Jump to content

Harmony Lines

მოდერატორი
  • Posts

    9688
  • Joined

  • Days Won

    141

Everything posted by Harmony Lines

  1. მერე შენც გაატარე რეალურად ვნახოთ რამდენს აიღებს, დაწვით დამიჯერე არ დაიწვება, თუ უკვე გადის მაგ სიხშირეებზე ბენჩი და სრულდება ტესტი, გაატარე, ესეიგი გაგიტარებია უკვე, დადევი ქულა, მაინტერესებს რამდენს დააფიქსირებ. ფანის ბრუნს მოუმატე შენც მერე, ნუ ჩემთან 60%-ტი ყელამდე ყოფნიდა და რავი, საკმაოდ გრილად გრძნობდა ტავს კარტა. და შენი რახან რეფერანსია 70-75-ზე დააყენე და დადე შედეგი.
  2. ლიან ლი ჯობს ბევრად მაგ ალიენ ვეირის კეისებს ხარისხით, მეტალის სისქით და საერთოდ, უბრალოდ შენ ვიდით გევასება მაგრად ალიენ ვეირის კეისები, თორე მაგას კორსაირის სერიის კეისებიც კი მირჩევნია და ქულერ მასტერიც, თერმალთეიქიც მაგარ კეისებს უშვებს, მაგრამ ამ ბოლო დროს კორსაირი უფრო მიმზიდველია, შედარებით კლასიკური დიზანის კეისებს უშვებს, არაა გადატვირთული, მძიმეცაა და მყარი პლატფორმებიტაც გამოირჩევა, და საკმარისი ადგილიცაა წყლის გაგრილებისთვისაც. თუნდაც Vengeance სერია ავიღოთ, მიდ ტაუერებია და საკმაოდ დიდი ადგილიც არის SLI-საც და საკმად კარგად იმალება კაბელებიც.
  3. იმედია მომავლისთვის კარგ გაგრილებას დავითრევ და ეგ შედეგიც დაიდება.
  4. ესეც ასე, გაწურულია ბოლომდე ამ კარტის შესაძლებლობები, მაგარი იმენა უძლიერესი კარტაა რა 29K-ამდე აიღო, ხოდა სწორედ მაგ 2 ბირთვიან ლომს გადავუარე ჩემი 570-ით ბულდოზერივით. ესეც ახალი შედეგი: [*] NvidiaFan - P29584 - Gigabyte GTX 570 @ (960/1050)/i7-2600K 3.4GHz @ 4900MHz | Photo .
  5. გაიხარე, იტოკში დღეს ისეთ მუღამზე ვიყავი რომ რავი, თან გაყიდვას ვაპირებდი 660-ტის დათრევის მიზნით, და ბარეღამ გაყიდვის წინ ბოლომდე გავწურავთქო, თან 2 თვეა ქალაქში არ ვიყავი და კარტა უმუშაოდ იყო, მანამდე კიდე 1 კვირის ჩამოტანილი მქონდა, კაროჩე სულ 2 კვირის ნამუშევარი იქნება რა ეს კარტა, ჰოდა ბარეღამ გავყიდითქო, მაგრამ ამის მერე იმდენად შემაყვარა თავი ამ კარტამ, რომ გადავიფიქრე. ვერ შეველევი ასე ადვილად. აჰა ზუსტად ის სეთინგები რაზეც გავტესტე: ხო ისე ეგ გამისწორდა რომ 5970-ს ვაჯობე, ისე მაგ სქრინის ნახვა მინდა, ცუდია რომ წაშლილია. Fatal Fighter სპასიბა ძმა, კი გადის როგორ არა 5-ზეც და 33K-ს იღებს პროცი, მაგრამ ისევ A50 მაქ გაგრილება და ამიტომ ხშირად არ ვატარებ, 5-ზე და 5-ის ზევით, მაგრად ხურდება მერე პროცი, ამიტომ სულ 4,9-ზე ვატარებ და უფრო მშვიდად ვარ, ტან ამ დროს პროცი მაინც ყოფნის ბოლომდე ვიდეოს 4,9-ზე და უფრო ვიდეოს ენიჩება მნიშვნელობა მთლიან ქულაზე. :)
  6. აუ მგონი ნაადრევად დაგამატებინეთ, ეხლახანს გავწურე "მგონი" ბოლომდე ჩემი მართლაც უსერიოზულესი 570, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, მართლაც გამაოგნა ამ კარტის შესაძლებლობებმა, აი თქვენ თვითონ დარწმუნდით: [*] NvidiaFan - 29013 - Gigabyte GTX 570 @ (930/1030)/i7-2600K 3.4GHz @ 4900MHz | Photo . და გადავედი კიდეც მე-5ე ადგილზე. :spiteful:
  7. მოკლედ დღეს გავბენჩე ჩემი ვიდეო ახალ დრაივერზე და საკმაოდ დიდი მატება აქვს პერფორმანსში ძველი შედეგის მაგივრად ეს დაამატეთ: [*] NvidiaFan - P27734 - Gigabyte GTX 570 OC @ (860/1000)/i7-2600K 3.4GHz @ 4900MHz | Photo. აჰა ლექსო შენი თხოვნა ასრულებულ არს და შენი ძველი 580-ის სტოკ შედეგს ვაჯობე.
  8. საერთოდ 3D მოდელირებისთვის დაიმახსოვრე ყოველთვის ჯობს Quadro, სპეციალურად მაგ საქმისთვის არის შექმნილი ეგ კარტები.
  9. მაგარი კარტაა უდავოდ, მაგრამ ერთი მაინტერესებს რა ჩემ კარტას როგორ დღანაჩავს, ამ დღეებში სოფელში არ მივდიოდე, უეჭველი დავაჯახებდი და ვნახავდი ერთი როგორ აჯობებდა.
  10. მშვენიერია რა, ნამდვილად დასაფასებელია ამ კაცის ნიჭი რა, რასაც აკეტებს მართლა გამოდის უნიკალურად, ყოჩაღ ნიკა, ძალიან მაგარია, უდავოდ. :thumbsup:
  11. ამ განყოფილებას ქვია ჩვენი კომპის სურათები და უბრალოდ შეუძლებელია ყველამ პოსტში სურათი დაურთოს თან, რადგან სურათებთან ერტად ის მსჯელობაც, განხილვაც და რჩევებიც საკმაოდ კარგია და სასარგებლო ფორუმელებისთვის, აქამდეც ასე იყო ეს თემა და სურათის დართვა თვითონ უზერის ნება რომ იყოს უფრო კარგი იქნება, იქნებადა ყველას არა აქვს ამდენი სურათი გადაღებული თავის სისტემაზე და რა ქნას, ან არ მოსწონს და უბრალოდ რჩევებს იღებს მომავლისთვის როგორ დაამოდინგოს თავისი სისტემა , ინტერნეტიდან მოპოვებული სურათს კი უბრალოდ არ დებს ან რავიცი აბა უამრავი მიზეზი არსებობს რახანდ აემატა წესებში უკვე რაღა აზრი აქ, მაინც მოგვიწევს სურათის დართვა ყოველ პოსტზე..
  12. არა ძმა, 3დ მარკებში პროცესორის სიხშირე მაგრად სკალირებს მაგ ტესტებში, და შედარების დროს უფრო ზუსტია თამაშების ტესტები გატარდეს თუ ვიდეოს სიმძლავრეს ადარებ მეორისას, 3დ მარკ, 05 ვაფშე პროცზეა დამოკიდებული რა 70%-ით, ვენტეიჯშიც, პროცის ხარჯზე ვიდოეს ემატება საკმაოდ ქულები, ცალკე თუ გაატარე შენ 3დ მარკი 05,06 11, ან ვენტეიჯი დადევი ბენჩმარკების განყოფილებაში, საკმაოდ საინტერესო იქნება, დაახლოებით ჩემი ვიდეოს ქულებს აიღებს შენი ვიდეოც დაახლოებით სტანდარტულზეც და რაზგონზეც. შენ და ბუბაგაშაც თუ გატესტავთ თამაშებში ჯობს გატესტოთ, ზუსტ შედეგებს მიიღებთ. :)
  13. ესეთი მაზერი, პლიუს კარგი გაგრილება და ლურჯი ლედები დახატავდა რა,, პროსტა ვიდეოსაც გადაღებავდი და ეგაა. :D
  14. ერთი კარგი მაზერი დახატავდა რა შენს სისტემას, პროცსაც მიარაზგონებდი კარგად და, ლამაზიც იქნებოდა, ვერ უმუღამებ რა ამ მინი ATX მაზერებს რაა, ძალიან პატარებია და ვიდითაც არაა ისეთი რომ ლამაზი იყოს და რამე.
  15. ესეთი დაპირისპირება ძალიან მაგარი გამოვიდოდა რომ გაგვეკეთებინა, თან ძალიან ბევრს წაადგება, ესეთი თემები, ვიდეო კარტის ყიდვის დროსაც, რომ ეცოდინება ეს თუ ის ვიდეო რომელი ვიდეოს დონისაა, რომელს ჯობია და ა.შ.
