-
Posts
9291 -
Joined
-
Days Won
38
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by #Skinhead
-
ტრანსფორმირებადი ნოუთბუქი Booktop T1125, რომლის შესახებაც ჩვენ დაახლოებით ერთი კვირის წინათ გიამბეთ, გაყიდვაში გაცილებით ადრე გამოჩნდება, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ. GIGABYTE Technology არ დაელოდა გამოფენას CES 2011 და ოფიციალურად წარმოადგინა ნოუთბუქი Booktop T1125 Der Kavalier, როგორც ჩანს, წინა სადღესასწაულო ვაჭრობის უპირატესობების გამოყენების მიზნით. კომპანია Booktop T1125-ს მსოფლიოში პირველ “3 ერთში) ნოუთბუქს უწოდებს. ბრუნვადი ეკრანის წყალობით ნოუთბუქი პლანშეტად გარდაიქმნება, ხოლო დოკ-სადგური ოპტიკური ამძრავით Super multi DVD შესაძლებლობას იძლევა Booktop T1125 მაგიდის კომპიუტერად იქცეს. როგორც აქამდე ვწერდით, Booktop T1125 აღჭურვილია 11,6” სენსორული დისპლეით, და ამორჩეული კონფიგურაციიდან გამომდინარე, ეფუძნება პროცესორებს Intel Core i5 ან Intel Core i3. ეს პროცესორები ენერგიის დაქვეითებული მოხმარებით გამოირჩევიან. ასევე ცნობილია ნოუთბუქში ტექნოლოგიის NVIDIA Optimus გამოყენების, პორტების USB 3.0 და USB 2.0, პორტების VGA, eSATA, უსადენო ქსელების ადაპტერების Bluetooth 2.1+EDR და Wi-Fi (802.11n), ქსელური კარტის Gigabit Ethernet LAN და მოდემის 3,5G არსებობის შესახებ. მულტიმედიის “ნაკრებში” ვიდეოკარტა GeForce 310M, სარჭი HDMI და სტანდარტების THX შესაბამისად სერტიფიცირებული აუდიოსისტემა 4 ხმოვანი დინამიკისგან შედის. ბორტზეა 1.3-მპ ვებ-კამერა, კარდრიდერი, 2 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება (DDR3), ხისტი დისკი ტევადობით 500 გბაიტამდე, აუდიოსარჭი და 6-სექციიანი აკუმულატორი. Booktop T1125 Der Kavalier ოპერაციული სისტემით Windows 7 იმართება. მოწყობილობის წონაა 1,7 კგ. წყარო: http://www.giga-byte.co.uk/
-
ადრე ხო რას ამბობ რა, ბრდთვნიდნენ ყველას და ყველაფერს
-
სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება, ავიაცია და ა.შ
#Skinhead replied to LedZeppelin's topic in ზოგადი დისკუსიები
ჰა ჩაკვდა ეს თემაც ? T34 და T35 რუსული ჯართები -
http://www.overclockers.ge/index.php?/forum/6-intel-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/ აი აქაა დახუია ახალი სტატია http://www.overclockers.ge/index.php?/forum/7-amd-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/ აქ 4 სტატია http://www.overclockers.ge/index.php?/forum/49-apple-garden/ აქ 3 სტატია რომელიც მოგეწონებათ გაიტანეთ ბატონო ნიუს ჰანთერებო :D
-
Advanced Micro Devices-ის აქციებმა კომპანიის Apple მიერ ნოუთბუქების განახლებული ხაზის MacBook Pro დაანონსებისთანავე მკვეთრად მოიმატა ფასში, რომლის უფროსი მოდელებიც დისკრეტული გრაფიკით Radeon აღიჭურვებიან. AMD-ს აქციების ზრდა შთამბეჭდავი 6,4%-ით გამოიხატა და ერთ ცალზე $9,1-ს მიუახლოვდა. Nomura Equity Research-დან ანალიტიკოსი რომიტ შაჰი (Romit Shah) მიუთითებს, რომ კომპანიის Apple მიერ გრაფიკის Radeon ამორჩევა NVIDIA-ს გადაწყვეტების ნაცვლად, რომელიც წინა თაობის ნოუთბუქებში იყო გამოყენებული, AMD-თვის პოზიტიური სიახლეა. და მიუხედავად იმისა, რომ ნოუთბუქების MacBook Pro მიწოდებები მნიშვნელოვანი არ არის AMD-ს გრაფიკის მიწოდების მთლიან მოცულობაში, იგი ვარაუდობს, რომ ორ კომპანიას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება. ანალიტიკოსმა პატრიკ ვანგმაც (Patrick Wang) აღნიშნა, რომ AMD-მ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა MacBook Pro-თვის გრაფიკის მიწოდების მოგებით, მაგრამ, მისი აზით, Apple გრაფიკის არჩევისას NVIDIA და AMD-ს მონაცვლეობას განაგრძობს საკუთარი პროდუქტების მომავალ თაობებში, რადგანაც ორივე მწარმოებელი მორიგეობით უსწრებენ ერთმანეთს ტექნოლოგიების, ბაზარზე გამოსვლის დროისა და პროდუქტების ფასების პოზიციონირების თვალსაზრისით. ბატონი ვანგი ახალ სტანდარტსაც Intel Thunderbolt შეეხო, რომელიც Macbook Pro-შია გამოყენებული. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის იგი მხოლოდ Apple-ის გადაწყვეტებზეა ხელმისაწვდომი, მომავალში (3-5 წელიწადში) იგი სავსებით შესაძლებელია ინდუსტრიულ სტანდარტად იქცეს. წყარო: marketwatch.com
