-
Posts
386 -
Joined
-
Last visited
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Senior CG Generalist
-
წამყვანი Post Production პროგრამები
Senior CG Generalist replied to Senior CG Generalist's topic in პროგრამები
-
მსგავსი სტატია მქონდა Post Production პროგრამებზე,( ) მართალია დიდი ინტერესი არ გამოიწვია მაგრამ თავისუფალი დრო მაქვს დღეს და გადავწყვიტე ახლა 3D რედაქტორებს შევეხო და ზოგადად მიმოვიხილო თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ ხალხის 80%-ში მხოლოდ 3D Max ასოცირდება 3D რედაქტორად. თემა არ ეხება პროგრამების უპირატესობას, მხოლოდ მიმოხილვაა. უპირატესობას რაც შეეხება: it`s THE artist behind THE program დავიწყოთ ყველასათვის(ჩემს გარდა ) ნაცნობ და საყვარელ, ზემოთ ხსენებულ Autodesk-ის ერთ-ერთი პროგრამით 3D`s Max-ით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი 3D რედაქტორი Autodesk-ისგან. მაქსი ძალიან კარგი პროგრამაა მათთვის ვინც სწავლობს 3D-ს და უნდა რომ გამოიყენოს ის პროფესიაში. ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ისაა მაქსში რომ აქვს N რაოდენობით შთამბეჭდავი პლაგინები რომლებზეც ძნელია უარის თქმა. ბევრი სტუდია მხოლოდ კონკრეტული პლაგინის გამოც კი იყენებს მაქსს. შემდეგი, ნამდვილი შედევრი Autodesk-ისაგან, მსოფლიოს მასშტაბით ყველა დარგში(ფილმები, თამაშები, TV ა.შ.......) გამოყენებადი დიდი სტუდიებისა თუ ფრილანსერების მიერ, Autodesk Maya(ჩემი ფავორიტი). Maya იყენებს პროგრამულ ენას MEL-ს და Python-ს რაც შესაძლებლობას იძლევა ერთი შეხედვით რთული დავალებების მარტივად შესრულებას(რათქმაუნდა ამ ენების პროფესიონალურად ცოდნაა საჭირო). აქვს გასაოცარი შესაძლებლობები ანიმაციისათვის.აქვს დინამიკისა და პარტიკლების სისტემა. რათქმაუნდა ანიმაციის გარდა გამოიყენება მოდელირების და ვიზუალური ეფექტებისთვისაც. დამწყებებსა და საშუალო დონის მომხმარებლებს ხშირად რთულად ეჩვენებათ მაიას შესწავლა მაგრამ როცა ბოლომდე შეიცნობთ ამ პროგრამას თქვენი ცხოვრების ნაწილი გახდება ეს 1%-იც არაა იმისა როგორც მაიას ეკადრება დახასიათება მაგრამ მიკერძოებაშI რომ არ ჩამეთვალოს გადავალ შემდეგზე : )) კიდევ ერთი გიგანტი Autodesk-ისგან softimage(ყოფილი Avid Softimage XSI). ეს არის ნოდების სისტემაზე დაფუძნებული პროგრამა. გამოიყენება თამაშების, ფილმების და TV პოსტ პროდაქშენისთვისაც. 2008 წელს ჩააკერეს The Interactive Creative(ICE) არქიტექტურა რაც შესაძლებლობას აძლევს მომხარებლებს შექმნან რთული სცენები სკრიპტების გარეშე, ნოდების დახმარებით. Pixologic Zbrush Zbrush არის ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა გასაოცარი შესაძლებლობებით ორგანული მოდელირებისა და სკულპტინგისთვის. შესაძლებელია მაქსიმალური დეტალიზაცია შეუზღუდავი პოლიგონების რაოდენობის გამო. შესაძლებელია მოდელირებული ობიექტების თითქმის ნებისმიერ პროგრამაში იმპორტი. Luxology Modo MODO გამოირჩევა ბაზარზე დაბალი ფასით(1000$).