პირველი მხოლოდ გრუძავდა, არაფერი საინტერესო არ ხდებოდა. მხოლოდ უნდა გეარა და გეხოცა ეს მონსტრები. მოსაბეზრებელი იყო თუნდაც სიუჟეტის ხათრითაც ვერ გავძლებდი.
აქ კი ბევრი რამ იყო დამატებული, დაამატეს საინტერესო პერსონაჟები, იარაღი, ტყვიების დაზოგვის სხვადასხვა საშველებები, ახალი მონსტრები, საინტერესო სცენები და სხვა ბევრი რამ. ნუ რომ ვთქვათ, რომ პირველ ნაწილს სათამაშოდ არაუშავდა, მეორე თავის ჟანრში ნამდვილად შედევრი იყო, რომელსაც სიამოვნებით ითამაშებდი. თან პატარა ვიდეო როლიკიც მოყვება, რომელიც გაგარკვევს პირველ ნაწილში რა როგორ და რატომ მოხდა. მეორე ნაწილს ეტყობოდა, რომ კარგად იყო დამუშავებული. ატმოსფერო, დიზაინი, თვითონ მუტანტების ადგილიებიც, საიდანაც უცბად უნდა გადმომხტარიყვნენ და შეეშინებინე ნუ ბევრი რამ იყო რაც თამაშს პირველ ნაწილთან შედარებით სასიამოვნოს ხდიდა, თუნდაც გრაფიკა და ფერები.