-
კომპანიამ NVIDIA განაცხადა, რომ ყველა ფილმში («ალისა საოცრებათა ქვეყანაში», «დასაწყისი», «რკინის ადამიანი 2», «მიღმიერი», აგრეთვე «ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქარი: ნაწილი 1»), რომლებიც წელს ოსკარის პრემიაზე არიან წარდგენილნი ვიზუალური ეფექტების სფეროში მიღწევებისთვის, პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებლები Quadro იყო გამოყენებული. ფილმებისთვის «დასაწყისი», «რკინის ადამიანი 2» და «ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი 1» ეფექტებს სტუდია Double Negative (DNeg) ქმნიდა. DNeg-ის ეფექტების პროცესში ცენტრალური სითხეების სიმულაციის საკუთარი სისტემაა, რომელიც ცნობილია როგორც «Squirt», რომლის ნაწილიც NVIDIA CUDA-ს დახმარებით იყო გადამუშავებული გრაფიკული პროცესორების Quadro შესაძლებლობების გამოსაყენებლად. http://www.youtube.com/watch?v=EC2tmFVNNE კომპანიამ Scanline VFX საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა Flowline შეიმუშავა, რომელიც ფილმში “მიღმიერი” რეალისტური ცუნამის სიმულაციისთვის იყო გამოყენებული. ამ დროისათვის Scanline დაკავებულია ახალი თაობის Flowline შექმნით, რომელიც CUDA-თვის იქნება ოპტიმიზებული. ძირითადი ეფექტები «ალისა საოცრებათა ქვეყანაში»-თვის კომპანიამ Sony Pictures Imageworks (SPI) შეასრულა, რომელთა საერთო რიცხვმაც 1700 მიაღწია. მრავალი ეფექტი: ნისლი, ბოლი, ცეცხლი, მტვერი და ნგრევები გრაფიკული პროცესორებით NVIDIA (პრეს-რელიზში მითითებულია 100-ჯერადი უპირატესობა სიჩქარეში) ჩქარდებოდა. ხუთი ფილმიდან გამარჯვებული 27 თებერვალს ყოველწლიურ 83-ე ცერემონიაზე გახდება ცნობილი. წყარო: nvidia.com
-
იანვრის დასაწყისში ინვესტორები ძალიან განცვიფრებულნი დარჩნენ, როდესაც AMD განაცხადა, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა დირკ მეიერმა (Dirk Meyer) დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა, რომლებიც ახალ სწრაფად მზარდ ნახევრადგამტარების ბაზრებზე, პლანშეტებისა და სმარტფონების ჩათვლით, AMD-ს პოზიციების გამყარების შესახებ მისი სტრატეგიის სისწორესა და საფუძვლიანობაში დარწმუნებულნი არ იყვნენ არ იყვნენ დარწმუნებულნი. მაგრამ დირკ მეიერისთვის სამწუხარო მოვლენას თავისი ნათელი მხარეც აქვს. Fudzilla-ს ცნობით, მისი ჯილდო გასული 2010 წლისთვის საფონდო ოფციონებისა და პრემიების სახით $5,5 მლნ-ია, რაც 22% მეტია, ვიდრე წინა წელს. ამას გარდა, ექს-ხელმძღვანელმა თანამდებობიდან ვადამდელი წასვლისთვის კომპენსაციის სახით $12 მლნ მიიღო. ამასთან ტომას სეიფერტმა (Thomas Seifert), ფინანსურმა დირექტორმა და კომპანიის ხელმძღვანელის მოვალეობების დროებით შემსრულებელმა, 2010 წელს ჯილდოს სახით $3,4 მლნ მიიღო, რაც 2009 წელს მის ხელფასზე თითქმის ორჯერ მეტია. წყარო: fudzilla.com
-