მოდო ძალიან ადვილია ასათვისებლად და ასევე გამოსაყენებლად. მას აქვს მშვენიერი შესაძლებლობები სკულპტინგის, რენდერის და ანიმაციისთვის. Blender პირველივე რაც შეიძლება აღინიშნოს ამ პროგრამის შესახებ არის ის რომ სრულიად უფასოა. ( თუმცა ჩვენთის ქართველებისთვის რამდენად აღსანიშნავია ვერ გეტყვით, ჩვენთვის ხომ 40 000$-იანი პროგრამაც უფასოა ). კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტია ის რომ მიუხედავად იმისა რომ ბლენდერი უფასოა მას აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები მოდელირებისა და ანიმაციისთვის. ასევე: Python სკრიპტინგი, Bullet Physics, დინამიკა, რიგინგი და ასევე მიდის უმეტესობა რენდერერები. ბლენდერი მიდის თითქმის ყველა სისტემაზე, Windows, Mac OS X, Linux, FreeBSD, Irix და Sun Solaris. Maxon Cinema 4D კიდევ ერთი საკმაოდ ფართოდ გამოყენებადი 3D რედაქტორი. პროგრამას აქვს სხვადასხვა ვერსიები იმის მიხედვით თუ რაზე მუშაობთ(post production,არქიტექტურა ა.შ.) აქვს სხვადასხვა მოდულები როგორიცაა Sketch & Toon, Thinking Particles, Hair, და Mograph რათა შეძლოთ პროგრამის ყველა განხრით გამოყენება, იქნება ეს ვიზუალური ეფექტები, მულტფილმები, ანიმაცია ან Motion Graphic(ამაზე ხშირად გამოიყენება). NewTek Lightwave Lightwave არის კიდევ ერთი ჰაი ენდ 3D პლატფორმა რომელიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით(თუმცა ჰოლივუდში მკვდარ პროგრამად ითლება). სრული შესაძლებლობებით მოდელირება, რენდერი და ანიმაცია. უმეტესობა მომხარებლებმა სწორედ ამ პროგრამით მოიგეს Emmy. Lightwave-ისთვის არაა ხელმისაწვდომი ბევრი პლაგინი თუმცა მას აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები სტანდარტულად. SideFX Houdini ნამდვილი გიგანტი 3D რედაქტორებში, Houdini არის ნოდების სისტემაზე დაფუძნებული 3D რედაქტორი რომელიც ნელ-ნელა უფრო და უფრო ფართოდ გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით. ძირითადად დიდ სტუდიებში. არის ჰუდინის ორი ვერსია Houdini Escape და Houdini Master(რომელიც შეიცავს ყველაფერს რაც Houdini Escape-ს აქვს და ასევე პარტიკლებს და დინამიკას). გასხვავება ფასშია, Houdini Escape-$2000, Houdini Master-$8000. პარტიკლების და დინამიკის გარეშე ჰუდინი არის სხვა ზემოთ ჩამოთვლილი 3D რედაქტორების მსგავი მაგრამ მისი ნამდვილი სიმძლავრე რომ შევიგრძნოთ საჭიროა სრული Master ვერსია. E-on Software Vue დიდებული პროგრამაა ლანდშაფტების შესაქმნელად. არის ცალკე პროგრამაც და ასევე ინტეგრირდება Maya, 3ds Max, Cinema 4d, Lightwave, და Softimage სთან. გარდა იმისა რომ შესაძლებელია ტყეების, უდაბნოების და დედამიწის ზურგზე ნებისმიერი ბუნებრივი ელემენტის შექმნა, ასევე მას აქვს პლაგინი Ozone რაც შესაძლებლობას გვაძლევს შევქმნათ ატმოსფერული ეფექტები როგორიცაა ღრუბლები, ცა მზით, ქარბუქები და ა.