony Lines

  1. მოიცა ვიდეო რომ დაგიდე იქ როგორიც იყო სტანდარტული UEFI აღარ აქვს ეგეთი? განაახლე თუ რა ქენი, ქარხნულად ეგეთი უნდა ქონდეს...
  2. მე ზოგადად კომიქსები მევასება, არ ვყოფ მარველს და დისის, ყველა ეკრანიზაციაში არის ლაფსუსები, მაგის გარეშე წარმოუდგენელია როდესაც რეჯისორი ადაპტაციას აკეთებს 60-70-იან წლებში დაწერილი კომქისის ცვლიან ბევრ რამეს და მოსდით ხარვეზები, ბევრი რაღაცის ახსნა მოეძებნბათ ხშირ-შემთხვევაში ბევრის არა, ინტერვიუბეშ თვითონვე სცემენ პასუხებს შემდეგ რეჟისორები, ჩემი საყვარელი კომიქსი მაინც Civil War რჩება და მისი ეკრანიზაცია, მაგაზე დავწერ მერე ერთ სტატიას ჩემს მიერ შექმნილ კომიქსების თემაში, რამდენად დიდი რაღაცის მატარებელია ეგ კომიქსი და ფილმი... რაც შეეხება შენს კითხვას, პირველად რომ ჩამოვიდა დარქსეიდი მაშინ 3-ვე ყუთი ქონდა და ისე ვერ მოერია მაშინდელ ღმერთებს, ამაზონლებს და გრინ ლანტერნებს და ა.შ. აქამდე მსგავსი რამ არ მომხდარა მისი არსებობის პერიოდში, იმიტომ რომ დარქსეიდი სულ იმონებდა სხვადასხვა სამყაროებს და ერთადერთი დედამიწა იყო რომელზეც კინაღამ მოკლეს და ყუთებიც წაართვეს და გადაანაწილეს, ამიტომ ვერც დაბრუდნებოდა მათ გარეშე, პლიუს შოკი და შიში მარცხისგან გამოწვეული... კიბორგის მამამ გამოაღვიძა ერთი ყუთი მხოლოდ და 3-ვე ყუთის შერწყმა არის საჭირო რომ პორტალი გაეხსნა და დაენგრია პლანეტა, რის შემდეგაც ადვილად დაიპყრობდა, ყუტების გვერდითი ეფექტიც არის კოლოსალური დამანგრეველი ძალა, მის გარეშე გაუჭირდებოდა, პლიუს ცოცხალ მკვდარი იყო პირველი ბრძოლის შემდეგ, ჯერ რეაბილიტაციას დაჭირდებოდა დიდი დრო და რეაბილიტაციის შემდეგ სამყაროებში მოგზაურობდა და იკრებდა ძალებს, იმონებდა არმიებს აგროვებდა და ანტი-სასიცოცხლო ფორმულის ძიებაში იყო, პირველად როცა ჩამოვიდა მაშინ არ იცოდა რომ დედამიწაზე იყო ანტისასიცოცხლო ფორმულა თან და ეგონა ამრტივად დაიპყრობდა როგორც სხვა პლანეტებს იპყრობდა, ეგ რომ ცოდნოდა სულ სხვანაირად იმოქმედებდა უკვე, DC-ში იმდენი უნივერსია ყველაში მოგზაურობს დარქსეიდი და იმონებს, მაგრამ მტავარი მისი მოგზაურობის მიზანი არის "ანტი-სასიცოცხლო" ფორმულის პოვნა, რომლიტაც სრულ კონტროლს მოიპოვებს ყველაფერზე, და ამის ძიებაში იყო აქამდე და სტეფენვოლფმა მაგიტომ მოძებნა სპეციალურად ეგ ფორმულა რომ მისი დანაშაული გამოესყიდა დარქსეიდდთან, და