კომპიუტერულ ინდუსტრიაში წარსულში მრავალი უჩვეულო შთანთქმა იყო, მაგრამ ამჯერად ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულოზეა საუბარი. ამ მომენტისთვის AMD მდგომარეობა ადვილი არ არის: Intel სულ უფრო ძლიერად აწვება ბაზრის ზედა სეგმენტს, ხოლო ქვედაში ყოველდღიურად უფრო და უფრო საშიშად გამოიყურება ARM არქიტექტურიანი ჩიპები. რესურსმა Bloomberg ცოტა ხნის წინათ გაავრცელა ჭორები იმის შესახებ, რომ AMD-ს შიგნით ამჟამად გაცხარებულად განიხილება კომპანიის გაყიდვის პერსპექტივა. უკანასკნელ დროს AMD-ს მმართველ სტრუქტურაში ცვლილებები შეინიშნება, რაც შესაძლებელია ირიბად ადასტურებდეს ჭორს: წლის დასაწყისში გათავისუფლებული იყო შემსრულებელი დირექტორი დირკ მეიერი (Dirk Meyer), ხოლო სულ ცოტა ხნის წინათ — ოპერაციული დირექტორი რობერტ რივეტი (Robert Rivet). რესურსი Barronამტკიცებს, რომ AMD-ს წამყვანი ხელმძღვანელების გათავისუფლებები კომპანიის სერიოზულ ნაბიჯებზე მიუთითებს და ახმოვანებს ჭორს იმის თაობაზე, რომ Dell ჩიპების ცნობილი მწარმოებლის შეძენას გეგმავს. რისთვის სჭირდება Dell-ს AMD? მიზეზი შესაძლოა იყოს კომპანიის სურვილი საკუთარი ჩიპებით თავისი კომპიუტერების, ტელეფონებისა და პლანშეტების აღჭურვა. უკანსკნელ დროს კომპიუტერების ყველა ამერიკელი მწარმოებელი, როგორებიცაა მაგალითად Apple, HP და Dell სამომხმარებლო ელექტრონიკის ფართო სპექტრის მიწოდებისკენ კომპანიების Samsung, Toshiba და Sony მსგავსად. ხოლო კომპანიებს Toshiba და Samsung საკუთარი ქვეგანყოფილებები აქვთ პროცესორების ARM საწარმოებლად. ამ პოზიციიდან AMD-ს შესაძენად Dell-ს მიზეზი აქვს. აღსანიშნავია, რომ AMD-ს ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება $6,25 მლრდ-ია, ამასთან Dell-ს $12 მლრდ თავისუფალი სახსრები გააჩნია, ასე რომ ფინანსური თვალსაზრისით გარიგება სავსებით შესაძლებელია. წყარო: nexus404.com
-
- 2
-
-
დავუბრუნდეთ Intel-ის (Cougar Point) ოჯახის მეექვსე თაობის ხარვეზიანი ჩიპსეტების პროცესორებისთვის Sandy Bridge თემას და გვსურს გაცნობოთ, როგორ აპირებენ პრობლემასთან გამკლავებას ნოუთბუქების ბაზრის უმსხვილესი წარმომადგენლები Hewlett-Packard და Acer. ორივე კომპანიიდან შიდა წყაროები ამტკიცებენ, რომ 2011 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში ხარვეზი HP და Acer-ის მიერ მიწოდებული ნოუთბუქების მთლიანი რაოდენობის 5-6% და 3-4%-ზე მეტს არ შეეხება (შესაბამისად). არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით HP-ს მენეჯმენტმა AMD პროცესორების ბაზაზე არსებული მოდელების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, აგრეთვე ნოუთბუქების დამატებითი პარტიის გამოშვება გადაწყვიტა Intel-ის წინა თაობის ჩიპსეტებზე. წინასწარი გათვლებით, HP თებერვალ-მარტში შეყოვნება მოუწევს და მარტიდან აპრილზე 200-400 ათასი ერთეული ტექნიკის მიწოდების გადატანა. Acer, თავის მხრივ, აცხადებს, რომ გამყიდველებისთვის მიწოდებული იმ ნოუთბუქებს გაიწვევს, რომლებიც ხარვეზიან ჩიპებზეა აწყობილი. გაწვევას ნოუთბუქების სამი მოდელი ექვემდებარება: Aspire 8950G, 5950G და 4750G, და მაგიდის კომპიუტერის ორი მოდელელი: .Predator G3600 და Aspire M3920 Intel-ის მტკიცებულების მიუხედავად დეფექტიანი ნაკეთობების შეცვლის კომპენსირებასთან დაკავშირებით, ზოგიერთი მწარმოებელი მიუთითებს, რომ ეს უკანასკნელი მხოლოდ ჩიპებისა და დედა პლატების შეცვლის კომპენსაციას ახდენს, მაშინ, როდესაც ხარვეზიანი ნაკეთობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ზარალი მზა გადაწყვეტების მწარმოებლების კისერზე რჩება. ამას გარდა, მწარმოებლებს კიდევ ერთი ნეგატიური ეფექტის გადალახვა მოუწევთ, რომელიც სამომხმარებლო მოთხოვნის შემცირებასა და მყიდველთა უნდობლობასთანაა დაკავშირებული. წყარო: digitimes.com
-
