სალამი ფორუმელებო.
ესეიგი რა ხდება, ბოლო დღეებია შევნიშნე სისტემა idle რეჟიმში იტვირთება, პროცესორი 3,5 გიგაჰერცამდე ადის და მეტ-ნაკლებად ყველა ბირთვი დატვირთულია და ვიდეო საერთოდ 99%-ზეც ადის ხოლმე, არადა task manager-ს რომ ვამოწმებ არაფერი ისეთი პროცესი არ ჩანს რაც შეიძლება რესურსს იყენებდეს, სკანირება გავაკეთე Windows Defender-ით და Fallout 4-ში რაღაც იპოვე, წავშალე მაინც არ უშველა, ერთადერთი დროებით რაც შველის Windows-ის ერთ-ერთი პროცესის გათიშვაა, სქრინში მაქვს შემოხაზული.
რისი ბრალი შეიძლება რომ იყოს ?