შ. ეს პროგრამა მათთვისაა ვისაც არ შეუძლია დაიქირაოს ვერტმფრენი ამაზონის ტყეებში კადრების გადასაღებად : )) Poser Poser($249) და Poser Pro($499) იაფი გადაწყვეტილებაა ანიმირებული პერსონაჯების შესაქმნელად. შეგიძლიათ შექმნათ თვქენი პერსონაჟი, აარჩიოთ ათასობით მზა პერსონაჟის ბიბლიოთეკიდან სასურველი. ასევე შეგიძლიათ ექსპორტი გააკეტოთ 3ds Max, Maya, Cinema 4D, ან Lightwave ისთვის. Massive ეს პროგრამა გამოუშვეს მაშინ როცა ბეჭდების მბრძანებელი გამოვიდა. ეს არის ბრბოს სიმულატორი. ანუ შესაძლებელია შეიქმნას ობიექტები რომლებიც მოძრაობენ, ლაპარაკობენ და ა.შ. მაგალითად უზარმაზარი ჯარის არმია, საცობი ქუჩაში, ხეები... Mudbox კიდევ ერთი პროგრამა(ZBrush-ის მსგავსი) სკულპტინგისთვის, მოდელირებისა და ტექსტურირებისთვის. ძალიან კარგი ინტეგრაცია აქვს Maya და Max-თან იქიდან გამომდინარე რომ ესეც Autodesk-ის პროდუქტია. Next Limit RealFlow ეს არის პარტიკლებზე დაფუძნებული ფლუიდებისა და დინამიკის სიმულატორი. არის როგორც ცალკე პროგრამა ასევე შესაძლებელია ინტეგრირება Maya, 3ds Max, Softimage, Cinema 4D და Houdini-სთან. შესაძლებელია შეიქმნას ისეთი სიმულაციებია როგორიცაა წყალი, ტორნადო, თუნდაც ჩიფსები რომლებიც იყრება მაგიდაზე და ა.შ. პარტიკლები რომლებიც ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან იყენებენ რეალურ სამყაროში ფიზიკაზე დაფუძნებულ პარამეტრებს.
-
კამერა ვერ აგავსწორე თავდაყირა ვჩანვარ :@
Senior CG Generalist replied to shuma89's topic in დახმარება
K52n-ზე მაქვს გასწორებული ამ მეთოდით. ვითომ F-ზე არ გასწორდება ? -
წამყვანი Post Production პროგრამები
Senior CG Generalist replied to Senior CG Generalist's topic in პროგრამები
ხო, დავწერ ახლო მომავალში 3D-ზეც. -
ჯერ-ჯერობით დამწყებზე ქვემოთ ხარ. ახალი გაქვს რამე?
-
კამერა ვერ აგავსწორე თავდაყირა ვჩანვარ :@
Senior CG Generalist replied to shuma89's topic in დახმარება
შედი Device manager-ში, და ნახე Imaging devices. შედი Properties, გადადი Details, ქვემოთ Hardware id აირჩიე ჩამონათვალში. USB\VId ასე იწყება და PID-ის შემდეგ რა ციფრებიცაა მაგას უნდა დაემთხვეს გადმოწერილის. გადმოწერას რაც შეეხება შედი აქ http://support.asus.com/Download.aspx?SLanguage=en&m=K52F&p=3&s=245 აირჩიე რომელი OS-იც გიყენია. გადავა დრაივერების გვერდზე, Camera ჩამოშალე და იპოვე მასეთი ციფრები რომელსაც აქვს, გადმოწერე და დააყენე. გადატვირთვას მოგთხოვს,რომ ჩართავ გასწორებული იქნება -
სკოლაში რომ დავდიოდი მაშინ გავაკეთე ჩემი ყოფილი კლასია : ) დაუმთავრებელია და დარჩა მასე აღარ დავბრუნებივარ
-
პრობლემა ოპერაციულ სისტემაზე
Senior CG Generalist replied to Senior CG Generalist's topic in დახმარება
დავაყენე მაგრამ არანაირი რეაქცია ( თან რაარის იცი, ასე 15 წუთის შემდეგ სწორდება ხანდახან. ხან მაშინვეც. მაგრად მაინტერესებს რისი ბრალია :) -
პრობლემა ოპერაციულ სისტემაზე
