მოკლედ, ასე დააყენებთ მაკს თქვენს კომპიუტერზე ყველაზე მარტივად :დ
1. გადმოწერეთ VMware Workstation (Player და Fusion-ის მეშვეობითაც შეიძლება ჩართვა, მაგრამ არ მიცდია და ვორკსთეიშეინი უეჭველი მუშაობს)
2. დააყენეთ ზემოთხსენებული პროგრამა.
3. გადმოწერეთ მაკის რითეილ იმიჯი, რომელიც vmware-ზე მუშაობს. ლინკი
4. ამოაარქივეთ 7zip ფაილი. ამისთვის სავარაუდოდ დაგჭირდებათ ეს.
5. გახსენით VMware Unlocker - Mac OS X Guest/VMware 8.x + 9.x + 10.x SeriesVMware Workstation Unlocker - Windows/install.bat (აუცილებლად გახსენით "Run as Administrator" -ით.
6. შემდეგ გახსენით ფოლდერი OS X Mavericks და გახსენით OS X Mavericks.vmx
7. შემდეგ Setting-ებიდან შეგიძლიათ დააყენოთ ყველაფერი თქვენს გემოზე (ოპერატიული მეხსიერება, ეკრანის გაფართოვება და ა.შ)
8. დააჭირეთ ჩართვას და შემდეგ "I moved it"-ს.
9. დაელოდეთ ჩართვას...
თუ რამე ვერ გაიგეთ ან ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ მაკი არ ჩაირთო, დაპოსტეთ აქ და დაგეხმარებით.