მაგიტომ ეუბნება ანტი-სასიცოცხლო ფორმულა ვნახე ჩემი თვალით ის დედამიწაზე არის მბრძანებელოო, სწორედ მაგან გაუღვივა ორმაგად დედამიწაზე დაბრუნების სურვილი, და შემდეგი ნაწილიც მაგაზე იქნება ზუსტად... ( მე ვარაუდობ რომ იმ დროიდნელმა რასებმა დედამიწაზე იცოდნენ რომ იყო ანტი სასიცოცხლო ფორმულა და მაგიტომ გაფანტეს ყუთები სპეციალურად და დაიცვეს დედამიწაზე რომ სიახლოვეს არ ყოფილიყო ერთმანეთთან და არ გაეღვიძა დარქსეიდს და არ დაბრუნებულიყო) პირველი მარცხის შემდეგ მიხვდა რომ მსგავსად ვერ დაბრუდნებოდა დარქსეიდი ისევ დედამიწაზე და მას სერიოზული წინააღმდეგობა დახვდებოდა სწორედ ამიტომ ბრუდნება სტეპენვოლფი და ეუბნება რომ დედამიწაზე აღარ არიან ის ღმერტებიო ზევსი რომელიც ჩანს პირველი ბრძოლის დროს, "კრიპტონელებიო" მწვანე ფანრებიო და ა.შ. და პლიუს სუპერმენიც რომ მკვდარი იყო ეგონა 3-ვე ყუთს გააერთიანებდა სტეფენვოლფი და ანტი-სასიცოცხლო ფორმულასაც ჩააბარებდა და დარქსეიდდთან დაშვებულ შეცდომებს გამოისყიდდა... ანუ ეგ იმას ნიშნავს რომ როდესაც პირველად ჩამოვიდა და დამარცხდა კრიპტონელებთანაც მოუწია მაშინ ბრძოლა სხვადასხვა რასებთან ერთად და სუპერმენი ჰომ ბოლო კრიპტონელია დედამიწაზე და მისმა სიკვდილმა როდესაც გამოაცოცხლა საბოლოოდ 3-ვე ყუთი, რაღა უშლიდათ ხელს ამიტომ გადაწყვიტეს ჩამოსვლა, ერთადერთი კრიპტონელი რომ ეთქვა დაიანას მაგ მომენტში უფრო გასაგები იქნებოდა... მაგრამ გადახვევებით თუ უყურე ისიც არ გექნებოდა გაგონილი მაშინ რომ კრიპტონელებსაც ახსენებს სტეპენვოლფი მანამდე როცა დედამიწაზე არსებულ რასებზე საუბრობს... ფაქ ამდენი მგონი ერთად არ მიწერია ამ საიტზე იმედია გავაქარწ#$% შენი ეჭვები მაინც და ტყუილად არ დავიცავი დისერტაცია ამ ფილმზე... აუ პირველი სრული თრეილერი დაიდო suicidesquad-ს გაიზ...
  3. ეგეთი კიდე 3 სამყარო გელოდება წინ, 4 პორტალია სულ, ეგ 2 დიელსი არის უძალიანმაგრესი ნამუშევარი, პირველი უშუალოდ ასასინების კრეტოზეა და ეგ მეორე ჩემი ფავორიტია საერთოდ ასასინების ისტორიაში, ყველაზე მაგარი ნამუშევარია, მუმიად ქცეული ფარაონები და ანუბისები და თემები, მოკლედ ეგ ბოლო დიელსი არის ეპიკური, თვითონ ბაიაკის პერსონაჟიც მევასება მაგრად, ისტორიაც კარგი აქვს პერსონაჟს, მაგრამ ეს ბოლო დიელსი საერთოდ სხვა დონეა რაა, ფენტეზი თუ გევასება ეგვიპტური სუბკუკტურა, ეგ ატმოსფერო გულგრილს არ დაგტოვებს...
