-
Posts
4790 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
3
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by zV1
-
რავი ესენი http://www.amazon.com/Panasonic-DMC-FH25K-16-1MP-Digital-Stabilized/dp/B004NBZ8DQ/ref=cm_cr_pr_product_top http://www.amazon.com/Canon-PowerShot-ELPH-300-HS/dp/B004J41T7Q/ref=cm_cr_pr_pb_i როგორებია?
-
ჩემ ნათესავს უნდა 300 ლარში სასაპნე კამერა რავი ოპტიმალური ვარიანტი რაც იქნება იქნება გვირჩიოთ.
-
სპ ბრატცი რომ შემეძლოს უფრო ადრეც ავდგები,ვერ ვიტან ძილს,როცა გძინავს რამდენი საქმე შეგიძლია გაააკეთო ადამიანმა. ეგეც იმიტო რო მერე ჩემ დას უნდა დაჯდომა მერე ძმას მერე დედაჩევს მეზობლებს და ფიუ
-
რავი მოტოროლა სულ ბანძი ბრენდი იყო. ვა ტეგრა 2 ჭედავდა? არამგონია
-
მადლობა დიდი,ხო დრო არ მეყო,სპეციალურად 6:30-ზე ავდექი რო რამე მომესწრო გასაგებია არ მეყო დრო
-
რატო?ტელეფონები მართლა არ უვარგა მაგრამ ეს მართლა მაგარ ფასშია.
-
Overclockers.GE-ს გვერდი და ჯგუფი Facebook-ზე
zV1 replied to Barca's topic in პორტალი Overclockers.GE
ისე მაგ facebook-ის გვერდის ადმინი ვინააა? -
ხო მარა,ძალიან ძველი ვიდეოები დევს. 260-ის ფასი 300 დოლარამდე დაეცაო :D
-
+1 Ivy Bridge-ბმა მაგარი ჩაისვარეს,მარტო 10 პროცენტით ჯობიან წინა თაობას დაჟე მაგდენითაც არა.
-
მაგხელა? ძალიან დიდია გტ620 რა იქნება,პსი ექსპრეს სლოტიც კი მაგაზე დიდი იქნება :D
-
იტოგში ბევრი ბაგებია მარა საერთო ჯამში ახალი მაინც სულ სხვააა
-
აბა მოდინგის მამიკო დაგიმოდინგებთ ნებისმიერ კეისის ნაწილს.
-
http://zoommer.ge/index.php?cid=35&act=view&id=567 ვაააახ,ნახეთ ტო http://zoommer.ge/index.php?cid=35&act=view&id=567 ატრიქსი 600 ლარად
-
qartulad weris problema maqvs :S google chrome-ze
-
რა სისულელე,რა ცუდი ფასი აქვს?ეგ ფასი HD7950-ი ღირს რომელიც ამასთან ახლოსაც ვერ მივა Avenger შენ წარმოიდგინა გტ620 რა იქნება :D
-
არც მე,თან დაარაზგონებ და 680-საც აჯობებს.
-
690-ის რევიეუ როგორ არაა აქა ჩვენ ფორუმზე. საუკეთესო ვიდეოკარტაა ჩემი აზრით Price/Performance კუთხით
-
როგორ არა
-
ხოოოო უმეტეს თამაშებში დაახლოებით 30 კადრი წამშით ჯობნის
-
სპასიბა ბრატცი დადებითი შეფასებისთვის. აუ მოდერებს ვთხოვ,სულ პირველი 670-ის სურათი რო მიდევს,მანდ კი არ უნდა მედოს შეეგებეთ 670-ის ქვემოთ უნდა მედოს და იქნება ვინმემ ჩაასწოროს.
-
მაგარი ფანებია ძალიან წარმატებები გაყიდვაში.