  16. მერე რომ ჯობია, რამდენით ჯობია იმას რატომ არ ამბობ? ყველაფერში 1-ით ან 2-ით ჯობია მხოლოდ 570-ი და სწორედ ეგ არის ის 2FPS-ი სხვაობა, დაჟე ორივე 320 ბიტიანი იმიტომ გამოუშვა ენვიდიამ რომ სწორედ ეს გაითვალისწინა, სხვაობა ყოფილიყო მინიმალური, თან ესეთი მხეცი 448 ქორიანი ვერსია რომ გექნება, პროსტა ყველაფერს მაქსიმალურზე ითამაშებ შეფერხებების გარეშე რაა, იგივე 570-ის წარმადობა მიიღეს და ტექსტურების აღქმა, ბანდვიდზი და პიხსელები შეამცირეს უმინშვნელოდ 570-ტან შედარებით, რომ ის 2FPS-ი გამოჩენილიყო სხვაობა რაა. bubagasha 560 448 ქორე და 480-ი მაგარი იქნება. მაგრამ ყველაზე მაგარი იქნება ესეთი დუელის გაკეთება: GTX 480 vs GTX 570 vs HD 6950 vs HD 6970 ნუ ჩემი კარტით უარს ნამდვილად არ ვიტყოდი ესეთი დუელის გამართვაზე, 2 რადეონი 2 ენვიდიას წინააღმდე, მაგარი იქნებოდა ძალიან. ეგ შენ რასაც ამბობ ეგ არის ვენტეიჯში და მაგ ტესტში პროცესორის სიხშირე მაგრად სკალირებს და ვიდეოს ქულაზეც მაგრად მოქმედებს, სპეციალურად არ გავატარეთ ეხლა ჩვენ ვენტეიჯი, და სხვა მარკები, იმიტომ რომ ძველებში ვაფშე მაგრად სკალირებს პროცესორის ქულა განსაკუთრებით 05-ში, ყველაზე კარგი ვარიანტი არის ყოველთვის ესეთი თამაშების ტესტების გატარება, რადგან ზუსტად გებულობ რისი თავიც აქვს ვიდეო კარტას, ეგრეა ჩემიც ზუსტად ვენტეიჯში აჰა სტოკზე ჩემი პროცესორი და ვიდეო კარტა:
  17. გაიხარეტ ბიჭებო. კიდე შემოგტავაზებთ ვიდეო კარტების დუელებს დრო რომ მექნება. INVICTA ეგ ერთ-ერთი საუკეტესო 560 ti 448 ქორეა რაც კი გამოსულა და ფასითაც უძვირესია 560 448 ქორეებს შორის, ასე რომ ძალიან ძლიერი ვიდეო კარტა გამოუვიდა ეგ EVGA-ს უდავოდ, ტან ეგ კარტა მე ვურჩიე კობას რომ ეყიდა, ვიცოდი ესეთი ცხოვრელი რომ იყო. და მართლაც ეს ჩემი 570-ი რაზგონზე სტანდარტული 580-ის დონეზეა და ეს 560 448 ქორე რომ მიარაზგონო ჩემს 570-საც კი აჯობებს და 570-სა და 580-ს შორის დადგება რა სადღაც, უდავოდ ძლიერი კარტაა, მერე ტუ გაინტერესებს ერთ დღეს ჩვენი კარტებიც დავაჯახოთ ერთმანეთს, რა პრობლემაა.
  18. იგივე ფასში დავითრიე და რა აზრი ქონდა, ისე მეუბნები სასწაულად დიდი სხვაობა იყოს ენერგო მოხმარებაში სულ რაღაც 9 ვატი გაიხარე ძმა. mishonacro ახალ თამაშებშიც მინიმალური სხვაობა არის რაა.
  19. Gigabyte GTX 570 WINDFORCE 3X & EVGA GTX 560 ti 448 Core CLASSFIELD DS :spiteful:
  20. მოგესალმებით ფორუმელნო, მოკლედ დღეს გადავწყვიტეთ მე (NvidiaFan) და კობა7-მა, დაგვეჯახებინა ჩვენი კარტები ერთმანეთისთვის, ყველაზე მთავარი კი ის იყო რომ ორივე ვიდეო კარტა გავტესტეთ, სტოკ სიხშირეებზე, კობას მონსტრი: EVGA GTX 560 ti 448 Core CLASSFIELD DS და ჩემი მუტანტი: Gigabyte GTX 570 WINDFORCE 3X. ვიდეო კარტები გავტესტეთ ჩემს სისტემაზე. სატესტო სისტემა: CPU: i7-2600K 3,4GHz M/B: ASUS P8Z68 DELUXE RAM: CORSAIR VENGANCE BLUE 1866MHz 2X4GB HDD: SEGATE 1TB 7200rpm PSU: CORSAIR AX850 GOLD 80+ ეხლა კი თავად მონსტრები: ეხლა წარმოგიდგენთ ვიდეო კარტების GPU-Z-ის სურათებს: ტესტების სია: 1. S.T.A.L.K.E.R Call Of Pripyat 2. STREET FIGHTER IV 3. RESIDENT EVIL 5 4. DEVIL MAY CRY 4 5. Call of Juarez