რაღა თქმა უნდა ჰოლოგრაფიულ დამგროვებლებს დიდი პოტენციალი გააჩნიათ, მაგრამ ჯერჯერობით მეცნიერთა ხმამაღალი განცხადებებისა და დაპირებების გარდა არაფერი გვაქვს. ახლა კი, გიგანტური მოცულობის ინფორმაციის დამგროვებლების ახალ ტიპზე სამუშაოების დაწყების შესახებ გახდა ცნობილი, რომლის მიმართაც მრავალი ექსპერტი ასევე სკეპტიკურადაა განწყობილი.
რუმინელი მეცნიერი ევგენ პაველი (Eugen Pavel) ამტკიცებს, რომ მისი კომპანიას Storex Technologies შეუძლია შექმნას ინფორმაციის შენახვის ახალი ფორმატი, რომელსაც Hyper-CD უწოდებენ. გარეგნულად დისკი ტიპიური CD-ს მსგავსი იქნება დიამეტრით 12 მმ და სისქით 1,2 მმ, მაგრამ მისი მოცულობა ერთი პეტაბაიტი იქნება, რაც მილიონ გიგაბაიტს უდრის. აგრეთვე, ბატონი პაველი ამტკიცებს, რომ დისკების Hyper-CD სიცოცხლის ხანგრძლიობა ხუთი ათასი წელი იქნება.
ეს ინფორმაცია ძალიან საინტერესოა, მაგრამ უფრო მეტ სკეპსის იწვევს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2000 წელს ევგენ პაველი უკვე საუბრობდა ოპტიკური დისკის შექმნის შესახებ, რომლის მოცულობა 10 ტბ იქნებოდა და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაც ხუთი ათასი წელი უნდა ყოფილიყო, რაც ამჟამინდელი საზომითაც არაა ცოტა.