-
ჩავასწორე ეგენი
-
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3876754
-
შესავალი როდესაც კომპანია AMD-მ წარმოადგინა თავისი 28 ნანომეტრიული GCN არქიტექტურაზე დამზადებული ვიდეობარათები,Nvidia-ს დაახლოებით 2-3 თვე დასჭირდა პასუხისთვის და გამოუშვა GK104 GPU-ზე დაფუძნებული ერთბირთვიანი GTX680 და ორბირთვიანი GTX690. კომპანია Nvidia კი დღეს გვაცნობს GTX670-ს,რომელიც ასევე GK104-ზეა დაფუძნებული,თუმცა მის დიდ ძმასთან შედარებით, მას აქვს ცოტათი უფრო სუსტი მონაცემები. მოდით გადავავლოთ თვალი GTX670-ის მახასიათებლებს და მის შედარებას GTX680,GTX580 და GTX570-თან. როგორც ხედავთ, GTX670-ს აქვს შედარებით ნაკლები CUDA პროცესორი, ტექსტურული იუნიტი,Rops-ი და ასევე მისი Core Clock და Boost Clock სიხშირეები ნაკლებია.თუმცა, GTX670 - GTX680-თან შედარებით, 100 დოლარით იაფი ღირს და 25 ვატით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. მოკლედ რომ ვთქვათ, GTX670-ს GTX680-თან შედარებით 9%-ით ნაკლები Core Clock აქვს.აქვს ასევე 1-ით ნაკლები SMX-ები და 16-ით ნაკლები ტექსტურული იუნიტი.შევხედოთ GTX670-ის რეფერენსულ დიზაინს: ასევე შევხედოთ მის GPU-Z-საც: თუმცა კომპანია Nvidia-ს პარტნიორები მას გამოუშვებენ როგორც რეფერანს-ქულერით,ასევე ნახევრად და სრულად კუსტარული ქულერით.მათ ზოგიერთ ფოტოს შეგიძლიათ შეხედოთ აქ - http://www.anandtech.com/Gallery/Album/1953#1 ასევე ვნახოთ ფასების შედარება სხვა ბარათებთან: GTX670-ის კონკურენტი HD7950 იქნება. შეეგებეთ Geforce GTX670 შედარებით დაბალი ენერგო მოხმარების ხარჯზე GTX670 9.5ინჩის სიგრძისააა,როდესაც GTX680-ის სიგრძე 10 დუიმია. მაგრამ PCB მხოლოდ 6.75 ინჩის სიგრძისაა,3.25 ინჩით მოკლე, ვიდრე GTX680-ისა. ამ ყველაფრის ნათლად დასანახად, შევხედოთ ფოტოს: შენიშვნა: ამ სურათზე მოცემულია EVGA-ს ვიდეობარათი, რომელიც რეფერენსულის იდენტურია პატარა PCB შემთხვევითობა არააა,რადგან ვიდეობარათისთვის,რომელიც მხოლოდ 170 ვატს მოიხმარს, Nvidia-ს უფრო გრძელი PCB არ სჭირდება. შევხედოთ GTX670-ის ზედა ნაწილს: კომპანია Nvidia ამბობს რომ GTX670 იყენებს იგივე ქულერს რომელსაც GTX680.თუმცა მიუხედავად ამისა, ხმაურის დონეები მაინც სხვადასხვაგვარი აღმოჩნდა. შევხედოთ ასევე ვიდეობარათის მხოლოდ PCB-ს: დაბალი ენერგომოხმარების გამო, GTX670-ის PCB მოკლეა,VRM Circuitry კი, ამჟამად მის ზემოთა ნაწილშია, თუმცა ისინი მცირე ზომისანი არიან. ამგვარად, GTX670 არ გამოგვადგება Heavy Overclocking-ის დროს. Nvidia ასევე ვოლტაჟის მომატების ნებასაც არ გვრთავს. წინა პლანზე მხოლოდ 4 და 8 Hynix R0C GDDR5 RAM ჩიპებია, ხოლო დანარჩენი 4 - უკანა ნაწილზეა.ასევე ვიდეობარათის ზედა იარუსზე ჩვენ ვხედავთ PCIe დენის მაკავშირებლების პორტს და SLI-ხიდს. გარდა ამისა, Nvidia-ს იგივე I/O აქვს გამოყენებული GTX670-ში,როგორიც GTX680-ში და აქედან გამომდინარე, მათი Output პორტები იდენტურია. ტესტები ტესტებში GTX670-ისთვის გამოყენებული იყო დრაივერების ვერსია 301.33, GTX680 და GTX690-ისთვის - 301.34, Nvidia-ს დანარჩენი ვიდეობარათებისთვის კი - 301.24. შევხედოთ კონფიგურაციას: Crysis Warhead თუ GTX680-ის სისუსტე იყო Crysis-ი, მდგომარეობა არც GTX670-ისთვის შეცვლილა. GTX670 მას უმნიშვნელოდ ჩამორჩება. Metro:2033 ისევ და ისევ, GTX670 სულ მცირედით ჩამორჩება GTX680-ს,თუმცა 10 კადრ წამზე მეტით უსწრებს GTX580-ს. Total War: Shogun 2 განსხვავება 5760X1200 და 2560X1600 რეზოლუციებზე ისევ მცირეა,მაგრამ FULLHD გაფართოებაში, GTX 670 10 კადრი წამით ჩამორჩება GTX680-ს, GTX580-ს კი მთელი 30-ით უსწრებს. Batman: Arkham City განსხვავება GTX680-სა და GTX670-ს შორის ისევ მცირეა,GTX670 კი დაახლოებით 20 კადრი წამით უსწრებს GTX580-ს. Battlefield 3 როგორც ყოველთვის,GTX670-სა და GTX680-ს შორის განსხვავება მცირეა,GTX580-ს კი GTX670 დაახლოებით 15 კადრი წამით იტოვებს უკან. The Elder Scrolls V: Skyrim აქაც იგივე სიტუაცია მეორდება,თუმცა FULLHD გაფართოებაში GTX670 უმნიშვნელოდ ჯობნის GTX680-ს. სინთეტიკური ბენჩმარკები 3D Mark Vantage Pixel And Texture Fill 3D Mark Vantage Pixel Fill-ში იგივე სიტუაცია მეორდება რაც თამაშებში. ხოლო 3D Mark Vantage Texture Fill-ში, GTX680 17 გიგაპიქსელით სჯობს GTX670-ს. DirectX11 Detail Tesselation Sample აქ კი ძალიან საინტერესო სიტუაციააა,Normal-ში GTX670 ჯობნის GTX680-ს,Max-ში კი GTX680-ი ჯობნის GTX670-ს თუმცა არც ისე დიდი სხვაობით. Unigine Heaven აქ GTX680-ი GTX670-ს 7 კადრი წამით ჯობია,ხოლო GTX580-ს GTX670-ი მთელი 17 კადრი წამით ჯობია. ენერგომოხმარება,ვოლტები,ტემპერატურები და ხმაურის დონეები დაუტვირთავ რეჟიმში, GTX670 GTX680-ის მსგავსად მოიხმარს ენერგიას.მაგრამ Long Idle Power Consumption-ში, მათზე შედარებით უკეთეს შედეგებს გვიჩვენებენ HD7970, HD7950 და HD7870. როდესაც GTX670 დატვირთულია, Metro 2033-ით ის მოიხმარს მთელ სისტემიანად 317 ვატს, საბოლოო ჯამში, ის GTX680-თან შედარებით, 50 ვატით ეკონომიურია. მასზე ნაკლებ დენს კი მხოლოდ HD7870 იყენებს. ტემპერატურები აქ როგორც ხედავთ, GTX670 ისეთივე ტემპერატურა უჭირავს როგორიც GTX680-ს. აქ კი GTX670 2 გრადუსით გრილია GTX680-ზე.74 გრადუსი არაა ცუდი ტემპერატურა დატვირთულზე,მითუმეტეს რეფერანს ქულერზე. OCCT-ში ტემპერატურის მაჩვენებელი 77 გრადუსამდე იზრდება,რომელიც ისევ არ არის ცუდი. ხმაურის დონეები Nvidia ამბობს, რომ მას იგივე ქულერი აქვს გამოყენებული, რაც GTX 680-ში, თუმცა მასთან შედარებით, ის 1.2 დბ-ით უფრო ხმაურიანია. ეს სხვაობა არც ისე დიდია, თუმცა ჩვენ GTX670-ს ჩუმ ბარათს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგან მისი ეს მახასიათებელი საშუალოა. აქ კი, GTX670 უფრო ჩუმია ვიდრე GTX680,თუმცა სხვაობა არც ისე დიდია. აჩქარებული GTX670:პერფორმანსი, ენერგომოხმარება, ვოლტები, ხმაურის დონე და ტემპერატურები GTX670-ის აჩქარება მოხერხდა 1065 მჰზ-მდე,ხოლო Turbo Boost-ით, ეს მაჩვენებელი მაქსიმუმ 1234-მდე გაიზრდება. აჩქარებული 670 იგივე ენერგიას იხმარს რასაც აუჩქარებელი GTX680. ტემპერატურები აჩქარებული GTX670 4 გრადუსით ცხელია, ვიდრე აუჩქარებელი 680. საერთო ჯამში კი, ეს ტემპერატურა არც თუ ისე სახარბიელოა. ხმაურის დონე ქარხნულ GTX670-თან შედარებით, აჩქარებული ვარიანტი 3.9 დბ-ით უფრო მეტ ხმაურს გამოსცემს, ხოლო GTX680-თან მიმართებით კი - 3.2 დბ-ით. აჩქარებული GTX670:სათამაშო პერფორმანსი აჩქარებული GTX670 ყველა თამაშში ჯობნის აუჩქარებელ GTX680-ს. საერთო ჯამში კი, სხვაობა 5 კადრი წამშია. ბოლოსიტყვაობა GTX670 მარტივად რომ ვთქვათ GTX680-ის ოდნავ შეკვეცილი ვერსიააა,ნაკლები ენერგომოხმარებით და ცოტა ნაკლები სათამაშო პერფორმანსით. ტემპერატურები არც თუ ისე ცუდი აქვს GTX670-ს,დატვირთულზე 77 გრადუსი.ვიდეობარათი არც ისე ჩუმია,თუმცა არც ძალიან ხმაურიანი. ენერგომოხმარების მხრივ, მას საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. დატვირთულ რეჟიმში ის 50 ვატით ნაკლებს მოიხმარს ვიდრე GTX680. აჩქარების შემთხვევაში კი, GTX670-ი უკვე ჯობნის GTX680-ს, მაგრამ ამასთან ხდება უფრო ხმაურიანი,და იმატებს ასევე ტემპერატურა.ასე, რომ გირჩევთ ან კეისი კარგად გააგრილოთ,ან არარეფერანსი GTX670 შეიძინოთ, ან ხმაური თუ არ გიყვართ, შეიძინეთ წ^ლის ბლოკი იყიდეთ. მე მაგალითად, GTX680-ს მაგივრად GTX670-ს ავიღებდი,100 დოლარით იაფია და აჩქარებულზე პირიქით ჯობნის GTX680ს. ბენჩმარკები მოყვანილია Anandtech.com-იდან. © Overclockers.ge By zV1 :bow:
- 99 replies
-
- 21
-
