-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
ok. კი, აუცილებლად! ოღონდ, ეს მოდები, პლაგინები და ყველაზე მთავარი - პიტზე შესვლა და მომსახურებას ვერაფერი გავუგე და არც მინდა, რომ ვინმე შევაწუხო, რადგან ეს მხოლოდ 1 წვრილმანი არ არის და ვიღაც სკაიპში უნდა დამიჯდეს და 1 საათი ამიხსნას :(
-
კაცო, რამდენ ლიტრს ტოვებ ხოლმე ბაკში? ისეთი რა ცოტა ასხია, რომ დამატების გარეშე ვერ ქოქავ? მოკლედ, მოდი ესეთი რაღაც სინჯე, 2-3 ლიტრზე ნუ დატოვებ, ისე ქენი, რომ ღამე მანქანაში 10 ლიტრი ბენზინი იყოს და დილით ნახე, თუ დაიქოქა, ესეიგი ბაკს აქვს ისეთი ფორმა, რომ 2 ლიტრზე ვერ ამოაქვს (ეხლა რომ ვუფიქრდები, შენი ლაპარაკიდან გამომდინარე, ეს უფრო მგონია), ან ბენზონასოსი გიტრაკებს და ცოტა ბენზინზე ძალა არ ყოფნის ამოსაკაჩავებლად, მაგრამ 10 ლიტრზეც თუ ისევ ისე ქნა და არ დაიქოქა, მაშინ რაც გითხარი ეგ იქნება 99% (აბრატნი კლაპანი). ეს წვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემა ისეთია, გამორიცხვის მეთოდით უნდა მიყვე, რადგან შეიძლება რამოდენიმე მიზეზი იყოს.
-
MuFaS მოდით (დამატებული მანქანით) რომ სერვერზე შეგიშვას, თვითონ სერვერის შემქნელსაც ეგეთივე მოდი უნდა ქონდეს ხო?
-
2-3 ლიტრი საკმარისი იქნება, მაგრამ ეგრე არ უნდა ამუშაო, დროთა განმავლობაში ბენზონასოსს გააფუჭებ (ხო ელექტრო ნასოსია?). დილით არ იქოქებაში რას გულისხმობ? წვალობს და სტარტერს დიდი ხანი უნდა ტრიალი? თუ ესეა, მაშინ სავარაუდოდ აბრატნი კლაპანია, ეგ მუშაობს სისტემაში საწვავის წნევის შენარჩუნების პრინციპზე (და ასევე ზედმეტი საწვავი თუ მიეწოდა, საჭიროზე მეტი რომ უკან გაუშვას), ანუ, რომ ჩააქრობ, სისტემა რომ არ დაიცალოს, ეგ კლაპანი როცა ცვდება, მერე იწყებს ნელ-ნელა სისტემის დაცლას, ცხელზე და 1-2 საათის ჩამქრალზე პრობლემა არ აქვს, რადგან მაგ კლაპნიდან ბენზინი ცოტა იპარება და სისტემა ბოლომდე ვერ ასწრებს დაცლას, მაგრამ როცა დიდი ხანი დგას მანქანა, დასაცლელად უკვე ყოფნის დრო. წვის სისტემების ხელოსანი გინდა, ბარომეტრს შეაერთებს (წნევის საზომს) და ნახავს, თუ იჭერს წნევას, მერე უკვე ავტოპაცოსი/ვოზდუხამერის ამბავი იქნება.
-
ანკესი ავაწყე, 20 წუთში შენთან ვიქნები და პადიეზდთან დამხვდი. არადა, კაცმა რომ გკითხოს, არაო, ვისა ჩემიო, მეეო? :D
-
კაი ბიჭო გეხუმრები, მართლა კი არა.
-
პატრულის მანქანით ვიჩითები ხოლმე და ეტყობა მაგიტომ ვერ მიცანი :yes:
-
ჯერ-ჯერობით 1:50 მაქვს, შეიძლება კიდევ 2 წამი რამენაირად ამოვქაჩო, მეტს უკვე ნაღდად გამოვრიცხავ.
