მოგესალმებით ძვირფასო მკითხველნო !
ალბათ უკვე მიჩვეული ხართ ჩემგან კომპანია NVIDIA ს ვიდეო ბარათების მიმოხილვებს რომელიც ვფიქრობ თქვენთვის ყოველთვის საინტერესოა ,სწორედ ამიტომ დღეს შემოგთავაზებთ მორიგი ახალი ვიდეო ბარათის მიმოხილვას რომელიც ეხება კიდევ ერთ ახალ GeForce GTX 580 სერიის ვიოდო ბარათის მიმოხილვას ,ამჯერად საუბარია კომპანია მიერ წარმოებულ GTX 580 ვიდეო ბარათზე რომელიც წარმოადგენს The Republic of Gamers იგივე ROG სერიას და გამოირჩევა საოცარი შესაძლებლობებით,აღნიშნული ვიდეო ბარათის გამოსვლამდე მოლოდინი ძალინ დიდი იყო რადგან ეს ვიდეო ბარათი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა დღემდე წარმოებულ GTX 580 ებს შორის თუმცა ჩვენს მის ძალას ცოტა ხანში ტესტებში ვიხილავთ მანამდე კი მე ვეცდები ზუტსად გაგაცნოთ მისი სტრუქტურა და სხვა მახასიათებლები რათა მასზე წარმოდგენა შეგვექმნას.
პირველ რიგში წარმოგიდგენთ ამ ვიდეო ბარათს წინა და უკანა მხრიდან:
აღნუშნული პროდუქტი არ წარმოადგენს Nvidia ს სტანდარტული დიზაინის და შესაძლებლობების მქონე პროდუქტს და იგი როგორც ზემოთ ავღნიშნე წარმოებულია კომპანია გან რომელიც ამ გიგანტი კომპანიის პარტნიორია.
ვიდეო ბარათი ფართო საზოგადოებამ პირველად Computex 2011 გამოფენაზე იხილა და მან ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მათ შორის ჩვენზეც ,ამის მიეზეზი ალბათ ერთის მხირვ მისი დიზანიც არის რომელიც ძალინ წააგავს ამავე ფირმის მიერ შექმნი DIRECTU II სერიის GTX 580 ს რომელიც აქამდე ერთ-ერთი გამორჩეული იყო ,მაგრამ ვფიქრობ ეს ახალი მოდელი რომელიც კიდევ ერთხელ ავღნიშნავ წარმოადგენს ROG სერიას გახდება კიდევ უფრო გამორცეული და წარმატებული ვერსია.როგორც მისი შქმნელები ამბობ ეს პროდუქტი ძალინ კარგი იქნება OVERCLOCKER ებისთვის ,აღარაფერს ვამბობ გეიმინგზე რადგან ეს ვიდეო ბარათი სწორედ ამისთვის არის შექმნილი.ვიდეო ბარათის სახელწოდებააა Matrix Platinum რაც მას კიდევ უფრო მრისხანე იერს ანიჭებს
მოდით გავეცნოთ ამ "საოცრების" მონაცემებს:
კომპანია ის მიერ შექმნილი ვიდეო ბარათი GTX 580 Matrix Platinum აგებულია 40 ნმ. ტექნოლოგიის მქონე GF 110 არქიტექტურაზე ისევვე როგორც ყველა არსებული GTX 580,მას აქვს 384-bit ინტერფეისის მქონე 1536MB ანუ 1.5GB GDDR5 ტიპის მეხსიერება,512 CUDA პროცესორი.მისი პროცესორის სიხშირეა 816 MHz ,CUDA პროცესორის 1632 MHZ ,მეხსიერების კი 1002 MHz,GDDR5 მეხსიერების კი 5000 MHz,Bandvidh ანუ გამტარობა 216 GB/წამში.
ვიდეო ბარათის გაგრილების სისტემა როგორც ზედა სურათიდან გავიგეთ შედგება 2 ცალი 8 სანტიმეტრიანი Fan ისგან რომელიც უზრუნველყოფს ძალინ კარგ ტემპერატურას ,რაც მინდა გითხრათ რომ ქარხნულ GTX 580 ზე ბევრად გრილია.
გაგრილების შიდა სისტემა შედგება საკმაოდ დიდი ზომის ალუმინის Fin ებისგან რომლებიც მარჯვენა და მარცხენა მხარეზეა მოთავსებული და ერთმანეთს უკავშირდება სპილენძის 5 ცალი პატარა მილით.გაგრილების სისტემა აღებულია ამავე კომპანიის DIRECTU II ვიდეო ბარათის დიზაინიდან.