ტექნოლოგიის Intel Thunderbolt მხარდამჭერი პირველი მოწყობილობების გამოჩენის კვალდაკვალ, სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია აცხადებს მოცემული გადაწყვეტის საკუთარ პროდუქტებში გამოყენების მზაობის შესახებ. იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში მაღალსიჩქარიანი ინტერფეისი კომპანიის პროდუქტებში იქნება გამოყენებული, განაცხადა კორპორაციის Canon ქვეგანყოფილების Video Products Group შემსრულებელმა დირექტორმა ჰირუ ედაკუბომ (Hiroo Edakubo) განაცხადა: «ჩვენ მოხარულნი ვართ Intel-ის პერსპექტიული ტექნოლოგიის Thunderbolt გამოყენება დავიწყოთ და ვთლით, რომ ეს ვიდეოკამერების შექმნის ბაზარზე სიმარტივისა და მწარმოებლობის ახალი სიმაღლეების მიღწევაში დაგვეხმარება». შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს ოფიციალურად წარმოდგენილი ტექნოლოგია Thunderbolt, მანამდე ცნობილი, როგორც Light Peak, მონაცემთა გადაცემის მაღალსიჩქარიან ინტერფეისს წარმოადგენს, რომელიც სარტყელის PCI Express და ინტერფეისის DisplayPort გამოყენებაზეა დაფუძნებული. Thunderbolt-ის გამოყენებით, მომხმარებელს სხვადასხვა სახის მოწყობილობების ფართო სპექტრის ჩართვა შეეძლება. ადაპტერების დახმარებით მისაწვდომია აგრეთვე მხარდაჭერა აღჭურვილობისა ინტერფეისებით USB, FireWire, Gigabit Ethernet და Fibre Channel. ინტერფეისის გამტარუნარიანობა 10 გბიტ/წმ-ში აღწევს, ხოლო პორტის მიერ უზრუნველყოფილი კვების სიმძლავრე 10 ვტ, საკმარისი უნდა იყოს მოწყობილობათა უმეტესობისთვის, რომლებიც დამატებით კვების სადენს აიცილებენ თავიდან. წყარო: intel.com
-
- 1
-
-
XP SP3 არის მემგონი იდეალური ვარიანტი :)
-
კორპორაციამ Intel კომპანიის McAfee შეძენის გარიგების დასრულების შესახებ განაცხადა. ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებლის შეძენის სურვილის შესახებ Intel გასული წლის აგვისტოში განაცხადა. გარიგების პირობები შეფერხებების გარეშე მოიწონა ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭომ, რის შემდეგაც დამტკიცებულ იქნა აქციონერთა კრებებზე. რამოდენიმე თვე დასჭირდა Intel-ს მარეგულირებელი ორგანოებისგან თანხმობის მისაღებად. The Wall Street Journal-ის მონაცემებით, განსაკუთრებით დეტალურად შეისწავლა გარიგება ევროპული კომისიის კონკურენციის საკითხების გენერალურმა დირექტორატმა. კომპანიების პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ McAfee საკუთარი ბრენდით განაგრძობს ანტივირუსული პროდუქციის შექმნასა და რეალიზებას. ამასთან, McAfee უკვე Intel Software and Services Group-ის ქვეგანყოფილებაში შედის. აღსანიშნავია, რომ მოცემული შენაძენი ყველაზე მსხვილია Intel-ის მთელი ისტორიის განმავლობაში. უკვე წლეულს Intel და McAfee ბაზარზე სტრატეგიული თანამშრომლობის პირველ შედეგებს წარმოადგენენ. წყარო: intel.com
-
Intel-სა და NVIDIA-ს შორის ხანგრძლივი საპატენტო დავა ახალი შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა. წინა შეთანხმების მოქმედების ვადა, რომელისაც ხელი 2004 წელს მოეწერა, 2011 წლის 31 მარტს სრულდება. ახალი შეთანხმების თანახმად, რომელიც ექვს წელს იქნება ძალაში, Intel ამ ვადის განმავლობაში კომპანიას NVIDIA $1,5 მლრდ-ს გადაუხდის და მის საპატენტო პორტფილიოზე წვდომას მიიღებს, NVIDIA-ს პატენტების ჩათვლით გრაფიკულ გადაწყვეტებსა და სუპერკომპიუტერულ ტექნოლოგიებზე. თავის მხრივ, NVIDIA კანონიერ საფუძველზე ისარგებლებს Intel-ის პატენტებით, რომლებიც მიკროპროცესორებსა და ჩიპსეტებს ეხება. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ყოველისმომცველი არაა, და ზოგიერთი კატეგორია, პროცესორების Intel x86 და ფლეშ-მეხსიერების ჩათვლით, მის მიღმა დარჩა. «ჯვარედინი სალიცენზიო შეთანხმება Intel-ს NVIDIA-ს ტექნოლოგიების სხვადასხვა პროცესორებში ინტეგრირების შესაძლებლობას მისცემს, მაგალითად, Sandy Bridge-ში,— განაცხადა NVIDIA-ს დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა (Jen-Hsun Huang). — იმავდროულად ჯვარედინი ლიცენზირება შესაძლებლობას მოგვცემც შევქმნათ პროცესორები და გამოვიყენოთ უპირატესობები, რასაც Intel-ის პატენტები გვანიჭებს ჩვენს მიერ შექმნილ ყველა ტიპის გადაწყვეტებში, Project Denver-ის, Tegra და სხვა ტიპის პროცესორების ჩათვლით, რომელთა წარმოებაც მომავალში დაიწყება». NVIDIA-ს ხელმძღვანელმა შემაჯამებელი ხაზი გაუსვა პროექტთან NVIDIA x86 დაკავშირებულ ჭორებსაც. «ჩვენ არ ვაპირებთ პროცესორების x86 წარმოებას,— განაცხადა ჰუანგმა.