  4. წინა გვერდზეც დავწერე მიზეზი, მაგრამ გეტყვი 2017 ში დაიწყო ზაკ შნეიდერმა გადაღება და მისმა შვილმა თავი მოიკლა და პროექტს და ზოგადად კინემატოგრაფიას ჩამოშორდა, ამიტომ ჯოშ ვედონს მისცა ვორნერ ბრაზერსმა ნება ტავიდან გადაეღო, ჯოშ ვედომი კი მარველის პროდიუსერია ამიტომ რაც გადაღებული იყო იმათგან ბევრი რამ ამოჭრა და რაც არ იყო დასრულებული, თვითონ გადაიღო და შეცვალა, აჩეხ დაჩეხა და რეალური 4 საატიდან დატოვა 1სთ და 48 წუთიანი ფილმი, სცენები გადანაცვლებულია არასწორი თანმიმდევრობით, ვერ გაიგებ რა აცოცხლებს დედა ყუთებს ფილმში და კიდევ ბევრი რამ ამოჭრილია, მათ შორის პერსონაჟებიც წაშლილი ფილმიდან, დისის ფანები უკმაყოფილოები იყვნენ ვედომის ვერსიით, ამიტომ პეტიციები გააკეტეს რომ დაესრულებინა ფილმი ზაკ შნეიდერს და გამოეშვა თავდაპირველი ვერსია, ამისთვის საკამრისი ფინანსები თვითონ ფანებმა და HBO MAX-მა გამოყო და დააფინანასა ეს პროექტი, ზაკ შნეიდერმა კი განაცხადა რომ სარეჟისოროდ რაც იყო გამოყოფილი ცალკე თანხა HBO MAX-დან თვითონ არ აიღებდა არცერთ თეთრს და სრულად მოახმარდა პროექტს რომ ფილმი იდეალურ დასრულებულ ვერსიაში გამოსულიყო და გაეხარებინა DC-ს ფანების გული, ამიტომ ფანებმა და HBOX max-მა გადაარჩინა ეს პროექტი თავიდან ბოლომდე, უხდის კდიეც მადლობას ფილმის სანამდ აიწყება დისის ფანებს და HBO MAX-სს პროექტის დასრულებისთვის... არ იციან ჯერ მოხდება თუ არა ტრილოგიის დასრულება, ზაკს სამართლიანობის ლიგის 3 ნაწილი ქონდა ჩაფიქრებული რომ გადაეღო, არავინ იცის ჯერ ვორნერ ბრაზერსი დარტავს თუ არა ნებას და დააფინანსებს შემდეგ ორ ფილმს, ძაან ატრაკებს ეს warner bros-სი რაა...
  5. Z490 UD-ს ბიოსთან შეხება მქონია და არ აქვს რთულად გასაგები ბიოსი, ყველა ბიოსი გავს ერთმანეთს დღეს, ძირითადი მაინც ერთი აქვთ, უბრალოდ დიზაინერული შტრიხებია ცოტა შეცვლილი... ეს ტაიჩის ბიოსი ტაიჩის ბიოსი გავს სტანდარტულ UEFI ბიოსის დიზაინს, რომ ვუყურებ ჩემი Z68 Deluxe გამახსენდა 2600K რაშიც მეყენა, ძაან მინიმალისტურია და მომწონს ძალიან...