ვიდეო ბარათი საჭიროებს სამ სლოტს თქვენს სისტემაზე:
რაც შეეხება ამ ვიდეო ბარათის პორტებს: იგი აღჭურვილია 2 ცალი DVI ,ერთი HDMI და ერთიც Display პორტით.ამის მეშვეობით შესაძლებელია ამ ვიდეო ბარათის გამოყენება ერთდროულად 2 მონიოტრზე.HDMI პორტს აქვს HDMI 1.4a ინტერფეისი რომლის მეშვეობით შესაძლებელია Blu-ray 3D მასალის ჩვენება,ხოლო DisplayPort ს აქვს DisplayPort 1.2 ინტერფეისი რაც გამოიყენება სწორედ იმისთვის რომ ვიდეო ბარათმა იმუშაოს ერთდროულად 2 მონიტორზე.
იგი რა თქმა უნდა თავსებადია SLI ტექნოლოგიასთან რის მეშვეობითაც შეიძლება ერთდორულად მაქსიმუმ 4 ცალი GTX 580 ის მუშაობა.ეს კი SLI მაკავშირებელი:
ეს კი მისი PCB ს წინა და უკანა მხარე:
PCB ზე დატანილია ძაბვის რეგულატორი რომელიც მოტავსებულია Fan ის ქვემოთ რათა მან დაბალი ტემპერატურა შეინარჩუნოს.
ბარათის უკანა მხარე კი დაფარულია მეტალის საფარით რაც მას იცავს ფიზიკური დაზიანებისგანაც.
აღნუშნულ ვიდეო ბარათს აქვს 2 ცალი 8 პინიანი PCIe ენერგიის მიმღები მაკავშირებელი ,მის სამუშაოდ კი აუცილებელია მინიმუმ 375 W ენერგია.
აქვეა მოთავსებული ძაბვის საკონტროლო ღილაკები ვიდეო ბარათის სხვადასხვა ნაწილისათვის.
ვიდეო ბარათს ასევე აქვს რამოდენიმე სხვა ღილაკი ,ერთ-ერთი მათგანია დიდი წითელი ფერის ღილაკი რომლის მეშვეობით შესაძლებელია ვიდეო ბარათის Fan ის ამუშავება 100 % ით,ხოლო მის გვერდით არის კიდევ 2 ღილაკი + და - ნიშნებით რითაც ხდება შესაბამისად ძაბვის მატება/დაკლება.
ამ გენიალური ვიდეო ბარათის შექმნელებმა გაითვალისწინეს აბსოლიტურად ყველაფერი და იმ შემთხვევაში თუ მომხარებელი არასწორად განახორცილებს BIOS ის გადაფლეშვას ან Overclocking ს თქვენ გექნებათ საშუალება რომ სისტემა დააბრუნოთ პირვანდელ მდგომარეობაში Safe Mode ღილაკით.
აქვეა მოთავსებული კიდევ ერთი საინტერესო რამ,რეზისტორები რომლის მეშვებოთ შესაძლებელია ვიდეო ბარათისთვის რამოდენიმე ფუნქციის გათიშვა/ჩართვა როგორიცაა : Overheat protection ანუ "გადახურების" საწინააღდეგო დაცვის გათიშვა, რაც შეიძლება გამოდგეს Overclokcing ისთვის."FBDDO" ფუნქცია გამოიყენება მეხსიერების ძაბვის გასაზრდელად, "PEXVDD" კი PLL ძაბვის გასაზრდელად, "Power PWM Freq" ფუნქციით შესაძლებელია გავაორმაგოთ ძაბვის მარეგულირებელი სიხშირე 250 KHz დან 500 KHz მდე.
GDDR5 ტიპის მეხსიერების ჩიპები დამზადებულია კომპანია Samsung ისგან ,მისი ზუსტი დასახელებაა K4G10325FE-HC04.
ვიდეო ბარათზე დატანილია ორი სხვადასხვა სახელწოდების მქონე ძაბვის კონტროლერი: "SHE" ანუ "Super Hybrid Engine" და მეორე ჩიპი "iROG".
