გამარჯობა ! ICY Dock მომხმარებელს აცნობს ახალ პროდუქტს MB882HX-1SB 2.5 SATA SSD Xpander Hybrid Adapter.
მაღალსიჩქარიანი 2.5 SATA SSD-ის და მაღალი ტევადობის 3.5 SATA მყარი დისკის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ გააერთიანოთ და მიიღოთ ახალი ჯიშის მეხსიერება. ეს ყველაფერი ჰიბრიდული ტექნოლოგიის ხარჯზე მოხდება და თქვენ მიიღებთ "hybrid partition" და "storage partition"-ს. რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს "hybrid partition"გაამორმაგებს SSD drive მეხსიერებას და მას მიანიჭებს მაღალ გადაცემის სიხშირეს. "storage partition" კი გახდება 3.5 SATA გამოკლებული "hybrid partition" მოცულობა (ანუ 744GB.)
ეს იდეალური ვარიანტია გააკეთოთ "აფგრეიდი" ყოველგვარი ძვირადღირებული და მაღალი მოცულობის მხონე SSD-ის გარეშე. ასევე იდეალური ვარიანტია ეს ადაპტერი გამოიყენოს მან ვისაც მუშაობა უხდება გრაფიკულ ფაილებთან და ასევე დიდი მოცულობის ფაილებთან. ამ "დრაივში" თქვენ შეგიძლიათ სწრაფად დაამუშაოთ ინფორმაცია და განათავსოთ იგი დაცულ Raid მეხსიერებაში.
რეკომენდაცია :
1) ამ ადაპტერის გამოყენებისას თუ მოხდა რაიმე შეცდომა ინფორმაცია დაიკარგება ორივე "დრაივიდან" (SSD&HDD); ამიტომ გვირჩევენ ინფორმაცია განვათავსოთ RAID-ით დაცულ არქივში.
2) საუკეთესო შედეგისათვის იდეალურია მეორე თაობის SATA II 2.5 SSD (უხეშად 250MB/sec წაკითხვა/ჩაწერა) და 7200RPM 3.5 SATA II HDD (უხეშად 130MB/sec წაკითხვა/ჩაწერა).