— ჩვენი გეგმები დაკავშირებულია ARM-პროცესორებთან, რომლებმაც სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა». «NVIDIA ააგებს «მომავლის პროცესორებს»,— ხაზი გაუსვა ჯენსენ ჰუანგმა, და კიდევ ერთხელ გაამწესა არქიტექტურა x86 მეორეხარისხოვან პლატფორმათა რიგში. მრავალი ექსპერტისთვის, რომლებსაც ეჭვიც არ ეპარებათ იმაში, რომ სალიცენზიო შეთანხმება Intel-სა და NVIDIA-ს შორის ხელმოწერილი იქნებოდა, Intel-ის მიერ გადასახდელი თანხის რაოდენობა, დიდი სიურპრიზი იყო. «ეს დიდი თანხაა, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავია»,— ვერ შეიკავა ემოციები Gleacher & Company-ის ანალიტიკოსმა დუგ ფრიდმანმა (Doug Freedman). ბაზარმა გარიგების დადებაზე NVIDIA-ს აქციების ფასის ზრდით 4,45% მოახდინა რეაგირება. წყარო: intel.com
-
კალიფორნიის ანაჰაიმში 25 იანვარს გამართული პრეს-კონფერენციის განმავლობაში, კორპორაციის Intel ვიცე-პრეზიდენტმა დებორა კონრადმა (Deborah Conrad) განაცხადა, რომ ჯგუფის Black Eyed Peas-ის ლიდერთან და პროდუიუსერთან will.i.am (უილიამ ჯეიმს ადამს-უმცროსი, William James Adams, Jr.) თანამშრომლობის შესახებ კონტრაქტს მოეწერა ხელი. კონტრაქტის შესაბამისად will.i.am ინოვაციების კრეატიული დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. პროცესორული გიგანტის მუსიკოსთან თანამშრომლობა რამოდენიმე წელს გაგრძელდება, რომელთა განმავლობაშიც იგი მონაწილეობას მიიღებს Intel-ის სმარტფონებისთვის, ნოუთბუქებისთვის და პლანშეტებისთვის გადაწყვეტების შემუშავებაში. ამას გარდა, will.i.am სპეციალურად Intel-თვის რამოდენიმე მუსიკალური კომპოზიციის დაწერა გადაწყვიტა. თავის მხრივ, პროცესორული გიგანტი, მუსიკოსთან თანამშრომლობისას, ახალგაზრდულ კულტურაში აღიარებას იმედოვნებს. როგორც დებორა კონრადმა განაცხადა, სწორედ ახალგაზრდული კულტურა იღებს ყველაზე სწრაფად ურთიერთობის ახალ ფორმებს, მოწინავე ტექნოლოგიებსა და ახალი ტიპის მოწყობილობებს. წყარო: intel.com
-
- 3
-
-
Microsoft-ის სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ Intel აუცილებლად უნდა შექმნას და ბაზარზე გამოუშვას 16-ბირთვიანი პროცესორები Atom. ასეთი პროცესორები თანამედროვე სერვერების მუშაობის მნიშვნელოვან ოპტიმიზაციაში დაეხმარება და გაცილებით ეკონომიურს გახდის მათ. დილიპ ბანდარკარის თქმით, ინჟინერი ქვეგანყოფილებიდან Microsoft Global Foundation Services, Intel Xeon-ის მსგავსი თანამედროვე სერვერული პროცესორები ხშირად მხოლოდ სითბოს გამოყოფაზე მუშაობენ, რის გამოც ისინი ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავენ. ქვეგანყოფილების ერთ-ერთი პირდაპირი მოვალეობა, რომელშიც ბანდარკარი მუშაობს, საძიებო სისტემის Bing ჰოსტინგის მომსახურებაა, აგრეთვე სხვადასხვა სერვისებისა, კერძოდ Hotmail, Windows Live Messenger და სხვა. ინჟინრის თქმით, ალტერნატივის სახით ARM არქიტექტურის ბაზაზე შემუშავებადი სასერვერო პროცესორები შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ მაინც სასურველი იქნებოდა х86-ის გამოყენება, რასთან დაკავშირებითაც იგი დიდ იმედებს Intel და AMD-ზე ამყარებს. წყარო: slashgear.com
-
- 2
-
-