  6. MEG Z490 Ace რას მეუბნებით რა gaming H და რა აორუს მასტერი, პრემიუმ ხარისხის 17 ფაზიანი დედაპლატაა (16+1) ამ დედაპლატაზე 4800-ზეც ძაან უპრობლემოდ დადგება ოპერები კიტებს გააჩნია უკვე მერე... ენთუზიასტებისთვის შექმნილი სერიაა სპეციალურად... კარგად გაეცანით ლინკს რაც დავდე, ზე დონის დედაპლატაა
  7. ვერ არის მასტერის დონის რას გულისხმობ? მსი ბაზუკაზე ჰომ არ არის საუაბრი, MSI MEG ACE ერთ-ერთ პრემიუმ კლასის დედაპლატაა 450ევრო იყო მაგის ფასი, ფასდაკლებულად ღირს ახლა მაგდენი, ანუ მაგ დედაპლატებიდან 10700-სს ყველა ამუშავებს უპრობლემოდ მშვენიერ ტემპერატურებზე მითუმეტეს შენს გაგრილებაზე, ოპერებსაც 3600-4000-მდე დააყენებ, ტაიჩი კიდე საერთოდ სხვა დონეა ვიდრე ეგ აოურუს მასტერი... სისულელეა მაგ გიგაბიტის დედაპლატაში მაგდენის გადახდა ეგ ასუსის დედაპლატები ბევრად იაფი ღირს და რეალურად რა სხვაობას იგრძნობ შენ იმაზე გააკეთე გათვლა... რეალური მიზეზი მაინტერესებს ისე თუ აორუს მასტერის ყიდვით ან ასუსის gaming e დედაპლატის ყიდვის დროს ჩველებრივი სტანდარტული მომხმარებელი რა სხვაობას იგრძნობს მაგ კომფიგურაციაში? კვების ფაზები იმატაც და იმათაც საკამრისას უყენიათ რომ მაგ პროცესორს ეყონ, ოპერატიულებს ორივეზე საკამრისად დააოვერქლოქინგებ უპრობლემოდ თუ მოგინდება, დანარჩენი აზრს მოკლებულია უბრალოდ ზედმეტს იხდი ტყუილად...
  8. 300 ევროში კარგი პლატების მეტი რა არის: ASUS ROG Strix Z490-E Gaming E gaming-ც, F gaming-ც მშვენიერი პლატებია... 360ევროში საერთოდ Taichi მოგდის, რომელიც ყველაფრით ჯობს მაგ გიგაბიტებს, საერთოდ სხვა ლეველის დედაპლატაა ეგ ტაიჩი, პრემიუმ მოდელია... Asrock Z490 Taichi 330 ევროში აგერ MSI-ს MEG ACE მოგდის ესეც პრემიუმ მოდელია ერთ-ერთი MSI - MEG Z490 Ace
  9. კი კი ყუთების გაერთიანება ხსნის პორტალს და ის განადგურება გაერთიანების გვერდითი ეფექტი იყო, რის შემდეგაც წინააღმდეგობის გამწევი არავინ ეყოლებოდა და ნაცარტუტად ქცეულ დედამიწაზე მარტივად ჩაიგდებდა ხელთ ფორმულას, რის შემდეგაც ნებისმიერ სამყაროს მარტივად დაიმონებდა, სავარაუდოდ ესე მგონია მე... კი ის მარსიანელი მაგრად გაასწორებს რომ შეუერთდება, და ერთი გრინ ლანთერნი დარჩა და ეგ არის სრული კლასიკური სამართლიანობის ლიგაც იკვრება...^^ რას გაუგებდი კადრები არასწორად იყო დალაგებული, ამოჭრილი ყველაფერი, დაჟე პერსონაჟები და სთორი ლაინები ხო ამოჭრა ტიპმა, ექშენებიც კი გაფილტრული აქვს... ამას რარას ჩეხავდა სულ 2 წუთ ნახევარია ისედაც ეს ექშენ სცენა...
