Jump to content

aqvsenti

წევრი
  • Posts

    1013
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by aqvsenti

  1. საერთოდ არ ვიცი ფასი რა აქვს და რა გითხრა აბა ?
  2. მადლობა ბიჭებო რჩევებისთვის და კეთილი სურვილებისთვის . ღამე მშვიდობის ყველას .
  3. ხოო , ამ იურისტებს ვერ გაუხვალ რაა. წავიდე სოკარში და ბოდიში მოვუხადო უნდა მაგ ხალხს... ეჰჰაა კიდევ კარგი ის მრიცხველიც მე არ დამედო ვალად 5000 დოლარი მინდოდა კიდო ვალი ??? მადლობა უფალს იოლად გამოვედი
  4. რა მოხდა და დაღმართზე მანქანა იდგა მამაჩემის მანქანის წინ , რომელიც წავიდა და მამაჩემმა მოინდომა იმ ადგილზე მანქანის გაჩერება, დაქოქა მანქანა და რაღაც მომენტში საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიულზე შევარდა, რომლის გასწვრივ იყო გაზის მილი და მას დაეტაკა. მანქანა ხალხი და სხვა რამე არ დაზიანებულა მარტო მილს დაეტაკა საბურავი და შედუღებულ ადგილას გადატყდა . 4 დან მაქსიმუმ 5 წუთამდე გათიშეს გაზი( ახლოს იყო მაგის ცენტრალური მილი და იოლად მოხერხდა) მერე პატრულმა ჯარიმა შეავსო და ვსო მორჩა ამბავი :nifxav:
  5. საჩივარს არც ვაპირებ , გამორიცხულია სად მაქვს სასამართლოებში სირბილის და დრო და თავი. სადაც 250 იქაც 280 მაგრამ უბრალოდ ხომ უნდა ამიხსნას ვინმემ რატომ მეკუთვნის განსხვავებული სასჯელი
  6. გასაგებია რასაც ამბობთ მაგრამ მე რას ვიძახი ვერ გამიგეთ- რატომ გადამახდევინეს 250 ლარი ნაცვლად 200 სა თუ ყველა ხარჯს მე ვფარავდი ? მაგალითი ვიცი გარე განათების ბოძი დააზიანეს მანქანით და 100 % ვიცი რომ კაპიკი არ გადაუხდიათ დაზიანების საფასური. მარტო 200 ლარი პატრულის ჯარიმა. რა გარე განათება არ არის სხვისი ქონება ?
  7. მასე ვერ მიუდგები , ლექსუსი და მოსკვიჩი რა შუაშია, დაზღვევის პაკეტზეა მანდ დამოკიდებული ალბათ. აბა ლექსუსის ფული რომ ქონდეს მოსკვიჩის პატრონს თვითონ ვერ ივლის კაი მანქანით ?
  8. უეჭველია მაგრამ ხო გააჩნია რამდენი უთხრეს? იქნებ არ დამდგარა რეალურად იმხელა რაოდენობის ზარალი რასაც გაზის კომპანია აჩვენებს და რეალურად არი ბევრად ნაკლები. ხშირად ხდება ეგეთი რაღაცეები.
  9. იასნია მაგრამ მაშინ 200 ლარი დაეწერა პატრულს და არა 250 თან კომპანიამ 84 თეთრი იანგარიშა კუბზე (კომერციული გაზიო თუ რაღაც) მერე რომ გავახურე და არა შეგვეშალა და 51 თეთრი უნდა გვეანგარიშა როგორც ჩვეულებრივ მოსახლეზეო და დააკლეს ფასი. რაღაცას ჩალიჩობენ რა
  10. ნაღდად წინააღმდეგობაა მეც მასე ვთვლი... სადა მყავს ოჯახის იურისტი ძმა ჭიათურაში ოჯახის იურისტი კი არა მოსამართლე პროკურორი და ადვოკატი ერთ კაბინეტში ზიან მგონი :chojinfc:
  11. პატრული ნაღდად მართალია, ვნახე კიდევაც შესაბამისი მუხლი და გარკვევით ეწერა მასეთ შემთხვევაზე . 250 ლარი არის დადგენილი . კომპანიის კი რა ვთქვა. ახვრები არიან ახვრები არიან რა გაფანტული გაზი მაინც როგორღა გაზომეს რამდენი დაიკარგა ? ეგ კიარა და 5000 დოლორესიან მრიცხველის ხარჯს მკიდებდენ კიდე უკან მაგრამ გადარჩა დაზიანებას... ფორუმ ჯიზე ვერ შევდივარ რატომღაც და ვინმემ მეცით პატივი და დამიდევით ეს შეკითხვა რა ბიჭებო. ან იურისტების საიტი მომაძებნინეთ რამენაირად...