2009 წლის ბოლოს კორპორაცია Intel იძულებული იყო თავისი კონკურენტისთვის AMD $1,15 მლრდ გადაეხადა ბაზარზე მონოპოლიური უპირატესობების გამოყენებისთვის. ახლა AMD კვლავ ისარგებლებს Intel -ის მე-6 სერიის (Cougar Point) ჩიპსეტებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ორი კვირის წინათ, Intel განაცხადა, რომ მის ჩიპსეტებში Cougar Point აღმოჩენილი იყო პრობლემა კონტროლერებთან SATA დაკავშირებით, რომელსაც პოტენციურად დროთა განმავლობაში მანქანის მწარმოებლობის დეგრადირება შეიძლება მოჰყვეს. მწარმოებლის შეფასებით, პრობლემა მას $1 მლრდ დაუჯდება. AMD-ს წარმომადგენელმა ლესლი სობონმა (Leslie Sobon) განაცხადა, რომ მისი კომპანია უკვე ღებულობს პირდაპირ სარგებელს Intel-ის ჩიპსეტების პრობლემის გამო: Intel-ის ნაცვლად კლიენტებისა და საცალო გამყიდველების მთელმა რიგმა AMD-ს პროდუქტებისკენ აიღეს გეზი. გამომცემლობა Fox Business News იტყობინება, რომ კომპიუტერების მრავალი მწარმოებელი, რომლებიც Intel-თან და AMD-თან თანამშრომლობდნენ, ამ უკანასკნელის ჩიპების ბაზაზე გადაწყვეტების მიწოდებას ზრდიან, რათა ჩიპსეტების Cougar Point მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხება აინაზღაურონ. წყარო: dailytech.com
-
კონკურენტის მიერ დაშვებული შეცდომა ძალიან ხშირად ეხმარება მეორეს ბიზნესის გაფართოებაში, მაგრამ როგორც IDC თვლის, Intel-ის ბოლოდროინდელი პრობლემები Cougar Point ჩიპსეტებთან დაკავშირებით (პროცესორებისთვის Sandy Bridge), ვერ დაეხმარება AMD-ს ბაზარზე საკუთარი წილის გაზრდაში. ანალიტიკოსის შეინ რაუს (Shane Rau) აზრით, მომავალი პროცესორების (კოდური დასახელება Llano) შეფერხება, რომლებიც Sandy Bridge-თან კონკურენციისთვის იყო შექმნილი, ვერ იქნება AMD-თვის ხელსაყრელი შესაძლებლობა Intel-ის ჩიპსეტებში შეცდომის ხარჯზე საკუთარი წილის გასაზრდელად. ჩიპები Llano, რომლებიც მიმდინარე წლის დასაწყისში უნდა გამოსულიყო, წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეფერხდა და როგორც ჩანს, წლის შუაპერიოდამდე არც გამოჩნდება. Intel-მა იანვრის დასაწყისში ახალი პროცესორები Core iX წარმოადგინა არქიტექტურით Sandy Bridge, მაგრამ ამ ჩიპების მიწოდება შეჩერებულია ჩიპსეტების Cougar Point დიზაინში შეცდომის გამო. ამის გამო მრავალი მწარმოებელი იძულებული გახდა ახალი პროცესორების ბაზაზე აგებული საკუთარი პროდუქტების გამოშვება შეეჩერებინა. Intel-მა გამოსწორებული ჩიპების მიწოდება 14 თებერვალს დაიწყო. სურდა რა გამოეყენებინა Intel-ის ჩიპსეტების პრობლემა, AMD-მ 18 თებერვალს განაცხადა, რომ საკუთარი პროცესორებისა და ვიდეოკარტების წინ წასაწევად ახალ მარკეტინგულ პროგრამას გაუშვებს. ბატონი რაუ თვლის, რომ მსგავსი აქციები ბაზარზე AMD-ს წილზე ვერ იმოქმედებენ: კომპანიას ჯერ კიდევ ხელთ არ აქვს პროცესორების Sandy Bridge ანალოგი, რომელთა მიწოდება მთელი ძალით აპრილის შუა რიცხვებისთვის აღდგება. AMD-ს თანამედროვე გადაწყვეტები ჩიპების Intel Core i3, i5 და i7 (არქიტექტურის Westmere ბაზაზე) კონკურენტად უფრო შეიძლება განვიხილოთ, რომლებიც ჯერ კიდევ აქტიურად მიეწოდება ბაზარზე. ამასთან, IDC-ის მონაცემებით კომპანიამ AMD გასული წლის უკანასკნელ მეოთხედში Intel-ს ბაზრის საკუთარი წილის ნაწილი დაუთმო. Intel პროცესორების 80,8% აწვდის, მაშინ როდესაც 2009 წლის იმავე კვარტალში მის მიერ უკვე იყო მიწოდებული 80,5%. ამასთან, AMD-ს წილი 19,5%-დან 18,9%-მდე შემცირდა 2010 წლის განმავლობაში. Llano-ს გაშვებამდე AMD-ს ზრდა შესამჩნევი იქნება, ძირითადად ენერგოეფექტური ჩიპების Fusion მიწოდებაში, რომელთა შესახებაც პირველი მონაცემები საკმაოდ წამახალისებლად გამოიყურება. პლატფორმის Brazos ჩიპები ერთ კრისტალზე აერთიანებენ პროცესორს x86 და გრაფიკას DX11 და ნეთბუქებსა და ნეთტოპებზეა გათვლილი. მთლიანობაში, IDC-ის შეფასებით პროცესორების მიწოდების ზრდა მიმდინარე წელს 10,1% (2010 წელს ეს მაჩვენებელი 17,1%-ს აღწევდა) იქნება. ზრდა ძირითადად უზრუნველყოფილი იქნება, საშუალო და მსხვილი კორპორაციების მიერ ნოუთბუქების შეძენით, მაშინ როდესაც სამომხმარებლო მოთხოვნა დაბალი დარჩება ეკონომიური პრობლემებისა და პლანშეტების მხრიდან კონკურენციის გამო. წყარო: computerworld.com