  10. ამართლებ რა პროფაილ პიქს... აბა რას ვიძახდი ფლეშპოინტ პარადოქსის ამოჭრა შეიძლებოდა? საიბორგის ორიჯინსი ვაფშე დაჩეხეს, რეალურად რამხელა ძალები გააჩნია, რამდენი ლამაზი ექშენ სცენა ამოჭრეს და, მტავარი ან ის რამ გააცოცხლა ის დედა ყუთები, სუპერმენის ბოლო ხმამ გამოაღვიძა ზუსტად პარადემონები, ეგ პარადემონები გრძნობენ დედა ყუთების არსებობას, და ზუსტად იმიტომ ჩამოვიდნენ დედამიწაზე რომ იგრძნეს ყუთების გამოღვიძებით რომ სუპერმენი მკვდარი იყო და ადვილად დაიმონებდნენ დედამიწას, მანდ გიო კიდევ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დარქსეიდი რომ საუბრობს ანტი სასიცოცხლო განტოლება, სტეპენვოლფი როდესაც ეუბნება, მე დედამიწაზე ვნახეო ანტი საასიცოცხლო განტოლებაო ჩემი თვალითო, და წიტელი იეროგლიფები რომ გამოისახა დედამიწაზე, სიცოცხლის საწინააღმდეგო განტოლება გამოგონილი კონცეფციაა, რომელიც გვხვდება DC Comics– ის მიერ გამოცემულ კომიქსებში. ჯეკ კირბის მეოთხე სამყაროს გარემოში, სიცოცხლის საწინააღმდეგო განტოლება არის გრძნეული არსების გონებაზე სრული კონტროლის ფორმულა, რომელსაც ეძებს დარქსაიდი, რომელიც ამ მიზეზით აგზავნის თავის ძალებს დედამიწაზე, არსებობს კაცობრიობის ქვეცნობიერში. სხვადასხვა კომიქსმა განტოლება სხვადასხვა გზით განსაზღვრა, მაგრამ გავრცელებული ინტერპრეტაციაა ის, რომ განტოლება არის ცხოვრების უსარგებლობის მათემატიკური მტკიცებულება, (გამოწვეული, მიზეზების და გამო, შური, ბოღმა, ღალატი, სუიციდი, მკვლელობა, ჩაგვრა, ბირთვული ომები და ა.შ.). და სწორედ ამ განტოლებას ეძებს დარქსაიდი, რადგან სრული კონტროლი მოიპოვოს დედამიწაზე, სწორედ ამ განტოლების უქონლობის გამო იყო რომ ვერ შეძლო მან დედამიწის დამონება, მას არ სურს განადგურება, მას სურს სრული კონტროლი მოიპოვოს, ამ კონტროლით ის კაცობრიობას გადააქცევს პარადემონებად და გააკონტროლებს მათ... არსებობს ერთი კომიქსის ვერსია სადაც ბეთმენი ეუფლება მაგ ძალას და ყოვლის მცოდნე ხდება... მანდ კიდევ თუ დააკვირდი ლუის ლეინის ორსულობის ტესტი ჩანს ერთ კადრში და ის ორსულადაა, ზაკ შნეიდერს კითხეს და ლუის ლეინის შვილი გახდება ახალი ბეთმენიო, მოკლედ სერიოზული ამბები აიწევა რაა, თუ დათანხმდა ზაკმა კიდევ გადაიღებს სამართლიანობის ლიგის გაგრძელებას და იქ უკვე სავარაუდოდ დარქსეიდი ჩამოვა და მაგ ანტი სიცოცხლის ფორმულის ძიება წავა, მე მგონია სუპერმენი დაეუფლება მაგ ძალას ბრძოლის დროს და ევილ სუპერმენი გახდება და ზუსტად ისე განვითარდება მოვლენები შემდეგ როგორც ბეთმენის სიზამრში აჩვენებენ ბოლოს, ეს ჩემი პირადი თეორიაა, ასე რომ არ ვიცი რამდენად მოხდება, მაგრამ ლოგიკურია...
