იაპონურმა კომპანია Scythe მა რომელიც განთქმულია ქულერების წარმოებით გამოუშვა ცნობილი Mugen 2 CPU გამაგრილებლის მომდევნო ვერსია Mugen 3 CPU Cooler რომელიც წინა მოდელს რა თქმა უნდა ჯობია თავისი წარმადობით,უნდა აღინიშნოს რომ სწორედ ამ ქულერის წინა ვერსიას აღებული აქვს უამრავი პრიზი ,იგი განკუთვნილია Overclocker ების და Enthusiast ებისთვის.
ქულერის მესამე ვერსიაში გაუმჯობესებულია რამოდენიმე დეტალი მათ შორის Fin ების სტრუქტურა სახელად M.A.P.S. (Multiple Airflow Pass-Through Structure),გარდა ამისა იგი აღჭურვილია 6 ცალი სპილენძის მილაკით განსხვავებით წინა მოდელისა რომელსაც 5 ქონდა ,ისინი კი უკავშირდება ნიკელის ფირფიტას რომელიც მათ შორისაა მოთავსებული და გადის ალუმინის ფირფიტებში რომელიც დაფარულია ნიკელის თხელი ფენით, რათა არ გამოიწვიოს სპილენძის კოროზია.
Mugen 3 აღჭურვილია 120 მილიმეტრიანი Axial Fan ით რომელიც წარმოადგენს Slip Stream PWM ჩუმ სერიას.PWM ფუნქციის წყალობით შესაძლებელია Fan ის ბრუნვის სიჩქარის კონტროლი 300 დან 1.600 RPM მდე.ჰაერის მორაობის მაჩვენებელი კი არის 14,7 - 88,11 CFM შესაბამისად 24.98 - 149.67 m³/h,ხმაურიანობის მაჩვენებელი 9.60 - 32.15 dBA.
F.M.S.B მექანიზმი ამ ქულერში განვითარებული იქნა მე-4 ვერსიამდე.მას რა თქმა უნდა მოყვება სპეციალური სადგამი და ყვეალ საჭირო ნაწილი,
აღნიშნული პროცესორის ქულერი თავსებადია : Intel ის LGA1155, LGA1156, T / LGA775 და LGA1366 პლათფორმებთან და AMD ს AM2, AM2+, AM3 და ახალ AM3+ პლათფორმებთან.
Scythe Mugen 3 CPU Cooler ის ფასი 36 ევროა !