-
- 1
-
-
პორტალზე გაიტანთ ვინმე ჩემ ახალ სტატიებს? :D
-
კომპიუტერული ჩიპების ზომა მუდმივად მცირდება, რის წყალობითაც ინდუსტრია ვითარდება, მწარმოებლობისა და ენერგოეფექტურობის გაზრდით და ღირებულების მისაღებ დონეზე შენარჩუნებით. პორტატული ელექტრონიკის განვითარება განსაკუთრებით მკაცრ მოთხოვნებს უყენებს ჩიპებს. პრობლემა ის გახლავთ, რომ რაც უფრო მცირე ზომის ტრანზისტორები და ჩიპები მზადდებიან, მით უფრო მოწყვლადი და მყიფე ხდებიან. სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, როდესაც ჩიპები ძალიან რთული გახდება, გარე ზემოქმედებებისადმი მდგრადობის მიმდინარე დონის შესანარჩუნებლად, ოთხი კომპანიისა და ორი უნივერსიტეტისგან (ჰოლანდია, გერმანია და ფინეთი) შემდგარმა ჯგუფმა პრობლემის გადაწყვეტის შედარებით მარტივი ვარიანტი შეიმუშავეს: ჩიპი, რომელიც საკუთარ ექსპლუატაციურ თვისებებს აკვირდება და საჭიროების შემთხვევაში ამოცანის გადამისამართებას ახდენს. თვითაღდგენადი ჩიპის კრისტალი CRISP ჰოლანდიის უნივერსიტეტიდან ტვანტე ჰანს კერჰოფმა (Hans Kerkhoff) და კონსორციუმის CRISP (Cutting-edge Reconfigurable ICs for Stream Processing) მონაწილემ განაცხადეს, რომ ტრანზისტორზე ჩიპების სიმჭიდროვის გაზრდის გამო, სულ უფრო და უფრო რთული ხდება სისტემის საიმედობის შენარჩუნება. მეცნიერის აზრით, ამ პრობლემის გადაწყვეტა არა ჩიპის შექმნაშია, რომელიც დროთა განმავლობაში არ გაფუჭდება, არამედ მიკროსქემის შექმნაა, რომელსაც ცალკეული ბლოკების მწყობრიდან გამოსვლის შემდგომ ფუნქციონირების შენარჩუნება შეუძლია. იგი ამას «ელეგანტურ დეგრადაციას» უწოდებს. იმისათვის, რომ ასეთი «ელეგანტური დეგრადაცია» შესაძლებელი გახდეს, ჩიპი CRISP მრავალ გამოთვლით ბირთვს ემყარება. სხვადასხვა ამოცანა რესურსების ჩაშენებული აპარატული მენეჯერის მიერ ბირთვებზე ნაწილდება. ბირთვებს შორის შეკავშირებები მუდმივად მოწმდება და როდესაც შეცდომა გამოვლინდება, მწყობრიდან გამოსული ბირთვის ამოცანები სხვა მუშა ბლოკებზე გადანაწილდება. ასეთი მიდგომის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩიპი უფრო საიმედო არ ხდება, მას ფუნქციონირების გაგრძელება უფრო დიდ ხანს შეუძლია. თვითაღდგენადი, უფრო ზუსტად კი, თვით შემმოწმებელი ჩიპი ცოტა ხნის წინათ საფრანგეთის ქალაქ გრენობლში ჩატარებულ კონფერენციაზე DATE2011 იყო წარმოდგენილი. თვითაღდგენადი ჩიპის CRISP ბლოკ-სქემა წყარო: gizmag.com, geek.com
-
მთელი პროგრესული სამყარო ახალი iPad 2-ითაა გახარებული, ეს მოწყობილობა, კერძოდ კი მარკის Apple თაყვანისმცემლები ჯერ კიდევ ბევრ სურპრიზს გვიმზადებენ. სეზონი ლივერპულელმა იუველირმა სტიუარტ ჰიუზმა (Stuart Hughes) გახსნა, რომელმაც მორიგი შედევრი წარმოადგინა სახელად iPad 2 Gold History Edition. მოწყობილობის უკანა პანელი 24-კარატიანი ოქროთია შესრულებული, მასზე Apple-ის საფირმო ლოგოტიპია მოთავსებული. აპარატი 53 კრიალა (IF) ბრილიანტითაა მორთული, რომელთაგან თითოეულის წონაა 16,5 კარატი. ამით დღეს ვეღარავის გააკვირვებ, მაგრამ სტიუარტ ჰიუზი ასეთი როდია. კორპუსის წინა ნაწილი მან ამოლიტით მორთო — ძალიან იშვიათი ძვირფასი ქვა, რომელიც კანადის მთებში მოიპოვება, მისი ასაკი 75 მილიონი წელიწადია. თუ კი ესეც გეცოტავებათ, იმასაც გეტყვით, რომ ავტორმა საკუთარი შედევრი ტირანოზავრის ძვლების ჩანართებითაც მორთო, რომლის ასაკიც 65 მილიონი წელიწადია. ღილაკი HOME 8,5-კარატიანი ბრილიანტითაა შესრულებული, რომელსაც 12 უფრო მცირე ზომის ქვა ერტყმის გარშემო. შედეგად აპარატში სულ: 53 16,5-კარატიანი ბრილიანტი, ერთი 8,5-კარატიანი ბრილიანტი, 57 გრამი ტირანოზავრის ძვლები, 750 გრამი ამოლითი და 2000 გრამი ოქრო უკანა პანელზე. და კიდევ ფასი, 5 მილიონი ფუნტი სტერლინგი ან 8 მილიონი დოლარი. იჩქარეთ, სტიუარტმა iPad 2 Gold History Edition-ის სულ ორი ეგზემპლარი დაამზადა, შეიძლება არ შეგხვდეთ! წყარო: stuarthughes.com