  12. არა გაზის მილი იყო ტროტუართან ახლოს და იმას დაეტაკა. გასაგებია რასაც ამბობ მაგრამ თუ სხვისი ქონების დაზიანების გამო მაინც ვიხდი მაშინ ჯარიმა რატომ 250 და არა 200 როგორც ყველას. ან და ღმერთმა დაგვიფარა და მამაჩემი რომ იმ გაზის მილთან ერთად აფეთქებულიყო მაშინ ზარალს ვინ დაფარავდა ?
  13. მოკლედ, მამაჩემს მოუვიდა ავარია რა დროსაც დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი, პატრულმა დაწერა ჯარიმა 250 ლარი. ამასთან ერთად გაზის კომპანიამ დამიწერა რაღაც ჯარიმა რომელშიაც შედის მილის დაზიანების დროს გაფანტული აირის ხარჯი და თვითონ ამ მილის აღდგენის ხარჯი ვინმე მეტყვის რამდენად კანონიერია ამ ჯარიმის დაკისრება გაზის კომპანიისგან თუ 250 ლარიანი ჯარიმა რომელიც პატრულმა დამიწერა უკვე ითვალისწინებს ავარიულ სიტუაციასთან ერთად სხვისი ქონების დაზიანებაზე ჯარიმას ( უბრალო ავარია რომ ყოფილიყო-ვთქვათ ბორდიულზე დატაკება 200 ლარს ვწერთო ). თუ ვინმემ იცით გამარკვიეთ რა გაზის კომპანიის სამართლიანობაში...
  14. იყიდეთ ვინმემ რაა
  15. ესეიგი რა ხდება ახლა :ჩემს მეზობელ ღიპიან ბიძას და მის კარის მეზობელს აქვს რკინიგზის ტელეკომის ინტერნეტი , თან აზრზე არ არიან კომპიუტერის კვირაში ერთხელ თუ რამეს გადმოწერენ ნეტიდან . ხოდა ამ ინტერნეტზე ადგილები შეზღუდულია და მე ვერ დავიმონტაჟე. ამ ბოლო დროს ბოროტი ფიქრები მომეძალა და ესეთი რამე მომივიდა აზრათ--- თუ შეიძლება ამ ინტერნეტის მოპარვა ისე რომ ვერც პროვაიდერმა და ვერც მომხმარებელმა ვერაფერი გაიგოს ? ხო მართლა პირველი ანტენით ღებულობს სიგნალს და მეორეს მერე მისგან კაბელით ყავს გაყვანილი
  16. დახურეთ გავაკეთე !
  17. ახალი გამოსული იგრაა, დიდი ვერაფერი მაგრამ გაართობს კაცს. აქედან My link გადმოვიწერე ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც წერია მაგრამ მაინც თრიალ ვერსია ჩაირთო და ნახევარი საათი მათამაშა, მერე იყიდეო მომთხოვა, არადა ყიდვას ნამდვილად არ ვაპირებ და ვერ დამეხმარებით რომ გავააქტიურო ? არად აქტივატორი მოყვება ავტორების ჭკუით...
  18. ჰიუნდაი აიღე ორი წელია ზამთარ-ზაფხულ არ დაუკვნესია ჩემთან !!!
  19. ბიჭებო გუშინ ნეტი გამეთიშა და ბოდიშს გიხდით უაზროდ არ მიმიტოვებია ფორუმი. პრობლემა აღმოჩნდა 2GB იანი ჩინური ოპერატიული რომელმაც ჩაილურის წყალი დალია . გთხოვთ დახუროთ თემა.
  20. ვინტი რა შუაშია სიგნალი ხომ მაინც უნდა გამოუშვას კომპმა.
  21. ყველაფერში რას გულისხმობ ? ოპერები იქნება შუაში ? ვინტი იასნია არა ხო ?
  22. ესეიგი რა ხდება ახლა. კომმა შუა მუშაობისას ინტერნეტში უცებ ამოაგდო შავი დაფა და გაითიშა მის მერე აღარ ირთვება, ყველაფერი გადავამოწმე- ვოდეო მეორე კომპში გადავიტანე, კვება მუშაობს , პროციკას ქულერი ტრიალებს ჩამრთველი ღილაკი რეაგირებს და კაბელებიც გადავამოწმე. მაინც არ იწყებს სტარტს. ხო ჩემი ვიდეო ჩავდე იმ კომპში მაგრამ რეაგირება არ აქვს. და არც ჩეკინგის ხმა არ აქვს ჩართვისას... აბა ვის რა აზრი გაქვთ ????
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.