  11. აუ ძაან გაასწორა რაა, ზაკ შნეიდერი არის გენია ტიპი, კომიქსები იცის ზე იდეალურად და ზუსტად ის დასვა რაც კომიქსებშია მომხდარი, ბოლოს "ფლეშპოინტ ფარადოქსი" და "ჯასთის ლიგა დარკ აპოკალიფსი" ვისაც გაახსენდა ლაიქი, თუ ვერ მიხვდით კიდე ესეიგი არ გაქვთ წაკითხული კომიქსები, არც ანიმაციები ნანახი და გაატარეთ აზრი არ აქვს, რეალურად ის მოხდა რაც უნდა მომხდარიყო ზუსტად და ტიპმა ყველაფერი ჩადო ფილმში, იდეაში 4 საათიანი ფილმია მაგრამ გადაღლილობის შეგრძნებას საერთოდ არ გიტოვებს, იმდენად საინტერესოდ მიდის სიუჟეტი, ძველი ფილმი ვისაც ნანახია ქვს ჯოშ ვედომის ვერსია, იქედან გამოყენებული კადრებიც კი რეალურად ესე უნდა ყოფილიყო, ყველაფერი აბდაუბდად არის იმ 2017 წლის ვერსიაში, ნამდვილი ჯასთის ლიგა არის ეს და რა ის რაც ჯოშ ვედომმა გადაიღო, ტიპი მარველის პროდიუსერია ერთ-ერთი და ფილმს დედა უტირა, დაჭრა, სცენები ამოიღო, პერსონაჟები წაშალა, ორიგინს ლაინები გააქრო და მშრალი ქრინჯობა დადო ცარიელი ეფექტებით და აქ კიდე ყველაფერი დასაბუთებულად გადმოსცეს... მანდ მხოლოდ დედის ყუთების გაერთიანება არ არის მთავარი ფაქტორი, მეორე ფაქტორიც არის ჩადებული რომლის გამოც სურს დარქსეიდს დედამიწის დამონება, და ეგ შემდეგ ნაწილში იქნება უკვე ნაჩვენები კარგად, დდისის სინემათიქ უნივერსში საუკეთესო ფილმია თამამად შეიძლება ითქვას ბოლო 5 წლის მანძილზე რაც კი გადაღებულა... ყველაფერი კანონიერად გააკეთა ზაკმა აბსოლიტურად, მარველის მიბაძვა არ ეგონოს ვინმეს, კომიქსები წაიკითხეთ და მიხვდებით ყველაფერს, დანარჩენი რაც გადაღებულა დიდი ქრინჯობები იყო, man of steel-ს გარდა... (ww84 არ მიყურებია ჯერ, მაგრამ უკვე ვიცი რომ სიქრინჯის ეტალონი იქნება... :დ) რესფექთ ზაკ, იუ არ ფაქინგ ემეიზინგ მენ... გაფართოებას რაც შეეხება ჰოლივუდის ფილმები გადაღებულია არიქამ ელთი კამერებით, რომლებიც იღებენ 4:3 ასფექთ რეიტიოში, შემდეგ ხდება ჩამოჭრა ზედა და ქვედა მხარის და ხელოვნურად მიიღება 16:9 ფორმ ფაქტორი, ზაკმა კიდევ არ ჩამოჭრა სპეციალურად რომ მეტი კონცენტრირება მომხდარიყო ცენტრზე, და არ დაკარგულიყო სრული კადრი, ამიტომ ვისაც დისკომფორტს გიქმნით ძალიან მარტივად ადობე პრემიერში შეგიძლიათ ცამოჭრათ ზედა და ქვედა მხარე და მიიღებთ 16:9-ს... 21:9-ზეც ანალოგიური ტიპით ხდება ჩამოჭრა, ასე რომ მაგ ტიპის კამერები იღებენ 4:3-ზე, შემდეგ ხდება კორექტირება... მარცხნივ ჯოშ ვედომის ვერსია, მარჯვნივ ზაკ შნეიდერის...
  12. სხვა ფილმია სხვა ფილმი, ზევით დავწერე მაგაზე და ნახე ჩემი კომენტარი... 4:3-ს რაც შეეხება აგერ არის განხილული რეალური მიზეზი...