-
კორპორაციამ Intel ჰოლანდიური კომპანია Silicon Hive შეიძინა, რომელიც ჩიპზე სისტემებისთვის (System-on-Chip, SoC) ტექნოლოგიების შემუშავებაშია სპეციალიზებული. Silicon Hive-ის პროდუქცია მობილურ მოწყობილობებსა და პორტატულ სისტემებში გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. თავდაპირველად იგი Philips Research Laboratories ქვეგანყოფილება იყო და 2007 წელს Silicon Hive დამოუკიდებელ კომპანიად გამოეყო მას. მისი შტაბ-ბინა ეინდჰოვენშია, შტატში დაახლოებით 65 ადამიანია. ამას გარდა, აქვს ოფისები სან-ჰოსეში (აშშ), ტოკიოში, სეულში, ბანგალორში (ინდოეთი) და ბელგრადში. Silicon Hive თავიდანვე სარგებლობდა Intel Capital-ის მხარდაჭერით. «Intel ჩვენთან ერთად იყო განვითარების ადრეულ სტადიაში, — ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი ატულ სინჰა (Atul Sinha).— ჩვენი ამჟამინდელი მიზანია სხვადასხვაგვარი მულტიმედიური SoC-გადაწყვეტების შექმნა პროცესორების Atom ბაზაზე». ეჭვს გარეშეა, რომ მოცემული გარიგება Intel-ს ARM-გადაწყვეტების ბაზაზე პროდუქციის მიმწოდებლებთან კონკურენციაში დაეხმარება. გარიგების პირობები და დასრულების ვადები ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახება. წყარო: electronista.com
-
- 1
-
-
კომპანიის Intel ვიცე-პრეზიდენტი და ქვეგანყოფილების Ultra Mobility Group გენერალური მენეჯერი, რომელიც ულტრამობილური კომპიუტერებისთვის, მობილური ინტერნეტ- და ჯიბის მოწყობილობებისთვის გადაწყვეტების შემუშავებითაა დაკავებული, ანანდ ჩანდრასაჰერი (Anand Chandrasekher), პროცესორების უმსხვილეს მწარმოებელს მალე მიატოვებს. მისი წასვლის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ეს Atom პროცესორების დახმარებით სმარტფონების ბაზრის დაპყრობასთან დაკავშირებით Intel-ის გეგმების ჩავარდნას უკავშირდება. კომპანიაში Intel ჩანდრასაჰერის მუშაობის სტაჟია 24 წელი. იგი მრავალი წარმატებული პროექტის მონაწილეა, 2003 წელს მობილური პლატფორმის Intel Centrino გაშვების ჩათვლით. მაგრამ, უკანასკნელ წლებში Ultra Mobility Group-ის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჩიპის გამოშვება იყო, რომელსაც სმარტფონების ბაზარზე ARM გადაწყვეტების შევიწროება შეეძლებოდა. ამ ამოცანას ჩანდრასაჰერის ჯგუფი ვერ გაუმკლავდა. მწარმოებლების მიერ დაანონსებული მრავალი მოწყობილობა Moorestown-ის ბაზაზე, სერიული გამოშვების სტადიაშიც ვერ გადავიდა. გასული წლის გამოფენაზე CES 2010 კომპანიამ LG ტელეფონი GW990 წარმოადგინა ოპერაციული სისტემის Moblin მართვით, რომელიც შემდგომში მაღაზიებში ვერ მოხვდა. სხვა პროდუქტი, რომელიც Moorestown ანონსის დროს იყო წარმოდგენილი, კომპანიის Aaya მიერ 1.5 გჰც პროცესორების ბაზაზე სერიიდან Intel Atom Z6xx და ОС Moblin ასევე “გაიყინა” რეფერენსული დიზაინის დასრულების სტადიაში. Intel-ის შემსრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და Intel Architecture Group-ის გენერალური მენეჯერი დევიდ პერლმუტერი (David Perlmutter) აღნიშნავს, რომ კომპანია არ აპირებს “მობილური” მიმართულების გაუქმებას და სმარტფონებისა და ჯიბის მოწყობილობებისთვის გადაწყვეტების შემუშავებას განაგრძობს. ჩანდრასაჰერის წასვლის შემდგომ მის მოვალეობებს ერთმანეთში Intel Architecture Group-ის ვიცე-პრეზიდენტები დეივ ვეილენი (Dave Whalen) და მაიკლ ბელი (Mike Bell) გადაინაწილებენ. წყარო : intel.com
-
- 1
-