Senior CG Generalist replied to Senior CG Generalist's topic in დახმარება
ხო, მასე მომიწევს არადა ოჯახის წევრივით მყავდა შეჩვევა არ გინდა ეხლა მოზილაზე -
პრობლემა ოპერაციულ სისტემაზე
Senior CG Generalist replied to Senior CG Generalist's topic in დახმარება
არასოდეს! :D -
პრობლემა ოპერაციულ სისტემაზე
Senior CG Generalist replied to Senior CG Generalist's topic in დახმარება
რომც ეშველოს 32-ზე მაინც ვერ გადავალ )) ჩათვალე რომ ვერაფერს გავაკეთებ მხოლოდ გასართობად 32-იანი )) 64-იანი საქმისთვის. მხოლოდ გრაფიკოსები გამიგებენ ამას ))) -
პრობლემა ოპერაციულ სისტემაზე
Senior CG Generalist replied to Senior CG Generalist's topic in დახმარება
კი. არ უშველა ( -
პრობლემა ოპერაციულ სისტემაზე
Senior CG Generalist replied to Senior CG Generalist's topic in დახმარება
მაგ დროს ვერ ვნახულობ იქიდან გამომდინარე რომ გაჭედილია ყველაფერი )) უცებ თუ გავთიშე ქრომი მაგ დროს პროცესორი ნორმია ოპერატიული კი ასე 50%-მდე -
პრობლემა ოპერაციულ სისტემაზე
Senior CG Generalist replied to Senior CG Generalist's topic in დახმარება
გავატარებ მაგრამ არ მგონია მაგის ბრალი იყოს. ქრომს და Team-ს არ აქვთ ცუდი დამოკიდებულება როგორც ვიცი )) ყველა პროგრამაზე რომ შვრებოდეს კიდევ ვიფიქრებდი. თან მესამე ადამიანი ვნახე ვისაც აქვს იგივე პრობლემა -
პრობლემა ოპერაციულ სისტემაზე
Senior CG Generalist replied to Senior CG Generalist's topic in დახმარება
FC BARCELONA გაუმარჯოს. დავაყენებ ახლა მაგ აფდეითებს და იქნებ უშველოს რამე. კი SP1 მაქვს :) -
პრობლემა ოპერაციულ სისტემაზე
Senior CG Generalist replied to Senior CG Generalist's topic in დახმარება
:) მიზეზი ხო იქნება რამე. გუგლშიც ვერაფერი ვნახე. 64 ბიტიანი სისტემა გაქვს შენც? როგორც გავიგე მხოლოდ 64-ზეა ეს პრობლემა -
$#^#(|დები მოკლედ აგიხსნათ ჩემი კომპიუტერის და შესაბამისად ჩემი პრობლემა : ) ბევრი რომ არ ვწერო, ეს სქრინი ნახეთ როგორც ხედავთ ქრომი მაქვს გახსნილი. ამ დროს სისტემა იჭედება, ანუ გარდა ქრომში მუშაობისა ვეღარაფერს ვაკეთებ(აღარც თასქბარი მოქმედებს და ვერც სხვა რამეს ვერ გავხსნი). დაახლოებით 3 თვეა მასეა. მეგონა რომ როცა ვინდოუსს შევცვლიდი პრობლემა მოგვარდებოდა როგორც ეს 90% პრობლემებზე ხდება(თუმცა არ მიყვარს როცა პრობლემას ვინდოუსის შეცვლით ვაგვარებ და მიზეზს ვერ ვარკვევ). 3 დღეა გადავაყენე ვინდოუსი, პირველი 2-3 დღე ისე წავიდა საქმე მეგონა უკვე შემეძლო 3 და 4 ფანჯარის ერთად გახსნა( ) თუმცა მოვიდა დღევანდელი საღამო და ისევ დაიწყო )) ეს არ ხდება მარტო ქრომის გახსნისას(თუმცა მასეც რომ იყოს რატომ უნდა ხდებოდეს). HDD დავტესტე ადრე, არ ქონდა პრობლემა. თუ ვინმეს გქონიათ ასეთი პრობლემა ან გსმენიათ მაინც იქნებ მითხრათ :)
-
ერთი კითხვა მაქ ვინდოუსსთან დაკავშირებით
Senior CG Generalist replied to Dave's topic in რჩევა-კონსულტაციები
