მას შემდეგ, რაც 2006 წელს ვაშლი გადავიდა intel-ის პროცესორებზე,ჩვენ უმტკივნეულოდ შეგვიძლია დავაყენოთ windows ნებისმიერ მაკის კომპიუტერზე. აპლიკაციები მშვენივრად მუშაობს მასზე, თუმცა გასაშვებად გჭირდებათ დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფა და მაკი intel-ის პროცესორითა და Mac OS X v10.4.6 ან უფრო მაღალი ვერსიის ოპერაციული სისტემით, რისი ნახვაც შესძლებელია განყოფილებაში “about this mac” .
windows-ის mac-ზე დასაყენებლად გამოიყენება 2 ხერხი, ესენია:
1. Boot Camp-ის მეშვეობით, რა დროსაც პროცესორი 100%ით ეძღვნება windows-ს და მის აპლიკაციებს, ხოლო მაკის ოპერაციულ სისტემაზე გადასასვლელად გჭირდებათ რესტარტი;
განვიხილოთ ნაბიჯ-ნაბიჯ:
Step 1. Boot Camp Assistant-ის გაშვება, თავდაპირველად შევდივართ განყოფილებაში Applications, შემდეგ Utilities და შემდგომ Boot Camp Assistant! მისი გაშვების შემდგომ გაიხსნება ფანჯარა, რომელზეც განსაზღვრავთ მეხსიერების რა ნაწილი მიაკუთვნოთ windows-ს და რა ნაწილი მაკს, გამოიყურება ასე :
გაყოფთ სასურველ ორ ნაწილად და შემდგომ აწვებით Partition-ს :
როდესაც მორჩება Partition-ის გამოყოფას გაიხსნება ასეთი ფანჯარა:
აქ უკვე ვდებთ windows-ის საინსტალაციო დისკს, ვაწვებით - Start Instalation, მაკი დარესტარტდება და გაუშვებთ windows-ს ინსტალაციაზე;
Step 2: Windows-ის ინსტალაცია: ვუშვებთ საინსტალაციოს დისკიდან, ვუთითებთ ენას, ვეთანხმებით ლიცენზიას და შემდგომ Setup Customization:
როდესაც გამოვა ფანჯარა Where to instal Windows, ვუთითებთ Partition BOOTCAMP;
შემდგომ ვაკლიკებთ Drive Options (Advanced) , ვაჭერთ Format -ს და ახლა partition გვაქვს უკვე NTFS ფორმატში; შემდგომ აჭერთ Next-ს და იწყება ინსტალაცია;
Step 3: Boot Camp დრაივერების ინსტალაცია:
ყველა მაკს მოყვება თავისი საინსტალაციო დისკი, სადაც ჩაწერილია Windows-ის დრაივერები, ვდებთ ამ დისკს, ვხსნით საქაღალდე BootCamp-ს და Setup.exe ფაილს ვუშვებთ ინსტალაციაზე. იმ შემთხვევაში თუ არ გვაქვს დრაივერების დისკი, ვიწერთ შემდეგი ლინკიდან: Windows XP Drivers Windows 7 32bit Windows 7 64 bitვარესტარტებთ და ვუშვებთ Update Wizard Boot Camp 3.1. ;
Step 3: რომელი ოპერაციული სისტემა ვაქციოთ ძირითადად:
windows-ის ინსტალაციის შემდგომ იგი იქცევა ძირითად ოპერაციულ სისტემად და მაკზე გადასართავად ჩატვირთვის დროს უნდა დავაჭიროთ ღილაკს: Alt, შემდეგ გავაკეთოთ არჩევანი ამ ორს შორის. თუ გნებავთ, რომ მაკი დააბრუნოთ ძირითად ოპერაციულ სისტემად და ჩართვისას მითითების გარეშე ავტომატურად ეს უკანასკნელი ჩაიტვირთოს Windows 7-ის Taskbar-ის მარჯვენა მხარეს დაინახავთ პატარა კუბისებრ icons, BootCamps-ს, მარჯვენა კლიკით ვირჩევთ “Control Panel Boot Camp.”-ს (რომელიც მონიშნავს Mac OS X-ს როგორც ძირითად ოპერაციულ სისტემას) ვარესტარტებთ და ყოველი ჩართვისას მაკი გაეშვება ავტომატურად, ხოლო თუ გვინდა windows-ის გაშვება ვაჭერთ Alt-ს და შემდგომ Windows7-ს ვირჩევთ.
ესეც ვიდეო:
2.რაც შეეხება მეორე ხერხს, ეს არის Virtual machine, რაც გაძლევთ საშუალებას ერთდროულად გაუშვათ თქვენი Max OS X ოპერაციული სისტემა და Windows. შეგიძლიათ გადართოთ მათ შორის ისევე მარტივად, როგორც მაკის პროგრამებს შორის გადართვას ახდენთ.
არსებობს რამოდენიმე პროგრამა რომელიც გვაძლევს ამის საშუალებას. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია VMare Fusion (http://www.vmware.com/products/fusion) და Parallels Desktop (http://www.parallels...roducts/desktop). ამ პროგრამებიდან ნებისმიერის ინსტალაციის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ნებისმიერი რაოდენობის ოპერაციული სისტემა, იქნება ეს ლინუქსი, ვინდოუსი თუ სხვ.
ვირტუალური მანქანა მუშაობს პირდაპირ Mac OS–დან პარალელურად, ანუ შესაძლებელია ორივე სისტემაში ერთდროულად იყოთ ჩატვირთული რაც უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა. ასევე შესაძლებელია ორივე სისტემა ინტეგრირებული იყოს ერთმანეთში Unity Mode–ის ჩართვის შემდეგ. შედეგად ვიღებთ პრაქტიკულად ერთ სისტემას რომელსაც შეუძლია როგორც Mac–ის ასევე Windows–ის ფაილებთან მუშაობა.
VMare-ს უარყოფით მხარე არის ის, რომ იგი კომპიუტერის რესურსებს იყოფს მაკის ოპერაციულ სისტემასთან, შესაბამისად მეტს საჭიროებს (RAM, პროცესორის ნაკადი, სისწრაფე და ა.შ), ამასთან არასრულფასოვნად მუშაობს ორივე ოპერაციული სისტემა, ზოგი პროგი ჭედავს Windows-ში განსაკუთრებით (პირადი გამოცდილება)
ესეც ტუტორიალი:
მარად თქვენი ნიკკი
:bow: