ინტერვალით რომ განსაზღვრო უნდა იცოდე რა ინტენსივობით ჩამოაქვს ამანათები შენს გადამზიდავს, მაგრამ ეგ სანდო არაა ზოგჯერ აგვიანებენ გამოგზავნას და შეიძლება განბაჟება მოგიწიოს ეგრე.
ჯობს ერთი ნივთი შენს სახელზე გამოწერო მეორე სხვისაზე, აიღე ვინმეს პირადობა რეგისტრაცია გაუკეთე შენი გადამზიდავის საიტზე და გამოწერისას ერთი იმაზე გამოწერე მეორე შენსაზე და ვსო, ტვინის ბურღვა აღარ მოგიწევს განბაჟებაზე. თუ სხვადასხვა საიტიდან იწერ ორ ნივთს მაშინ შეიძლება, ანუ 300 ლარს არ უნდა აჭარბებდეს ერთი საიტიდან გამოწერილი ნივთ(ებ)ი.