არასწორედ გაქვს გახსნილი, შენ პორტი გადაამისამართე როუტერის იპ მისამართზე ანუ რითიც როუტერზე შედიხარ მაგაზე და არასწორია ეგ.
პორტი უნდა გადაამისამართო იმ აიპზე რასაც ზიქსელის მოდემი აძლევს ამ ტპლინკს
იმისათვის რო გაიგო რა აიპს აძლევს ზიქსელი როუტერს უნდა შეხვიდე აქ
ზიქსელის მოდემზე Network>LAN>Client List-ში ნახე როუტერი ზუსტად რა აიპს იღებს და მაგ აიპზე გადაამისამართე 81-ე პორტი
როცა გადაამისამართებ პორტს :81 უნდა მიუწერო პროვაიდერის მიერ მონიჭებულ გარე აიპს და არა შიდა აიპს.
აი გადავუღე სურათები როგორც უნდა გააკეთო და მიხვდები
როგორც სურათებშია ნაჩვენები ზტეს მოდემი ტპლინკის როუტერს აძლევს 192.168.1.100 მისამართს და 81-ე პორტიც გახსნილია ამ იპ-ზე