-
2/10 მაქსიმუმ. ამ წუთას მოვრჩი, შესვენებაზე დრო გავიყვანე და ცოტა გავერთე.
-
მე თუ მეკითხები, ფოტოშოპი.
-
ისე, შენი ზარბაზანი რომ ჩაუმონტაჟო? ხომ არის გამოთქმა - ჯიბიდან ისვრისო, მერე იქნება - ღრძილიდან ისვრისო. თან, თუ ზასაობის დროს გაუვარდა, მტრისას... ექიმი, რომ კითხავს - რა მოგივიდა? რა ვიცი ექიმო, ვზასაობდით და ზარბაზანი გაუვარდა ღრძილიდანო... ეგრევე ნარკოტესტზე გაატარებენ.
-
მაგით თუ მიეჩვევი, ჩემპიონატზე გაგიჭირდება, ჯობია იწვალო, სამაგიეროდ კარგად აითვისებ.
-
700 გრამი 49 ლარი? რა იყო, ნარკოტიკი გადაგაქვს კონტრაბანდულად? მაგ ფასში დიეჩელმა უნდა მოგიტანოს და ხურდაში საშას პრიომიც გაგიკეთოს :D
-
გიო, დაიკიდე, თუ დამიჯერებ, თითქმის არაფერში გამოგადგება ;)
-
ბიჭო, სახეს ყოველთვის რატომ მალავ? გა-ვენდეტებულმა პაციენტმა რომ არ გიცნოს? :D
-
კემო, მოსაკლავი ხარ! როგორც მიაჩვიე მთელი ფორუმი ამ არასწორ გამოთქმას, ისევე გადააჩვიე ზა-პროსტო კი არა, პროსტო, კაცოოო, პროსტო!!! ან, უფრო მარტივად და გამართულად - "უბრალოდ". ზაპროსტო სხვა რამეს ნიშნავს და რისთვისაც თქვენ იყენებთ, არ ჯდება აზრზში.
-
ჟენევის 2013 წლის ავტოშოუ დაიწყო და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო (და ჩემი აზრი საუკეთესო) მოდელიც გამოჩნდა Ferrari laferrari. ცხოველური მონაცემებით.
-
-
ადგილზე. შეჯიბრის დროს მნიშვნელობა არ აქვს წრეს რა დროში გადიხარ, მთავარია პირველი მიხვიდე, მაგრამ, ცოტა პარადოქსია - თუ კარგ დროში ვერ დადიხარ, პირველზე ვერ გახვალ მაშინ უნდა ილოცო, რომ ყველა დაიმტვრეს და მხოლოდ შენ დარჩე. დღეს ჩავუჯდები.
-
პირველი ვარჯიშისთვის 1:55 კარგი შედეგია, რადგან 1:50-ის ფარგლებში დადიან.
-
ანუ, ვინც სხვა ბრაუზერს ხმარობს, ყველას ეს პრობლემა აქვს? ესეიგი, ოპერით შანსი არ არის ფლეშების გახსნა? ეხლა ვეძებე და სტოკ ბრაუზერს ვერ ვპოულობ რაღაც ზედმეტი იკონკები და აპლიკაციები კი წავშალე, მაგრამ სტოკ ბრაუზერს როგორ გავაქრობდი/წავშლიდი? ეგეთი რამე შესაძლებელია???
-
კი, 4.1.1 (სტოკი) და აბა რა ვქნა? მაგალითად, ამ ბოლო გვერდზე ბერო-ს ბოლო პოსტი რაც არის, რაღაც 3-4 სურათი უდევს მგონი და მე ვერ ვხედავ, არ მიხსნის, მხოლოდ ჩარჩოა და ის წერია, რაც ზევით დავწერე plug-in content.
-
მოკლედ, რაღაც პლაგინი მჭირდება, მაგრამ ვერ გავიგე რომელი. მაგალითად, file.ge-ზე რომ შევდივარ, გვერდებზე ჩარჩოებში წერია plug-in content ფლეშ პლეერიც მიყენია და სხვა რა არის საჭირო?