  13. ნახსენებია იმიტომ რომ აღარ ჩაასწორეს, თორემ იმ ფილმთან ზაკს არანაირი კავშირი არ აქვს, თვითონ არც აქვს ნანახი ის 2017 წლის ვერსია, თავადაც აღნიშნა ეგ ინტერვიუში ... ამ ფილმს სერიოზული გამოხმაურებები მოყვა ძალიან უკვე, CNN-ზე დაჟე სტატიაც დაწერეს სახელწოდებით რატომ შეიძლება ვუწოდოთ ზაკ შნაიდერის სამართლიანობის ლიგას ისტრიულიო... https://edition.cnn.com/2021/03/15/opinions/zack-snyders-justice-league-is-historic-farooqi/index.html rottentomatos-ზე 77%-ი აქვს აღებული უკვე რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია... https://editorial.rottentomatoes.com/article/zack-snyders-justice-league-first-reviews-the-bigger-better-clearer-version-we-should-have-gotten/ საკმაოდ დადებითი გამოხმაურებებია ვინც ნახა იძახიან ერთ-ერთი საუკეთესო სუპერჰიროუ ფილმი არისო და ვნახოთ რამდენად გაუწევს კონკურენციას მარველის შედევრებს...
  14. ჯორჯ არასწორი ინფორმაცია გაქვს, განგანათლებ მოკლედ, 2017 წელს რაც გადაიღეს ის ფილმი არის ჯოშ ვედომის გადაღებული, თავიდან დაიწყო ზაკ შნეიდერმა გადაღება, მერე მოკლედ შვილი დაეღუპა რის შემდეგაც დეპრესიაში იყო და ჩამოშორდა კინომატოგრაფიას და რაც გადაღებული ქონდათ ვორნერ ბრაზერსმა გააუქმა და ჯოშ ვედომს დართო ნება ხელახლა გაეკეთებინა ფილმი და დაესრულებინა, იმ ფილმის ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათსა და 48 წუთს, ბევრი რამეა ამოჭრილი და მაქსიმალურად გამარტივებული ვერსია, ახალ ვერსიას იმიტომ ქვია ზაკ შნეიდერის ვერსია რომ ეს ფილმი ტავიდან ბოლომდე ზაკ შნეიდერის გადაღებულია და გაკეთებული, ფილმში არიან დამატებული პერსონაჟები Joker, marsian manhunter, Deathastroke, კიდევ სხვა გმირებიც და მთავარი ანტაგონისტი Darksaid რომელიც საერთოდ არ არის ჯოშ ვედომის ვერსიაში, ეს გრძელი ვერსია კი არა საერთოდ სხვა ფილმია რომელიც მთლიანად ცვლის DC-ს სინემატიკური სამყაროს სთორი ლაინს...
  15. არ მიკვირს, ისეა გაძვირებული კარტები რომ პლიუს დეფიციტი, კარგი ქენი რომ F ვერსია არ იყიდე, 10700-ს ინტეგრირებულით გაიტან თავს ცოტა ხანს და F ვერსიაზე ვერ ჩართავდი საერთოდ სისტემას, ისე დიდი კრიზისია მაგ მხრივ და ვერ აწარმოებენ კარტებს მწარმოებლები, ძაან დიდი დეფიციტია, მაინერებს მიაქვთ სულ და დამზადებას ვერ ასწრებენ, ქოვიდ ინფიცირებულებიც ყავთ ბევრი თანამშრომლები და მუშა ხელიც აკლიათ... გადამყიდველები კიდე გასამმაგებულ ფასებს ადებენ და სისულელეა მაგათგან კარტის ყიდვა... ასე რომ კარგა ხანს მოგიწევს მოცდა უკარტოდ... რამე ძველი ჰაი-ენდი იყიდო ჯობს r9 290x-ი მაგალითად, გაგატანინებს თავს სანამ ეს სიტუაცია შეიცვლება...