ამ საოცრების მთავარი გრაფიკული პროცესორი GeForce 110 დამხადებულია 40 ნანომეტრი ტექნოლოგიით ტაივანში.იგი შეიცავს 3 მილიარდ ტრანზისტორს ,გრაფიკული პროცესორის ზომაა - 520 mm².
ამით ვიდეო ბარათის აღწერა/განხილვა ნაწილობრივ დასრულდა ,ახლა კი დროა ვნახოთ მისი რეალური ზალა მთელ რიგ ტესტებში,მას ასე სატესტო სისტემა:
დავიწყოთ თამაშებით:
Aliens vs. Predator
Battlefield: Bad Company 2
Call of Duty 4
Civilization 5
Crysis
Crysis 2
Dragon Age II
Tom Clancy's HAWX
Metro 2033
STALKER: Call of Pripyat
StarCraft II
World of Warcraft: Cataclysm
ამით თამაშის ტესტები დასურლდა ,ახლა კი ვნახოთ სხვა სახის ტესტები და დავიწყოთ ბენჩებით:
3DMark 11
Unigine Heaven 2.0
ენერგიის მოხმარება:
FAN ის ხმაურიანობა:
საერთო შედეგი ყველა რეზოლუციაზე:
შედეგი თითოეულ მოხმარებულ WATT ზე :
შედგი თითოეული დოლარისათვის ყველა რეზოლუციაზე:
ტესტები დასრულდა ახლა კი ვნახოთ ყველაზე საინტერესო > OVERCLOCKING ის შედეგი:
Overclocked Performance
ტემპერატურა:
Voltage Tuning:
Clock Profiles
მაშ ასე ეს გახლდათ კომპანია ის ახალი GTX 580 სრული სახელწოდებით > ASUS GeForce GTX 580 ROG Matrix Platinum,მოდით ვნახოთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები:
დადებითი:
შესაძლებელია Overclocking
მოყვება ახალი პროგრამა GPU Tweak
შესაძელებლია ძაბვის გაზომვა
არ არის ძალიან ხმაურიანი 2 Fan ის ფონზე
აქვს ღილაკები ძაბვის და Fan ის სიხშირის მოსამატებლად
შესაზლებელია BIOS ის სტადატულზე დაბრუნდება რაიმე შეცდომის დროს
აქვს დაბალი ენერგომოხმარება და ტემპერატურა
შეიცავს HDMI & DisplayPort მაკაშირებლებს
აქვს DirectX 11 , CUDA , Open GL და PhysX ტექნოლოგიეები
უარყოფითი:
მას მხოლოდ 2 უარყოფითი მხარე აქვს
ერთი რომ აქვს 3 სლოტიანი გაგრილების დიზაინი
და მეორეც ის რომ არაა შესაძელბელი მისი Overcloking სტანდარტულ მდოგომარეობაში
ამ პროდუქტის ფასია :
530 ობამა
ეს კი მისი შედარება სხვა ვიდეო ბარათებთან:
საბოლოო დასკვნა:
კომპანია ASUS ის ეს ბრწყინავალე ვიდეო ბარათი ROG MATRIX სერიიდან მართლაც რომ ძალიან ძლიერი,მომხიბვლელი და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვით რომ ყოვლისშემძლეა ფასის და მიხედვით,იგი აბსოლიტურად ყველა ტესტში ჯობნის Nvidia ს ქარხნულ GTX 580 ს ,ასევე სხვა ბევრ ვიდეო ბარათს ,ჩამორცება მხოლოდ 2 ბირთვიან ვიდეო ბარათებს ტესტების უდიდეს ნაწილში,მისი არაა კატასტროფულად დიდი იმ ფონზე რომ მას აქვს შესანისნავი გაგრილების სისტემა და შესაძლებლობები,მასში შეტანილია ბევრი საჭირო ფუნქცია როგორიცაა ღილაკი რომლის მეშვეობით შესაძლებელია სისტემის დაბრუნება თავდაპირვეკ მდგომარეობაში რაიმე შეცდომის მოხვედრის შემთხვევაში თუმცა ეს არ გვაძლევს უფლებას რომ ვიდეო ბარათი საცდელად გამოვიყენოთ Overcloking ის თუ სხვა რამისთვის.
ის ამ ბრწყინავალე ვიდეო ბარათის საბოლოოო შეფასებააა 9.5
სტატია მომზადებულია ფორუმ Overclockers.Ge ს წევრის FC BARCELONA ს მიერ.
მადლობთ ყურადღებისთვის !
© FC BARCELONA - OC TEAM !