DX10 6. Lost planet 2 DX11 7. Unigine Heaven v2.1 ტესტები გატარებული იყო 1680X1050 რეზოლუციაზე, High სეთინგებზე, V-Sync-ია გამორთული იყო, DEVIL MAY CRY 4 გატარებული იყო DX9-ზე, (რადგან 1680X1050 არ აქვს გაფართოება ამ ტესტს DX10-ის რეჟიმში) და Lost planet 2 გატარებული იყო DX11 რეჟიმში. გადავიდეთ თავად ტესტებზე: 1.S.T.A.L.K.E.R Call Of Pripyat როგორც ხედავთ ჩემი 570-ი მინიმალური სხვაობით ჯობს კობას GTX 560 ტი 448 ქორეს. 2. STREET FIGHTER IV როგორც ხედავთ STREET FIGHTER IV-ის ტესტშიც, ძალიან მინიმალური სხვაობით ჯობნის ჩემი 570-ი, კობას 560-ს, სულ რაღაც 2FPS-ის სხვაობით. 3. RESIDENT EVIL 5 მოკლედ აქ როგორც ჩანს 560 ტი 448-მა აჯობა ჩემს 570-ს, აჯობა რა თითქმის ერთი და იგივე ქულა აიღო ორივე კარტა, ადრე გატარებული მქონდა ტესტი კიდევ RESIDENT EVIL 5-ში და მაშინ 125FPS- ჰქონდა აღებული ჩემს კარტას, მოკლედ როგორც ჩანს ამ ტესტში ორივე ვიდეო კარტა ერთნაირად უბერავს ზუსტად. 4. DEVIL MAY CRY 4 DX9 მოკლედ DEVIL MAY CRY 4-ის ტესტშიც DX9 რეჟიმში ორივე ვიდეო კარტა მშვენივრად გრძნობს თავს და საკმაოდ მაღალი FPS-ებით ასპარეზობს. 5. Call of Juarez DX10 ამ ტესტშიც აჯობა როგორც ხედავთ მინიმალური სხვაობით ჩემმა 570-მა კობას 560-ს. 6. Lost planet 2 DX11 როგორც ჩანს Lost planet 2-ის ტესტშიც ჩემმა 570-მა აჯობა მინიმალური სხვაობით 560-ს, სხვაობა სულ რაღაც 2FPS. 7. Unigine Heaven v2.1 მოკლედ ამ ტესტშიც 570-ი მინიმალური სხვაობით ჯობს 560 ტი-ს 448 ქორეს, როგორც ტესტებიდამ ჩანს ორივე კარტა ერთნაირად უბერავს თამაშშებში, DX9-10-11 რეჟიმში, სხვაობა არის მინიმალური, სულ 2-3FPS-ით ჯობს GTX 570 GTX 560 ti 448 core-ს, ამ ტესტებიდან ისიც კარგად ჩანს რომ, დღეს-დღეობით GTX 570 ან GTX 560 ti 448 core სრულიად საკმარისია 1920X1080-ზე მაქსიმალურ გრაფიკაზე სათამაშოთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თემა მოამზადა NvidiaFan-მა იგივე ვანომ, გისურვებთ წარმატებებს და უკეთესზე უკეთეს ჰარდს.
  21. მაგარი მაზერია ძალიან ეგ ბიგ ნენგ სერიის მაზერები, მსი ეხლა ცუდს იასნია არ ამზადებს, მაგის ჰაი ენდ მაზერების სერიაა რა ეგ, მაგრამ E სერიის ზიონის მხარდაჭერა არ აქვს მაგ მაზერს, როგორც ჩანს ლისტში უწერია მხოლოდ ი7-ები და W სერიის ზიონი. http://www.msi.com/product/mb/Big-Bang-XPower.html#/?div=CPUSupport
  22. ვიფიქრე ვინმესთან გაბენჩათქო, რომ არ გადაეღუნდა სირცხვილიც იქნებოდა, ტყუილად აბია 6 ბირთვი და 12 ნაკადი? თან ფასითაც 2-ს იყიდი ჩვენნაირ 2600K-ს. :D
  23. ნორმალური შედეგია, მაგ ქულას იღებდა დაახლოებით ჩემი ძველი 550 ტი რაზგონზე, დადევი აბა სქრინი. amemishishi მეტზე ვერ მიარაზგონე პროცი? მეჩვენება თუ პატარა ქულაა 6ბირთვის და 12 ნაკადისთვის? მეტს აირებს ეგ ბევრად, პროცი მიარაზგონე.
  24. მაგარი მაზერია მშვიდობაში. :thumbsup:
  25. მაგარი ნაწილებია ძალიან მაგრამ: what are you doing man? :mellow:
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.