  16. მე ლეპტოპზე დავხურე ორიჯინი GTX765m-ზე და ქონდა კი, ბოლოს დავასტაბილურე 25-30 კადრზე ვთამაშობდი ლოუზე... პისიზე არ დამიხურავს, ორივე თამაშს არ უვარგა ოპტიმიზაცია, მაგრამ ორიჯინის ჯობია ოდისეის ოპტიმიზაციას, ოდისეი პისიზე დავხურე r9 290x-ზე...
  17. No protectors here. No Lanterns . No Kryptonian. This world will fall. Like all the others!
  18. ეს ნაწილი ბევრად მირჩევნია მე პირადად ოდისეის, განსაკუთრებით დიელსები აქვს ძალიან მაგარი, ორივე დიელსი დავხურე და აი ვისაც ეგვიპტური სუბკულტურა იზიდავს ძაან ასწორებს, ბაიაკიც ძალიან მაგარი პერსონაჟია და ისტორიაც მშვენეირი, მაგრამ დიელსები სხვა დონეა რა საერთოდ... ოდისეიც დავხურე და ესე ვერ გამისწორდა, არც პერსონაჟით აღვფრთოვანდი, არც სთორი, ერთი ის იყო კარგი მითოლოგიურ არსებებთან რომ გიწევს შერკინება საინტერესო იყო ეგ დანარჩენი არის რაა... სთორი ძალიან მსუბუქია და გაწელილი... ოპტიმიზაციაც დიდი ვერაფერი, ახლა RTX 2070-ბი და იმის იქით ვისაც აქვთ იმათ შეიძლება არ უჭედავთ მაგრამ თრასთ მი GTX 1070-ზეც აქვს ვარდნები მომენტებში... რეველეიშენის შემდეგ ჩემთვის პირადად ორიჯინსი იყო საუკეთესო, მე თან ეგვიპტური სუბკულტურა მიზიდავს და კარგად გააცოცხლეს...^^
  19. ვაუ რა ძერსკი სისტემა აგიწყვია გიო, გილოცავ სერიოზული ნაწილებია ძაან... რა დაჯდა ჯამში ეგ ყველაფერი? ქეისზე დაანებეთ თავი კაცს ნუ კერავთ, HAF922 ლეგენდა ქეისია და თან ქასთომ მოუდზე ყავს გაკეთებული, ერთი გიოს შემორჩა მგონი HAF922 და მე HAF 932-ი ოღონდ blue edition-ად გადავაკეთე მეც, ლეგენდარული ქეისებია...^^
  20. რა ჯანზეა დარქსაიდი ხალხოო... 5 დღეც ხალხო... ამაზე კი 6 დღე...
  21. აბა რამდენს გახსოვთ ეს სიმღერა? ნოსტალგია გავაცოცხლე...
  22. https://www.imdb.com/title/tt9140560/?ref_=nv_sr_srsg_5 ვანდავიჟენმა გაასწორა მაგრად, დოქტორ სტრეინჯში ვიხილავთ ქროსოვერში და მაგრად გაასწორებს...^^
  23. Wrong turn რიმეიქს ვუყურე და სრული მარაზმი, მაგის რეჟისორი მგონი იმბეცილია რამ გადაარებინა ეგ ფილმი...( არადა ძველი კლასიკაა, რა მაგრად მევასება და სულ დამიკარგა მუღამი მაგ ფილმის...
  24. გეთანხმები, ბევრად უკეთესის გადაღებაც შეიძლებოდა დაუსრულებელი ფილმის შეგრძნება დამიტოვა, ბევრ კითხვებს აჩენს, ძაან მშრალად გადაღებული ფილმია, ერთი მარტო ცარიელი ექშენის გამო თუ უყურებ დროის გასაყვანად ისიც...
  25. https://www.imdb.com/title/tt6475714/?ref_=nv_sr_srsg_0 https://movie.ge/movie/8dV0iRPM/monster-hunter ექშენი თუ გინდათ ამას უყურეთ... Monster Hunter თამაშის მიხედვით გადაღებული ფილმია...
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.