კომპანია Scythe-მა გამოაცხადა რომ არანაკლებ ორი კვირის შემდეგ, 21 ნოემბერს დაიწყებს ნახევრად მოდულარული კვების ბლოკის გაყიდვას Chouriki 2 1600W (SPCR2-1600P). პროდუქტის სავარაუდო ფასი შეადგენს 340 აშშ დოლარს კვების ბლოკი არის არასტანდარტული ზომების (150x240x86 მმ), აკმაყოფილებს ATX12V v2.3 და EPS12V სტანდარტებს, მინიჭებული აქვს 80 Plus Silver სერტიფიკატი და თან ახლავს 5-წლიანი გარანტია.
1600 ვატიანი Chouriki 2-ის დატვირთვა +12 ვოლტზე არ აღემატება 130 A-ს (1560 W), კვების ბლოკს კომპლექტში მოყვება ათობით კაბელი მათშორის ერთი EPS12V (4 +4)-pin, ერთი EPS12V 8-pin, თექვსმეტი PCI-E Power (6 +2)-pin და ჩვიდმეტი SATA Power. კვების ბლოკის გაგრილებაზე ზრუნავს 135 მმ-იანი ფენი რომელიც მუშაობს 680-1600 ბრ/წთ სიჩქარით და მისი ხმაურის დონე არ აღემატება 28,2 დეციბელს.
Chouriki 2-ში გამოყენებულია იაპონური წარმოების კონდესატორები რომელთა მაქსიმალური ტემპერატურა არის 105 °C, ასევე გააჩნია Active PFC, და დაცვის სისტემები როგორიცაა over-current, over-and under-voltage, over-power და short-circuit.