მაგ თამაშის განყოფილებაში დავწერე უკვე გუშინ მარა სათანადოდ ყურადღება არ მომაგციეს.
ესეიგი რა ხდება: გუშინწინ ჩვეულებრივად ვითამაშე გამოვრთე და გუშინ რო ჩავრთე შევიყვანე ჩემი მაილი და პაროლი (დამახსოვრებული მაქ დაჟე ასე რო შეცდომით ჩაწერა გამორიცხულია)
ხო და მომთხოვა პროდუქტის კოდის შეყვანა, შევიყვანე ეგ კოდიც და დამიწერა რო უკვე გამოყენებულიაო. თავიდან დავაყენე EA downloaderi, თამაშიც წავშალე და ახლიდან გადმოვწერე
მაგ პროგრამით მარა ზუსტად იგივეს მიკეთებს. მერე EA supports მივწერე და იქ მითხრეს ქეი დაგიბლოკესო. ნაყიდი აქ ამ საიტიდან http://www.igromagaz.ru/buy_pc_games/key/8427.php
ამათაც მივწერე მარა პასუხს არ მწერენ. აღარ ვიცი რა გავაკეთო. დავიჯერო არის შანსი რო იგივე ქეი სხვისთვის მიეყიდათ? დაჟე თამაშების ამ განყოფილებიდანაც გაქრა სურათზე ნახეთ
აი მაგ ჩამონათვალშია ნაჩვენებია ის თამაშები რეებიც მაქ ნაყიდი და ეგ თამაში აღარ წერია
ვინმეს გქონიათ ეგეთი პრობლემა? დამეხმარეთ რა. ყიდვით ვიყიდიდი თავიდან რამე სხვა საიტიდან მარა 39 ლეველი ვიყავი ყველაფერი გახსნილი მქონდა და არ გინდა მაქამდე თავიდან ასვლა. სანამ მე მანდ ავალ მესამე ნაწილიც გამოვა დამეხმარეთ რა კაცურად თუ ვინმეს რამე შეგიძლიათ ან იცით