ნეიმარი ჩვენი გახდებაა
“სანტოსისა” და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელ ნეიმარის შეძენის ექსკლუზიური უფლება “ბარსელონამ” მოიპოვა. ამისთვის კატალონიელებმა 10 მილიონი ევრო გადაიხადეს. თუკი “სანტოსი” და ნეიმარი ახალი 3-წლიანი კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტაზე მოილაპარაკებენ, ფეხბურთელის გადასაბირებლად საქმეში “ბარსელონა” პირველი ჩაერთვება.
თუკი სამხრეთამერიკელები შეთანხმებას დაარღვევენ და მოლაპარაკებას სხვა კლუბთან წამოიწყებენ, მაშინ ესპანელებისთვის ორჯერ მეტი თანხის დაბრუნება მოუწევთ, ხოლო თუ “ბარსელონა” აღარ მოისურვებს ნეიმარის შეძენას, ათ მილიონს დაკარგავს.