BIRKOF გააჩნია რისთვის გინდა, მაგალითად გრაფიკული პროგრამების უმეტესობაზე 32 ბიტიან სისტემაზე შეზღუდვებია. 64-ზე სრული თავისუფლება გაქვს. თუნდაც 4GB გქონდეს და მეტი არა. კიდევ არის რაღაც რაღაცები. მაგრამ თუ `სტანდარტული` userი ხარ 32 დააყენე -
თან FG-ც თუა ჩართული პარალელურად მითუმეტეს. გლობალის კარგად შესწავლაა საჭირო, არის თრიქები რითიც შეიძლება რენდერის დრო მინიმუმამდე დაიყვანო. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება იმაზე დიდი პარამეტრები მიუთითო ვიდრე საჭიროა და 10-ჯერ გაზარდო რენდერის დრო ) მაქსში თითქმის აღარაფერი მახსოვს (
-
$#^#(|დები მოკლედ აგიხსნა. წარმოიდგინე ოთახი, ფანჯრიდან შემოდის სინათლე, ნათდება მთელი ოთახი. არადა ლოგიკურად რომ იფიქრო იმ ფანჯრის გაყოლებაზე კედელი არ უნდა ნათდებოდეს რადგან სინათლე მას არ ანათებს. აქ მოქმედებს ფიზიკის კანონი, ანუ სინათლე რომ ეცემა ოთახში იფანტება,ირეკლება და ის ანათებს მთელ ოთახს. CG-ში მაგ პროცესს Global illumination ქვია. აი ასე ეცემა photon-ები და ანათებს მთლიანად. პარამეტრებში თუ ნახე შეგიძლია ამ photon-ების მომატება და დაკლება. მომატების შედეგად ეგ წერტილები პატარავდება და ერთმანეთთან ისე ახლოს ჯდება რომ მასე გამოკვეთილად აღარ ჩანს და შედარებით `სუფთა` შედეგი მიიღება. ეს ძალიან ზოგადი ახსნაა. თუ რაიმე კნკრეტული შეკითხვა გექნება მითხარი და $#^#(|დები აგიხსნა )
-
არა მასე ნუ იტყვი. არაბუნებრივად ამ შემთხვევაში გამოიყურება თორემ მენტალი მამა რენდერია : ) ეგ 2 წუთში ორი განათება დავაყენე და გლობალი ჩავრთე არც შეიდინგი არც არაფერი.რენდერის პარამეტრებიც არ შემიცვლია ) მთავარი ხელებია თორემ Vray-ში არენდერებ თუ მენტალში, მაქსში მუშაობ თუ მაიაში და ა.შ. არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია თეორიულად იცოდე და პრინციპები იცოდე განათების, UV მეპინგის და ა.შ. შემდეგ პროგრამას მოირგებ და ეგაა : ) ფიზიკურად სწორ(მიახლოებით) შედეგებს maxwell იძლევა სხვებთან შედარებით მაგრამ რენდერის დრო .... პოსტ დამუშავება ყველაფერს უნდა, ამის შემდეგ მეტად რეალისტური ხდება ნამუშევარი
-
შენი სცენა Mental-ში. მატერიალებისთვის ხელი არ მიხლია. გლობალი ჩავურთე უბრალოდ
-
ის ინტერიერი დაამთავრე ჯერ, მართალია წვალობ მაგრამ მასე უფრო ისწავლი. კარგ შედეგზე რომ მიხვალ სხვა ნამუშევარი მერე გააკეთე : )
-
Ambient occlusion ხო არ გაქვს გააქტიურებული? განათებას რაც შეეხება, ერთი მზე დააყენე ფანჯრიდან რომ შემოდიოდეს. მერე დაახლოებით 2 point განათავსე ოთახში სივრცეში, განათება ჩაუწიე მთლიანად და მხოლოდ Global ilumination ჩაურთე. ან... ორი Area light დააყენე, თითო ფანჯარასთან თითო და იმას ჩაურთე. მერე არეგულირე გლობალის პარამეტრები როგორც მოუხდება შენს სცენას
-
გლობალი გაქვს ხო პირველში? განათება მოუმატე. და ჩრდილების სემპლები მაღალზე დააყენე. და ეგ მაგიდა მასეთი გაქვს ჩაფიქრებული სარკის ზედაპირით? თუ შუშის გინდა გამტარი?
