სალამი ყველას, ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება ესეიგი კომპიუტერში ფილმებს ვუყურებდი ჩვეულებრივად 16:9 გაფართოების ფილმებს ჩვეულებირვად მაღლა და დაბლა შავი (სიტყვა ვერ გავიხსენე-ზოლები ჰქონდათ) სამი დღის უკან კი ჩავრთე კომპიუტერი გადმოვწერე ფილმი და მთლიან ეკრანზე გაიწელა, მის შემდეგ სულ ყველაფერი რაც კომპიუტერში მაქვს ირთვება მთლიან ეკრანზე (4:3_ზე), გაფართოება დაყენებული არის მონიტორის მაქსიმუმზე 1360x768_ზე, ბევრი ვეჩალიჩე ჯერ კოდეკი წავშალე, კმპლაუერიც სხვადასხვა player_ები ვცადე მაგრამ უშედეგოდ, დღეს ისე გავმწარდი ვინდოუსი გადავაყენე საერთოდ მაგრამ მაინც ისევ ისე შვება, შემდეგ მონიტორს რეზოლუცია დავუწიე 1024x768_ზე, საბოლოოდ ჰქნა, მაგრამ რათ მინდა ხარისხი არის ბანძი მონიტორის ჩვენების საიტებზე და საერთოდ, ყველა ფილმს სხვადასხვანაირად აკეთებს ვითომ 16:9_ზე, რა ვქნა იქნებ ვინმემ იცით გამოსავალი?
კომპიუტერში მხოლოდ ორი ვიდეო ფაილი იქნება ჩვეულებრივ რომლებიც ორივე 720x304 რეზოლუცისაა